RSS

რას გვიშვება ეს სააკაშვილი

17 ივნ

გუშინ, ჩვენს ჩვეულებრივ გზაზე მივდიოდით მე და ჩემი ჯგუფელი ანელი.. უნივერსიტეტიდან თავისუფლების მეტრომდე (ნუ, ანელი – კოლმეურნეობამდე და მე მეტრომდე)..

ახლა ვიღაცა მკითხავს – “შე კაი ადამიანო, მაინც მეტროთი თუ მიდიხარ, რუსთაველი უფრო ახლოს არ არისო”?  – სამაგიეროდ, ვარკეთილამდე თავისუფლებიდან უფრო ახლოს არის..

ხოდა, ხოდა, მივდიოდით და აღმოვაჩინეთ ( აღმოჩენები ცოტა ადრე დაგვეწყო, მაგრამ გუშინ პიკს მიაღწია).  რომ ამ მანქანებს თავს ძალიან გაუვიდათ და ადამიანებს აღარ გვაძლევენ ადამიანურად მოძრაობის საშუალებას. მომრავლდნენ აქა, თითქოს მათი გზა იყოს, დამდგარან და მოძრაობენ გზაზე.. არ გადაირევა კაცი?

არადა, რა კარგი იყო ხოლმე, რომ გაივლიდ – გაისეირნებდი “დაგვილ–დახვეტილ” ახალ უბანში, რამდენ რამეს გაიგებდი, კარგ რამეებს წაიკითხავდი საკნებზე და ასფალტზე.. მიმოიხედავდი, არ დაგჭირდებოდა დიდი ექსკურსიები და ცალ – ცალკე დათვალიერება საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ერთად იყვნენ, ჩვენთან იყვნენ..

ახლა? ახლაც კი წაიკითხავ რაღაცას, მაგრამ ძველს და ცოტას, საკნების ქალაქიდან ნაქალაქარიღაა დარჩენილი..

ჩემი და ანელის სახელით, “ვაპროტესტებ” იმას, რომ – ჩვენ, მშვიდობიან მოქალაქეებს არ გვაძლევენ საშუალებას ჩვენს გზაზე მშვიდად ვიაროთ და ეს მანქანები არ მოგვებლანდონ ფეხებში..

რას გვიშვება ეს სააკაშვილი…

 
5 Comments

Posted by on ივნისი 17, 2009 დუიმი სხვადასხვა

 

5 responses to “რას გვიშვება ეს სააკაშვილი

  1. მარი ახსიაშვილი

    ივნისი 17, 2009 at 1:17 PM

    პაწუკაა:–)))

     
  2. fsiQe

    ივნისი 17, 2009 at 1:17 PM

    საკნების ნაქალაქარი = )))
    მომეწონა 🙂

     
  3. tamo

    ივნისი 25, 2009 at 6:22 AM

    magari xar, mari!!!

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 25, 2009 at 6:49 AM

      მადლობა, თამოოო:–)))

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: