იმდენი ხანია არ დამიწერია, რომ, მგონი, წერა დამავიწყდა.. აქამდე, ინტერნეტი არ მაქვს და იმიტო ვდებ იშვიათად პოსტებს მეთქი – ვწუწუნებდი . აჰაა, ახლა მაქვს ეს დალოცვილი “არსებობის წყარო” და ახლა? ახლა ინტერნეტის ჩართვამ ისედაც დედანატირები windows საერთოდ მოკლა და არც ერთი პროგრამა აღარ იხსნება, adobe – ს და ვიდეოებს ვინ ჩივის, word – საც კი ვერ ვხსნი, ხოდა convert.ge – ზე აკრეფა კიდე მეზარება (თვალებს მტკენს და ნერვებს მიშლის), ქართული ფონტი მე არ გამაჩნია და აჰაა.
ველი ხვალ ჩემი დის ჩამოსვლას სოფლიდან. ამიკრძალა, ვიღაც უცხოს მიკარება კომპთან – მე თვითონ მოვიყვან და გადავაყენებინებო, ხოდა გადააყენებინოს. ეგებ მერე მაინც შევუტიო ბლოგს, ისე როგორც საჭიროა.
ახლა, მხოლოდ სხვების პოსტების კითხვით ვკმაყოფილდები და რა თქმა უნდა, ფეისბუქი – ჩემი ნარკოტიკი გახდა. რა მეშველება, არ ვიცი.. დილით ჯერ ამდგარი არ ვარ, რომ უკვე იქ ვარ შემძვრალი (არადა, რისთვის, არაფერი არ ხდება:-)) ღამე სამი საათი ისე “დამახდება” ხოლმე, რომ ვერც კი ვიგებ.
ფეისბუქის ბრალია, რომ გუშინ ძლივს დავამთავრე სამი დღის წინ დაწყებული წიგნის კითხვა. ღამე მოვრჩი 11-ზე და ვინაიდან და რადგანაც წიგნს ყოველთვის ორჯერ ვკითხულობ, მეორედაც დავიწყე და 3ხდებოდა, შუქი რომ ჩავაქვრე.
ისე, დოდკამ მართალი თქვა, აგვისტო მაგარი მუდო თვეა ინტერნეტისთვის.. (და არამარტო..)
Sophie Golden
აგვისტო 6, 2009 at 6:28 PM
ეგრეც ვიცოდი და მივხვდი, რომ შენც შემოუერთდი ინტერნეტმანიაკებს, ისე ხშირად ვხედავ შენს პოსტებს ფეისბუქზე 😉
mariakhsiashvili
აგვისტო 6, 2009 at 7:01 PM
ხო?:-)
ვაი, მართლა მაინიაკი გავხდი:-))
სულ, სულ, სულ ნეტში ვარ.. აღარც ჭამა მინდა, აღარც სმა, არაფერი.. ამით ვსულდგმულობ თითქოს:-)0