შუქი მაქვს, ადამიანურ ცხოვრებას ვუბრუნდები.. ეს ერთი კვირა არ ვიცი რა დღეში ვიყავი., ბავშვობის წლები მახსენდებოდა, როცა ფანჯრის მინაზე ცხვირმიბჯენილი ვიყურებოდი “უსასრულობისკენ” – კრწანისის რეზიდენციისკენ და შუქს ვნატრობდი..
ახლა კრწანისის რეზიდენციისკენ ყურება საჭირო აღარ იყო, მოპირდაპირე კორპუსიც მშვენივრად იყო გაჩახჩახებული.. რაღა მოპირდაპირე კორპუსი, ჩემს კორპუსში და ჩემი სადარბაზოს დაბლა სართულებიდანაც კი შეიძლებოდა “შუქის ნატვრა”..
მაგრამ ვაი, რომ,,
ერთი კვირის წინ ‘შემემთხვა” ეს “ტრაგედია”, როდესაც ღამე სახლში მისულს სადარბაზოში ზედა სართულების აფეთქებული “მრიცხველების კარადა” , დამწვარი “კაბელები” , ‘თელასის” თანამშრომლები, რაღაც გადამღები ჯგუფები და გამჭვარტლული კედლები დამხვდა.
განაჩენი შემდეგია – “ვიღაც მიწაშიჩასადებმა” (როგორც ჩემმა კარის მეზობელმა მოიხსენია) “ითაღლითა” და “მოკლე ჩართვა” მოხდა.. “ახლა უნდა ჩავატაროთ გამოძიება, შევამოწმოთ ლაბორატორიულად, დავადგინოთ ვინ იყო “თაღლითი” და მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ გაკეთებას. დასჭირდება 2 – დან 3 თვემდე. VI – IX სართულები ამ დროის მანძილზე იქნება ელ.ენერგიის გარეშე”.
ტაში.. ხო კარგია, სამი თვე უშუქობა? ერთი კვირა ტელევიზორისთვის არ მიყურებიუა, სახლში გვიან მისულს სანთლის შუქზე მიხდებოდა ყველაფრის კეთება, ტელეფონს ხან სად ვტენიდი, ხან სად.. “პასეანსსაც” კი ვერ ვთამაშობდი.. ფენი, უთო – ფააფუ.. თმის გასასწორებლად დეიდაშვილთან ავედი, თორემ თავის დაბანის შემდეგ მაუგლივით ვარ ხოლმე:-)
ერთი კვირის მანძილზე ‘ვაფშე’ არ მოსულან, რამდენჯერაც დავრეკეთ – მიმდინარეობს გამოძიებაო – იდუმალი ხმით გვითხრეს..
გუშინ კი, ღამე გვიან მივედი სახლში.. ეზოდან ავიხედე ზემოთ, (მე – 9 სართულზე ვცხოვრობ) ჩემი კარის მეზობლის ფანჯარა სინათლეს “ასხივებდა”. “ნეტა საიდან გადმოიყვანეს მეთქი” – გავიფიქრე. უცებ დედაჩემი წამომეწია, სამსახურიდან მოდიოდა , სოფიკომ არ დაგირეკა – შუქი მოსულაო..
ვაააააააააააააააა მეთქი.. ასე რა გამიკვირდებოდა ცხოვრებაში, არ ვიცი.. დილიდან 2 საათამდე (ჩემი დის სკოლიდან მოსვლამდე) “კაბელებიც” შეუყვანიათ და “მრიცხველების კარადაც”, ოღონდ სართული შეუცვლიათ, ადრე მეექვსეზე იდგა, ახლა მეშვიდეზეა..
მაგარია რა…
იმაზე გაბრაზებაც კი დამავიწყდა – რატომ მომატყუეს და შემაშინეს – 2 – 3 თვე არ იქნება შუქიო..
ქვეყანა ჩემი მგონია :-)
28
მაისი
tamuna
მაისი 28, 2009 at 7:50 PM
გილოცააააააააავ! იმის წარმოდგენაც კი მიჭირს სამი თვე ,( გინდა ერთი იყოს) ,უშუქოდ როგორ უნდა იცხოვრო.
mariakhsiashvili
მაისი 29, 2009 at 6:15 AM
თუუურმე, ჩემს მეზობელ რუძიკას მოუთრევია თურმე ყურით თელასიდან – სანამ თქვენ გამოძიებას ჩაატარებთ, ჩვენ ასე უნდა ვიყოთო? და დროებითი დაუყენებიათ.. კიდე უნდა გამოცვალონო, მარა ჯანდაბას:-)