RSS

ვიცინოთ თუ ვიტიროთ???

24 ივნ

 თითქმის ორი წელია ვცდილობ ვისწავლო (და მეგონა გამომივიდა) – როგორ დავიკიდო ბევრი ვინმე და რამე ფეხებზე, მაგრამ გუშინდელი “რაღაც” ვერ დავიკიდე..

ისე ვარ გაბრაზებული, არ ვიცი, საიდან დავიწყო. გუშინ, 6საათის, ანუ მას შემდეგ, რაც სამონტაჟო ოთახებიდან გამოგვყარეს, თავისუფალ და ცარიელ აუდიტორიაში დავსხედით და გამოცდისთვის გადაცემების პრომოების ტექსტებს “ვიფიქრებდით”.. ამ დროს შემოიხედა დაცვის ბიჭმა – რომლის მხოლოდ სახელი ვიცი – ლევანი , რომელზეც მაქვს ერთი აზრი, რომელიც ბოლო ორი წელია, არ შემცვლია და გუშინ კიდევ უფრო გამიმყარდა..

ჯერ კიდევ, შარშან, ლექტორმა შაბათ დღეს დაგვიბარა დამატებით ლექციაზე და ეს “წესრიგის მოდარაჯე” შენობაში არ მიშვებდა – პაიჭაძეს არ გავუფრთხილებივარ, ლექცია თუ ჰქონდაო..

წინა სემესტრში, 15წუთიან დილის პროგრამაზე მუშაობისას “ჩვენს დროს” – გაგვყარა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) სამონტაჟო ოთახებიდან..

ერთხელ ვთხოვეთ – ერთი საათით მაინც დაგვტოვე, სამონტაჟო გვაქვს–თქო და “გასკდა გინებით”.. მოკლედ, რა უნდა გაგიკვირდეს ასეთისგან.. მაგრამ გუშინდელმა საქციელმა საბოლოოდ გაგვიწყვიტა მოთმინების ძაფი.. ვისხედით მერხებზე.. ჯერ ერთი, მერე რა, რომ მერხზე იჯდე, მეორეც დარწმუნებული იყავით, რომ იმ სკამებზე, რაც იმ აუდიტორიაშია, ადამიანი ვერ დაჯდება და, მით უმეტეს ისე, როგორც უნდა.. შემოვიდა და ანელის მიუბრუნდა

 – სკამი არ გყოფნის?

– არა, არ ვარგა სკამები.

– ცხენი გყავს სახლში? მასე ცხენებზე ზიან–ხოლმე.

– ვაი, აღარ..

მოკლედ, “გავუტარეთ” და ჩვენი საქმე გავაგრძელეთ.

– “რა არის, არ გესმის, რომ უნდა ჩამოხვიდე და ნორმალურად დაჯდე?

 – შენ რას გიშლი? და შენს კომპეტენციაში შედის ის, რომ აკონტროლო, ვინ სად ზის?

 – კი..

მოკლედ, ძალიან შევყევით, “გაგსვავთ გარეთ, ამის უფლება მაქვსო” და რავიცი, რა აღარ დაიწყო პატარა ბავშვივით. ბოლოს – სტუდბილეთი მაჩვენეო – ანელის უთხრა. გამოართვა და გულისჯიბეში ჩაიდო – დაგჭირდება და მომაკითხავო..

 უნივერსიტეტიდან გასვლის წინ შევედით დაცვის ოთახში, ამ მათხოვარს ეყო სინაგლე და – “კიდევ რა გინდა, არ დაგიბრუნებ, დაწერე საჩივარი, წადი დეკანთან, გადადი მეორე კორპუსში, მოძებნე თენგიზ წიკლაური” და მასეთები დაგვიწყო.. თან იმდენად “ხისთავიანურად” იქცეოდა – ჩემი ნებაა, მე როგორც მინდა, ისე გავაკეთებ. სანამ მე არ მომინდება , არ დაგიბრუნებ, წადი, დარეკე პატრულში, ზუსტადაც ყველაფრის უფლება მაქვს.. მართლა ამომასხა, გული ისე გამიხდა, ზოოპარკში დიდ ნავებზე რომ მომდის ხოლმე, დავუწყე ამ ნადირს : “ნუ გავიწყდება, რომ რა ფულიც შენ მიგაქვს სახლში, ჩვენი გადახდილია” – მეთქი.

ანელი მართლა ეხვეწა და ემუდარა – დამიბრუნე, ადამიანურად გთხოვ, ადამიანებთან არ ურთიერთობ? ახალგაზრდა ადამიანი ხარ, მერხზე არ დამჯდარხარო? არაო, წადით ეხლა, თავი ნუ ამატკიეთო.. რომ შეჯდა ეს საქონელი ვირზე, ვეღარ ჩამოვაგდეთ.. ჯიუტად იმეორებდა – მე ყველაფრის უფლება მაქვსო..

მერე, პატარა ბავშვებს რომ ეუბნებიან – მეორედ აღარ იზამო? ისე ჰკითხა ანელის – კიდევ ჩაიდენ ასეთ რამესო? ფიცის დადება უნდოდა.. “მე, ანელი ჯემალის ასული ედიშერაშვილი, პიონერულ სიტყვას ვიძლევი, რომ არათუ შემოვჯდები მერხზე, არამედ ახლოსაც აღარ გავეკარები მას. დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ და ყველას ვფიცავარ”.

მერე მე მომიბრუნდა და – რა გინდოდა შენ წეღან? შენ გაქვს სტუდბილეთიო? – ვაი, არა მეთქი.. – ხოდა, ვერ შემოხვალ ხვალიდან უნივერსიტეტშიო – (დამემუქრა ბიჭი) (არადა, აგერ ვარ:–))..

 ბოლოსდაბოლოს, დიდი ჩხუბის და ერთი ამბის შემდეგ, რომ დავსხედით და აღარ ავდექით, აგვიყვანა ადმინისტრატორთან, თავისნაირთან.. რომელმაც დაიწყო მორალის კითხვა, რომ “გოგო ხარ და არ არის ლამაზი, მერხზე დაჯდომა, ქართველები ვართ და რა წესდება გვინდა ამისთვის და..  უნდა ვაკონტროლოთ და…  ლევანი მარტო მერხზე ჯდომისთვის არ წაგართმევდა სტუდბილეთს და”…. როგორც სოფი გორელაშვილი იტყოდა – “არა, ორგია გვქონდა..”

 ბოლო წვეთი ის იყო – ამ დროს უნივერსიტეტში რას აკეთებთ, შინაგანაწესი არსებობს, რომ ლექციების შემდეგ არ შეიძლება აქ ყოფნაო.. დავალებაზე სახლშიც შეიძლება მუშაობაო.. რა გინდა, რომ ასეთს აუხსნა?

 საბოლოოდ (გუშინ) მაინც არ დაგვიბრუნეს ანელის სტუდბილეთი, უფროსს აქვს და ხვალ დილამდე არ იქნებაო..

ეს ამბავი დღესაც გაგრძელდა.. ჩვენი ძვირფასი უნივერსიტეტის , ზეძვირფასი მე – 6 კორპუსის, ჟურნალისტიკის მიმართულების “თლა  უ(მ)ფროსი” სპეციალისტიც დაცვასთან ერთად აფუილებდა სიგარეტს.. ანელი როგორც კი მოვიდა, შევიდა დაცვის ოთახში და მოითხოვა სტუდბილეთი.. ეს ჩვენი გუშინდელი ამბავი გაუგია დაცვის “სხვა კაცებსაც”, დამლაგებელსაც.. როდესაც ანელიმ ჰკითხა “თლა უ(მ)ფროს” სპეციალისტს – აქვს თუ არა დაცვას უფლება, წამართვას სტუდბილეთი იმის გამო, რომ ჩემი ჯდომის მანერა არ მოსწონსო.. “თლა უ(მ)ფროსმა” უპასუხა:

– არა, მაგრამ აქვს უფლება შენიშვნის მოცემის..

 – შენიშვნის მოცემის უფლება ყველას აქვს ზოგადად.. მე მაინტერესებს, აქვს თუ არა უფლება, ამისთვის წამართვას სტუდბილეთი..

შემოესივნენ მთელი “დაცვის კაცები” და დამლაგებელი – ეს ახალგაზრდობა ძველს არაფერს სცემს პატივს, წესიერად ჯდომა უნდა ისწავლონ”..

(მორალს გვიკითხავენ რა)..

 “უ(მ)ფროსი” სპეციალისტი ამბობს , არ აქვთ წართმევის უფლებაო და მეორე დაცვა ყვირის, არ დაუბრუნოო. ამაზე ანელი მიუბრუნდა ( თლა “უ(მ)ფროსს”) და – თქვენს სიტყვას ფასი არ აქვს? დამიბრუნოს სტუდბილეთი..

– აუ, დაუბრუნეთ რაააა (ხვეწნის ინტონაცია – კი დამნაშავეა, მაგრამ მიე რაა) .

საბოლოოდ დაუბრუნა  ადმინისტრატორმა (იმან, ტუალეტის გვერდით რომ აქვს რეზიდენცია)..

რა უნივერსიტეტშიც ვსწავლობთ, ისეთი დაცვის სამსახური და ისეთი ადმინისტრაცია გვყავს..

რა მიკვირს ყველაზე მეტად, სხვა ყველაფერი მოგვარებული აქვთ და ესღა დარჩა პრობლემა.. “მოწევა აკრძალულია” – ს განცხადების ქვეშ რომ ეწევიან სიგარეტს (არა მხოლოდ სტუდენტები, თავად ადმინისტრაციის “უ(მ)ფროსი ” წარმომადგენლები) ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არასალექციო პერიოდში ცარიელ აუდიტორიაში ხუთი გოგო თუ მერხზე იჯდა, ეს კანონდარღვევაა და ამის გამო შეიძლება საბუთების ჩამორთმევა და შეურაცხყოფის მიყენება..

როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა –  “ვიტიროთ ძვირფასო მკითხველებო ამაზე , თუ ვიცინოთ”? (ანუ ამონარიდი პირველი ქართული უნივერსიტეტის ცხოვრებიდან.)

Advertisements
 
16 Comments

Posted by on ივნისი 24, 2009 in თსუ

 

16 responses to “ვიცინოთ თუ ვიტიროთ???

  1. უსახელო

    ივნისი 24, 2009 at 11:22 AM

    ჩემთვის ძალიან უცნაური ისტორიაა, დაჯერებაც კი გამიჭირდა… გავბრაზდი. სწავლის გადასახადი ხომ გაზარდეს და მაგ ფულით “ააყვავებენ” უნივერსიტეტს.

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 24, 2009 at 1:09 PM

      ეჰ:–(((
      აბა როგორ, იმ ფულით კიდევ მეტი რაოდენობის ასეთ თანამშრომლებს მოიყვანენ და აშენდება “ცოდნის ტაძარი”.

       
  2. nino

    ივნისი 24, 2009 at 12:03 PM

    eeehhh 😦

    tla u(M)frosshi romeli igulisxmeba? qera?

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 24, 2009 at 1:10 PM

      კი, ნინო, სწორად მიხვდი.. ქერა იგულისხმება…

       
  3. Sophie Golden

    ივნისი 24, 2009 at 1:56 PM

    ტირილად არ ღირს, ამიტომ უნდა ვიცინოთ 😉
    ფეისბუქზეც ხომ დაგიწერე, არ უნდა მიეცა ანელის სტუდბილეთი და საერთოდ, ეგეთ ტიპებს ნაკლებად უნდა დაუწყო ახსნა-განმარტებები, რისი უფლება გაქვს და რისი – არა, ვერ გაიგებენ, ისე აქვთ გონება მოწყობილი. უბრალოდ, ეგრევე მიდიხარ “უმფროსთან”, რომელიც აშკარაა, ვინ არის 😉 მეც ხო მოგიყევი, რომ გადამრია დაცვამ, გასაღებს არ მაძლევდა აუდიტორიი, რა უნდა გააკეთოთო :ლოლ: ახლა გული მწყდება, რომ არ ვუთხარი, შემოგვიერთდი გრუპავუხაში-მეთქი, მერე გენახა შენ =))
    კაი, ვიმსახურებთ, რაც მთავრობა გვყავს, მაგრამ უნი-მ რა დააშავა, ბლინ, რომ ნორმალური ხელმძღვანელი არ ჰყავს, ჩვენი უფლებები რომ დაიცვას და ბეჰემოთები იქიდან გაუშვას!

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 25, 2009 at 6:19 AM

      რომ არ მიეცა, იტყოდა – წესრიგს არღვევსო:–))
      ირინა დარჩია გამოგვეხმაურა (დაილოცოს ბლოგი და ფეისბუქი) და ხვალ, დღის მეორე ნახევარში უნდა გადავიდეთ:–))

       
    • ანელი

      ივნისი 25, 2009 at 6:34 AM

      სოფი, ვისთან უნდა მიხვიდე? ის “უმფროსიც” მათთნაირია :–). სტუდბილეთი კი მხოლოდ იმის დასამტკიცებლად მივეცი – უნი–ს სტუდენტი ვარ და აქ ყოფნის უფლება მაქვს–მეთქი. მოკლედ, “ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო” – რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაა, იმის შესაფერისი დაცვა ჰყავს:–):–)

       
  4. nino kekelashvili

    ივნისი 24, 2009 at 2:51 PM

    mdaaaa……… 4 welia mand vswavlob da lvenai zustad ar vici romelia….tumca asavaraudod is iqneba mec rom shemeqmna mini gaugebroba..gamovdivar filmis chvenebidan,da sanagve vedro savsea bichokebit…axalgazrdebi ewevian…… mec “kurilkashi” (tualeti) chasval agar visurve da daviwye moweva…dacva rom amovida,yvelas damtavrebuli hqonda mega veweodi….. shemomxeda da monotonuri,gabrazebuli da tavdajerebuli tonit : “chaaaqre sigareti aq ar ewevian!” me imdeni vixarxare,rom sigaretis chaqrobac damaviwyda….. kai batono mjera da aba es bichokebi ojaxebidan moaqvt metqi……. 😀 chavaqre da kidev erti replikit mivmarte,shen etyoba mtla u(m)frosi (rogorc chemmma kolegam shearqva) rfom eweva xolme zustad am adgilas mag dros ar gaqvs shemovliti saaatebi tqo…… :D:D:D ise undoda kidev rame metqva rom anelis msgavsad davesaje albat,magram ver mivartvi..chavaqre “papirosi” da daje haerovani kocna gavugzavne kibeebze chasvlis jams….. :D:D:D raga unda etqva….. gaskda lamis bogmit magram,tavs zemot dzala agar iyo,mxolod caga sherchenoda…… :D:D:D da is mtla u(m)frosi rom gvyavs xom,mtlad ver aris sag gonebazed……

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 25, 2009 at 6:17 AM

      ეგ იქნებოდა:–))))
      მაგას არაერთხელ გაუკეთებია მასეთები, მაგრამ უბრალოდ იგნორი და ეგ არის, მაგრამ როცა გართმევს რაღაცას და თან უსამართლოდ, იგნორით ვეღარ დაკმაყოფილდები:–)))
      ხვალ ირინე დარჩიასტან მივდივართ, ბლოგი წაუკითხავს და შეგვეხმიანა. ძალიან გამიხარდა, არა იმიტომ, რომ ვიღაცა ჩვენს მხარეზეა, უბრალოდ უნივერსიტეტშიც დარჩენილან ადამიანები და მთლად ხელიდან წასული არ არის თსუ.

       
  5. g.khubuluri

    ივნისი 24, 2009 at 6:32 PM

    ერთი დაცვის თანამშრომელის ზოგადად უნივერსიტეტის პრობლემასთან გაიგივება,ჩემი აზრით,მცდარია.

    პ.ს. ვის არ შეშლია ადამიანებთან ურთიერთობაში… ))

    პ.პ.ს. რექტორის თითქმის მოგვარე )))

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 25, 2009 at 6:14 AM

      რექტორის თითქმის მოგვარევ, დაცვის თანამშრომელი ასე იმიტომ იქცევა, რომ ადმინისტრაციამ არ ასწავლა თავის უფლებები, ან ვერ ისწავლა.. როცა ვერ ისწავლის, ასეთი უნივერსიტეტიდან უნდა გაუშვა. “თლა უმფროსები” კი პირიქით, ეციცინებიან.. სწორედ ეს არის უნივერსიტეტის პრობლემა..

       
  6. Bas

    ივნისი 25, 2009 at 11:19 PM

    აი ცხვირპირს რომ დაულეწავს ვინმე მაგ ლევანს, მერე ნახავს 🙂

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 26, 2009 at 5:32 AM

      მე ვიყავი უკვე მაგ დღეში:–)
      ტელევიზორს ვუყურებდი – ახლა როგორ ჩავარტყა მეთქი:–)))

      თან ისე საშინლად იქცეოდა.. არა რა, ჭკუა აუნდა ვასწავლოთ, აუცილებლად..
      ჩვენ გვექმუქრებოდა, დეკანატში ავიტან საქმეს და საყვედური ჩაგეწრებათო. აბა აეტანა, თვითონაც იცოდა , რომ მაგრად დაერხეოდა (ნუ, წესით უნდა დარხეოდა:–)

       
  7. Tazo

    ივნისი 26, 2009 at 5:04 AM

    მე ჯერ დაცვასთან პრობლემები არ მქონია, გასაღებსაც მაძლევენ და გვიანობამდეც ვრჩები ხანდახან, მაგრამ ამ ამბავმა აი, აღმაშფოთა. ნერვები მომეშალა. კუდით ქვა უნდა ასროლინო მასეთებს, უხ…………..

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 26, 2009 at 5:34 AM

      დაცვაც არის და დაცვაც.. ამასწინ, ჩვენც დაგვტოვა “უცნობმა დაცვამ” საათნახევრით, ვეფხოსაც გაუღია კომპები შაბათ დღეს.. მაგრამ ეს სუფთა ბოღმა და ნაგავია.. დღეს გადავდივართ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან . იმედია, რამე “გვეშველება”:–)0

       
  8. lgoclipuhl

    სექტემბერი 3, 2009 at 5:18 PM

    ClEKdQ skcvsfisfacg, [url=http://cnevedfewsjo.com/]cnevedfewsjo[/url], [link=http://lfdfctxwjyaq.com/]lfdfctxwjyaq[/link], http://ddytiabzbqhj.com/

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: