გაზაფხულიო, ესაო, ისაო..
ამ გაზაფხულს ჩემზე არასოდეს უმოქმედია და ახლა რა ჯანდაბა მეტაკა არ ვიცი..
სიზარმაცის უმაღლესი გამოვლინება მჭირს, ყველაფერი მეზარება. გუშინ 9საათიდან 6 – მდე უნივერსიტეტში ვიყავი, 11სთ – მდე ლექცია მქონდა, იმის შემდეგ რადიოსამონტაჟოს კომპიუტერთან ვიჯექი და დავეწებე ერთ ადგილას.
მთელი დღე facebook –ზე ვიყავი).
მართალია განათლების საიტები დავიარე და ორი გადაცემა დავგეგმე სად და ვის უნდა მივაკითხო , მაგრამ მაინც უქმად ყოფნაა რა..
ერთი იმითღა ვიმშვიდებ თავს, რომ “გაზეთის წარმოების” ორი სტატია მივამთავრე და “ჩავაბარე პატრონს”..
არადა, დაკვირვებული ვიყავი, რომ უნივერსიტეტში სწავლისას გაზაფხულზე ყოველთვის მეტი მოტივაციით და ენთუზიაზმით გამოვირჩეოდი (ჩემი ნიშნების მიხედვით ასე იყო, გაზაფხულზე უკეთესი ნიშნები მყავდა).
ახლა? საგნები თუ არ ჩამივარდა, ბედნიერი უნდა ვიყო.
დღეს რამდენი რამე უნდა გამეკეთებინა – უნდა დავზღვეულიყავი, მინ. ორ სკოლაში მივსულიყავი და მინ. ოთხი მასწავლებელი, ორი დირექტორი და ოთხი მოსწავლე ჩამეწერა. ანი ქიტიაშვილისთვის დამერეკა და შეხვედრაზე შევთანხმებოდი.. ვერაფერიც ვერ გავაკეთე.. ელემენტარული, 39 – ე სკოლა სად არის ზუსტად, ისიც ვერ გავიგე..
ერთი რამ გულწრფელად დამაინტერესდა. განათლების სამინისტროს საიტზე სკოლების სია არის, მაგრამ არის არა სკოლის ნომრები თუ დასახელება, არამედ რაიონების მოხედვით რა მისამართებზეა სკოლები და ამ სკოლების ტელ. ნომრები და დირექტორის სახელ -გვარი. ამას არ ჯობია, სკოლის ნომერი იყოს ჯერ მითითებული და მერე მისამართი და ა.შ? თორე ჩემი სკოლა დირექტორის გვარითღა ვიცანი, იმ მისამართზე თუ იყო არც ვიცოდი.. (თან იმ დირექტორის გვარი, რომელიც ჩემს დროს იყო და რომელიც ახლანდელი დირექტორის (რომელიც წინა დირექტორის თანაშემწე გახლდათ) თანაშემწეა. “დრონი მეფობენ და არა მეფენი”, იცვლება ყველაფერი..
ხოდა, როგორც ჩემმა ჯგუფელმა, ანელიმ “მირჩია” – ყველა სკოლაში უნდა დავრეკო სათითაოდ და –უკაცრავად, ეს 39 –ე საჯარო სკოლა ხომ არ არის? (ისა და, თუ ვინმემ იცის სად არის, არ დაიზაროს და მითხრას?:-)
მოკლედ, რაკი ეს ყველაფერი გუშინ ვერ მოვასწარი, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ დღეს და ხვალ უნდა გავაკეთო. დღეს ეს არის შეუძლებელი, ვინაიდან და რადგანაც ამ პოსტის ატვირთვის შემდეგ შევრბივარ სტუდიაში და ხელახლა ვწერ “ჩემი მუსიკა”- ელვის პრესლიზე გადაცემას და ტრიმესტრული სწავლების ტექსტს. მერე ეს უნდა დავამონტაჟო. მერე ლექცია მეწყება, ნუ, ლექცია სავარაუდოდ ვადაზე ადრე ანუ დადგენილ დროს დასრულდება, რადგან ლექტორს სხვა საქმე აქვს და არ დარჩება გვიანობამდე (პრინციპში, გაცდენაც არ იქნება პრობლემა, მე და ჩემს ჯგუფს გვითხრა – თუ სხვების მოსმენა გინდათ, მოდით და ისე პარასკევს მოვისმინოთ ხოლმე თქვენიო – მაგრამ სხვების მაინტერესებს თუ მაინტერესებს, აბა ჩვენი კი ვიცი და (ისიც ზუსტად ვიცი, რა შენიშვნებს გვეტყვის:-).)
მაგრამ მაინც რას მოასწრებ? სამი საათის შემდეგ რომელ სკოლაში მიხვალ.. ერთადერთი, შევძლებ დავეზღვიო (თუ ესეც არ დამეზარა) და უსიკვდილოდ დავურეკო ანი ქიტიაშვილს.. გარდა ამისა, დღეს უუუსიკვდილოდ უნდა დაიწეროს პარასკევის გადაცემის წამყვანის ტექსტი და ბორბალი.
გამოდის, რომ ის დანარჩენი საქმე ხვალისთვის უნდა გადაიდოს.. და გამოდის ისიც, რომ ამ კვირაშიც ვერ მივდივარ ექიმთან.. მააგრამ აი კიდევ ერთი პრობლემა, ხვალ ტექსტი უნდა ჩაიწეროს და უნდა აეწყოს.. პარასკევს გადაცემა იდეაში მზად უნდა იყოს..
ეს რა მიქნა გუშინდელმა სიზარმაცემ?