RSS

“მარგალიტები” ღია რადიოს:-)

16 აგვისტო

ვინაიდან და რადგანაც ჩემმა ჯგუფელმა მირჩია კრებული გამოეციო (რეზო ამაშუკელს მაინც ვაჯობებ:-),  გადავწყვიტე “არ დავუკარგო” ჩემი “შემოქმედება” მომავალ თაობას და ერთ პოსტში მოვაქციო.

 “ვაქვეყნებ” გადაკეთებულ “ლექსებსა” თუ “სიმღერებს”, სადაც მხოლოდ შინაარსი მაქვს ჩადებული და ბევრ ფილოლოგიურ შეცდომასაც არ ვერიდები რითმისთვის.

ეს წანამძღვარი იმისთვის, რომ ვინმემ თუნდაც არ გაიფიქროს, რომ პოეტობა თუ არა, გიჟპოეტობა მოინდომა ამ უბედურმაო.

 ეს ახლა უბრალოდ დაწერილი არ გეგონოთ, ყოველი “მარგალიტი” რაღაც-რაღაცებმა “ჩამაგონა”. მაგალითად, პირველი არის ამ ფოტოდან წამოსული “იდეა”.

5840_1126760368912_1224252127_30424940_3723353_n

ანელი, თამუნა, ოპერატორი ავთო და ჩემი ჩრდილი..

ლექსის ორიგინალი – მურმან ლებანიძის “ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“.

ღია რადიოს ვერსია:

რა დროს სიცილია, მოუკვდა პატრონი,

ჯიჯღინით აგვიკლებს კახოპერატორი,

მაგრამ გავბლატავდით, ვაჰ, დრონი, ვაჰ დრონი,

დღეს მორიგეა ავთოპერატორი.”

 

 შემდეგი, ეს არის ამ სურათიდან წამოსული, როდესაც მაიკო გაბულდანმა თამუნას კომენტარი დაუტოვა – სტუდენტობის ნახევარი ასეთ პოზაში გაატარეო.

5840_1126749568642_1224252127_30424932_7788800_n

მაშინვე გამახსენდა ჩემი ანტიპრომოები (მაინც ვერ შევეშვი) და სიმღერა – ასეთია ქურდი კაცის ბედი..

ასეთია ღიარადიოშნიკის ბედიიიი,

ხმის ჩაწერა უკან დასდევს მუდაააამ,

და კურსის ნახევარზე მეტიიიიიიიი,

სტუდიაში გაატაროს უნდააა.

სტუდიაში მოვკვდე, დავიტანჯოოო,…

რა ვქნა, რომ კახას ვერ ვხედავ მზიანს,

შენ კომპებთან ვინ მიგიშვებს კარგო,

პაიჭაძის სტუდენტები ზიან:))

რაც შეეხება მომდევნო “ლექსს”, ესეც იმავე ფოტოდან “მოდის”, ორიგინალი იოსებ ნონეშვილის (ჩემი ბავშვობის პოეტი, ნახევარი წიგნი ზეპირად ვიცოდი. სტუმრები რომ მოვიდოდნენ, მთელ საღამოს სკამზე შემდგარი ვატარებდი და ლექსებს ვყვებოდი) “შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა

თამუნა, შენ ხმის ოპერატორობა დაგმშვენდებოდა,

დაგმშვენდებოდა და რარიგად დაგმშვენდებოდა,

შენს ერთ მაუსით მონიშვნაზე – მწვანე გრაფიკით გადაცემები “აშენდებოდა“.

 როგორც ხედავთ, ეს სურათი ბევრი “მარგალიტის” მუზა აღმოჩნდა, რადგან შემდეგიც მისგან “წამოვიდა”,

ორიგინალი, ასევე იოსებ ნონეშვილის “ღმერთი და ახელები” (ჩემი საფირმო ლექსი)..

“audition – თან იჯდა მემონტაჟე,

მწვანე გრაფიკა F8 – ს ანიშნებდა,

 audition – თან იჯდა მემონტაჟე,

მონიშნულ ნაწყვეტებს ერთურთს ამიქსებდა.

 audition – თან იჯდა მემონტაჟე, …

adobe – ს effect – ებს უხვად იყენებდა,

სამკუთხა თუ მრგვალი დაფეიდებით,

გამოსახულებას არეგულირებდა”.

დასრულდა ამ ფოტოს ერა და გავადავდივართ ჩემს საყვარელ სურათზე.

5840_1126757528841_1224252127_30424938_5954171_n

ეს უკვე სიმღერაა:-)

ორიგინალი-  (“მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული”🙂

ჩვენი სტუდიაა ასე მდუმარეე,

აქ რომ დავიბუდეთ, ბინა დაგვიდია,

ჩვენი სტუდიაა – ბევრი სისულელე,

ბევრიც “კარგი” რამე ჩვენგან გაუგია.

 კახას დავუტოვეთ ახლა ეს სტუდია,

 ნეტავ მოუაროს და თუ არ გაწირავს,

ტკბილად გავიხსენებთ, ამ მყუდრო ოთახმა ,

“რადიოს აკვანი” ჩვენ რომ დაგვირწია” .

 

ასევე ამ სურათის ყურებაში გადაკეთდა 90-იანი წლების სექსსიმბოლოს, გია სურამელაშვილისმე შენს ნაკვალევს გავყურებ“.

 

” რააა ტკბილია და რა მწააარე,

განვლილი დღეენიიი,

დასრულდა რადიობანა და ტკივილით ვკვდებიიიიიით.

შვხედავ სურათს – რადიოოოოოოოოსტუდია, ჯგუფეეეელებიიია,

გადაცემების დაგეგმვა მოოომნატრებიიიია“.

 

და ბოლოს, (ჯერჯერობით ბოლო:-) დასკვნითი სიმღერა ღია რადიოზე .

ორიგინალი – “მე წმინდა სიყვარულს სულ გეფიცებოდი“. (ანუ “მითხარ სად, სად, სად გეძებო” .

 

რადიოს სიყვარულს, სულ ვეფიცეეებოდით,

 ვეღარა ვძლებდით, როცა ვჩერდებოოდით,

ერთმანეთს მონტაჟში სულ ვეცილებოდით,

მიკროფონთან ჯდომით ვეღარა ვძღებოდით.

სულ მასზე ვფიქრობდით, ცხადსა თუ სიზმარში,

“წვეტიანი ფეიდი”, ხვდებოდა მიზანში.

 დარბაზში მსხდომარე, გეგმებს რომ ვაწყობდით,

ახალ გადაცემას როგორ ავაწყობდით.

მონტაჟში გავლიეთ წელი ნახევარიი,

ძალიან მოგვწონდა, ჩვენი ნახელაავი.

“ეპოქა” შევქმენით მეექვსე კორპუსში,

“შკოლნიკი” სტუდენტები, ვიყავით ფოკუსში. .

დამთავრდა, დასრულდა, ეს ტკბილი დროება,

საკვები მოგვაკლდა, რაც გვასაზრდოებდა,

ღია რადიოო ჩვენთვის იხურეება,

გვიჭირს განშორება, გული გვეწურებაა.

 დარდი და ნაღველი დაგვაწვა ლოდებად,

ისმის ღიარადიოშნიკების გოდებააა“.

 (ნუ ახლა, რითმას ჭირდებოდა და:-))))

 
3 Comments

Posted by on აგვისტო 16, 2009 დუიმი ღია რადიო

 

3 responses to ““მარგალიტები” ღია რადიოს:-)

  1. Sophie Golden

    აგვისტო 16, 2009 at 9:37 AM

    მარი, იქნებ სადმე ამიტვირთო თქვენი ის გადაცემა, თამუნამ რომ მიმიწვია, ბლოგების თაობაზე. ძალიან მაინტერესებს.

     
    • mariakhsiashvili

      აგვისტო 16, 2009 at 10:09 AM

      სოფი, სამწუხაროდ, ჩემს აუდიშენს სახლში ვადა გაუვიდა და ვერ ამოვჭრი შენს ინტერვიუს. ამიტომ, იძულებული ვარ მთლიანი თექვსმეტი საათი ავტვირთო:-(
      შენ ხარ ზუსტად 11საათზე. გადაცემა იწყება რვა საათზე, ვინამპსა და გომფლეიერში უკრავს ადამიანურად, ვინდოუს მედია ფლეიერში გადახვევა ძალიან ძნელია, ცუდად დაიმახსოვრა და.. ახლა ვტვირთავ და ლინკს დაგიდებ ფაცებოოკ-ზე.

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: