ტერმინთა განმარტება:
ღია რადიო – ინტერნეტრადიო, რომელსაც ჟურნალისტი სტუდენტები აკეთებენ დათო პაიჭაძის ხელმძღვანელობით.
ანტიპრომო – მუსიკალური ნაწყვეტების კრებული, რომელიც ჩვენს რადიოში არ იქნება.
ანელი და თამუნა – ჩემი ჯგუფელები და პარასკევის ჯგუფის წევრები.. (კიდევ სამი ბავშვია ჩვენს ჯგუფში, უბრალოდ, ამ პოსტში რამდენიმე მომენტში სწორედ ანელის და თამუნას ხსენება მიწევს და იცნობდეთ:-)
მგონი გვეშველა და ვიწყებთ, პარასკევს, 8მაისს, საღამოს 8საათზე სტუდენტური ინტერნეტრადიო “ღია რადიოს” პირველი გადაცემა გავა. რატომ მაინცდამაინც პარასკევს, კვირის ბოლოს? – იკითხავს ბევრი.. შემთხვევით მოხდა, დაგეგმილი გვქონდა, რომ 13 აპრილს, (ორშაბათს) დაგვეწყო მაუწყებლობა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, მოკლედ იმიტომ, რომ ყველა ჯგუფმა არ მოიტანა საცდელი გადაცემა, ვერ გავედით.. პრინციპში, არც ახლაა ყველა საცდელი გადაცემა , მაგრამ დათო მასწ – ი დაგვპირდა, ვინც გააკეთებს, იმისი მაინც გავაო,, ხოდა.. პირადად ჩემთვის, სიმბოლურია ეს პარასკევი, რადგან პარასკევი სწორედ ჩემი ჯგუფის დღეა. ვინმემ ამბიციურობაში ან სხვა რამე თვისებაშიც რომც ჩამითვალოს, მაინც ძალიან მიხარია, რომ სწორედ ჩვენ ვიწყებთ.. (თან ამბიციურობა ცუდ თვისებად ა(ღა)რ მიმაჩნია:-) სიხარულთან და მოლოდინთან ერთად, პასუხისმგებლობაც მეტი გვეკისრება, რადგან პირველია რა, პირველი და გვინდა უფრო კარგი იყოს, ვიდრე უნდა ყოფილიყო. რა გამოგვივა არ ვიცი.
ცოტა რამ “წინასარადიო პერიოდის” შესახებ.. რას ნიშნავს ჩვენთვის ეს რადიო? მე ვილაპარაკებ ჩემი ჯგუფის სახელით, რადგან სხვების მუშაობის პროცესისთვის არ მიყურებია, ვისიც მიყურებია და შიდაჯგუფური ურთიერთობებით მაინცდამაინც არ აღვფრთოვანებულვარ, რაღაც სეპარატისტულ რეჟიმს მახსენებდა ზოგი სტუდენტის განცხადება – აი, მე ჩემსას გავაკეთებ და მთლიანი გადაცემა რას იზამს, მე რა ვქნა.. ერთ – ერთი სხვა გუნდის წარმომადგენელის სიტყვებმაც ძალიან გამაკვირვა –თავის ჯგუფის წევრებს ხვდებოდა, (მაშინ გადაცემები იდეების დონეზე იყო ოდენ) და რომ მოვიდნენ, ჩვენ სადაც ვიყავით იმ ოთახიდან გაიყვანა – ცალკე გავიდეთო და მოგვაძახა – აბა ვნახოთ, ვინ უკეთეს გადაცემას გააკეთებსო.. მხრებიღა ავიჩეჩე.. ხოდა, რას ნიშნავს რადიო ჩვენთვის.. რადიო არა, კონკრეტულად ეს, ღია რადიო.. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ “ჩვენია” რა, ყველაფერი ჩვენი მოფიქრებული და გაკეთებულია და მე პირადად ძალიან ამაყი ვარ, რომ რადიოს სწორედ ჩემი მოფიქრებული სლოგანი ექნება – ღია რადიო ღია სივრცეში.. (ვინმეს არ ეგონოს, რომ “ვბლატაობ”, უბრალოდ მიხარია რა:-)
განვლილ ორ თვეს რომ ვუყურებ, სიმართლე გითხრათ, მენანება ეს დრო, რადგან შეიძლებოდა უფრო მეტის (უფრო კი არა და მეტის) გაკეთება, მუშაობა რომ ისე წარმართულიყო როგორც გვინდოდა და ყველა სტუდენტს რომ თანაბრად მიეღო მონაწილეობა საერთო საქმეში. სამწუხაროდ, ყველას დევნა გვიხდებოდა, თუმცა მერე ხელი ჩავიქნიეთ და ”ლაინერები” (ჩაწერილი) ძალიან მცირე რაოდენობით გვაქვს, რადგან ჩვენი ხმები თუ ინტონაციები არ გამოდგა და ჩვენი მოფიქრებული “ლაინერები” სხვებს რომ ჩაეწერათ, ესეც კი ვერ მოვახერხეთ.. ნუ, ჩვენც არ გვიაქტიურია მაინცდამაინც, რომ მოგვეძებნა ის ადამიანები, რადგან ვიფიქრეთ, რომ თავადაც შეეძლოთ ამის მოფიქრება და გაკეთება, თუმცა არ გამოვიდა.. იყო ბევრი წყენა, იგივე სხვების დევნასთან დაკავშირებით, მაგრამ ვბრაზობდით არა სხვებზე, არამედ საკუთარ თავებზე.. “არ უნდა აგვეღო ამდენი საკუთარ თავზე”, “რა გვინდა, თუ სხვებს არ აინტერესებთ, ჩვენ რაღა გვინდა”, “აუ, რატო გონია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ? “აუ, რატომ უნდა გავაკეთოთ სულ პირველებმა?”, “ერთხელ სხვებმა გააკეთონ რაა”..
პირველი გადაცემა იწერება:-)
რა სასაცილოები ვართ:-)
სიმართლე რომ ვთქვა, მართლა “გვიტყდებოდა” მაინც რაღაც , რადგან იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, საცდელი გადაცემა პირველებმა რომ გავაკეთეთ, იმის გვრცხვენოდა, რომ ჯგუფელების ჩაწერილ ხმებს ჩვენ ვასუფთავებდით და შესარჩევად სწორედ ჩვენ აგვქონდა ხელმძღვანელთან, მითუმეტეს, რომ ჩვენი არც ერთის ხმა არ ყოფილა. უხერხულად ვგრძნობდით თავს, რაღაც ძალიან “მეტიჩრები” ვჩანდით.. რამდენიმე ჯგუფელმა ისიც კი მითხრა – თქვენ რატომ აქტიურობთ ასე, ნუ იაქტიურებთ და ჩვენ გავაკეთებთო.. ალბათ ესეც უნდა გვექნა, ეგებ რამე გამოსულიყო.. ერთმა – “რა არის, რა შკოლნიკები ხართო?”:-)ერთხელ “გადაწყვეტილებაც მივიღეთ” – გავაკეთოთ გადაცემა, მაგრამ პირველები ნუ მივცემთ მოსასმენად, სირცხვილია უკვე თქო:-).. ახალი გადაცემისთვის ყველაფერი თითქმის მზად გვქონდა, მაგრამ ხმას არ ვწერდით:-) სამწუხაროდ, იმას, ვინც “შკოლნიკებს” გვეძახდა, არ ესმის, რომ ეს რადიო ჩვენთვის მეტია, ვიდრე საგანი და მარტო ქულის და კრედიტის დონეზე არ დაგვყავს.. ის, რომ ყველა სხვა საგანი და უნივერსიტეტსგარეთა საქმიანობა “ღია რადიოს” გარშემო ბრუნავს..
ძალიან სახალისო იყო მუსიკალური პრომოების და ანტიპრომოების გაკეთების პროცესი.. ჩემი ჯგუფელი ანელი განსაკუთრებით პოზიტიურ პრომოებში აქტიურობდა (ანტიპრომო არც გაუკეთებია, რადგან “ისეთ” სიმღერებზე “ბურძგლავდა”, თან არც ეთანხმებოდა ამ იდეას, რომ ანტიპრომო გაგვეშვა რადიოში), თამუნაც განსაკუთრებით “ისეთებს” ვერ უძლებდა და უფრო რუსულ პოპს და ქართულ რეპს იყენებდა ანტიპრომოებში. მე კი დავიარე ყველას ტელეფონი, ვისიც კი ხელში ჩამივარდა და ვიწერდი “მძღოლკლორულ” სიმღერებს, “რა ვქნა რომ ბედი არ მწყალობს”, “არხოტის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები”, “თამუნას დავარქმევ მე ჩემს გოგონას” (ამაზე თამუნა ყელგამოწეული მეხვეწებოდა – არ გაუშვაო , ანელი კი კიდევ ერთხელ ადიდებდა საკუთარ იშვიათ სახელს – აბა, ჩემზე ვინ დაწერდა სიმღერასო..:-), მოკლე კაბა, ობოლი ბიჭი და სხვა.. (ამის გამო მეც დავისაჯე, იხილეთ პოსტი – ექსკლუზიურად ნაცნობი ანუ დაუვიწყარი აღდგომა:-)). თუმცა ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე:-)
განსაკუთრებით მას შემდეგ გავხალისდი მათ კეთებისას, როცა აღმოვაჩინე რომ ეს იარაღად შემეძლო მექცია უსაქმურების წინააღმდეგ.. საგამოცდო პერიოდში, როდესაც რადიოგადაცემას ვამზადებდით, სამონტაჟო ოთახებს სამეული შემოეჩვია (იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა – ღა აკლია:-) მათ ეს ოთახები რაღაცებში ერეოდათ და ხან კაფეს მოაწყობდნენ ხოლმე და ხან (როცა ორნი მოდიოდნენ მხოლოდ) ალექსადრეს ბაღს.. მათთან არ გაჭრა არც ხვეწნამ, არც მუდარამ, არც ჩხუბმა და ყვირილმა (არადა, ძალიან იშვიათად ვყვიროდი ხოლმე), მოკლედ და კონკრეტულად ვერაფრით მოვერიე.. ხოლო ამ ანტიპრომოების კეთებისას რომ შემოვიდნენ და ჩავურთე “ლერწამისა და ტანი შენი” ზუსტად წუთნახევარში გავარდნენ ოთახიდან სიტყვებით – “წავედით, ჩემს თავს გაფიცებ”.. სამწუხაროდ, ეს ანტიპრომოები მორალურად მომაკვდინებელი იარაღი იყო ჩემი “თანამებრძოლების” თამუნას და ანელის მიმართაც, განსაკუთრებით ანელისთვის. (თამუნას მეტი გაძლება აღმოაჩნდა ამ მხრივ. ანელის ერთი ფრაზა “დაუკარით, რომ ანელის ელდა ეცეს” – არასოდეს დამავიწყდება.. მერე გამიტაცა და არც რუსული და ქართული პოპი დავივიწყე, 50 ერთეული პრომო – ანტიპრომო ” გავაკეთე და შევჩერდი:-_ თუმცა, მაიცდამიანც არ მეხალისებოდა შეჩერება, რადგან ამ ანტიპრომოებით იმას მივაღწიე, რომ ანელის მეზობელმა დისკი გამომიგზავნა 538 სიმღერით, რომელშიც 70% მაინც საანტიპრომოეა.. მთელი ჩემი გამოყენებული “კომპოზიციები” ხომ იყო იქ თავმოყრილი და კიდევ ახალი, ჩემთვისაც კი უცნობი სიმღერებიც იმდენია, რომ ერთი ოცეული პროდუქტი მაინც გამოვა.. (სამწუხაროდ, უნივერსიტეტის კომპიუტერები DVD დისკს ვერ ხსნის და ვერც ვიყენებ ამ საშვილიშვილო საქმისთვის). ამ ‘წინასარადიო” პერიოდში ძალიან ბევრი რამე ხდებოდა საინტერესოც, ძალიან საინტერესოც და ისეთიც ფრუსტრირებულები, “დემორალიზებულები” და “განადგურებულები” რომ ვიყავით.. მინდა აღვწერო ერთი ჩვეულებრივი დღე.. დილის 9საათი , მე და ანელი ოპერატორს ველით სამონტაჟო ოთახის გასაღებისთვის.. (ოპერატორი და მისი ბუზღუნი ცალკე ფენომენია და ეს პოსტი არ ეყოფა).. დღის განმავლობაში ხმის ჩაწერა, მონტაჟი, ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტიდან, სიმღერების და სხვადასხვა ხმის გადმოქაჩვა, თან ვიცი წარმოგიდგენიათ, უნივერსიტეტის კომპები როგორი სწრაფებიც არიან.. ხშირია შემთხვევა, როდესაც მოულოდნელად კომპი გაითიშება და ბახ, აღარ ჩაირთვება, აღმოჩნდება რომ ფლეშკაზე არ ”დაგისეივებია” და მთელი ნაღვაწი დესკტოპზე დარჩა.. (ან უარესი, საერთოდ არ შეგინახავს და ყველაფერი დაიკარგა)..
იქამდე მივედით, რომ ადობე აუდიტიონ – ის მწვანე გრაფიკა ძილში მესიზმრებოდა და უძილობის მორიგი შემოტევის დროს, ადობე აუდიტიონ – იან კომპს ვნატრობდი – რამეს დავამონტაჟებდი მეთქი, იქამდეც მივედით, რომ სიმღერასაც კი ამ პროგრამაში ვხსნით და ტიპი სად რას ამბობს გრაფიკულად ვცნობთ, ანუ რადიოს ვუყურებთ:-)
“მონტაჟისა და ძალი შეეენი”
ხო, ესეც არაფერი.. რესპონდენტებთან ურთიერთობა კიდევ ცალკე ამბავია, შეგვხვედრია ბევრი კარგი რესპონდენტი, თუმცა გულახდილად რომ ვთქვა, სიკო ჯანაშიას ვერც ერთმა აჯობა:-) შეგვხვედრია უცნაურები (რომლებიც დიქტოფონის დანახვაზე კრუნჩხვებში ჩავარდნილან და 17წუთი ულაპარაკიათ იმაზე, რაც ერთ წუთში თავისუფლად შეეძლოთ ეთქვათ და იმ 17წუთიდან ცოტა ღირებული 25წმ ძლივს ამომიკრიფია). იყო ისეთი რესპონდენტიც, რომელმაც ხელ – ფეხი იმაზე გაასავსავა (ექიმმა) – ახლა მე რო ვილაპარაკო ფასტ ფოოდ – ის მავნებლობაზე, მერე მე რომ მომივარდნენო? ისეთიც – ახლა ვერ დაგელაპარაკები, კარგად უნდა მოვემზადო, რაღაცები წავიკითხო და მერე მოდითო.. იყვნენ ჟურნალისტებისგან დაშინებული ხალხიც. მაგ, ერთ – ერთ გამომცემლობაში – ვაიმე, ჩვენ რა უნდა გითხრათ, ვაიმე, ჟურნალისტიო? ერთი “არილი კუდიანებს, ჯვარი აქურობასღა” აკლდა.. ფასტფოოდ – ის წარმომადგენლები საერთოდ ვერ გამოვიყვანეთ კონტაქტზე – თანამშრომლები უფროსის ნომერს გავძლევდნენ, უფროსმა – ჩვენ “აღთქმა” გვაქვს დადებული, რომ ჟურნალისტებს არ ვეურთიერთებითო.. და სხვადასხვა.. იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც ანელიმ და თამუნამ სამშობიარო იკითხეს, რაზეც ვიღაც ბიჭმა დაუძახათ – გოგოა თუ ბიჭიო, ამაზე ანელიმ უპასუხა – ჯერ არ ვიცითო.. აბა იმის ახსნას ხო მარ დაუწყებდა, კინო – ტელე სტუდიას ვეძებთ და სამშობიაროსთან ახლოს არისო.. (არ შეიძლება ანელის უსაზღვრო იუმორის გრძნობა არ ვახსენო, რომელიც მუშაობის პროცესს გვიხალისებდა და თამუნას უსაზღვრო ზრუნვა ყველაზე. დედა ტერეზას ვეძახდით:-)).. ერთ ორშაბათ დღეს, სკოლაში პირველადმისულები “ფიქრმა შეგვიპყრო” – რომ არ შეგვიშვან? უცებ მოვძებნეთ “გამოსავალი” – ვიტყვით, რომ მშობლები ვართ.. ამ დროს, თვალი მოგვჭრა წარწერამ – მშობლების დღეს პარასკევია.
“თურმე ასეც ხდება ხანდახან”
ბევრი რამე იყო და ალბათ ბევრი რამ იქნება.. სინქრონების “საძიებლად “გასულები, სრულიად ხელცარიელებიც შევხვედრილვართ ერთმანეთს..
რესპონდენტებთან სიარულისას ასეთებსაც გადავწყდომივართ:-)
შეხვედრის ადგილი კი უცვლელია, UშAID – ის აღჭურვილი რადიოლაბორატორია, ადგილი სადაც ყოველდღიურად მეტ დროს ვატარებთ, ვიდრე საკუთარ სახლში..
ყველაზე მძიმე დაბრკოლება, რაც წინ გვეღობებოდა, მაინც “ოპერატორის ფაქტორი” იყო.. ადამიანი, რომელიც იმაზეც ბრაზობს , დილით ადრე რატომ მიდიხარ, იმაზეც – საღამოს ყველაზე გვიან რატომ მიდიხარ, იმაზეც – ხმის ჩაწერის შენი დროEხომ არ არის (მერე ვახსენებთ, რომ – აი, დათოს სხვა რამეს ეუბნებოდი ან მაშინ ჩავალ თათიასთან და ვთხოვ.. – დუმილი და – ადი და ამოვალ.. სტუდიაში მისი გაბრაზებული სახისთვის თვალის მორიდების მცდელობა.. 5 საათზე კი ყველაზე მძიმე მომენტი იწყება – ვაიმე, მალე ამოვა, ვაიმე, ვერ ვასწრებთ, ჩქარა, ეს მაინც გავაკეთოთ.. 6-ის ნახ – ზე გამოგვეცხადება და – უნდა დავკეტო. – რატომ, ჯერ ხომ ჩვენი დროა.. – ააა, ზუსტად 6-ზე დავკეტო? კი ბატონო, 6 – ზე იყოს დაკეტილი. მერე რატომღაც 6 – ზე აღარ ამოვიდოდა და ამოგვაკითხავდა 7-ის 15წუთზე, ჩვენ კი ისევ კომპთან მჯდარს რომ დაგვინახავდა – რა არის, არც ნამუსი გაქვთ, არც სინდისი, 8 – ზე რომ ამოვიდე, მაინც აქ დამხვდებითო.. ჩვენ კი გულუბრყვილოდ გვიკვირდა, რატომ გონია ამ ადამიანს რომ ჩვენ დროს ბოლომდე არ გამოვიყენებთ? პრინციპში, ოპერატორს ვერაფერს დავაბრალებთ, რადგან დაცვა სთხოვს 6 –ზე გასაღებს, დაცვას კი მონიტორინგი.. საქმე სწორედ ის მონიტორინგის სამსახურია, რომელიც რატომღაც ვერ ხვდება, რომ ჟურნალისტიკა 6საათზე ვერ დამთავრდება და პირიქით, სწორედ მაგ დროს იწყება.. ამის გამო დაცვასთანაც გვიჩხუბია, რომელსაც ვერ უსწავლია ადამიანურად როგორ მოიქცეს და თვალებს გვიბრიალებს და ყვირის , თუმცა თვალების დაბრიალება ჩემი ენახა (ანელი და თამუნა მეუბნებიან, პირდაპირ “საქმეზე” ანუ ჩხუბზე გადადიხარო), არადა, ღმერთმანი, ასეთი არ ვყოფილვარ, ნერვები გამოფუჭდა აშკარად:-)
სიტყვა გამიგრძელდა, პოსტი კი არა, პოემა გამომდის.. ოთახებიდან გამოყრილები “მტრის” ბანაკთან ახლოს, დარბაზში ვიბუდებდით და ერთი – ორი საათი შემდეგ დღეებს და გადაცემებს ვგეგმავდით, მერე ლაპარაკსაც ”დაგვასეივებინებდნენ” და გვიშვებდნენ დარბაზიდანაც.. ხშირად გვინატრია – აის ამბავი რომ არ მომხდარიყო და დათო უნიდან არ წასულიყო, ისევ რომ ხელმძღვანელი ყოფილიყო (რამდენიც უნდა იძახონ, ხელმძღვანელი და დეკანი არ ყოფილა, სხვა იყოვო) ჩემთვისაც და ნებისმიერი სტუდენტისთვის სწორედ ის იყო ნამდვილი დეკანი და ხელმძღვანელი, ხოდა რას ვამბობდი, ისევ ის რომ ყოფილიყო , რას ვიბლატავებდით თქოოო. ვიბლატავებდით კარგი გაგებით, ალბათ მოგვიგვარებდა იმ საქმეს, რომ 6საათზე აღარ გამოვეყარეთ და ადამიანურად ვიმუშავებდით..
ეს დღე ამით არ მთავრდებოდა. შინ 9 – ზე, 10 -ზე შესულები იმ საქმის კეთებას ვიწყებდით, რასაც კომპი არ ჭირდებოდა – რაღაცების დაწერა, დალაგება და ა.შ. და სამეულიდან ერთადერთ კომპიუტერიანთან – თამუნასთან მესიჯები – აუ, თამო, ეს სიმღერა მომიძებნე და გადმომიწერე რაა და სხვა.. ამ პოსტით ისე გამომივიდა, თითქოს ჯგუფში მხოლოდ სამნი ვიყოთ.. უბრალოდ, ისე გამოვიდა, რომ მთელ დღეს სამონტაჟო ოთახებში სწორედ ჩვენ სამნი ვატარებთ ხოლმე და ამიტომ არ “შემომეხსენნენ”.. მთელი ჯგუფი ერთიანად ერთ მომენტში მახსენდება, როდესაც საცდელი გადაცემის დამთავრების წინა დღეს ანელიმ პრესკონფერენცია გამართა,.. პრესკონფერენციის მიზანი იყო, რომ ყველას კარგად გაეგო – რა ევალებოდათ.. ამ ყველაფრის შემდეგ კი ყველამ აკრიფეთ journalism.ge, იქ open რადიო და შეგვაფასეთ დამწყები ჟურნალისტები:-) შეაფასეთ ჩვენი ნამუშევარი, როგორც შემოქმედებითი, ისე ტექნიკური:-) ვინც ზუსტად 8 –ზე ვერ მიუსწრებთ, არაუშავს, გადაცემები არქივდება და მისი მოსმენა ყოველთვის შეგიძლიათ.. აქ თავისუფლებაა, ღია რადიო… პ.ს – სამწუხაროდ, ამ სემესტრში ძალიან ცოტა დრო დარჩა, სულ შვიდი გადაცემა გვიწევს, მაგრამ მე და ჩემი რამდენიმე ჯგუფელი მომავალ წელსაც ვაპირებთ “ღია რადიოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, მგონი, ბატონი დათო უარს არ გვეტყვის , უბრალოდ მხრებს აიჩეჩავს და – “ძაან კაი, სექტა კი არ მაქვს, ღიაა რა”:-)