RSS

Tag Archives: ახალი წელი

დასრულდა ესე ბედობა

დღევანდელ დღეს ანუ ორ იანვარს ერთგვარ „მაგიურ“ მნიშვნელობას ანიჭებენ.  ამბობენ, როგორც გაატარებ ამ დღეს, ისე იქნები მთელი წელიო. თუ ეს მართალია – მაწყობს :-D

  • დამებედა ძალიან კარგი ფეისბუქელი ხალხის კამპანიაში ყოფნა. პირადად გავიცანი თეა და  ნათია ქოიავა, ზელიმხან უძილაური.  ნოდარ ლადარიას აქამდეც ვიცნობდი, მაგრამ ამდენი ხანი არ გამიტარებია მასთან ერთად :-) ))
  • გაავაგრძელე წინა წლების ტრადიცია და დავიბედე ბიძაშვილებთან ყოფნა. მათთან გასვლა კი, აუცილებლად დალევას ნიშნავს და ესეც დამბედებია. როგორც ჩანს, ლოთობას ამ წელსაც ვაგრძელებ.
  • დამებედა მეტროში წიგნის კითხვა ( ამჯერად, ნაყლაპზეც). დასკვნა –  „იმ იებიან ბიჭს“  წელსაც ვერ შევამჩნევ, ვატყობ.
  • სახლში შემოსვლა ვერ მოვასწაარი და მეზობლებიც შემომივიდნენ. მათთან ყოფნაც დამებედა ( ჩემი და უკვე იქ არის ჩაწერილი და იმედია, მეც არ მომიწევს :D ) მართალია, ნახევარჯერ ფბ-ში ვიჯექი, მაგრამ მაინც.
  • „სიტყვამ მოიტანაო“ და ფბ-ც დამებედა. მთელი დღე არა, მაგრამ მაინც. არ არის ცუდი,  ფეისბუქის მეგობრები ბევრს ნიშნავს ჩემთვის :-D
  • კიდევ ერთი მთავარი, მოვაბი თავი და ახლახან ძლივს გავასრულე სამოტივაციოს წერა, რომელსაც უკვე ერთი თვეა – მეორე დღისთვის ვდებ.

 

ყველას ბედნიერებით და წარმატებით განოყიერებულ წელს გისურვებთ.

 

 

Tags: , ,

ჩემი ბავშვობის ახალი წლები ანუ „კიდევ ერთ წელს უნდა ველოდო“?

დღეს, რომ გავიღვიძე, ჩემს დას უკვე მოვლილი ჰქონდა „ბაზარი“  და სამზარეულოშიც „ფუსფუსებდა“. მე  თხილის დამტვრევა დამავალა. ვტეხდი და თან ვუსმენდი – რა და როგორ იყიდა და გააკეთა. მერე რაღაცები გავახსენე სიცილით –  ბუშტებს რომ ვყიდულობდით და ვკიდებდით მეთქი. – მე ახლაც ვაპირებდი, რა იყოვო. გამეცინა და  მომახალა – რა უხალისო ადამიანი გახდი, მაშინ იყავი კარგი და სიცოცხლით სავსე, ამეებს რომ აკეთებდიო.  ხოდა, ხმა ვერ ამოვიღე :) ))  გამახსენდა, როგორ მიყვარდა ხოლმე ახალი წელი.

  • იმდენად მიყვარდა, რომ სექტემბრიდან  კალენდარს ვაკეთებდი   რვეულში  და ყოველდღე თითო უჯრას ვხაზავდი ახალ წლამდე.
  • ჩემს დასთან და მეზობლის ბავშვებთან ერთად, დავაარსე „კლუბი დელფინი“ ( არ მახსოვს, სახელის წარმოშობა. უფროსი კი, მე ვიყავი :) ), ხოდა, ორი რვეული მქონდა სავსე. სადაც კი რამე საახალწლო ლექსი და დადგმა არსებობდა – ყველაფერი მეწერა როლების და დროის განაწილებით. დიალოგიან ლექსებს და მოთხრობებს „პიესებად“ ვაკეთებდით.  ჩვენც ვიგონებდით.   რეპეტიციებს ორი თვით ადრე ვიწყებდით  და 31 დეკემბრის საღამოს, საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულები დედაჩემს და მეზობლის უფროსებს წარვუდგენდით ხოლმე ჩვენს მომზადებულ პროგრამას. გვქონდა „ლუარსაბი და დარეჯანი“, „წითელქუდა“,  „ფიფქია“, „ახალი წელი პრაღაში“ ( იოსებ ნონეშვილის გავლენა ეტყობოდა ყოველთვის ჩემს ბავშვობას ::)) და სხვა მრავალი.
  • მე და ჩემი და ორი თვით ადრე ვიწყებდით ფულის შეგროვებას  ნახევარლიტრიან მოხუფულ ქილაში.  დედაჩემი რომ პურის ფულს გვიტოვებდა, 10-20 თეთრი რჩებოდა ხოლმე ხურდა. ლიმონათის ფულს თუ მოგვცემდა ხანდახან, არ ვყიდულობდით. პლუს მეზობლის მოხუცები  გვგზავნიდნენ ხოლმე მაღაზიაში და ჩვენი დამიჭი-გამიშვის მიუხედავად, „მზესუმზირის ფულს“  მაინც  გვაძლევდნენ ხოლმე J)) ხოდა, ამეებს ვაგროვებდით და ვაგროვებდით. სადღაც 20 დეკემბრისკენ გავხსნიდით ამ ყულაბას და ამოვყრიდით ჩვენი მოგროვილი თეთრებიდან გადაქცეულ ლარებს.  ვყიდულობდით 20-30 ცალ ფერად-ფერად ბუშტს ( ხუთი თეთრი ღირდა ცალი), ასაფეთქებლებს ( და ახლა როგორ  ვერ ვიტან, მაგრამ მხოლოდ 31-ში ვაფეთქებდით ხოლმე :) )) ჩვენ გვერდით მაღაზიაში იყიდებოდა  ყვითელ და ლურჯქაღალდიანი „პავიდლოიანი“ კანფეტები ცალობით ( ორი ცალი – ხუთი თეთრი ღირდა და კგ – 2.25. ). ცოტა მოგვიანებით, „ოლივიეს“ მასალის ნაწილზეც გვყოფნიდა ფული და 30-ში გამოვუჩენდით ხოლმე დედაჩემს :) ))
  • ხო, ერთი თვით ადრე ვწერდით სიას – რა უნდა გვქონოდა ახალ წელს, ნუ მართალია, ეს სია 10-20ჯერ იკვეცებოდა, მაგრამ ხო გვიხაროდა :) )
  • მთელ სახლს ვრთავდით ბუშტებით, ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილ-დაწებებული ჯაჭვებით, საახალწლო წვიმებით და შრომის გაკვეთილზე ნასწავლ-შინგაკეთებული „ფიფქებით“.
  • რადგან დედაჩემი 25 დეკემბრამდე ნაძვის ხეს არ გვადგმევინებდა და ჩვენ კი მოუთმენლობა გვჭირდა, 15 დეკემბრიდან მოყოლებული ყოველდღე, ე.წ სხვენიდან ( თუ განჯინიდან) ჩამოვიღებდით ნაძვის ხეს თავისი ატრიბუტიკით, ავაწყობდით, მოვრთავდით, ჩავიცვამდით ჩვენც ფორმებს ( თოვლის ბაბუას ფორმისთვის, რაღაც წითელი კაბა მივჭერ-მოვჭერ-დავკერე :) ) და  ცხოვრება გვიხაროდა.  საღამოს, დედაჩემის დაბრუნების ჟამი რომ დგებოდა, დავშლიდით ამ ძლივსაწყობილ ნაძვის ხეს და ავაფართხუნებდით ისევ ზემოთ.
  • ახალ წელს კიდევ ის ჰქონდა დადებითი, რომ 31-1-2  სულ იყო შუქი.  მიყვარდა ის, რომ საახალწლოდ, ჩვენს „რეკორდის“ თუ „ვესნას“ ტელევიზორს ვაკეთებინებდით ხელოსანს ( გამოგვართმევდა 15-20 ლარს, გვეტყოდა, იმუშავებს კაცოვო და ერთ კვირაში ფუჭდებოდა ისევ :( , მიყვარდა საახალწლო რეკლამები, გადაცემები. ცალი ფეხი გაზქურასთან გვქონდა და ცალი –  სასტუმრო ოთახში. ( აბა, გვინდოდა ყურება და:)
  • ყველაზე მეტად 31 დეკემბერი მიყვარდა, პროცესი მიყვარდა, თხილის თუ კაკლის ტეხვის, მაღაზიაში სირბილის.  ისიც მიყვარდა, გოზინაყის გაკეთებას რომ ვცდილობდი თამარ ლომიძის წიგნიდან – „კულინარიის ხელოვნება და ქართული კერძების სამზარეულო“, მაგრამ თაფლი ყოველთვის  იწვებოდასავით, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ხის დაფას შენივთულ გოზინაყს, ვერაკაიდედმამიშვილი ვერ ააგლეჯდა. ხოდა,  ვედექით „ნაჯახით“ და ეგ იყო.
  • ისეთი 31 დეკემბრებიც მიყვარდა – მხოლოდ მოხარშული კვერცხი, რამდენიმე მანდარინი და კანფეტი რომ გვქონდა და მე „პლიტასთან“  მჯდომი ხმამაღლა ვკითხულობდი არსენა ოძელაშვილს ( მაშინ მე-2 კლასში ვიყავი).  ისე, 31-ში საახალწლო მოთხრობების კითხვა მიყვარდა ძალიან, ეკატერინე გაბაშვილს ჰქონდა მასეთები „ბლომად“.
  • 31-ში,  ღამე ბედნიერი ვიძინებდი, მაგრამ ეს ბედნიერება  1-ში დილით სრულდებოდა.  ვიღვიძებდი შემდეგი ფიქრით – ახლა კიდევ ერთ წელს უნდა ველოდო???

გილოცავთ დამდეგს. ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული, ახლობელი ადამიანების კარგად ყოფნა, სიმხნევე, ფული და სასურველი  სიამენი არ მოგაკლდეთ.

 

 
Leave a comment

Posted by on December 31, 2010 in თსუ

 

Tags: , , ,

გავიდა წელი ესე…

შემოვიდა 31 დეკემბერი, გახდა ღამის სამი საათი. 21 საათში ახალი წელიც მოვა, ხოდა მოვასწრო –  გუშინ ყველა სამინისტრომ და პოლიტიკურმა პარტიამ შეაჯამა გასული წელი და მე ვისზე ნაკლები ვარ ვითომ?

მოკლედ, გასული წელი თავისუფლად შემიძლია სამ ეტაპად დავყო – იანვრიდან ივლისის შუა რიცხვებამდე, ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრამდე (რაღაც კვეთები კი იყო პირველ და მეორე ეტაპებს შორის, მაგრამ ეგ არაფერი – გადავიტანთ) და სექტემბრიდან აქამომდე.

პირველ ეტაპზე დაუვიწყარი ”ღია რადიო” რომ არ ვახსენო, არაგულწრფელი ვიქნები :  მართლაც საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში:-) არაჩვეულებრივი ჯგუფი, საყვარელი და საინტერესო საქმე – რაც გინდა და როგორც გინდა ისე აკეთე, უსაზღვრო თავისუფლება, სასიამოვნო  გადაღლილობამდე მისული დაკავებულობა (ამის გამო ძალიან ბევრ რამეზე უარის თქმა, ნათესავების საყვედურები :  დაგვკარგე სულ) ბევრი იდეა, შესანიშნავი ხელმძღვანელი და შედეგი:-)

გავხსენი ბლოგი, რაღაცებს ვპოსტავდი, წერის ჟინსაც ვიკმაყოფილებდი და მეგობრებსაც ვართობდი. ვიწრო წრეში (ნუ, ოთხ კაცში მაინც:)) ფართოდ აღიარებული ბლოგერი ვიყავი:-)

მეორე ეტაპი – სრული სიგიჟე. ზაფხულის ვერგაგება. გაოცება სიგიჟის და პარანოიის უკიდურესობის გამოვლინების გამო, ურთიერთობა არანორმალურებთან..

მესამე ეტაპი – ” 24 საათი”. ახალი ნაცნობები, ახალი სისტემა, შრომა და ხტომა, მისტერ დუგლასი, ხუთშაბათობით სამეულის შეხვედრები მეექვსეს დარბაზში, თსუ-ს მიერ ნერვების წყვეტა, დრო – ნული და ისევ  ნათესავების საყვედურები : ”დაგვკარგე სულ”.. მერე ჩემი ახსნა – აი, რა ვქნა…..

რა გამოვიდა საბოლოოდ. ასე თუ ისე, კმაყოფილი ვარ ამ წლით (პროფესიული თვალსაზრისითაც და ისეც:) ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ვგრძნობ – შევიცვალე, კანი გამისქელდა, ისეთი ხათრიანი აღარ ვარ, როგორც ადრე ვიყავი (ნუ ყველაფერი კი  შედარებითია – ლალი კი იტყვის – ”ეს მორიდებული გოგოაო”, მაგრამ მან არ იცის, მე როგორი მორიდებული ვიყავი;))) ხოდა, წავთამამდი, სკეპტიკოსი გავხდი, ისე იოლად გული აღარ მიჩუყდება (თუმცა, ტელეფონით ლაპარაკს მაინც ვერ ვიტან და აჰააა:))

რა მინდა მომავალ წელს – პროფესიულად ამ შედეგების მეტად გაზრდა, სიახლეები და იმ საქმის გაკეთება, რაც მინდა. კიდევ მინდა ცოოოტა მეტი დრო მქოონდეს, რომ ”რაღაცებისთვის” და ”ვიღაცებისთვისაც” დამრჩეს დრო;)))

ყველას გილოცავთ ახალ წელს.

 
4 Comments

Posted by on December 30, 2009 in თსუ

 

Tags: , , , ,

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.