RSS

ქართული მუსიკის პერლები

22 ივნ

გუშინ კიდევ ერთხელ , (უკვე მართლა საბოლოოდ ) გადავხედე ანელის მოტანილ დისკს და ამოვიღე რაღაც სიმღერები, სადაც ჩემი “სმენის აზრით” კავკასიური მელოდიკა ისმის. ხოდა, სამი “კავკასიური ანტიპრომო” “მივეცი”..

ახლა მინდა წარმოგიდგინოთ – (სიტყვას ვაძლევ ბატონ ლევან გაჩეჩილაძეს (სიტყვაზე, ლევანს, არ გამიწყრეთ ლევანის ფანებო”) რამდენიმე სიმღერის (ყველა “კავკასიური არ არის ცხადია”) მოკლე შინაარსი – რას მღერიან ქართველები. (გია სურამელაშვილს, ნინო ჩხეიძეს და ასეთ დონე ხალხს არ აშევაწუხებ და საზოგადოებისთვის და “ანტიპრომომეიკერისთვისაც” უცნობი მომღერლების “დისკოგრაფიას” მოგაწვდით)..

კერძოდ, დავიწყოთ ყველაზე “კარგით”.. ახლა რა თქმა უნდა, მთლიან ტექსტით არ შეგაწყენთ თავს (ვისაც დაგაინტერესებთ, პირადად თქვენთვის “გამოვაპუბლიშებ”) , მაგრამ რამდენიმე ფრაგმენტის დაწერა შეიძლება.

ერთხელ სახლში მივდიოდი, თავს დამეცა დიდი მეხი, ჩემს საწოლში ორის ნაცვლად , დავინახე ოთხი ფეხი..”.

მე არ ვისარგებლებ ბოროტად თქვენი ცნობისმოყვარეობით და ამ სასერიალო სიუჟეტის შემდგომ განვითარებასაც მოვაყოლებ:

მივაძახე ნაძირალავ, რატომ წევხართ ორიაო, მოწიწებით მიპასუხა, შენი დირექტორიაო”..

ნუ, ამ ამბავს საკმაოდ უდარდელ ნოტზე ასრულებს, იხსენებს რომ ცოლის მოიზიარე დირექტორმა ხელფასი ათას ლარამდე გაუზარდა და გარდა ამისა, ამ დირექტორის ცოლი პაემანზე დადის თავად მასთან.

სიმღერა ნომერი ორი – ეს გუშინ აღმოვაჩინე, და დიდი იყო ჩემი გაოცება, როდესაც გაირკვა, რომ ანელისაც კი ცოდნია.. ამიტომ, შეიძლება თქვენც იცოდეთ, მაგრამ ვინც არ იცის, იმათთვის:

რა კარგია, რა ლამაზი, გაზაფხულის დილა, გახსოვს გოგოვ, გენაცვალე ერთად რომ გვეძინა”.

ეს გრძელდება რაღაც უცნაური ფრაზებით, რომელსაც ვერაფერი ვერ გავუგე და მთავრდება ასე:

 “ნეილონის პერანგის ქვეშ, ხელის ფაჩი – ფუჩი, ვაი, რა ნაზად ეხებოდა, შენს ტუჩს ჩემი ტუჩი”..

მესამე პოეტური ნაპერწკალი – (რომ იცოდეთ ამის აღმოჩენა როგორ გამიხარდა:–)))

“ღმერთმა შვილად აიყვანა ერთი ბიჭი ლამაზი”..

ამას უნდა გარძელება?:–))

 ნუ, მერე ბევრი ასეთი ლამაზ-ლამაზი სიტყვებია და ბოლოს “ჩორნიე გლაზას” მუსიკაზე მიდის –

“ბედმა სად არ წამიყვანა მაინც შენთან მომგვარა, ბედმა სადაც წამიყვანა, მაინც შენთან მომგვარა, შენ გენაცვალეეე, ამ სიყვარულს ვერ დავფარავ, შენ გენაცვალე, ეს ქვეყანა, ეს სამყარო შენ შემაყვარე” – და ამთავრებს :

“მუნჯი ვიყავ, ამამღერე, კაცად აღარ ვარგივარ” – აქ მართალია..

შემდეგი  ” კომპოზიცია” –

არ დალიოთ, არ დალიოთ, არ დალიოთ არაყი , ლიმონის და ფორთოხალის ლიმონათზე გადადით”.

და ზუსტად ამ სტროფს მოჰყვება :

“ჰაი ლოთებო, დალიეთ, თეთრი ღვინო დალიეთ, ცხოვრება სულ ქეიფში, სულ ქეიფში გალიეთ”.

შემდეგ მარგალიტში ასეთი ჰანგები ჟღერს ”

მახსოვს ტუჩების კოცნით გადაღლა, როცა გიყვარდი მქონდა ხალისი”

და

“როცა მოვკვდები, ერთი თხოვნა მაქვს, ქვაზე დახატულს ჩუმად მაკოცე”..

მოდი, ამ “ვაჟკაცურ”  სიმღერებს თქვენის ნებართვით შევწყვეტ და ახლა სუბკულტურაზე გადავალ, (ნუ, ისიც სუბკულტურა იყო ალბათ, მაგრამ),,

თქვენ იცნობთ ვაით ნეგას? ძალიან ცუდი თუ არა,, ის არის ვარკეთილელი რეპერი, რომელიც არ ვიცი სად და როგორ წერს ან იფიქრებს ამ სიმღერებს.. მე მაინც შემოგთავაზებთ ფრაგმენტს მისი შემოქმედებიდან..

“ყველაზე მაგარია დღეს ჩემი ბებო, ერთი-ერთზე ნაცემი ჰყავს რემბო, შოთა რუსთაველი დაიჭირა ფაქტზე, ვეფხვისტყაოსანი დაახია თავზე”. (ვიცი, რომ ვეფხისტყაოსანია, უბრალოდ ის ამბობს ასე)..

მის სიმღერებში არის ასეთი ფრაზებიც: “

ჩემი ფეხი შეეხება დახეულ ჯინსებს’.

ან

 

მე უკვე ჩემი თავი მძულს”

ან

 “უმამოდ დარჩა ერთი საწყალი ბავშვი”. და ა.შ.

რაკიღა ასეთი სიმღერა უამრავია და არ მიხერხდება ერთ პოსტში ჩატევა, დაგინდობთ:–)))) და აქ შევჩერდები. დავამთავრებ სიმღერით რაულიზე.

“იყო ბიჭი რაული, ნამდვილი სასწაული, ისე ძლიერ შემიყვარდა, შემიყვარდა რაული”.

მე და ჩემს ჯგუფელებს გაგვიჩნდა ჰაზრი, რომ ამ სიმღერებს adobe audition – ში , კუსტარულ პირობებში წერენ.

უძეგლო მომღერლებო, თქვენს სახელს რა გამთიშავს” – უთქვამს ერთ ქართველ პოეტს..

Advertisements
 
5 Comments

Posted by on ივნისი 22, 2009 in ღია რადიო

 

5 responses to “ქართული მუსიკის პერლები

  1. ანელი

    ივნისი 30, 2009 at 1:54 PM

    “რა კარგია, რა ლამაზი, გაზაფხულის დილა, გახსოვს გოგოვ, გენაცვალე ერთად რომ გვეძინა” – მეორე სტროფი (ნეილონის პერანგი და სხავ საინტერესო ამბები…) მართლა არ ვიცოდი :). საზიზღრობაა…..
    ახლა გული ამერევა…

     
    • nino

      იანვარი 10, 2015 at 3:36 PM

      ra kvia am sigmeras?

       
    • tazo

      მაისი 16, 2015 at 9:26 AM

      მუსიკა სად ვიპოვო იციტ ვინმემ ? :დ

       
  2. ჰიუსტონ

    სექტემბერი 14, 2009 at 9:59 AM

    ნეილონის პერანგის ქვეშ, ხელის ფაჩი – ფუჩი – loooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooool

     
  3. nani

    სექტემბერი 27, 2011 at 9:56 PM

    ვაით-ნეგას ბებო ერთხელ მაინც რომ გენახათ აღარ გაგიკვირდებოდათ :)))

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: