ვინაიდან და რადგანაც ჩემმა ჯგუფელმა მირჩია კრებული გამოეციო (რეზო ამაშუკელს მაინც ვაჯობებ:-), გადავწყვიტე “არ დავუკარგო” ჩემი “შემოქმედება” მომავალ თაობას და ერთ პოსტში მოვაქციო.
“ვაქვეყნებ” გადაკეთებულ “ლექსებსა” თუ “სიმღერებს”, სადაც მხოლოდ შინაარსი მაქვს ჩადებული და ბევრ ფილოლოგიურ შეცდომასაც არ ვერიდები რითმისთვის.
ეს წანამძღვარი იმისთვის, რომ ვინმემ თუნდაც არ გაიფიქროს, რომ პოეტობა თუ არა, გიჟპოეტობა მოინდომა ამ უბედურმაო.
ეს ახლა უბრალოდ დაწერილი არ გეგონოთ, ყოველი “მარგალიტი” რაღაც-რაღაცებმა “ჩამაგონა”. მაგალითად, პირველი არის ამ ფოტოდან წამოსული “იდეა”.
ანელი, თამუნა, ოპერატორი ავთო და ჩემი ჩრდილი..
ლექსის ორიგინალი – მურმან ლებანიძის “ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“.
ღია რადიოს ვერსია:
“რა დროს სიცილია, მოუკვდა პატრონი,
ჯიჯღინით აგვიკლებს კახოპერატორი,
მაგრამ გავბლატავდით, ვაჰ, დრონი, ვაჰ დრონი,
დღეს მორიგეა ავთოპერატორი.”
შემდეგი, ეს არის ამ სურათიდან წამოსული, როდესაც მაიკო გაბულდანმა თამუნას კომენტარი დაუტოვა – სტუდენტობის ნახევარი ასეთ პოზაში გაატარეო.
მაშინვე გამახსენდა ჩემი ანტიპრომოები (მაინც ვერ შევეშვი) და სიმღერა – ასეთია ქურდი კაცის ბედი..
“ასეთია ღიარადიოშნიკის ბედიიიი,
ხმის ჩაწერა უკან დასდევს მუდაააამ,
და კურსის ნახევარზე მეტიიიიიიიი,
სტუდიაში გაატაროს უნდააა.
სტუდიაში მოვკვდე, დავიტანჯოოო,…
რა ვქნა, რომ კახას ვერ ვხედავ მზიანს,
შენ კომპებთან ვინ მიგიშვებს კარგო,
პაიჭაძის სტუდენტები ზიან:))
რაც შეეხება მომდევნო “ლექსს”, ესეც იმავე ფოტოდან “მოდის”, ორიგინალი იოსებ ნონეშვილის (ჩემი ბავშვობის პოეტი, ნახევარი წიგნი ზეპირად ვიცოდი. სტუმრები რომ მოვიდოდნენ, მთელ საღამოს სკამზე შემდგარი ვატარებდი და ლექსებს ვყვებოდი) “შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა”
“თამუნა, შენ ხმის ოპერატორობა დაგმშვენდებოდა,
დაგმშვენდებოდა და რარიგად დაგმშვენდებოდა,
შენს ერთ მაუსით მონიშვნაზე – მწვანე გრაფიკით გადაცემები “აშენდებოდა“.
როგორც ხედავთ, ეს სურათი ბევრი “მარგალიტის” მუზა აღმოჩნდა, რადგან შემდეგიც მისგან “წამოვიდა”,
ორიგინალი, ასევე იოსებ ნონეშვილის “ღმერთი და ახელები” (ჩემი საფირმო ლექსი)..
“audition – თან იჯდა მემონტაჟე,
მწვანე გრაფიკა F8 – ს ანიშნებდა,
audition – თან იჯდა მემონტაჟე,
მონიშნულ ნაწყვეტებს ერთურთს ამიქსებდა.
audition – თან იჯდა მემონტაჟე, …
adobe – ს effect – ებს უხვად იყენებდა,
სამკუთხა თუ მრგვალი დაფეიდებით,
გამოსახულებას არეგულირებდა”.
დასრულდა ამ ფოტოს ერა და გავადავდივართ ჩემს საყვარელ სურათზე.
ეს უკვე სიმღერაა:-)
ორიგინალი- (“მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული”🙂
“ჩვენი სტუდიაა ასე მდუმარეე,
აქ რომ დავიბუდეთ, ბინა დაგვიდია,
ჩვენი სტუდიაა – ბევრი სისულელე,
ბევრიც “კარგი” რამე ჩვენგან გაუგია.
კახას დავუტოვეთ ახლა ეს სტუდია,
ნეტავ მოუაროს და თუ არ გაწირავს,
ტკბილად გავიხსენებთ, ამ მყუდრო ოთახმა ,
“რადიოს აკვანი” ჩვენ რომ დაგვირწია” .
ასევე ამ სურათის ყურებაში გადაკეთდა 90-იანი წლების სექსსიმბოლოს, გია სურამელაშვილის “მე შენს ნაკვალევს გავყურებ“.
” რააა ტკბილია და რა მწააარე,
განვლილი დღეენიიი,
დასრულდა რადიობანა და ტკივილით ვკვდებიიიიიით.
შვხედავ სურათს – რადიოოოოოოოოსტუდია, ჯგუფეეეელებიიია,
გადაცემების დაგეგმვა მოოომნატრებიიიია“.
და ბოლოს, (ჯერჯერობით ბოლო:-) დასკვნითი სიმღერა ღია რადიოზე .
ორიგინალი – “მე წმინდა სიყვარულს სულ გეფიცებოდი“. (ანუ “მითხარ სად, სად, სად გეძებო” .
“რადიოს სიყვარულს, სულ ვეფიცეეებოდით,
ვეღარა ვძლებდით, როცა ვჩერდებოოდით,
ერთმანეთს მონტაჟში სულ ვეცილებოდით,
მიკროფონთან ჯდომით ვეღარა ვძღებოდით.
სულ მასზე ვფიქრობდით, ცხადსა თუ სიზმარში,
“წვეტიანი ფეიდი”, ხვდებოდა მიზანში.
დარბაზში მსხდომარე, გეგმებს რომ ვაწყობდით,
ახალ გადაცემას როგორ ავაწყობდით.
მონტაჟში გავლიეთ წელი ნახევარიი,
ძალიან მოგვწონდა, ჩვენი ნახელაავი.
“ეპოქა” შევქმენით მეექვსე კორპუსში,
“შკოლნიკი” სტუდენტები, ვიყავით ფოკუსში. .
დამთავრდა, დასრულდა, ეს ტკბილი დროება,
საკვები მოგვაკლდა, რაც გვასაზრდოებდა,
ღია რადიოო ჩვენთვის იხურეება,
გვიჭირს განშორება, გული გვეწურებაა.
დარდი და ნაღველი დაგვაწვა ლოდებად,
ისმის ღიარადიოშნიკების გოდებააა“.
(ნუ ახლა, რითმას ჭირდებოდა და:-))))