RSS

მზეს ველოდეეეეეეები…

24 აგვისტო

ძალიან რომ არ დამიძველდეს, გუშინდელ გასეირნებას (ყარაბახში არა) ვაკის პარკში მივპოსტავ ცოტას.
შევხვდით მე, თამუნა და ანელი.. უნდა გენახათ, 23აგვისტოსთვის რა შესაფერისად გვეცვა.

Photo-0146

თამუნას ზამთარში რომ აცვია ხოლმე ისე – თხელი კოსტუმი და ყელსახვევი. მე გრძელსახელოიანი და კაპიშონიანი ზედა.. აი ანელის – სპორტული ეცვა გრძელსახელოიანი და კიდე ხელზე გადაკიდებული დუტის “ბუშლატა” მოჰქონდა;-)
ჰმ, რა მაცინებს, კარგად კი მოვიხვიეთ მუხლებზე? აბა, “ჯანი” ხომ უნდა გაგვეთბო.

Photo-0145

დავსხედით, ვეძებდით მზიან სკამს.. აჰ, სად იპოვნიდი?
ვილაპარაკეთ ყველაფერზე, რაზეც კი შეიძლებოდა ლაპარაკი – თსუ-ს და ილიაუნის მაგისტრატურაზე, მიმინოშვილსა და მის შვილზე, იბერზე, კოვაჩსა და როზენსტილზე, ნაირაზე, დონა ენრიკეტაზე 🙂 ნაპოლეონზე და რომის პაპებზეც კი..მოვყევით სიზმრები და ა.შ..
მერე ანელი და თამუნა ციყვებს დასდევდნენ სურათის გადასაღებად , მე კიდე ანელის და თამუნას..
მერე გამოიარა ერთმა ყმაწვილმა, “სიმპატიჩნიო” რო იტყვიან – ისეთმა. ჯერ იკითხა – საათი გაქვთო? -არა თქო.. (მართლა არ გვქონდა, მობილური კიდე არ უკითხავს, საათი უნდოდა).
მერე მიუბრუნდა ანელის – შუაში იჯდა) და – ამას გავიცნობ რააო? (თამუნასკენ მიუთითა).
– მე რას მეკითხები, ამას ჰკითხეო – ანელიმ.
– გაგიცნობ რაა – მიუბრუნდა თამუნას.
– არა, რატომ?
– გაგიცნობთ, სადმე დაგპატიჟებ ხოლმე და პატივს გცემ:-)
– არა, არ მინდა.
– რატომ არ გინდა?
-ჰყავს უკვე ადამიანი, ვინც პატიჟებს ხოლმე – (ეს ანელი ჩაერთო)
-აააა, საქმრო ჰყავს?
– არა, ქმარი..
– ქმარი? გილოცავ
და წავიდა..
ჭეშმარიტი ქრისტიანი არ იყო ახლა ის ყმაწვილი?
შემდეგ თამუნამ განაცხადა – ახლა ასე თბილად რო არ გვეცვას, ზაგარს მივიღებდითო.
-სად მივიღებდით, სად არის მზე? – აღშფოთდა ანელი.
-აი, ხო ანათებს.
-ნათებით ნათურაც ანათებს სახლში, დაჯექი და მიიღე აბა?:-))))

გასხივოსმებული “მე”:-)

Photo-0137

Photo-0134გათბა ჯანი, გათბა, უჰ, უჰ, უჰ, უჰ (ანუ, ანელი დუტი მუხლებზე:-)

იმის მერე კი სულ ვიყინებოდით და ვიყინებოდით..

 
10 Comments

Posted by on აგვისტო 24, 2009 დუიმი ღია რადიო

 

ტეგები: , , , , , , , ,

10 responses to “მზეს ველოდეეეეეეები…

  1. dreamar

    აგვისტო 26, 2009 at 8:55 AM

    რატომ არ გაიცანით ის “სიმპატიჩნი” ყმაწვილი? :))

     
    • mariakhsiashvili

      აგვისტო 26, 2009 at 10:11 AM

      რავი:)))
      ასე გავუშვით ხელიდან:)))

       
  2. dreamar

    აგვისტო 26, 2009 at 8:57 AM

    მზეს მეც ველოდები 🙂 მომენატრა ცხელი, მზიანი ამინდები. ზაფხულია და შემოდგომა მგონია 😐

     
  3. ნან

    აგვისტო 26, 2009 at 12:28 PM

    ვაი, რა საყვარელი ბლოგი ვიპოვე 🙂
    გადიმატებ ახლა შენი ციყვებიან, გოგოებიან, “სიმპატიჩნი” ყვამწვილიანი და მზიანი ბლოგით 🙂

    ჰო, და მერე იტყვიან კიდე ქართველი ბლოგერები ერტმანეთს ვერ იტანენო…

    ჰმ.

    ;D

    p.s. ნეტა რატო ვარ დღეს ასე ბედნიერი?! (რიტორიკული შკითხვა)

     
    • mariakhsiashvili

      აგვისტო 26, 2009 at 12:43 PM

      იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი:))))

      ბედნიეეეერებააა იიისე არ მოდის, ბედნიეეერება ლომთა ხვედრიაა:-)))

       
  4. Sophie Golden

    აგვისტო 26, 2009 at 9:23 PM

    კიდევ კარგი ის კომენტარი დავწერე სვითისთან :ლოლ: აი, ახლა ვგრძნობ მე სიყვარულს 🙂

     
    • mariakhsiashvili

      აგვისტო 26, 2009 at 9:30 PM

      უსაყვარლესი ხარ, სოფი:)

       
  5. nata

    აგვისტო 26, 2009 at 9:44 PM

    თუ ასე ციოდა რას იყინებოდით : )))

     
    • mariakhsiashvili

      აგვისტო 26, 2009 at 9:49 PM

      რა გვექნა, ერთმანეთს ვერ ვშორდებოდით:))))

       
  6. mariakhsiashvili

    აგვისტო 26, 2009 at 9:51 PM

    რა გვექნა, ერთმანეთს ვერ ვთმობდით:)))

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: