RSS

ღია სექტა

18 მაისი

გინდათ გესაუბროთ ჭეშმარიტ რადიოზე? ახლა ვიღაცა მეტყვის (თუ არ მეტყვის, გაიფიქრებს მაინც) რას გააწყალე გული შენი რადიოთი და ნუ გაჟუილებსო (ან გაჟრიალებს, ან გაღაჟღაჟებს.. მთავარია ასო – ბგერა “ჟ” ერიოს:-).. პარასკევს, ჩემმა ჯგუფელმა ირაკლიმ, 7-ის წუთებზე მე და ჩემი ჯგუფელები კიდევ ერთხელ რომ დაგვინახა ერთად, “ხელები აღაპყრო ცაში” და “წამოიღაღადა” – თქვენ რამე სექტა შექმენითო. ნუ რაკიღა რადიომ გაგვაერთიანა და “გაგვაერთსისხლხორცა”, (ყველამ იცის სად უნდა მოგვძებნონ და იციან, რომ სამი თუ არა, ორი ყველა შემთხვევაში იქ ვიქნებით, შეიძლება საერთოდ ხუთნი ვიყოთ:-)).. ჩვენი ოპერატორი – კახა კი კომპიუტერებიდან გამოშვების შემდეგ ასეთ გაფრთხილებას გვაძლევს – “306-ში ლექციაა და დარბაზში პროფესორ -მასწავლებლების შეკრება, პირდაპირ სახლში წადითო”.. არადა, ამ საგნამდე წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყვნენ, მხოლოდ ანელი მახსოვდა სახეზე , მაგრამ აზრზე არ ვიყავი – რა ერქვა, ვინ იყო “ვაფშე”:-) ახლა კი სექტობა შემოგვთავაზეს.. ხოდა ვაყალიბებთ “ღია სექტას” (ღია რადიო არ გამოვიდა და (ჩვენგან ყოველ შემთხვევაში):-)

“ღია სექტა ყველასთვის ღიაა”. გავაკეთებთ ბაზრის კვლევას, ვიპოვნით ჩვენს ნიშას, ჩვენს სამიზნე აუდიტორიას, შევიმუშავებთ კონცეფციას, დავწერთ პროექტს, (იქნებ სოროსმაც დაგვაფინანსოს:-)) , მერე კი ვივლით და “ვისაუბრებთ ჭეშმარიტ რადიოზე, რომელიც სინამდვილეში არარსებულია , მაგრამ მაინც ჭეშმარიტია’:-) წარმატებებს ვისურვებთ:-)

 
2 Comments

Posted by on მაისი 18, 2009 დუიმი ღია რადიო

 

2 responses to “ღია სექტა

  1. Sophie Golden

    მაისი 18, 2009 at 12:57 PM

    მევასება თქვენი სექტა :ლოლ: ადამიანების დანახვა რომ მომინდება, ისედაც თქვენი ძვირფასი კომპების ოთახში შემოვდივარ ხოლმე. ღია რადიოს არგამოსვლა გამიტყდა, სიმართლე გითხრათ, ამიტომ სექტაში წარმატებებს გისურვებთ. შეგიძლიათ მიმიწვიოთ და რამე ლექციას წაგიკითხავთ… კაკ მინიმუმ ჭეშმარით ბლოგინგზე 😀

     
    • mariakhsiashvili

      მაისი 18, 2009 at 1:18 PM

      აუცილებლად მოგიწვევთ.. ჭეშმარიტი ბლოგინგი სწორედაც რომ საინტერესოა ღია სექტისთვის.. ნუ, ღია სექტა ყველასთვის და ყველაფრისთვის ღიაა “.
      რადიოს რაც შეეხება, როგორც დათო პაიჭაძემ თქვა – საქართველოა რა და პრობლემა შეიქმნა ისეთ რამეზე, რაც სწორედ რომ პირველ რიგში ეთხოვება თუ მოეთხოვება რადიოსთვის განკუთვნილ საიტს.. არ ხერხდება დიდი მოცულობის ფაილების ატვირთვა და არ ხერხდება გადაცემების დაარქივება. როგორც დათომ თქვა, კავკასუსმა შექმნა პრობლემა და სხვა არაფერი არ ვიცი.. ის კი ვიცი, რომ მაააგრა გამიტყდა და მუღამი დავკარგე, ყველაფერი მეზარება:-)

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: