RSS

რა შეიცვალა

20 მაისი

წუხელ ვფიქრობდი, როგორი იყო უნივერსიტეტი და კერძოდ მე – 6 ცისფერი კორპუსი შარშან და როგორია ახლა. ანუ რა შეიცვალა ჩემი თვალით..
შარშან  –  ჩვენს მიმართულებას სხვა ხელმძღვანელი თუ უფროსი სპეციალისტი ჰყავდა.
წელს – გამოიცვალა.. (უი, შარშან კაცი იყო ეს ხელმძღვანელი თუ უფროსი სპეციალისტი და ახლა ქალია (ესეც ხომ რაღაც განსხვავებაა?;-)
შარშან –  ლექცია 9 – ის ნახევრიდან იწყებოდა და საერთოდ ნახევარზე იყო ლექციები.

წელს  – 9საათზე ანუ სრულ საათზე.
შარშან  – ცხრილი სხვანაირ , უფრო ფართოუჯრებად დაყოფილ ფურცელზე ეწერა.

წელს  – ეს ფორმატი დაავიწროვეს.
შარშან – (როგორც მსმენია) რადიოსამონტაჟო კომპიუტერებს თითოეულს თავისი ყურსასმენი და ხმის გადამყვანი კაბელი ჰქონდა.
წელს –  (ეს უკვე კია არ მსმენია, საკუთარი თვალით ვხედავ დღეში 7-9საათს) კაბელი და ყურსასმენი კი არა, სულ ხუთი კომპიუტერი ირთვება (მუშაობაზე არაფერს ვამბობ), მეორე ოთახი კი მონიტორების (და უკვე მონიტორებს პროცესორებიც შეუერთდა) სასაფლაოა.
შარშან – მონიტორინგი 6საათზე არ ითხოვდა იგივე სამონტაჟო ოთახების გასაღებს, ან ითხოვდა და ვინმე კომპეტენტური პირი ამ პრობლემას აგვარებდა, ახლა ასეთი პირი აღარ არსებობს ალბათ (ესეც ერთი განსხვავება გამოხტა).
შარშან უნივერსიტეტის კედლებზე გაკრული იყო წარწერა – თამბაქოს მოწევა აკრძალულია.
წელს აწერია – გმადლობთ, რომ არ ეწევით. (პროგრეეეეს..)
შარშან გოგონების ტუალეტში სარკე რა იყო, არავინ იცოდა, ახლა ანუ რამდენიმე დღის წინ ესეც ეღირსა.
შარშან იმავე გოგოების ტუალეტში მხოლოდ გოგოები აბირჟავებდნენ, ეწეოდნენ სიგარეტს და მიირთმევდნენ გამაგრილებელ წვენებს.
წელს – მათ დაემატათ ბიჭებიც.. ასე რომ, რომ შებრძანდებით (მანდილოსნებს მივმართავ) შესაძლოა მამრობითი სქესის ადამიანი დაგხვდეთ წამოსკუპული (სკამზე), რომელმაც შესაძლოა, არ მიაქციოს ყურადღება შენს აღშფოთებულ და გაოცებულ სახეს და არხეინად გკითხოს – სიგარეტი თუ სხვა ამბავი? თუ ეტყვი – სხვა ამბავიო, შეიძლება დაგდოს პატივი და დაგტოვოს..
ბოლოს, შარშან  მე – 2 კურსზე ვიყავი, ახლა მე – 3-ზე ვარ..  კიდევ შარშან იმას ვფიქრობდი – ნეტა ნელა გავიდეს დრო, გავიხანგრძლივო აქ ყოფნა თქო, ახლა – ერთი სული მაქვს როდის გავასწრებ აქედან..
პრინციპულად რამე შეიცვალა?

 
2 Comments

Posted by on მაისი 20, 2009 დუიმი თსუ

 

2 responses to “რა შეიცვალა

  1. Sophie Golden

    მაისი 20, 2009 at 8:07 AM

    ხო, ეგ ყველაფერი მართლა შეიცვალა, ერთადერთი, ტუალეტში რა ხდება, არ ვიცი, “შარშან”-ს მერე არ შევსულვარ მანდ.
    ჩემშიც შეიცვალა განწყობა, შარშან თუ სულ მე-6-ში ვიჯექი და მიხაროდა, ახლა კვირაში ერთხელ თუ მივედი – მიღწევაა. მესმის შენი. მოტივაცია დაგვაკლდა და ჩემი აზრით, ეგ პაიჭაძის წასვლის ბრალიცაა, რაღაც მომენტში. მე, საერთოდ, თავიდან მეგონა, რომ უპატრონოდ დავრჩით და სტუდენტები ყველას ეკიდა, ყველა სიგარეტებით და ყავებით დარბოდა, მეთქი, fuck, ეგ გინდოდათ ხო? არადა, მიყვარს ჩვენი ბედკრული უნი და მეცოდება 😦
    იქნებ მომავალში მაინც შეიცვალოს უკეთესობისკენ. ის დაცვის ტიპი გააგდონ, გასაღების გამოსართმევად შევედი და ტელევიზორს ისე აღრიალებდა, ვერ გავაგებინე, რა მინდოდა, მერე კგბ-ის ტიპივით შემომამზერდა: რისთვის გინდა ეგ გასაღებიო, მაშინ გავბრაზდი: ჯგუფური ორგია გვექნება, რისთვის…

     
  2. mariakhsiashvili

    მაისი 20, 2009 at 10:32 AM

    სოფი ძაააალიან მაგარი ხარ:-)
    ხო, ჩვენც მასე გვექცევიან ეგ ოხრები, რისთვის უნდა გვინდოდეს.. ერთხელ ვეჩხუბე იმ ლევანს თუ ვიღაცას..
    სად არის გაზრდილი არ მესმის..
    გამიფუჭეს ნერვები, რა აგრესიას გამოვხატავ ყველაფრის მიმართ იციიიი?:-)
    კი, დათოს წასვლამ მართლა დიდი როლი ითამაშა..
    მაშინ რაღაცა რომ დამჭირდებოდა სწავლის პროცესთან დაკავშირებით , ვიცოდი ვისთვის უნდა მიმემართა. ახლა აზრსაც ვერ ვხედავ.. ვიღაცამ სიგარეტი მიბოლოს და “ვაიმე, დონე ვარო” – იძახოს?

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: