RSS

Monthly Archives: მაისი 2009

რა მინდა გამოვიდე

გუშინ ღამე, სახლში გვიან მისული პირდაპირ დაძინებას ვაპირებდი, როდესაც მეზობელმა დარეკა – მარიკა სახლში თუა , ბექას თემა დააწერინოსო..

რაღას იზამ, ამოვიდეს მეთქი, “დავრთე ნება”..

თემა იყო ასეთი – რა მინდა გამოვიდე? და მე – 6კლასელი ბიჭისთვის უნდა დამეწერა მე..
ხან იქით მოვედე, ხან აქეთ – მე როგორ დავუწერო, მე ჩემზე დავწერდი მეთქი და ამის მე რა ვიცი, რასაც თავად ფიქრობს და რაც უნდა, ის დაწეროს მეთქი..  – “არა, ვერ დაწერა, რამე დაუწერე და მერე იმის მიხედვით დავწერთო”..

ვეღარაფერი ვეღარ ვუთხარი და დავწერე თემა ჩემს თავზე. მერე როლებში ისე შევიჭერი, რომ ვეღარ შევჩერდი:-)

ახლა ვიცი (ჯერ-ჯერობით, რა უნდა გამოვიდე და ისიც, რომ მინდა, ეს  გამოვიდე), მაგრამ ჯერ კიდევ შარშან,  არაფერში არ ვიყავი დარწმუნებული.. ბავშვობაში ბევრი რამ მინდოდა – ექიმობა – ჩემი საცოდავი სათამაშოები “ოპერაციებისგან” “გარდაიცვალნენ”. ბალიშებს ვუკეთებდი ნემსებს და საკუთარ თავზე ცდებს ვატარებდი 🙂

ღმერთმა ყველა ოჯახი დაიფაროს ისეთი ბავშვისგან, მე რომ ვიყავი. იმდენად მინდოდა ცუდად გახდომა, საკუთარი თავისთვის რომ “მემკურნალა” – სახლში მარტო მყოფი ზამთარში ცივ წყალში ვყოფდი თავს – ეგებ გავცივდე მეთქი, მაგრამ ამაოდ..

ჩემი ექიმობის მცდელობა მე –5 კლასში დამთავრდა და პოეტობის და მწერლობის სურვილმა შემიპყრო. ლექსები სამშობლოზე, სალ კლდეებზე, დედაზე,  მშობლიურ ენაზე, მასწავლებლებსა თუ “კერძო პირებზე”:-)

თუუმცა, მალევე გადამიარა გიჟპოეტობამ.

მერე ადვოკატობა მომინდა, შემოვიკრიბე მეზობლები და “იურისტთა სართული” დავაფუძნე. დედაჩემი სამსახურში წავიდოდა თუ არა, ეგრევე შევიკრიბებოდით, გამოვათრევდი მრგვალ მაგიდას და წავიდოდა სასამართლო პროცესი თავისი ეჭვმიტანილით, პროკურორით, მოსამართლით და, რა თქმა უნდა, მოწმეებით.. ადვოკატი მე ვიყავი და “ჩემი სამხილებით”, ყოველთვის ყველაფერი კარგად მთავრდებოდა:-)
ადვოკატობაც მომბეზრდა. ამასობაში მე – 7 კლასში გადავედი და ქიმიის “შესწავლა” დავიწყე.  სამიოდ თვე ქიმიკოსობა იყო ჩემი ჰობი. სპირტქურა მქონდა, ვყიდულობდი მშრალ სპირტს და ვატარებდი რაღაც უბედურ ცდებს.. ხან მცენარეებს ვურევდი ერთმანეთში, ხან წამლებს და ნემსებს.. მერე რაღაც საშინელი სუნის მქონე “სამსალა” მივიღე და ამასაც მივანებე თავი..

უცებ, ჰოიდა ჟურნალისტობა მომინდა.. “ახალგაზრდა იურისტთა სართული” “ახალგაზრდა ჟურნალისტთა სართულად” გადაკეთდა და წავიდა მუშაობა. 2000 წლის 15აპრილს გამოვიდა ჟურნალ “თომას” პირველი ნომერი. “თომა” – ჩემი და ჩემი მეზობელი თორნიკეს სახელების პირველი ასოების აბრევიატურა.. ჟურნალში იბეჭდებოდა უბნის მართალი ამბები და “პოლიტიკური” ტყუილები. მაგალითად, სააკაშვილი ვნახეთ ტვ – ში რაღაცაზე გაბრაზებული და ხელად “გამოვაცხვეთ” ნიუსი ..
“სააკაშვილმა და მიხეილ მაჭავარიანმა იჩხუბეს. ინციდენტის მიზეზი შემდეგია. სააკაშვილი გლდანში მარშრუტკას ელოდა, ამ დროს მიხეილ მაჭავარიანმა მას მანქანით ჩაუქროლა და სააკაშვილის ფეხებთან დადებულ პამიდვრიან პარკს გადაუარა. პამიდვრის წვენმა სააკაშვილს თეთრი შარვალი დაუსვარა. პოლიტიკოსების სიტყვიერი შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა”..
და ასე შემდეგ:-)

ანეგდოტებს და კროსვორდებს ვიგონებდით. გულახდილ საუბრებში უბნის ბავშვებს ვალაპარაკებდით.. ნუ, ერთი კარგი “სარკე” თუ “თბილისელები” ვიყავით.

მერე “გავიზარდე”..

აბიტურიენტობის ჟამს აააზრზე არ ვიყავი, რა მინდოდა.. წინა წელს ჩემმა  დეიდაშვილმა ტურიზმზე ჩააბარა და მეც “მომინდა”. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც, ჩემს კლასში თითქმის ყველა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს წერდა, მეც ეგ ჩავწერე პირველი და დანარჩენი ექვსი  – ტურიზმები.. , ხოდა, ბრახ და მოვხვდი სოც – პოლიტ – ზე.. აი, მაშინ უნდა გენახათ, სად მივწყდომოდი აღარ ვიცოდი..
“საერთაშორისო ურთიერთობები” – თაფლი;
ფსიქოლოგია – კაია რა;
თუ ჟურნალისტიკა..
ჩემი საახლობლო ერთხმად “მაწვებოდა” – საერთაშორისო, საერთაშორისო – ო.. საბოლოოდ “არჩეული” ჟურნალისტიკაც წელიწადნახევარი “მაწვა გულზე ლოდად” , არ ვიცოდი, მინდოდა თუ არა.. მაგრამ ზუსტად ერთი წლის წინ, გაზაფხულზე, მე მივხვდი , რომ “ის ის არის და მე მე ვარ”.

მივხვდი, რომ “რეპორტინგი” სიამოვნებას მანიჭებდა, მიყვარდა, მინდოდა, მსურდა..

მე მინდა, ჟურნალისტი  “გამოვიდე”…

 
11 Comments

Posted by on მაისი 14, 2009 in მე:-)

 

ტეგები: , , , ,

მტირალა ჟურნალისტი

არ ვიცი, ამ პოსტს რატომ ვდებ, საკუთარ სისუსტეებზე ლაპარაკი არც ისე სახარბიელოა, მაგრამ..

რაც ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, ჩემი და ჩვენს ყოველ მორიგ კამათზე დაცინვით მეუბნება – შენ რა ჟურნალისტი უნდა იყო, ცრემლები მოგდის სულ – ო.

სწორედ ამაშია საქმე.. ვერაფრით ვერ დავძლიე ეს “ჩვევა” თუ რაც არის, უბრალო რაღაცაზეც კი, ვთქვათ და ვკამათობთ რაღაცას და მე ჩემს აზრს ვამტკიცებ, ვინმე თავისას, უცებ მიკანკალდება ხმა და შეიძლება პატარა ბავშვივით ამოვუშვა “ღრიალი”.. მაგრამ ჩემი ეს ჩვევა, განსაკუთრებით პარასკევს (8მაისს) გამოვამჟღავნე.. როდესაც აღმოჩნდა, რომ ბრახ, გადაცემა არ აიტვირთება:-)  ახლა მეცინება ჩემს რეაქციაზე, მაშინაც მეცინებოდა, ოღონდ ცრემლებით.. ლექტორს რომ ველაპარაკებოდი, ერთსღა ვფიქრობდი – ახლა არ შემეტყოს ოღონდ და ყველაფერს ჯანდაბამდე გზა ჰქონია მეთქი.. ხოდა, ერთ სიტყვას “კარგი, კარგისღა” ვიმეორებდი:-)

სამაგიეროდ მერე? ჯგუფელებს ვუყვებოდი ამ ამბავს, ანელი იცინოდა – ხომ ვამბობდი, ვერ დავიწყებთ და უბრალოდ შეფასებად ჩაგვითვლის თქო – ო.. თქვენც ხართ რა, რა ყველაფერს იჯერებთო.. (არა, ისე ეს გოგო ნამდვილი გულთმისანია):-) ახლა ამაზე მეტყოდა – ამას რა გულთმისნობა უნდა, ეგრეა რააო..

მოკლედ და კონკრეტულად, შუა მელიქიშვილზე მოვრთე ტირილი:-) თან მეცინებოდა ჩემს თავზე და თან თეატრალურამდე გზა ცრემლების ღვარღვარში გავატარე..მერე გამიტკბა და მეტყველების ლექციაზეც გავაგრძელე:-)

აი, სეთი ჟურნალისტიღა უნდა ქვეყანას, მეტი არაფერი გვაკლია:-)

🙂

 
2 Comments

Posted by on მაისი 11, 2009 in ღია რადიო

 

ღია რადიო ღია სივრცეში

ტერმინთა განმარტება:

ღია რადიო – ინტერნეტრადიო, რომელსაც ჟურნალისტი სტუდენტები აკეთებენ დათო პაიჭაძის ხელმძღვანელობით.

ანტიპრომო – მუსიკალური ნაწყვეტების კრებული, რომელიც ჩვენს რადიოში არ იქნება.

ანელი და თამუნა – ჩემი ჯგუფელები და პარასკევის ჯგუფის წევრები.. (კიდევ სამი ბავშვია ჩვენს ჯგუფში, უბრალოდ, ამ პოსტში რამდენიმე მომენტში სწორედ ანელის და თამუნას ხსენება მიწევს და იცნობდეთ:-)

მგონი გვეშველა და ვიწყებთ, პარასკევს, 8მაისს, საღამოს 8საათზე სტუდენტური ინტერნეტრადიო “ღია რადიოს” პირველი გადაცემა გავა. რატომ მაინცდამაინც პარასკევს, კვირის ბოლოს? – იკითხავს ბევრი.. შემთხვევით მოხდა, დაგეგმილი გვქონდა, რომ 13 აპრილს, (ორშაბათს) დაგვეწყო მაუწყებლობა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, მოკლედ იმიტომ, რომ ყველა ჯგუფმა არ მოიტანა საცდელი გადაცემა, ვერ გავედით.. პრინციპში, არც ახლაა ყველა საცდელი გადაცემა , მაგრამ დათო მასწ – ი დაგვპირდა, ვინც გააკეთებს, იმისი მაინც გავაო,, ხოდა.. პირადად ჩემთვის, სიმბოლურია ეს პარასკევი, რადგან პარასკევი სწორედ ჩემი ჯგუფის დღეა. ვინმემ ამბიციურობაში ან სხვა რამე თვისებაშიც რომც ჩამითვალოს, მაინც ძალიან მიხარია, რომ სწორედ ჩვენ ვიწყებთ.. (თან ამბიციურობა ცუდ თვისებად ა(ღა)რ მიმაჩნია:-) სიხარულთან და მოლოდინთან ერთად, პასუხისმგებლობაც მეტი გვეკისრება, რადგან პირველია რა, პირველი და გვინდა უფრო კარგი იყოს, ვიდრე უნდა ყოფილიყო. რა გამოგვივა არ ვიცი.

ცოტა რამ “წინასარადიო პერიოდის” შესახებ.. რას ნიშნავს ჩვენთვის ეს რადიო? მე ვილაპარაკებ ჩემი ჯგუფის სახელით, რადგან სხვების მუშაობის პროცესისთვის არ მიყურებია, ვისიც მიყურებია და შიდაჯგუფური ურთიერთობებით მაინცდამაინც არ აღვფრთოვანებულვარ, რაღაც სეპარატისტულ რეჟიმს მახსენებდა ზოგი სტუდენტის განცხადება – აი, მე ჩემსას გავაკეთებ და მთლიანი გადაცემა რას იზამს, მე რა ვქნა.. ერთ – ერთი სხვა გუნდის წარმომადგენელის სიტყვებმაც ძალიან გამაკვირვა –თავის ჯგუფის წევრებს ხვდებოდა, (მაშინ გადაცემები იდეების დონეზე იყო ოდენ) და რომ მოვიდნენ, ჩვენ სადაც ვიყავით იმ ოთახიდან გაიყვანა – ცალკე გავიდეთო და მოგვაძახა – აბა ვნახოთ, ვინ უკეთეს გადაცემას გააკეთებსო.. მხრებიღა ავიჩეჩე.. ხოდა, რას ნიშნავს რადიო ჩვენთვის.. რადიო არა, კონკრეტულად ეს, ღია რადიო.. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ “ჩვენია” რა, ყველაფერი ჩვენი მოფიქრებული და გაკეთებულია და მე პირადად ძალიან ამაყი ვარ, რომ რადიოს სწორედ ჩემი მოფიქრებული სლოგანი ექნება – ღია რადიო ღია სივრცეში.. (ვინმეს არ ეგონოს, რომ “ვბლატაობ”, უბრალოდ მიხარია რა:-)

განვლილ ორ თვეს რომ ვუყურებ, სიმართლე გითხრათ, მენანება ეს დრო, რადგან შეიძლებოდა უფრო მეტის (უფრო კი არა და მეტის) გაკეთება, მუშაობა რომ ისე წარმართულიყო როგორც გვინდოდა და ყველა სტუდენტს რომ თანაბრად მიეღო მონაწილეობა საერთო საქმეში. სამწუხაროდ, ყველას დევნა გვიხდებოდა, თუმცა მერე ხელი ჩავიქნიეთ და ”ლაინერები” (ჩაწერილი) ძალიან მცირე რაოდენობით გვაქვს, რადგან ჩვენი ხმები თუ ინტონაციები არ გამოდგა და ჩვენი მოფიქრებული “ლაინერები” სხვებს რომ ჩაეწერათ, ესეც კი ვერ მოვახერხეთ.. ნუ, ჩვენც არ გვიაქტიურია მაინცდამაინც, რომ მოგვეძებნა ის ადამიანები, რადგან ვიფიქრეთ, რომ თავადაც შეეძლოთ ამის მოფიქრება და გაკეთება, თუმცა არ გამოვიდა.. იყო ბევრი წყენა, იგივე სხვების დევნასთან დაკავშირებით, მაგრამ ვბრაზობდით არა სხვებზე, არამედ საკუთარ თავებზე.. “არ უნდა აგვეღო ამდენი საკუთარ თავზე”, “რა გვინდა, თუ სხვებს არ აინტერესებთ, ჩვენ რაღა გვინდა”, “აუ, რატო გონია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ? “აუ, რატომ უნდა გავაკეთოთ სულ პირველებმა?”, “ერთხელ სხვებმა გააკეთონ რაა”..

dsc008141dsc00823

პირველი გადაცემა იწერება:-)

dsc008182

 

ა სასაცილოები ვართ:-)

სიმართლე რომ ვთქვა, მართლა “გვიტყდებოდა” მაინც რაღაც , რადგან იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, საცდელი გადაცემა პირველებმა რომ გავაკეთეთ, იმის გვრცხვენოდა, რომ ჯგუფელების ჩაწერილ ხმებს ჩვენ ვასუფთავებდით და შესარჩევად სწორედ ჩვენ აგვქონდა ხელმძღვანელთან, მითუმეტეს, რომ ჩვენი არც ერთის ხმა არ ყოფილა. უხერხულად ვგრძნობდით თავს, რაღაც ძალიან “მეტიჩრები” ვჩანდით.. რამდენიმე ჯგუფელმა ისიც კი მითხრა – თქვენ რატომ აქტიურობთ ასე, ნუ იაქტიურებთ და ჩვენ გავაკეთებთო.. ალბათ ესეც უნდა გვექნა, ეგებ რამე გამოსულიყო.. ერთმა – “რა არის, რა შკოლნიკები ხართო?”:-)ერთხელ “გადაწყვეტილებაც მივიღეთ” – გავაკეთოთ გადაცემა, მაგრამ პირველები ნუ მივცემთ მოსასმენად, სირცხვილია უკვე თქო:-).. ახალი გადაცემისთვის ყველაფერი თითქმის მზად გვქონდა, მაგრამ ხმას არ ვწერდით:-) სამწუხაროდ, იმას, ვინც “შკოლნიკებს” გვეძახდა, არ ესმის, რომ ეს რადიო ჩვენთვის მეტია, ვიდრე საგანი და მარტო ქულის და კრედიტის დონეზე არ დაგვყავს.. ის, რომ ყველა სხვა საგანი და უნივერსიტეტსგარეთა საქმიანობა “ღია რადიოს” გარშემო ბრუნავს..

ძალიან სახალისო იყო მუსიკალური პრომოების და ანტიპრომოების გაკეთების პროცესი.. ჩემი ჯგუფელი ანელი განსაკუთრებით პოზიტიურ პრომოებში აქტიურობდა (ანტიპრომო არც გაუკეთებია, რადგან “ისეთ” სიმღერებზე “ბურძგლავდა”, თან არც ეთანხმებოდა ამ იდეას, რომ ანტიპრომო გაგვეშვა რადიოში), თამუნაც განსაკუთრებით “ისეთებს” ვერ უძლებდა და უფრო რუსულ პოპს და ქართულ რეპს იყენებდა ანტიპრომოებში. მე კი დავიარე ყველას ტელეფონი, ვისიც კი ხელში ჩამივარდა და ვიწერდი “მძღოლკლორულ” სიმღერებს, “რა ვქნა რომ ბედი არ მწყალობს”, “არხოტის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები”, “თამუნას დავარქმევ მე ჩემს გოგონას” (ამაზე თამუნა ყელგამოწეული მეხვეწებოდა – არ გაუშვაო , ანელი კი კიდევ ერთხელ ადიდებდა საკუთარ იშვიათ სახელს – აბა, ჩემზე ვინ დაწერდა სიმღერასო..:-), მოკლე კაბა, ობოლი ბიჭი და სხვა.. (ამის გამო მეც დავისაჯე, იხილეთ პოსტი – ექსკლუზიურად ნაცნობი ანუ დაუვიწყარი აღდგომა:-)). თუმცა ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე:-)

განსაკუთრებით მას შემდეგ გავხალისდი მათ კეთებისას, როცა აღმოვაჩინე რომ ეს იარაღად შემეძლო მექცია უსაქმურების წინააღმდეგ.. საგამოცდო პერიოდში, როდესაც რადიოგადაცემას ვამზადებდით, სამონტაჟო ოთახებს სამეული შემოეჩვია (იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა – ღა აკლია:-) მათ ეს ოთახები რაღაცებში ერეოდათ და ხან კაფეს მოაწყობდნენ ხოლმე და ხან (როცა ორნი მოდიოდნენ მხოლოდ) ალექსადრეს ბაღს.. მათთან არ გაჭრა არც ხვეწნამ, არც მუდარამ, არც ჩხუბმა და ყვირილმა (არადა, ძალიან იშვიათად ვყვიროდი ხოლმე), მოკლედ და კონკრეტულად ვერაფრით მოვერიე.. ხოლო ამ ანტიპრომოების კეთებისას რომ შემოვიდნენ და ჩავურთე “ლერწამისა და ტანი შენი” ზუსტად წუთნახევარში გავარდნენ ოთახიდან სიტყვებით – “წავედით, ჩემს თავს გაფიცებ”.. სამწუხაროდ, ეს ანტიპრომოები მორალურად მომაკვდინებელი იარაღი იყო ჩემი “თანამებრძოლების” თამუნას და ანელის მიმართაც, განსაკუთრებით ანელისთვის. (თამუნას მეტი გაძლება აღმოაჩნდა ამ მხრივ. ანელის ერთი ფრაზა “დაუკარით, რომ ანელის ელდა ეცეს” – არასოდეს დამავიწყდება.. მერე გამიტაცა და არც რუსული და ქართული პოპი დავივიწყე, 50 ერთეული პრომო – ანტიპრომო ” გავაკეთე და შევჩერდი:-_ თუმცა, მაიცდამიანც არ მეხალისებოდა შეჩერება, რადგან ამ ანტიპრომოებით იმას მივაღწიე, რომ ანელის მეზობელმა დისკი გამომიგზავნა 538 სიმღერით, რომელშიც 70% მაინც საანტიპრომოეა.. მთელი ჩემი გამოყენებული “კომპოზიციები” ხომ იყო იქ თავმოყრილი და კიდევ ახალი, ჩემთვისაც კი უცნობი სიმღერებიც იმდენია, რომ ერთი ოცეული პროდუქტი მაინც გამოვა.. (სამწუხაროდ, უნივერსიტეტის კომპიუტერები DVD დისკს ვერ ხსნის და ვერც ვიყენებ ამ საშვილიშვილო საქმისთვის). ამ ‘წინასარადიო” პერიოდში ძალიან ბევრი რამე ხდებოდა საინტერესოც, ძალიან საინტერესოც და ისეთიც ფრუსტრირებულები, “დემორალიზებულები” და “განადგურებულები” რომ ვიყავით.. მინდა აღვწერო ერთი ჩვეულებრივი დღე.. დილის 9საათი , მე და ანელი ოპერატორს ველით სამონტაჟო ოთახის გასაღებისთვის.. (ოპერატორი და მისი ბუზღუნი ცალკე ფენომენია და ეს პოსტი არ ეყოფა).. დღის განმავლობაში ხმის ჩაწერა, მონტაჟი, ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტიდან, სიმღერების და სხვადასხვა ხმის გადმოქაჩვა, თან ვიცი წარმოგიდგენიათ, უნივერსიტეტის კომპები როგორი სწრაფებიც არიან.. ხშირია შემთხვევა, როდესაც მოულოდნელად კომპი გაითიშება და ბახ, აღარ ჩაირთვება, აღმოჩნდება რომ ფლეშკაზე არ ”დაგისეივებია” და მთელი ნაღვაწი დესკტოპზე დარჩა.. (ან უარესი, საერთოდ არ შეგინახავს და ყველაფერი დაიკარგა)..

dsc008053

იქამდე მივედით, რომ ადობე აუდიტიონ – ის მწვანე გრაფიკა ძილში მესიზმრებოდა და უძილობის მორიგი შემოტევის დროს, ადობე აუდიტიონ – იან კომპს ვნატრობდი – რამეს დავამონტაჟებდი მეთქი, იქამდეც მივედით, რომ სიმღერასაც კი ამ პროგრამაში ვხსნით და ტიპი სად რას ამბობს გრაფიკულად ვცნობთ, ანუ რადიოს ვუყურებთ:-)

dsc008101

“მონტაჟისა და ძალი შეეენი”

ხო, ესეც არაფერი.. რესპონდენტებთან ურთიერთობა კიდევ ცალკე ამბავია, შეგვხვედრია ბევრი კარგი რესპონდენტი, თუმცა გულახდილად რომ ვთქვა, სიკო ჯანაშიას ვერც ერთმა აჯობა:-) შეგვხვედრია უცნაურები (რომლებიც დიქტოფონის დანახვაზე კრუნჩხვებში ჩავარდნილან და 17წუთი ულაპარაკიათ იმაზე, რაც ერთ წუთში თავისუფლად შეეძლოთ ეთქვათ და იმ 17წუთიდან ცოტა ღირებული 25წმ ძლივს ამომიკრიფია). იყო ისეთი რესპონდენტიც, რომელმაც ხელ – ფეხი იმაზე გაასავსავა (ექიმმა) – ახლა მე რო ვილაპარაკო ფასტ ფოოდ – ის მავნებლობაზე, მერე მე რომ მომივარდნენო? ისეთიც – ახლა ვერ დაგელაპარაკები, კარგად უნდა მოვემზადო, რაღაცები წავიკითხო და მერე მოდითო.. იყვნენ ჟურნალისტებისგან დაშინებული ხალხიც. მაგ, ერთ – ერთ გამომცემლობაში – ვაიმე, ჩვენ რა უნდა გითხრათ, ვაიმე, ჟურნალისტიო? ერთი “არილი კუდიანებს, ჯვარი აქურობასღა” აკლდა.. ფასტფოოდ – ის წარმომადგენლები საერთოდ ვერ გამოვიყვანეთ კონტაქტზე – თანამშრომლები უფროსის ნომერს გავძლევდნენ, უფროსმა – ჩვენ “აღთქმა” გვაქვს დადებული, რომ ჟურნალისტებს არ ვეურთიერთებითო.. და სხვადასხვა.. იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც ანელიმ და თამუნამ სამშობიარო იკითხეს, რაზეც ვიღაც ბიჭმა დაუძახათ – გოგოა თუ ბიჭიო, ამაზე ანელიმ უპასუხა – ჯერ არ ვიცითო.. აბა იმის ახსნას ხო მარ დაუწყებდა, კინო – ტელე სტუდიას ვეძებთ და სამშობიაროსთან ახლოს არისო.. (არ შეიძლება ანელის უსაზღვრო იუმორის გრძნობა არ ვახსენო, რომელიც მუშაობის პროცესს გვიხალისებდა და თამუნას უსაზღვრო ზრუნვა ყველაზე. დედა ტერეზას ვეძახდით:-)).. ერთ ორშაბათ დღეს, სკოლაში პირველადმისულები “ფიქრმა შეგვიპყრო” – რომ არ შეგვიშვან? უცებ მოვძებნეთ “გამოსავალი” – ვიტყვით, რომ მშობლები ვართ.. ამ დროს, თვალი მოგვჭრა წარწერამ – მშობლების დღეს პარასკევია.

dsc00804

“თურმე ასეც ხდება ხანდახან”

ბევრი რამე იყო და ალბათ ბევრი რამ იქნება.. სინქრონების “საძიებლად “გასულები, სრულიად ხელცარიელებიც შევხვედრილვართ ერთმანეთს..

dsc00801

რესპონდენტებთან სიარულისას ასეთებსაც გადავწყდომივართ:-)

შეხვედრის ადგილი კი უცვლელია, UშAID – ის აღჭურვილი რადიოლაბორატორია, ადგილი სადაც ყოველდღიურად მეტ დროს ვატარებთ, ვიდრე საკუთარ სახლში..

dsc00833

ყველაზე მძიმე დაბრკოლება, რაც წინ გვეღობებოდა, მაინც “ოპერატორის ფაქტორი” იყო.. ადამიანი, რომელიც იმაზეც ბრაზობს , დილით ადრე რატომ მიდიხარ, იმაზეც – საღამოს ყველაზე გვიან რატომ მიდიხარ, იმაზეც – ხმის ჩაწერის შენი დროEხომ არ არის (მერე ვახსენებთ, რომ – აი, დათოს სხვა რამეს ეუბნებოდი ან მაშინ ჩავალ თათიასთან და ვთხოვ.. – დუმილი და – ადი და ამოვალ.. სტუდიაში მისი გაბრაზებული სახისთვის თვალის მორიდების მცდელობა.. 5 საათზე კი ყველაზე მძიმე მომენტი იწყება – ვაიმე, მალე ამოვა, ვაიმე, ვერ ვასწრებთ, ჩქარა, ეს მაინც გავაკეთოთ.. 6-ის ნახ – ზე გამოგვეცხადება და – უნდა დავკეტო. – რატომ, ჯერ ხომ ჩვენი დროა.. – ააა, ზუსტად 6-ზე დავკეტო? კი ბატონო, 6 – ზე იყოს დაკეტილი. მერე რატომღაც 6 – ზე აღარ ამოვიდოდა და ამოგვაკითხავდა 7-ის 15წუთზე, ჩვენ კი ისევ კომპთან მჯდარს რომ დაგვინახავდა – რა არის, არც ნამუსი გაქვთ, არც სინდისი, 8 – ზე რომ ამოვიდე, მაინც აქ დამხვდებითო.. ჩვენ კი გულუბრყვილოდ გვიკვირდა, რატომ გონია ამ ადამიანს რომ ჩვენ დროს ბოლომდე არ გამოვიყენებთ? პრინციპში, ოპერატორს ვერაფერს დავაბრალებთ, რადგან დაცვა სთხოვს 6 –ზე გასაღებს, დაცვას კი მონიტორინგი.. საქმე სწორედ ის მონიტორინგის სამსახურია, რომელიც რატომღაც ვერ ხვდება, რომ ჟურნალისტიკა 6საათზე ვერ დამთავრდება და პირიქით, სწორედ მაგ დროს იწყება.. ამის გამო დაცვასთანაც გვიჩხუბია, რომელსაც ვერ უსწავლია ადამიანურად როგორ მოიქცეს და თვალებს გვიბრიალებს და ყვირის , თუმცა თვალების დაბრიალება ჩემი ენახა (ანელი და თამუნა მეუბნებიან, პირდაპირ “საქმეზე” ანუ ჩხუბზე გადადიხარო), არადა, ღმერთმანი, ასეთი არ ვყოფილვარ, ნერვები გამოფუჭდა აშკარად:-)

სიტყვა გამიგრძელდა, პოსტი კი არა, პოემა გამომდის.. ოთახებიდან გამოყრილები “მტრის” ბანაკთან ახლოს, დარბაზში ვიბუდებდით და ერთი – ორი საათი შემდეგ დღეებს და გადაცემებს ვგეგმავდით, მერე ლაპარაკსაც ”დაგვასეივებინებდნენ” და გვიშვებდნენ დარბაზიდანაც.. ხშირად გვინატრია – აის ამბავი რომ არ მომხდარიყო და დათო უნიდან არ წასულიყო, ისევ რომ ხელმძღვანელი ყოფილიყო (რამდენიც უნდა იძახონ, ხელმძღვანელი და დეკანი არ ყოფილა, სხვა იყოვო) ჩემთვისაც და ნებისმიერი სტუდენტისთვის სწორედ ის იყო ნამდვილი დეკანი და ხელმძღვანელი, ხოდა რას ვამბობდი, ისევ ის რომ ყოფილიყო , რას ვიბლატავებდით თქოოო. ვიბლატავებდით კარგი გაგებით, ალბათ მოგვიგვარებდა იმ საქმეს, რომ 6საათზე აღარ გამოვეყარეთ და ადამიანურად ვიმუშავებდით..

ეს დღე ამით არ მთავრდებოდა. შინ 9 – ზე, 10 -ზე შესულები იმ საქმის კეთებას ვიწყებდით, რასაც კომპი არ ჭირდებოდა – რაღაცების დაწერა, დალაგება და ა.შ. და სამეულიდან ერთადერთ კომპიუტერიანთან – თამუნასთან მესიჯები – აუ, თამო, ეს სიმღერა მომიძებნე და გადმომიწერე რაა და სხვა.. ამ პოსტით ისე გამომივიდა, თითქოს ჯგუფში მხოლოდ სამნი ვიყოთ.. უბრალოდ, ისე გამოვიდა, რომ მთელ დღეს სამონტაჟო ოთახებში სწორედ ჩვენ სამნი ვატარებთ ხოლმე და ამიტომ არ “შემომეხსენნენ”.. მთელი ჯგუფი ერთიანად ერთ მომენტში მახსენდება, როდესაც საცდელი გადაცემის დამთავრების წინა დღეს ანელიმ პრესკონფერენცია გამართა,.. პრესკონფერენციის მიზანი იყო, რომ ყველას კარგად გაეგო – რა ევალებოდათ.. ამ ყველაფრის შემდეგ კი ყველამ აკრიფეთ journalism.ge, იქ open რადიო და შეგვაფასეთ დამწყები ჟურნალისტები:-) შეაფასეთ ჩვენი ნამუშევარი, როგორც შემოქმედებითი, ისე ტექნიკური:-) ვინც ზუსტად 8 –ზე ვერ მიუსწრებთ, არაუშავს, გადაცემები არქივდება და მისი მოსმენა ყოველთვის შეგიძლიათ.. აქ თავისუფლებაა, ღია რადიო… პ.ს – სამწუხაროდ, ამ სემესტრში ძალიან ცოტა დრო დარჩა, სულ შვიდი გადაცემა გვიწევს, მაგრამ მე და ჩემი რამდენიმე ჯგუფელი მომავალ წელსაც ვაპირებთ “ღია რადიოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, მგონი, ბატონი დათო უარს არ გვეტყვის , უბრალოდ მხრებს აიჩეჩავს და – “ძაან კაი, სექტა კი არ მაქვს, ღიაა რა”:-)

 
4 Comments

Posted by on მაისი 7, 2009 in ღია რადიო

 

ერთს რომ ერთი მივუმატოთ, რამდენია ბაჭია?

რამდენიმე დღის წინ ერთ – ერთი საინფორმაციო სააგენტოს საიტზე წავიკითხე და ერთ – ერთი ტელევიზიის ჟურნალისტისგან გავიგონე – თბილისში სამი ათასი საკანი დგასო..
გადავწყვიტე მენახა..

dsc00749

საკნების ქალაქი

პირველად რომ დავთვალე , დადგმის პროცესი არ იყო ჯერ დამთავრებული და თან მარტო რუსთაველის გამზირზე განლაგებული გალიები დავთვალე – ას ორმოცდათექვსმეტი გამოვიდა (იმ რკინების ჩათვლით, რომლებსაც ჯერ საკნებს ვერ უწოდებდი). მაშინ არც სამი ათას საკანზე არსებობდა ჭორები. იისე დავთვალეთ..

dsc00671

საკანთუბანის პირველი დღეები

ხოდა, ახლა მთელი თბილისის მასშტაბით, ანუ რუსთაველის გამზირზე,კანცელარიასთან, პრეზიდენტის რეზიდენციასთან და ტელევიზიასთან განლაგებული საკნების რაოდენობას წარმოგიდგენთ..
ამას ორი საღამო და ერთი შუადღე დასჭირდა, მაგრამ ეს არაფერი:-)
დავიწყოთ ყველაზე ხალხმრავალი და ყველაზე საკანმრავალი ადგილიდან, აქციების ეპიცენტრით, რუსთაველის გამზირით – ოპერიდან (ანუ, საიდანაც იწყება საკნების ქალაქი, სოფელი თუ უბანი) თავისუფლების მოედნის და გარშემო ჩაკეტილი ქუჩების ჩათვლით, იყო 205 საკანი (ცდომილება არაუმეტეს ერთისა, ისიც მეტობით)..

dsc007471

სიცარიელე გულს უხარია

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტელევიზიას და მის შემოგარენს – 29 საკანს + პრესსამსახური და სამდივნო.. (ცარიელი რა თქმა უნდა)..

dsc00757

მგონი, პრესსამსახური ერთად იწერება (დანარჩენი ყველაფერი რიგზეა):-)

dsc00758

“რატომღაც” მდივანი ვერ ვნახე

dsc00765

კანცელარიასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი ინგოროყვას ჩათვლით, პარალამენტის ჩასახვევამდე (ანუ რუსთაველის გამზირს მიუთვლელი საკნებით) 47საკანია ჩადგმული (სამს ვაჩუქებ).. უი, მართლა, ერთი “ტრაილერი” თუ რაღაც მასეთი მანქანაც იდგა “კანცელარიის თავზე” და “საკანი ნომერი 1001” ეწერა, სურათის გადაღების უფლება არ მომცეს..

dsc00773

ისე სურათის გადაღებაზე ძალიან დიდ აგრესიას გამოხატავდნენ, როგორც იქ მყოფი ადამიანები, ისე კანცელარიის თუ რეზიდენციის დაცვაც.. “შენობას ნუ უღებო”.. იქ მყოფებმა საქმეც გამირჩიეს .. “ე, გოგო, რატომ იღებ?” “ჟურნალისტი ვარ და მჭირდება”, “არ მინდა რომ გადაიღო”.. მერე მე ვუხსნიდი, რომ ეს არის საჯარო ადგილი და ყველას აქვს უფლება და სხვა, მაგრამ ამაოდ.. ბოლოს ხელი ჩავიქნიე, თან სურათები უკვე მქონდა..

dsc00777

უკომენტაროდ

dsc00778

გიგის სიტყვები გაუთვალისწინებიათ და თავად ასუფთავებენ

dsc00768

“კარტი” ყველგან “გამოსავალია”

dsc00769

შუადღის დასვენება სულ სხვაა

dsc00762

ბირჟა ყველგან და ყოველთვის

კანცელარიიდან “გადავირბინე” რეზიდენციასთან.

dsc00785

მის გარშემო, ანუ რეზიდენციის ორივე მხარეს იყო რვა საკანი + ოცდათორმეტი კარავი (რომელთა 50% მაინც ერთადგილიანი საძილე ტომარა შეადგენს)..

dsc00779
ნუ, შევაჯამოთ რა გამოვიდა..

205 საკანი (რუსთავლზე),
+
47 საკანი (კანცელარიასთან)
+
29 საკანი (ტელევიზიასთან)
+
8 საკანი (ავლაბრის რეზიდენციასთან)

= 289 საკანი (სამდივნო, პრესსამსახური და “ნაჩუქარი დამრგვალება” რატომ დამავიწყდა?)
კარგი, 2მაისის მონაცემებით 300 საკანი და 32 კარავი ოპოზიციის განკარგულებაშია.
სამწუხაროდ ის აღარ დამითვლია ცარიელი საკანი რამდენი იყო:-) (რომ იცოდეთ, არც ისე ცოტა:-)

dsc00766

არა რა, ვინ გაგახარებს.. შრომას წყალში მიყრიან, კიდე ახალი საკნების დადგმას აპირებენო:-)

dsc00767

მდაააა!!!

 

“პროფესურა ჰგიეს უკუნისამდე”

ამასწინ მე ჩემი ჯგუფელი – თამუნა პირველ კორპუსში გადავედით, ხუბუას კომენტარის ჩაწერა გვინდოდა, საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით.. მისმა პრესსამსახურმა ორი დღის წინ ჩაიწერა კოორდინატები და დაგირეკავთო, მაგრამ რაკი არ გამოჩნდა, თავად გადავაკითხეთ..
ხოდა, დაცვის სამსახურზე მინდა “პაწია” დავპოსტო:-)
50წლამდე კაცი იყო ხუბუას კაბინეტთან, შევიდა, შეატყობინა “ჩვენი ვიზიტის” ამბავი – მერე კი გამოგვკითხა კიდეც, ჩვენი ჟურნალისტები ხართო?
– კი თქო..
– ბელქანიასები ხო?
– მმმ, ხო, ბელქანიასები..
– ვეკუასები..
– არა, ვეკუა წავიდა..
– ვა, აღარ არის ვეკუა ხელმძღვანელი?
– ხელმძღვანელი კი არა, უნივერსიტეტში აღარ არის..
– მართლა? რა საინტერესოა.. თქვენთან ვინები არიან? ჩიკვილაძე თქვენ მოგესწროთ?
რომ ვუთხარით, მოგვესწრო კი არა, ახლაც აქ არის თქო, ძალიან გაოცდა..
– ვინ კაცო, ჩიკვილაძე, დალი ჩიკვილაძე კიდევ მანდ არის? თქვენ გასწავლიდათ?
ამაზეც თანხმობა რომ მიიღო, მერე ისიც გვკითხა – პირველივე გასვლაზე ჩააბარეთ გამოცდაო? თამუნამ გააოცა – 98 ქულა დამიწერა დალიმო და ჩემმა 87მა ქულამ ასე ვეღარ განაცვიფრა რა თქმა უნდა..
მოიკითხა თათია მჟავანაძე, ირინა ღვინერია..
ანუ, ძველი სასტავი მანდ ყოფილა მაინც.. იბერი არ გეხსომებათ თქვენ, ელდარი..
რა არ გვეხსომება, ახლაც იქ არის
– ელდარი? ელდარი მანდ არის? ყოჩაღ ელდარს..
იბერის შემდეგ ლეონიძე და ტაბიძეც მოინდომა, მაგრამ “სამწუხაროდ” ჩაუვარდა კოვზი ნაცარში.. ამასობაში გამოვიდა პრესსამსახური და ხარისხის მართვის უზრუნველყოფის უფროსთან გაგვაგზავნა ინტერვიუზე – სამაგისტროზე ის უფრო კომპეტენტურია და იმას ელაპარაკონ და თუ სხვა საკითხზეც უნდათ საუბარი, შემოვიდნენო..
ვოტ ტაკ..
არა, მაიც რატომ გაუკვირდა იმ კაცს?
იმედია, ოდესმე ჩემი შვილი არ მოითხოვს – თსუ –ს ჟურნალისტიკაზე მინდა სწავლაო. რა გარანტია მაქვს, რომ “ისინი” ისევ აქ არ იქნებიან?

 
%(count)s კომენტარი

Posted by on მაისი 5, 2009 in თსუ