დიდი ხანია არაფერი დამიბლოგავს.. არადა, ბევრი რამე მომიგროვდა, იმ ბევრ რამეს ახლა ვერ დავწერ მაგრამ გუშინდელ ჩხუბზე უნდა დავწერო, რადგან სოფიმ “შემიკვეთა”:-)
ხშირად მიხსენებია ჩემს პოსტებში, რომ აი, დიიილით, 9სააათზე ვარ ხოლმე რადიოსამონტაჟოს კომპიუტერებში და ა.შ.
გუშინაც ასე იყო, 15წუთი ველოდე ოპერატორებს, რათა ნებართვა ამეღო ოთახების გაღების,, ვინაიდან და რადგანაც ვერსად აღმოვაჩინე, დამლაგებელს გამოვართვი გასაღები და გავაღე ერთი ოთახი..
ერთ საათში გამოჩნდა კახა – შენ გააღეო? კი მეთქი..
რატომ არ აიღე ნებართვა, არ დავინახო მეორედ ეს გააკეთოვო – დამტუქსა.
თქვენ ვერსად გნახეთ მეთქი და რეებს მეუბნები, მე 9-ის ნახევრიდან აქ ვარ.. ნუ, კარგად დამცოფა.. ხმა აღარ გავეცი, რადგან ისე მომშალა ნერვებზე ან ძალიან უნდა მეჩხუბა ან მეტირა, მე კი არც ერთი არ მინდოდა..
ზუსტად ერთი წუთით დავტოვე კომპი, რომ გვერდითა ოთახის კომპიუტერიდან “ფლეშკაზე” გადამეტანა მასალა. შემოსულს სამი გოგო დამხვდა “ჩემს ადგილას” მდგარ – მჯდარი.. ეს ჩემი ადობე აუდიტიონ ‘ჩაუხურიათ’, ჩემი გახსნილი ყველაფერი გაუთიშავთ და აჰაა…..
რამდენიმე წუთი მოთმინებით ვედექი თავზე.. ამომხედა ერთმა “ნაგლმა” და – აქ მე უნდა ვიჯდეო..
აბა რას მეუბნები, სამონტაჟო მაქვს მეთქი.
– რაში გვაინტერესებს , ამასაც სამონტაჟო აქვს – ეშველება მეორე “ნაგლი’..
– უკაცრავად, მაგრამ აქ რომ ვზივარ ვერ ხედავთ მეთქი?
– სად ზიხარ აბა? უკვე მე ვზივარ..
თან, დარწმუნებულები იმაში, რომ ეს კომპიუტერი უკვე მოიპოვეს, ანელის მიუბრუნდნენ – იქნებ ინამუსო და დაგვსვაო,
ანელიმ ჯერ გამოხედა.
– რომ თამაშობ, უნდა დამსვა გაიგე? ( ამ დროს “ჩემს ადგილას” მჯდომი “ნაგლი” წამოდგა და ანელის დაადგა თავზე, რომელსაც თავისდა საუბედუროდ სამონტაჟო პროგრამასთან ერთად ფაცებოოკ – იც ჰქონდა გახსნილი). (მე კი დავსკუპდი და “ფლეშკა” შევაერთე).
– რას ვთამაშობ, ვერ ხედავ, რომ ვმუშაობ?
– მასეთი მუშაობა ვიცი, მეც ადნაკლასნიკებში ვაგდივარ დღე და ღამე და ათასი რამე მაქვს გახსნილი, რომ სხვები დავაბოლო და შენ დამაბოლებ?
მეორე ნაგლი მე მომდგა – რამდენჯერაც შემოვედი, სულ აქ ზიხარ და არენდით გაქვს ეს კომპიუტერი აღებულიო?
გაბრაზებულმა – ხო მეთქი – ვუპასუხე.
რაოოოო, გაცოფდა ‘ანელიზე მომუშავე” “ნაგლი” , მომიტრიალდა, სწვდა ჩემს ფლეშკას და უბოდიშოდ, ყოველგვარი “კანონიკურობის” დაცვის გარეშე გამომიძრო.. (ეს მერეღა გამახსენდა და გავაანალიზე, თორემ ალბათ ან მე ვიცემებოდი ან ისინი. (ჩემი ფლეშკის უბოდიშოდ გამოძრობის უფლება მხოლოდ მე მაქვს (და კახა მიძრობს ხოლმე, როცა მთვრალია..)).
– ეს კომპიუტერები რომ ყველასია, არ იციო?
– რა, როდის მჯდარხარ და ამიყენებიხარ სულ რომ თამაშობდე მეთქი..
– აბა ეს რა არის?
– აქ მე ვზივარ
– შენ როგორ ზიხარ, როცა სამი წუთია უკვე მე ვიჯექიო..
აქ გაცოფდა ანელი ედიშერაშვილი .( ამ ფრაზაზე “გაცოფდა ვინმე”.. მახსენდება ხოლმე ერთი სქელტანიანი წიგნი – “ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი’ – სადაც სულხან საბას დაბადებიდან სიკვდილამდე საქართველოა აღწერილი.. იქ არის ერთი მომენტი, როდესაც სულხანის მამას, ვახტანგ ორბელიანს, ვახტანგ მე – V შაჰ ნავაზის შვილები ( ანუ თავისი დისშვილები) გიორგი მე-XI – ე, ლევანი და არჩილი ჰყავს ტანძიაში. იქ სოფლელ ბიჭებთან “ათამაშებს” ქამრებით, სადაც ეს სოფლელი ბიჭები ბატონიშვილებს კაი მაგრად გაამათრახებენ ამ ქამრებით.. და იქ არის ასეთი ფრაზა – “გაცოფდა გიორგი ბატონიშვილი, ტკივილებს არ მოერიდა…” . 9წლის ვიყავი, ეს წიგნი რომ წავიკითხე და რატომღაც ეს ფრაზა ძალიან ჩამრჩა გონებაში და გაცოფებაზე სულ ეს მახსენდება ხოლმე..
გადავუხვიე, რადიოსამონტაჟოს ოთახებიდან ტანძიაში ამოვყავი თავი , ხელი თუ მაუსი:-)
ხოდა, გაცოფდა ანელი ედიშერაშვილი, წამოხტა ფეხზე – მერე ამბობდა – ‘მარი დამჯდარი ჩხუბობდა და მე რომ მივხვდი, დაჯდომილი ვერ ვიჩხუბებდი, იმიტომ ავდექიო”.. წამოდგა და აყვირდა. მე ჩემსას ვყვირი, ნუ, ისინი თავისას და ძალაზე არიან, რომ როგორმე აგვყარონ.. ანელი უყვირის – ახლა რომ წამოვდგე, მივბრუნდე და დამასწრო დაჯდომა, შენ ზიხარო?
– აბაო?
რაღა გინდა ელაპარაკო..
წავიდნენ საბოლოოდ, არადა, ვუთხარი, პირველი ოთახი თავისუფალია მეთქი, მაგრამ ჯინაზე ეს უნდოდათ რა.. ვერ მივართვით.. სულ ქაჯები გვეძახეს..
“მაგ კომპიუტერებს თქვენი სახელ – გვარი დააწერეთ და გვეცოდინება, რომ თქვენიაო”.
არა, მაინც რატომ ჰგონიათ, რომ ძილს იმისთვის ვიტეხთ და კახას ჯიჯღინს იმიტომ ვითმენთ, რომ მაგათ ადგილები შევუნახოთ?
რატომ?:-)
28
მაისი
თამუნა
მაისი 29, 2009 at 4:03 PM
მარიიიიი, ანელის ასეთ მდგომარეობაში წარმოდგენა მიჭირს! რა დროს არ ვიყავი თქვენთან? 😉 ეგება დაგხმარებოდით რამით, გამეშველებინეთ ან რა ვიცი…. ბრძოლაგადახდილები რომ დამხვდით, სასაცილო ის იყო, იმ ,,ქაჯების” სახეები რომ არ გახსოვდათ 😉
mariakhsiashvili
ივნისი 1, 2009 at 6:34 AM
eeeh, aseT dReSi Cagvyares:-)
Sophie Golden
მაისი 31, 2009 at 8:17 AM
“და კახა მიძრობს ხოლმე, როცა მთვრალია” – აი, ზე-ფრაზა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სად არის მე-6 კორპუსი დაქანებული 😐
mariakhsiashvili
ივნისი 1, 2009 at 6:42 AM
:-):-)
ნინი
ივნისი 1, 2009 at 1:03 PM
უკვე წარმოვიდგინე ჩემი თავი შენს ადგილას მომავალ წელს, სამონტაჟოები რომ მექნება 😦
mariakhsiashvili
ივნისი 1, 2009 at 1:58 PM
მაგის არ შეგეშინდეს ნინი:-)
ეს ჩვენ გვიწევს ასეთი მუშაობა, დათო პაიჭაძის სტუდენტებს.. დარწმუნებული იყავი, გაისად არც ეს კომპიუტერები იქნება ცოცხალი და ისედაც ძალიან გასაგიჟებელი დატვირთვით არც ერთი სხვა ლექტორი არ გამუსავებთ.. ერთ გადაცემას გაგაკეთებინებენ და ეს არის, პაიჭაძე კიდე აღარ იქნება გაისად, სამწუხაროდ..
ახლა საგამოცდოდ მთლიანი სამაუწყებლო დღე უნდა გავაკეთოთ , 16 საათი:-)