დღეს მაილზე ძველ გზავნილებს ვათვალიერებდი და უცებ დამხვდა – თამუნას წერილი – სადაც მიგზავნიდა ვორდის დოკუმენტს განმარტებით, რომ ეს იქნებოდა “პატარა რეკლამა – ანონსივით რაღაც” – და აგვეტვირთა საიტზე ან ბლოგზე.. იმ დღეს გავიგეთ, რომ რადიო აღარ იქნებოდა და სადღა ავტვირთავდით, მერე დავიწყებას მიეცა საერთოდ და ახლა ვტვირთავ, მაინც:)))
ყოველ პარასკევს თქვენ უსმენთ :
1)
დღის შემაჯამებელი
საინფორმაციო გამოშვება:
2) ,,აისბერგის პრინციპი “
გადაცემა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ. (ამ გადაცემას ჯერ ერქვა “განათლების რეფორმა”, მერე ვფიქრობდით: “ისმინე სწავლის მძებნელო”-ს ან “სწავლის ძირი მწარე არის”:))))
3 .
,, ექსლიბრისი “_ გაგაცნობთ ახალ წიგნებს (წიგნის ჭია უნდა დაგვერქმია, მაგრამ მგონი ანელის არ მოსწონდა – წიგნის ჭიით შემოგიერთდებოთ, ცუდად ჟღერსო. მერე დათო პაიჭაძემ “მოიფიქრა”, მარა მთელი ლექცია გვიხსნიდა, რას ნიშნავდა. ანელიმ თქვა – პირველი გადაცემა სათაურის განმარტებაზე გავაკეთოთო:)
4)
ღია მიკროფონი _
ჟურნალისტები თქვენთვის უცნობ ისტორიებს იხსენებენ. (ამასაც ჰქონდა ბევრი სათაური, პირველი – ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (პრომოს ჩაწერინება დალი ჩიკვილაძისთვის გვინდოდა, ვისი თუ არა მისი ხმა უნდა გაფონვოდა უახლესი ჟურნალისტიკის ისტორიას:) მაგრამ, თამუნამ არ “მოისურვილა” ეს სახელი და დაარქვა ჯერ “ჟურნალისტის დღიური”, რაც “მიგვიბლოკეს” – ჰქვია უკვე გადაცემასო.. მერე გვინდოდა რაღაც ისტორიებთან დაკავშირებული, შემოგვთავაზეს “ნაცნობი ისტორია”, მაგრამ უცნობი რომ მოყვეს თქო? საბოლოოდ, შერჩა ღია მიკროფონი, თუმცა მერე გავიგეთ, რომ რაღაც სხვა გადაცემას რქმევია.. ასეა რა, ჯერ არ მოგიფიქრებია, რომ უკვე გაფცქვნიან:)
5) გადაცემა ,,მწვანე ვაშლი” _ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. უჰ, აქ უნდა გენახათ, რა იდეების წამოვიდა – თავიდან ადამიანური სახელებს გვაწოდებდნენ – ვიტამინი ცე (მაგრამ , დემ რა დაგიშავათო?), ექიმი ჰაუსი და მასეთები უკვე “აფცქვნილი” დაგვხვდა.
მერე რო ვერაფერი ვეღარ მოვიფიქრეთ , შემოგვთავაზეს შარდის ბუშტი:-) ლათინურად:) მერე ირაკლი ხვადაგიანმა თევზის ქონიო..
მშვენიერია – ახლა ბითლზებს მოუსმინეთ, მას შემდეგ კი მე შარდის ბუშტით დაგიბრუნდებით:)
ან – თევზის ქონი დღეს ამით გემშვიდობებათ…
6) ,,კვირის თემა”_ ქართული პრესა კვირის თემის შესახებ. ნუ , ამის სათაური რაც იყო, ის დარჩა:))
7)
,,სპორტსმენთა პორტრეტები” – შინაარსი გასაგებია ალბათ, ამის სახელწოდებაც როგორც მონათლა ანელიმ, ის შერჩა:)
8)
,,ჩემი მუსიკა” _ ღია რადიოს ჟურნალისტები თავიანთ საყვარელ მუსიკასა და შემსრულებლებს წარმოგიდგენენ. სულ ოთხი გადაცემა მოესწრო, შესაბამისად ინგას და თამუნა ლემონჯავას “ოჩერედი” ვერ დადგა:) ამის სახელწოდებაც ათამაშეს ბევრჯერ, პრინციპში, ეს სულ სხვა გადაცემა იყო და სხვა გადაცემის სახელს კი არქმევდნენ:)
ესაა რა:)
ყურადღება!!!
საავტორო უფლებები დაცულია:)))
Tamuna
აგვისტო 27, 2009 at 9:18 PM
,,წიგნის ჭია” ანელის ნამდვილად არ მოსწონდა, მეუბნებოდა: აბა, წარმოიდგინე, როგორ უნდა თქვა ინგა ბაჯელიძე წიგნის ჭიით შემოგვიერთდებაო. სახელი ,,განათლების რეფორმა” როგორ ამოიძირკვა? ,,წარმოიდგინეთ, რომ იტყვით: ,,განათლების რეფორმა “დასრულებელია ” :))))))
მარი ახსიაშვილი
აგვისტო 27, 2009 at 9:24 PM
აბააა?
ღია რადიოს “ცენზურთუხუცესმა” “ჩაკლა” “განათლების რეფორმა” (როგორც გადაცემის სახელწოდება) ჩანასახშივე:)
“გადაცემის რეფორმა დასრულდა, ძალიან ავისმომასწავებლად ჟღერს”, ისე “შარდის ბუშტი” კეთილმომასწავებლად ჟღერდა?
მარა მერე ამბობდა – ვიხუმრეო.. არადა, რა იხუმრა – ლექსიკონში დავძებნი ლათინურადო…
ჩვენც ვიხუმრეთ განათლების რეფორმა:)))))))))
Tamuna
აგვისტო 27, 2009 at 9:29 PM
verasdros davtanxmdebodi am saxels, 🙂 arc qartulad da arc latinurad:)
მარი ახსიაშვილი
აგვისტო 27, 2009 at 9:46 PM
რაააატო?:-))))
ლათინურს რას ერჩი კაცო:))))
გახსოვს, შოთა რა ამბავში იყო ხოლმე – ნუ იგონებს ასეთ სახელებსო:))))
dreamar
აგვისტო 27, 2009 at 11:10 PM
სამწუხაროა, რომ “ღია რადიომ” ვერ იარსება 😦
mariakhsiashvili
აგვისტო 28, 2009 at 6:55 AM
ეჰ:((((
ოხ, ეს კავკასუსი:))