ქართულმა ტრადიციებმა თუ ამოსაძირკვმა ტრადიციებმა ახალი წლის შემდეგ დაგვაინტერესა.. როდესაც, საშობაო არდადეგებიდან უნივერსიტეტში დაბრუნებულები, მე და ჩემი ჯგუფელები (ანელი და თამუნა) ვისხედით სამონტაჟო ოთახში და ქართულ ტრადიციებზე, უფრო ზუსტად, ქართული სუფრის ტრადიციაზე “ვსაუბრობდით”.
ანელი შეშფოთებას და აღშფოთებას გამოხატავდა იმის გამო, რომ ამ ქართველმა ხალხმა საცივში თუ არ ჩაყო თავი, ისე არ შეუძლიათ, ლამის ფეხსაცმლით თუ არ დალია განსხვავებული ა.შ.
მოკლედ, გადავწყვიტეთ, რადიოს საგამოცდო პროდუქციაში ჩაგვედო ტრადიციებზე სიუჟეტი – vox POP.. მოქალაქეები გამოვკითხეთ – რომელი ტრადიცია არ მოსწონდათ.
აღმოჩნდა, რომ არაფერიც არ გვითხრეს სახეირო და გამოკითხულთა უმრავლესობა სრულად ეთანხმება “მამა – პაპის დროიდან შემონახულ ტრადიციებს”.
ეს სიუჟეტი იქით იყოს, ( ლექტორს არც მოეწონა – ბუნდოვანიაო).. მაგრამ რა მინდა ახლა ვთქვა და რას ვეწვალები ამ პოსტით..
ამასწინ, ერთ – ერთი ჯგუფის რადიოგადაცემა ვნახე უნივერსიტეტის კომპიუტერების “დესკტოპზე”, ხოდა რადგან ძალიან მაინტერესებდა ჩემი ყოფილი ჯგუფელის სიუჟეტი ასევე ტრადიციებზე, ავდექი და მოვუსმინე..
რა ტრადიციები მოსწონთ..
ნუ, ერთი ქალი იყო – დედაშვილობის “ტრადიცია” მოსწონდა, ვიღაცას სუფრის, ერთი იყო – მთის ტრადიციებიო, ადრე ადამიანობა, მეგობრობა, ძმობა იყო – ო – წაწლობის “ინსტიტუტზე” საუბრობდა.
ხოდა ერთი იყო ძაან კაი:-)
გოგო იყო რესპონდენტი.. ხმაზე ვიცანი, რომ ჩემი კურსელია.. ვინაობას არ დავასახელებ, რათქმაუნდა..
ხოდა ამბობს – “ქართველებს კარგი ის გვაქვს, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტს ვინახავთ. იმიტომ, რომ ქართველი ქალი უნდა გავდეს ქართველ ქალს. ეს ჯანმრთელობისთვისაც კარგია და მორალურადაც. ქორწინებამდე ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეთ არანაირად.”
ეს რა არის? არც არაფერი, ჩვეულებრივი კომენტარია..
მაგრამ გაგრძელება?
“ეს არ ეხება მხოლოდ ქალებს, ეს კაცებსაც ეხებთ. როგორც ქალიშვილობის ინსტიტუტი არსებობს, ისე უნდა არსებობდეს ვაჟიშვილობის ინსტიტუტი” – ო.
რა გინდა თქვა?
ვერც ვერაფერს იზამ..
მახსოვს, ერთმა გოგომ როგორი გულისტკივილით თქვა (ჩემი ჯგუფის მუშაობისას) – ვერ ვიტან ქალიშვილობის ინსტიტუტს, სამწუხაროდ მე ჯერ კიდევ ქალიშვილი ვარ – ო.
ნუ, ქალიშვილობის ინსტიტუტი ჰო, მაგრამ სიდედრები რომ იტყვიან “მე სიძეს სახლში ვერ შემოვუშვებ, თუ ვაჟიშვილობის ინსტიტუტი “არ ექნება დაცული” (ახლა დიპლომის დაცვა გამახსენდა):-) მაგისტრატურა თუ დამთავრებული არ ექნება, ჩაბარებული მაინც უნდა ჰქონდეს..
საერთო სამაგისტრო გამოცდები , ეს რაღა შუაშია, მაგრამ მაინც..