RSS

Daily Archives: აპრილი 7, 2009

რითი დავიწყო:-)

არ ვიცი წერა მეხერხება თუ არა, ის კი ვიცი, რომ წერა ლაპარაკზე უკეთ ნამდვილად მეხერხება.. ყოველთვის მიჭირდა ლაპარაკი (ახლა რა მიჭირს, ცოტა ხმა ამოვიღე), მაგრა ადრეეე, ადრე რა, სულ რამდენიმე თვის წინ..
ლაპარაკი ხო არ მიყვარდა ისე და არ მიყვარდა (არც მიყვარს) ტელეფონზე.. და გგონიათ, ოდენ რესპონდენტთან ან ვინმე “იიისეთთან”? არაა, ვთქვათ და ჩემს მობილურზე მირეკავდა დეიდაშვილი ან თუნდაც დედაჩემი, ეგრევე ჩემს დას ვაძლევდი – უპასუხე, რა უნდა მეთქი:-)
ამიტომაც, ყოველთვის მერჩევნა წერა, წერაში მესიჯებს ვგულისხმობ.. იქ უკეთ ვყალიბდებოდი და ჩემთვის მთლად “ზემაღალ” ადამიანებთანაც კი მესიჯობისას უფრო ვიხსნებოდი და უფრო “გულღია” ვხდებოდი..
ხო, ეს იქით იყოს..
გავხსენი ბლოგი..
არა, გახსნით ორი კვირის წინ გავხსენი, მაგრამ დასაწერად ვერ მოვიცალე, (თითქოს ახლა მცალია, გამწარებულ მონტაჟის პროცესში ვიყავი, რომ “დაპოსტვა” მომინდა:-)
ნუ, ბლოგი ადრეც მქონდა, იმ ნეტარ დროს, როს ინტერნეტმედიას გავდიოდი, მაგრამ ამ ბლოგზე ზუსტად ოთხი ჩანახატი იდო, ჩემი 20 ქულა ინტერნეტმედიაში.. ოღონდ, არა ახალი დაწერილები, რა თქმა უნდა.. რაღაც რეპორტაჟი და პორტრეტი მქონდა , რომელმაც “ახალი ამბების ჟურნალისტიკა” გამოიარა და ორიც “რაღაც სტატია”, რომლებიც შარშან “მარანის “ რედაქტორისთვის დავწერე..
სიტყვა გამირბის რა..
მოკლედ, ბლოგერობა მინდა:-)
არ ვიცი, რა გამომივა, მაგრამ შევეცდები:-)

ხო, გვანცამ კი დაპოსტა, მაგრამ “ღია რადიო ღია სივრცეში” მეც რომ არ ვახსენო არ შემიძლია:-)
სავარაუდოდ,  17აპრილს დავიწყებთ, მაგრამ ეს ვარაუდიც რომ ვარაუდათ მიმაჩნია, რა ვქნა?
რაღაც ძალიან ძნელი ყოფილა..  ნუ, ადვილი არც თავიდან მეგონა, ამიტომაც ყველა იდეისგან, რაც ძნელადგანსახორციელებლად მიმაჩნდა , (კი არ მეშინია, მაგრამ ფანტაზიორობა არ მინდა, რომ ააააი, მე ისეთ გადაცემას გავაკეთეეებ, იდეაში გავაკეთე, მაგრამ რეალში ამ ეტაპზე გამიჭირდებოდა ვიღაც “სტუდენტ ჟურნალისტს”:-) )  თავი შევიკავე და ხმა არ ამოვიღე (მართალია, მერე აღმოჩნდა, რომ ყველაზე “უიდეო” მე ვარ:-), მაგრამ მირჩევნია რასაც ნამდვილად გავაკეთებ, იმას შევეჭიდო:-)
ახლა განათლების საკითხს “ვაწვები”, ერთი “შიში მაქვს”, დათომ (პაიჭაძემ) გვითხრა – განათლებაში ძალიან ბევრი რამე ხდებაო, მაგრამ რესპონდენტები მეჩვენებიან  “მცირენი ამასა ქვეყანასა შინა”.

ახლა საცდელ გადაცემებს ვაკეთებთ და ისე არ მომწონს ეს ამბავი.. სად გვაქვს საცდელი გადაცემების კეთების ფუფუნება:-) განათლებაზე გრიფირებაზე ვაკეთებ და თემა, სიკო ჯანაშია და კიდევ ხუთი რესპონდენტი რომ არ მეთმობა?
ხუთშაბათ – პარასკევი დასვენებააო, ამ 10აპრილს რაღა დასვენება მოუნდათ არ მესმის რა.. მართლა თუ უქმე იყო, ვერ მოვასწრებთ და უცხოეთიდან დაბრუნებულ დათო მასწ – ს გავაბრაზებთ.. 🙂
თუმცა რაღა გაბრაზება, ორშაბათიდან მაუწყებლობა უნდა დავიწყოთ წესით და თავი გვექნება მოსაკლავი
წავედი ახლა, გავაგრძელო მონტაჟი:-)

Advertisements
 
5 Comments

Posted by on აპრილი 7, 2009 in მე:-), ღია რადიო