RSS

Monthly Archives: ივლისი 2009

დახურული ღია რადიო

           

არ ვიცოდი ამ პოსტისთვის რა სახელი დამერქმია, საბოლოოდ ამაზე შევჩერდი. ვფიქრობ ყველაზე მეტად ეს შეესაბამება ამ თემას..
ნუ, დღეს არის 14ივლისი.. ანუ, ჩემი უნივერსიტეტში სწავლის მე-6 სემესტრიც დამთავრდა.. არც ერთ წელს არ მქონია ისეთი გულის წყდომა წლის დამთავრებაზე, როგორც წელს..
არაფერ შუაშია ის, თითქოს “ვაი, ერთი წელიღა დამრჩა სტუდენტობის”, სიამოვნებითაც დავამთავრებდი წელს.. მაგრამ გასული წელი მართლა დამენანა..
მოკლედ, ღია რადიო დამენანა.. იმ ბავშვებმა . ვისთან ერთადაც გავუგე გემო გუნდურ მუშაობას, იმ ბავშვებმა ვისთანაც რადიომ დამაახლოვა, დაამთავრეს უნი, მე კი ერთი წელი კიდევ უნდა ვიყო და არ ვიცი მომავალში რა იქნება..
თემას რომ არ გადავუხვიო – ღია რადიოზე ვილაპარაკებ..
მოკლედ, ღია რადიო რომ ვერ გაიხსნა – ეს გასულ პოსტებში მიწერია და რა გულის წყდომაც გამოიწვია.
თუმცა გამოხდა რამდენიმე დღე და იმის მიუხედავად, რომ ვერ გაიხსნა- “გაუხსნელად” გავაგრძელეთ იმავე ტემპით და ენთუზიაზმით მუშაობა , როგორც დავიწყეთ.. ნუ, როგორც ბატონმა დათომ გვითხრა – ვფაფხურობდით:)))
ნუ, სისწრაფეში დამწყებების ბარობაზე და უნის კომპების შემყურე ვერავის გავეჯიბრებოდით, მაგარმ ბოლოს “გვეამაყებოდა”, რომ ორ კვირაში ორი გადაცემა მოვამზადეთ ყოველგვარი დატვირთვის , “ცაიტნოტის” და სიძნელეების გარეშე, თითქოს აღარაფერი იყო.. ორ კვირაში რა, ორშაბათს ვიწყებდით და ოთხშაბათს ლექციაზე მზად გვქონდა 105წუთიანი პროგრამები.. (თან, ხელმძღვანელს სწორედ ამ ბოლო გადაცემებზე შენიშვნებიც კი არ ჰქონია:)))

ერთხელ ლექტორმა გვკითხა – რატომ აკეთებთ გადაცემებსო და ძალიან “გავკვირდით”. უკვე ვეღარც კი წარმოგვედგინა – რატომ არ და როგორ არ გაგვეკეთებინა.
თან რაღაც ისეთი ჯგუფი ვიყავით, რომ ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებდით, ერთმანეთის პრომოებს აუდიშენში ვცნობდით, ძალიან ჰარმონიული ხუთეული:)))) თუ რამეზე ვკამათობდით, უცებ ვნახულობდით კომპრომისს..
და საგამოცდოდ მოგვცეს ასეთი დავალება – ერთი სამაუწყებლო დღე ანუ 16საათი, შევერთდით ორი ჯგუფი და დაიწყო ტკბილი ტანჯვა.. ახლაა ტკბილი, თორე.. უნის კომპების და “მრავალგუნდური ტკბობის” შემყურეები უკვე დარწმუნებულნი ვიყავით, რომ თექვსმეტი საათი არ იქნებოდა. მაგრამ არ გაჭრა არც წუწუნმა და არც ჩვენმა ღაღადმა , მაინც უნდა გაგვეკეთებინა და მორჩა..
ბოლო ერთი კვირა ანუ აწყობის პერიოდი კი მართლა მაგარი იყო, ვიყავით ადგილას, სადაც კაციშვილი არ იყო ჩვენი შემწუხებელი, საიდანაც არავინ გვყრიდა, სადაც არც დაცვას “ვაწუხებდით”, არც ხმაური გვაწუხებდა, არც დაუპატიჟებელი სტუმრები გვყავდა, იქ კომპიუტერები ადამიანურად და ჩვენც ღამის ათ საათამდე ბედნიერად ვმუშაობდით. ხოდა დავასრულეთ ეს 16საათი..

ლექტორმა გვითხრა –თუ ამ გამოცდის შემდეგ კიდევ მოგინდათ ჟურნალისტობა, ე.ი ჟურნალისტი გამოხვალთო. Eეს გამოცდა დავამთავრე, მაგრამ ახლა ჟურნალისტობაზე მეტი მომინდა:P))
რადიოს გარეშე როგორ გავძლებ, ჯერ ეს არ ვიცი.. საშინლად არ მომწონს ამ გადატვირთული გრაფიკის მერე ეს მეტისმეტი დასვენება,.. აარ მინდა..
რადიო ერთია, (ჯგუფელმა მითხრა, არაუშავს სადმე რადიოში დაიწყებ მუშაობასო), მაგრამ მე რომ ერთი სიუჟეტის, რუბრიკის ან გადაცემის ფარგლებში მუშაობა არ მაკმაყოფილებს? მთლიანი სამაუწყებლო დღის თუ არა , ორსაათიანი პროგრამის გაკეთება მაინც მჭირდება ხოლმე. მარტო ხმის ოპერატორობაც არ მინდა, ავტომატურად, რობოტივით ვამონტაჟო სხვების სიუჟეტები – არ მხიბლავს, მთლად ჩემი გაკეთებული თუ არ იქნება, მის შექმნა-დაგეგმვაში უნდა ვმონაწილეობდე.. მოკლედ საკუთარი რადიო გვჭირდება რა..
ახლა რომ ვფიქრობ და წარმოვიდგენ, რომ სტუდიაში აღარაფერი მექნება ჩასაწერი, კახას ბრაზიან სახეს თვალებს ვერ ავარიდებ. ავთოს ხუმრობას – “არაყს ნუ სვამთ ამდენსო” – ვეღარ გავიგონებ (და შესაბამისად გავიგებ). მისსავე უცნაურ შემოთავაზებებს ვერ მოვისმენ, მაგ.”ერთ-ერთი თავისი საყვარელი მარი ახსიაშვილმა წარმოგიდგინათ (საყვარელის გვერდით “მომღერალი” უნდა იყოს მაგრამ ჩვენმა ნოვატორმა ოპერატორმა  – “ძალიან ერთფეროვანი” გამოდის და ასეც სცადეთო.
ან , “90-იანი წლების სექსსიმბოლო, გია სურამელაშვილი” და “არა, ქართული სექსსიმბოლო თქვით”.. ან, ან.. მოკლედ, ბევრი ასეთი..
ან, 6საათზე რომ არავინ დაგვადგება . კახა – ჩქარა ვიკეტებით. ავთო – გოგონებო, ვიკეტებით, დააააამახსოვრებინეთ. (ან დაასეივეთ).
ან, დილის 9საათზე კახას რომ დავხვდებოდით სამონტაჟოს გასაღებისთვის, ზოგჯერ რომ დაგვასწრებდა კარის გაღებას და გასწორებული გვეტყოდა  – უნდა ნახოთ ჯერ ღიაა თუ არა რაა..
ან, ის “სამეული” რომ არ შეგვაწუხებს, ან ის ერთი გოგო, რომელიც დაგვიჯდებოდა და მოდით, ბიჭებზე ვილაპარაკოთო – დაგვიწყებდა. ვერაფრით რომ ვიშორებდით, ვეტყოდით – იცი, ჩვენ ბიჭებზე არა, მხოლოდ რადიოზე ვლაპარაკობთ. – აუ, რატომ? აი, ძაან მაგარი ბიჭი, მაგარი სიმპატიური , მაგარი თვალებით რომ შეგჭამს.. რა გინდა რომ უპასუხო? – იცი? ჩვენ მხოლოდ აუდიშენს ვუყურებთ:)))
დაგვისვამდა კითხვას – ბიჭისთვის გიკოცნიათ?  და უცებ მიაყოლებდა  – ახლა თქვენ მკითხეთ რაღაცეებიო. – ჩვენც მივუბრუნდებოდით და  – აბა, მრგვალი ფეიდი რა არის?
თექვსმეტსაათიანზე ასეთი დარიგება მოგვცა – სულ მუსიკა ჩაყარეთ ან რამე სისულეები ილაპარაკეთო. რომ ვუთხარით – არც ჩვენი ლექტორი არ ჭამს ამას და არც ჩვენ თქო. აბა რას ჭამთო..
ან, ზაზა ჩხეტიანი გაოცებული თვალებით რომ აღარ შემოგვხედავს საღამოს 9საათზე დარბაზში დაბუდებულს და ხმადაბლა რომ არ ჩაულაპარაკებს ოპერატორს – ესენი კიდევ აქ არიანო.
ბოლო ერთი კვირის პირველ დღეს ( რომ არ ვიყავით უნიში) რო მივდიოდით მე და თამუნა 3საათზე დათო არჩვაძე გაოცებული გვეკითხებოდა – ვაიმე,  უკვე მიდიხართო?
ან, ღამის 11საათზე სახლში მისული იმაზე რომ არ ვიფიქრებ – ხვალ, 8-ზე გავვარდები. 9 – ზე რომ სამონტაჟოში ვიყო, ამას, ამას და ამას მოვასწრებ.. აი, ორამდე ამას მოვრჩებით,  მერე ხმას ჩავწერთ და იქნებ 6-მდე სულ მოვრჩეთ. (თუმცა ვერ ვრჩებოდით, ისეთი მაღალსიჩქარიანი კომპები გქონდაააააა. კი დაგვპირდა, თსუ-ს მონიტორინგის სამსახურის უფროსი დათო (რა გვარი – არ ვიცი, როგორც კახა ამბობს “ ბერეკაშვილი”), 8-9საათამდე გაგიზრდით იქ ყოფნის გრაფიკს, გავაძლიერებთ კომპებს (თავიდან ახლებს დაგვპირდა, მაგრამ ჩვენთან ერთად თავადაც მიხვდა, რომ რაღაც ძაან არარსებულს გვპირდებოდა და ახლები “სექტემბრამდე” (კაცმა არ იცის, რომელი წლის) გადაიდო. თუმცა , გაძლიერება ხომ მოხდა. ან, იმ წვერიან” ბიჭთან (ანუ კახასთან ) ხომ მივიდა და გაგვიზარდეს გრაფიკი.. ეჰ..
ფეისბუქზე რომ ვეღარ ვიწუწუნებთ – რას გვიშვება – ეს მთავრობა, კომპები და პაიჭაძე თქო.
კიდევ, სექტანტებს რომ აღარ დაგვიძახებენ. რომ გაიგეს, რომ აღარ “გავდიოდით”, სტუდენტები გაოცებულები გვეკითხებოდნენ – რაღატომ აკეთებთ, აბა რისთვისო.. მერე უკვე – თქვენ მიმდევრები ხართ თუმცაო..
თექვსმეტსაათიანის მზადების პროცესში უნის ერთ-ერთი თანამშრომელი ქალი დაინტერესდა – თვქენ როდის ამთავრებთო? როდისაც დავამთავრებთ, მაშინ მეთქი. რას აკეთებთო? თექვსმეტსაათს რადიოში თქო.
ვისთანო? , ვუთხარი და სახე გაუბრწყინდა საკუთარი “მიხვედრილობით” – ააა. თქვენ პაიჭაძის მიმდევრები ხართ?
ჩემს ჯგუფელს კი მისმა მეგობარმა უთხრა – თქვენი წინამძღოლი პაიჭაძეაო?
ხოდა, ბოლო “ან” – ში ვიტყვი – რომ ვეღარ შევაწუხებთ დათო პაიჭაძეს – ჯინგლების, პრომოების (ანტიპრომოებით კი ხალისობდა, მარა..) თუ გადაცემების მოსმენით, (და ჩვენი “წუწუნით”)..

მოკლედ, ღია რადიო დაიხურა (თუ ოდესმე გაიხსნა, ალბათ. სხვა კოლექტივით:)))((

პ.ს.. იქნებ, პროექტი დავწეროთ, გავიმარჯვოთ, გრანტი ავიღოთ, დავაარსოთ რადიო ფმ – ზე და თუ “ღია რადიოს” სახელის მომფიქრებელი დაგვთანხმდა – ამ სახელით გავიდეთ “მართლა”..
ეჰ, რა კარგია ოცნებები..

 
3 Comments

Posted by on ივლისი 16, 2009 დუიმი ღია რადიო