გუშინ, ჩვენს ჩვეულებრივ გზაზე მივდიოდით მე და ჩემი ჯგუფელი ანელი.. უნივერსიტეტიდან თავისუფლების მეტრომდე (ნუ, ანელი – კოლმეურნეობამდე და მე მეტრომდე)..
ახლა ვიღაცა მკითხავს – “შე კაი ადამიანო, მაინც მეტროთი თუ მიდიხარ, რუსთაველი უფრო ახლოს არ არისო”? – სამაგიეროდ, ვარკეთილამდე თავისუფლებიდან უფრო ახლოს არის..
ხოდა, ხოდა, მივდიოდით და აღმოვაჩინეთ ( აღმოჩენები ცოტა ადრე დაგვეწყო, მაგრამ გუშინ პიკს მიაღწია). რომ ამ მანქანებს თავს ძალიან გაუვიდათ და ადამიანებს აღარ გვაძლევენ ადამიანურად მოძრაობის საშუალებას. მომრავლდნენ აქა, თითქოს მათი გზა იყოს, დამდგარან და მოძრაობენ გზაზე.. არ გადაირევა კაცი?
არადა, რა კარგი იყო ხოლმე, რომ გაივლიდ – გაისეირნებდი “დაგვილ–დახვეტილ” ახალ უბანში, რამდენ რამეს გაიგებდი, კარგ რამეებს წაიკითხავდი საკნებზე და ასფალტზე.. მიმოიხედავდი, არ დაგჭირდებოდა დიდი ექსკურსიები და ცალ – ცალკე დათვალიერება საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ერთად იყვნენ, ჩვენთან იყვნენ..
ახლა? ახლაც კი წაიკითხავ რაღაცას, მაგრამ ძველს და ცოტას, საკნების ქალაქიდან ნაქალაქარიღაა დარჩენილი..
ჩემი და ანელის სახელით, “ვაპროტესტებ” იმას, რომ – ჩვენ, მშვიდობიან მოქალაქეებს არ გვაძლევენ საშუალებას ჩვენს გზაზე მშვიდად ვიაროთ და ეს მანქანები არ მოგვებლანდონ ფეხებში..
რას გვიშვება ეს სააკაშვილი…