იმდენი ხანია არ დამიწერია, რომ, მგონი, წერა დამავიწყდა.. აქამდე, ინტერნეტი არ მაქვს და იმიტო ვდებ იშვიათად პოსტებს მეთქი – ვწუწუნებდი . აჰაა, ახლა მაქვს ეს დალოცვილი “არსებობის წყარო” და ახლა? ახლა ინტერნეტის ჩართვამ ისედაც დედანატირები windows საერთოდ მოკლა და არც ერთი პროგრამა აღარ იხსნება, adobe – ს და ვიდეოებს ვინ ჩივის, word – საც კი ვერ ვხსნი, ხოდა convert.ge – ზე აკრეფა კიდე მეზარება (თვალებს მტკენს და ნერვებს მიშლის), ქართული ფონტი მე არ გამაჩნია და აჰაა.
ველი ხვალ ჩემი დის ჩამოსვლას სოფლიდან. ამიკრძალა, ვიღაც უცხოს მიკარება კომპთან – მე თვითონ მოვიყვან და გადავაყენებინებო, ხოდა გადააყენებინოს. ეგებ მერე მაინც შევუტიო ბლოგს, ისე როგორც საჭიროა.
ახლა, მხოლოდ სხვების პოსტების კითხვით ვკმაყოფილდები და რა თქმა უნდა, ფეისბუქი – ჩემი ნარკოტიკი გახდა. რა მეშველება, არ ვიცი.. დილით ჯერ ამდგარი არ ვარ, რომ უკვე იქ ვარ შემძვრალი (არადა, რისთვის, არაფერი არ ხდება:-)) ღამე სამი საათი ისე “დამახდება” ხოლმე, რომ ვერც კი ვიგებ.
ფეისბუქის ბრალია, რომ გუშინ ძლივს დავამთავრე სამი დღის წინ დაწყებული წიგნის კითხვა. ღამე მოვრჩი 11-ზე და ვინაიდან და რადგანაც წიგნს ყოველთვის ორჯერ ვკითხულობ, მეორედაც დავიწყე და 3ხდებოდა, შუქი რომ ჩავაქვრე.
ისე, დოდკამ მართალი თქვა, აგვისტო მაგარი მუდო თვეა ინტერნეტისთვის.. (და არამარტო..)