მოკლედ, უცებ ავკრეფ იმ პატარა ამბავს, (ნუ ამბავიც არ ჰქვია), რაც დღეს გადამხდა..
საავადმყოფოდან მოვდიოდი “დამწუხრებული” იმით – ექიმებს რომ ვერაფერს გამოგლიჯავ პირიდან და გამგე რომ ადგილზე არასოდეს არ არის. ღრმაღელის მეტროში ძლივს მოსულ მატარებელში შესვლისას მოხუცი ქალის შეყვირება მომესმა – ჩქარაა, ჩქარააა..
ეს ფრაზა მე არ მეკუთვნოდა და ერთი ასევე მოხუცი კაცის მისამართით იყო მიმართული..
მოკლედ, შევიდა ეს ქალი, დაადგა თავზე 40–იოდე წლის ქალს – აბა, ჩქარა დამსვიო და დაჯდა.
დაჯდა, მაგრამ რა დაჯდა..
იყურებოდა ცისფერი გამგმირავი თვალეით, 70 წლის მაინც იქნებოდა.
როგორ აღვწერო ეს ქალი არ ვიცი, ვეცდები რამე მეტყველ დეტალს გამოვუხმო..
იქ, სადაც წარბები ჰქონდა ადრე, ახლა შავი ფანქარი ჰქონდა წასმული. ეცვა ძალიან სქელი ნაბადივით რაღაც (ყელიანი), ასევე სქელი შარვალი და მაღალყელიანი ჩექმა (შარვლის ტოტები ჩატანებული ჰქონდა). ყელზე მოხვეული ჰქონდა სქელი ცისფერი კაშნე. გრძელ ფრჩხილებზე ალაგ–ალაგ გაცლილი წითელი ლაქი ესვა.
რაში დამჭირდა ამ ქალის აღწერილობა, უბრალოდ ტიპის ქცევა იყო ძალიან “სხვანაირი”.. იჯდა ბოლო ადგილას, კარის მხარეს, ამ დასაჯდომი ადგილის რკინას კი ზურგით იყო ოციოდე წლის გოგო მიყრდნობილი , ხოდა ოდნავ შეეხო ქალს და ამან რა უღრიალააა – აბა, გაწიე დროზე ეგ შენი ტ…ი..
(მატარებელი გაჩერდა თუ არა, ის გოგო ეგრევე ჩავიდა).
ამ დროს მის გვერდით ადგილიც გათავისუფლდა და 60–იოდე წლის კაცი მიუჯდა გვერდით. დაჯდომის მომენტში მათი ფეხები ოდნავ შეეხო ერთმანეთს და ამ ქალმა ერთი გვარიანად დასცხო – მომშორდი და მომაშორე შენი საოხრეო..
კაცი მაშინვე წამოხტა. ამ ქალის გვერდით დაჯდომა აღარავის უფიქრია..
მაგრამ დაჯდომა რათ გონდა, კართან “სკამისრკინაზემიყრდნობილი” კიდევ ორი გოგო გააქცია სიტყვებით – “ატეხილო, მომაშორე შენი გარყვნილი ტანიო”. ერთი ბიჭი კი მატარებლის რყევის დროს წაბორძიკდა და “კინაღამ მოუხვდა ხელი ამ ქალის მუხლზე – ამ უკანასკნელმა ხელი მოიქნია და ბიჭს ფეხებსშუა ამოარტყა – კიდევ დაუწყე დევნა ქალებსო..
ამასობაში “რუსთაველის” მეტროც მოახლოვდა და ჩემი ჩასვლის დრო დადგა. კინაღამ “ვცდუნდი” და ბოლომდე გავყევი, მაგრამ როგორც ამბობენ – “დრო ფულია”.
tamo
ივნისი 16, 2009 at 12:12 PM
მარიიიი, ბოლომდე უნდა გაყოლოდიიიი…ვინ იცის, რამდენი საინტერესო რამ მოხდებოდა..:):):)
mariakhsiashvili
ივნისი 16, 2009 at 1:35 PM
აბა? უნდა გენახა, მარჯანიშვილიდან რუსთაველამდე რა ფიქრში ვიყავი – გავყვე თუ ჩავიდე მეთქი:–)))
თან რა ფრთხილად ვფიქრობდი, რამე მარცხი არ მომივიდეს და ამ ქალის მორიგი მსხვერპლი მე არ გავხდე მეთქი:–)))
ანელი
ივნისი 16, 2009 at 12:24 PM
“ამ უკანასკნელმა ხელი მოიქნია და ბიჭს ფეხებსშუა ამოარტყა – კიდევ დაუწყე დევნა ქალებსო..” – მარი, ძალიან ამოარტყა? საწყალი ბიჭი :@:@:@.
mariakhsiashvili
ივნისი 16, 2009 at 1:37 PM
რავი, “კარგად” ამოარტყა, ისე უცაბედი იყო, რომ ძალიან შევიცხადე და მე უფრო სასაცილო ვიყავი იმ წუთას:–)))
inga
ივნისი 16, 2009 at 12:24 PM
ყველაფერი შენ როგორ უნდა გადაგხდეს თავს :):):)კარგი იქნებოდა, ფოტო რომ გადაგეღო, მარა, წარმომიდგენია რას “გიზამდა”:)
mariakhsiashvili
ივნისი 16, 2009 at 1:38 PM
ვაი, რა ფოტო:–)))
მისი გარეგნობის დეტალებს მესიჯების დრაფთებში ვიწერდი (არ დამავიწყდეს მეთქი) და ისეთი თვალებით მიყურებდა, აეხლა გამასწრებინა და მეტი არაფერი მინდა მეთქი..
თამუნა
ივნისი 16, 2009 at 12:30 PM
მარიიიიი, რა საინტერესო ტიპს გადაწყდომიხარ:p ფოტო უნდა გადაგეღო:)მაგრამ , წარმომიდგენია ეგ რომ დაენახა, რას იზამდა, კარგია, რომ რამენაირად არ მიეკარე და გადაურჩი მის რისხვას 🙂 🙂
mariakhsiashvili
ივნისი 16, 2009 at 1:40 PM
უჰ, რაის ფოტო:–)))
მერე ვეღარ ავტვირთავდი ამ პოსტს:–)))
ისედაც შორს მეჭირა უკვე თავი – მეთქი, მარი შარში ხაააარ:–)))
მარა, უცებ ბლოგი გამახსენდა და გამიხარდა რომ არსებობს:–)))
mariakhsiashvili
ივნისი 16, 2009 at 1:40 PM
უი, რაის ფოტო:–)))
მერე ამ პოსტს ვეღარ ავტვირთავდი:–)))