ლბი, ლფი. ლპი
ლძი, ლცი, ლწი..
მოკლედ, რბილი “ლ”…
ჩემი ამჟამად ყველაზე გადაულახავი პრობლემა:)
პირველად რომ აღმოვაჩინე თუ აღმომაჩენინეს, მეორე კურსზე ვიყავი.. ქართულს გავდიოდიდა ლექტორმა ბავშვებს შეამჩნია და დავალება მისცა “დღეში სამჯერ ჭამის წინ ლ-ზე ივარჯიშეთ სარკის წინო”. გამეცინა ამ სამჯერ ჭამის წინ-ზე.. შენ რაღა გაცინებსო და მე უარეს დღეში ვყოფილვარ..
მეც მომცა იგივე დავალება.. მაგრამ ვარჯიშს თავი დავანებე რატომღაც მას შემდეგ, რაც ერთხელ სემინარის ჩაბარებისას დამაყენა დაფასთან და ხმამაღლა დამაწყებინა “ლ”-ს შემცველი სიტყვების გამეორება.. მე რო ვარბილებდი, თავად მაჯავრებდა და ბავშვებიც იცინოდნენ…. მაშინ იმაზე ხათრიანი და ჩუმი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ, გავბრაზდი, მაგრამ ვერაფერიც ვერ ვუთხარი და მის ნაცვლად საკუთარ თავზე ვიყარე ჯავრი – თავი დავანებე ვარჯიშს, რითაც გავითხარე სამარე:)
მეორედ სტუდიაში, შარშან ოქტომბერში, რადიოგადაცემა ახალი დაწყებული გვქონდა და მეორედ ვიყავი სტუდიაში შესული ხმის ჩასაწერად. პირველი დავალება მუსიკალური პრომოს გვქონდა და მაშინ არ შემეტყო იმდენად გა”ლ”იება,
ვოისერის ტექსტი რომ ჩავწერე და გამოვედი, ფაილის დამახსოვრებისას კახა ოპერატორი მეკითხება – რა გვარი ხარო? ვუთხარი. მეგრელი გყავს ვინმეო? არა მეთქი.. აბა, რა მეგრული “ლ” გაქვს რა არისო..
იმის შემდეგ, ყოველ ორ ჩაწერაში ერთხელ მეუბნებოდა..
შევეცადე გამეხსენებინა სავარჯიშოები და მემეცადინა, მაგრამ რაც უფრო მეტს ვცდილობდი , მით უფრო მიჭირდა, ხშირად ვჩერდებოდი სიტყვის იმ ადგილას სადაც “ლ” იყო და ვცდილობდი გამემაგრებინა.. უჰ რაღაც საშინელება გამომდიოდა..
მერე, ანუ მეორე სემესტრში სწავლის დაწყებიდან ერთ თვეში მივაღწიეთ “თეატრალურის კარებამდე” (დიდი მადლობა ირინა დარჩიას, რომელიც დაგვეხმარა და მიუხედავად დაგვიანებისა, მაინც გაგზავნა რექტორის თხოვნა ჩვენი გვარებითურთ).. ლექცია კვირაში ერთხელ გვქონდა, ჩვენც ყოველ პარასკევს თატრალურისკენ გზას დავადგებოდით ხოლმე…
იქ “აღმომიჩინეს”, რომ “ოუ”-ს თუ “უუ”-საც ცუდად წარმოვთქვამდი, კიდევ ტუჩებს ვერ ვამოძრავებდი საერთოდ, ლექტორმა – ტუჩის კუნთები საერთოდ არ გიმუშავებს, მოდუნებული გაქვსო:) მეტი ძალიან ისეთი პრობლემა არ მქონია.. მაგრამ ლ-ზე რომ მივედით, მაშინ ოოოო.., ყველაზე რთულ დღეში მე ვიყავი.. სამაგიეროდ უცხო სიტყვებს, სადაც “ლ” რბილად უნდა წარმოითქვას , სხვებს რომ უჭირდათ, მე ისე კარგად ვაკეთებდიიი:)))
მერე ანელიმ მოიფიქრა – მოდი, ისეთი სიტყვების ლექსიკონი გავაკეთოთ, სადაც “ლასი” არ იქნება, ყველა სიტყვას ხომ აქვს სინონიმიო.. მაგრამ ვერ შეეგუა იმას, რომ ვერ იტყოდა ლედ ზეპელინს, პლანტს, ოლივერ კანს, ანელის, ედიშერაშვილს.. ბოლოსდაბოლოს სურამელაშვილს და “ლერწამის და ტანი შენი”-საც კი ვერ ახსენებდა:))
ნუ, 15კვირიდან “ტაკ მინიმუმ” რვა გაგვიცდა – სამი-ოთხჯერ ლექტორმა გაგვიცდინა – ვიღაც დაეღუპა, მერე სპექტაკლი ჰქონდა… მერე აქციების პერიოდში თეატრალურს ადრე კეტავდნენ ხოლმე და ასე დავრჩით ისეთივე ან თითქმის ისეთივე მეტყველებით, როგორითაც ვიყავით:))
სამაგიეროდ, ლექტორმა ყველა უმაღლესი ქულით შეგვაფასა – ისინიც, ვინც ლ-ს ვარბილებდით, ისინი, ვინც არ არბილებდა და ისინიც, ვისაც პირველი ლექციის მერე არ უვლიათ:-)))
რადიოს ლექტორს “პერსონალურად ლასზე” შენიშვნა არ მოუცია, მაგრამ ბევრჯერ მითხრა, რომ საარტიკულაციო პაარატზე ბევრი მქონდა სამუშაო – “ჩემთვის მთავარია, როგორ ჟურნალისტიკას აკეთებთ , მაგრამ თუ სამაუწყებლო მედიაში აპირებთ დარჩენას, აუცილებლად დაგჭირდებათო”.
საგან “კონფლიქტების გაშუქების” საბოლოო გამოცდაზეც რადიორეპორტაჟი გავაკეთე – as life – დევნილთა დასახლება ხურვალეთიდან. ხოდა, ყველაფერი ადგილზე მქონდა ჩაწერილი.. რომ მოვასმენინე ლექტორს, ნინო ჟიჟილაშვილმა მითხრა – ლ-ს არბილებ მაგრამ ხან ურტყავ და ხან არაო:)
ეს გამახსენდა დღეს (უფრო ზუსტად გუშინ, ღამის სამი საათი დაწყებულა), როდესაც მწვანე ტალღაში მედეა იმერლიშვილმა წამაკითხა ტექსტი და მითხრა – “ლ” გაქვს ერთადერთი პრობლემა , მაგრამ ზოგან არ არბილებო…
ხოდა, ეს ამხელა პოსტი იმას, რომ “ლ”-იანებო ამა ქვეყნისa, შევერთდეთ და ერთად ვივარჯიშოთ:
ლმნი, ლმნე, ლმნა, ლმნო, ლმნუ, მნლი, მნლე, მნლა, მნლო, მნუ…
ann
აგვისტო 29, 2009 at 9:40 AM
cotati texavs 🙂
mariakhsiashvili
აგვისტო 29, 2009 at 9:48 AM
ცოტა?:))
tamar
აგვისტო 29, 2009 at 9:49 AM
mar, enis wverit zeda kbilebs unda sheexo da mashin gamogiva. shignidan unda sheexo ogond 😀
nata
აგვისტო 29, 2009 at 5:13 PM
რა კარგია როცა ადამიანი ხედავს თავის ნაკლს და გამოსწორებას ცდილობს 🙂 თან მითუმეტეს თუ ასეთი უხერხული პრობლემაა 🙂 ჩემი კურსელების უმრავლესობა აზრზეც არ არის რა საშინლად არბილებს ლ-ს და როგორ ცუდად ლაპარაკობს :))
ასე რომ, თვითკრიტიკა ძალიან კარგია და მომწონს 🙂
მარი ახსიაშვილი
აგვისტო 29, 2009 at 7:41 PM
მართალი ხარ, ნატა, ჩვენს ძალიან ბევრ კურსელს მართლა ძალიან აქვს ლ-ს პრობლემა (ჩემზე ძალიანაც:))) თუმც, არ ერიდებიან წამყვანობას და იმას, რომ მათი ხმა ბევრჯერ და ბევრგან გამოჩნდეს…
ეჰ, ნეტა ეს გამომასწორებინა და:)))
Sophie Golden
აგვისტო 29, 2009 at 9:28 PM
აუ, ის ლექტორი მანახე, შენ რომ დაგცინოდა, ბლინ!
ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მარი, მთავარია მონდომება, ხომ იცი. ეგრე მე რადიოში დამიწუნეს “რ”-ებს ამერიკულად ამბობო… კი მეწყინა, მაგრამ ახლა ვცდილობ, რომ ქართულად ვთქვა ეს რ, hell. ჰოდა, მგონი ნელ-ნელა გამომდის. ისე, რომ წარმატებები შენც და ყველას “ლ”-იანსა და უ-ლ-ოს 😀 😀
mariakhsiashvili
აგვისტო 30, 2009 at 9:09 AM
გაიხარე სოფი:)
ისე, ამერიკული “რ” როგორია?:)))))
იმედია, ჩემს “ლ”-საც ეშველება:))
სიტყვის ბოლოში როა, ისინი მიჭირს განსაკუთრებით. მაგ, საქართველო:)
Captain Mission
აგვისტო 30, 2009 at 5:24 PM
ამ ლ-ებზე გართულება კიდევ ერთი ქართული სნობიზმია. უკვე გულის ამრევია ხოლმე ყველაზე ”არაორდინალური” ტიპებიც კი ლ-ების გამოთქმას ამხელა მნიშვნელობას რომ ანიჭებენ. ამას წინათ წავიკითხე ინგლისური ენის პრონონსი სადღაც 18-19 საუკუნეებში ცამოყალიბდა და მანამდე ვისაც როგორ უსწორდებოდა ისე გამოტქვამდაო. მოკლედ საუკუნეებს რა მნიშვნელობა აქვს და ვისი რა ტრაკის საქმეა ვინ როგორ დაარბილებს ან გაამაგრებს? 🙂 არ გადაიჯვეს რა ამ ტრადიციონალისტებმა თავზე 😦 ენა იმისთვის არსებობს რომ ილაპარაკო და არა რომ დაიცვა ვიღაცის მოგონილი წესები…
mariakhsiashvili
აგვისტო 31, 2009 at 8:42 PM
ნუ, რადიოში მაინცდამაინც კარგად არ ჟღერს და:)
Sophie Golden
სექტემბერი 1, 2009 at 12:08 PM
ABSOLUTELY!!!
სნობიზმია ნამდვილად!
მოუსმინეთ ერთი ნამდვილ ძველ თბილისელებს, თუ ვინმე ამბობდეს “სვეტურ” ლ-ს, ყველა ჯიგრულად და როგორც ეთქმევინება, ისე ამბობს. ბლაჰ! მეზიზღება, როცა სპეციალურად ლ-ს ამბობენ ისე, აი, ხო აზრზე ხართ: “საქართვე-ლ-ო” და გაწელილ-გაპრანჭულად. მეზიზღებიან ეს სნობები და ამ კომენტარმა მასიამოვნა
mariakhsiashvili
სექტემბერი 1, 2009 at 4:56 PM
რბილი “ლ” არც მე მაღიზიანებს და არც ბევრ იმ ადამიანს, ვინც მირჩია “ლ”-ს გამოსწორება.. მაგრამ რავი, რადიოში სასიამოვნო მოსასმენი არ არის და ჰააა:)))
bigcrow
აგვისტო 31, 2009 at 3:55 PM
ჰო, ჩანაწერში და რადიოში უფრო ისმის ხოლმე ეგ…
bigcrow
აგვისტო 31, 2009 at 3:58 PM
ისე ბოლო თვენახევარი მიწევდა ყოველდღიურად შეხება (სამსახურის გამო) რბილ ლ-იან ხალხთან და დავაკვირდი, რომ ფიქრში ავიკიდე მეც რბილი ”ლ”, ანუ რომ ვფიქრობ, მაშინ მესმის ხოლმე… ფაქ, ეშველება რამე?
მარი ახსიაშვილი
აგვისტო 31, 2009 at 5:05 PM
ჰო, მეც ჩანაწერში ვარბილებ. კატასტროფულად არა, მაგრამ ვარბილებ და:)))
ფიქრით აკიდებულს კი ეშველება:)
“მთავარია მონდომება” – ო:))))
feelgoodvibes
სექტემბერი 2, 2009 at 9:49 PM
სნობიზმი არსებობს, მართალი ბრძანებაა, და ზოგი გადაჭარბებულად და თავის მოკატუნებითაც ამაგრებს ლ–ებს, ზოგიც ზედმეტად რეაგირებს სხვების ლь–ებზე.. იასნია, უნდა იყო ბუნებრივი, კეთილგანწყობილი და непринужденный,
მაგრამ!
არსებობს ენის ნორმები. არა მარტო გრამატიკული, სტილისტური, ლექსიკოლოგიური და ა. შ. არამედ, არტიკულაციასთან, ინტონაციასთან, ზოგადად მეტყველებასთან დაკავშირებული. ნებისმიერ ჩემთვის ცნობილ ენაში არის ასეთი ნორმები. ანალოგიურად – ქართულშიც. და როგორც სასურველია, რომ დავიცვათ ენის ნორმა და დახვეწილი ენით მეტყველებაზე პრეტენზიის ქონისას არ უნდა ვახსენოთ, მაგალითად, ლამფუჩკა, ან მადლობის მოხდა, ასევე არ უნდა გამოვთქვათ ‘ლ’ რბილად, როცა მისი მომდევნო ხმოვნებია ‘ა’, ‘ო’ ან ‘უ’, ან თანხმოვანი, ან როდესაც ლ–თი მთავრდება სიტყვა – ყველა ზემოთჩამოთვლილ შემთხვევაში ქართულ მეტყველებაში ‘ლ’ არის მაგარი (ნორმის ფარგლებში მაგარი, რა თქმა უნდა, გადაჭარბების გარეშე). ხოლო როდესაც ‘ლ’–ს სიტყვაში მოსდევს ‘ი’ ან ‘ე’, ეს ხმოვნები, პირიქით, მოითხოვენ წინამავალი თანხმოვნის დარბილებას, თუმცა ასეთ შეცდომასაც ვხვდებით ხოლმე – გადამეტებული მონდომებისგან ზოგი ამ უკანასკნელ ‘ლ’–ებსაც ამაგრებს და მეორე, ჩემთვის უფრო შემაძრწუნებელ უკიდურესობას ვიღებთ.
ეს საკითხი ყოველთვის იპყრობდა ჩემს ყურადღებას. ძნელია, ადამიანი განსაჯო იმის მიხედვით, თუ როგორ გამოთქვამს ის ამა თუ იმ ბგერას. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში ‘ლ’ საკმაოდ ინფორმატიული თანხმოვანია. ზოგ ადამიანს, ელემენტარულად, სამეტყველო აპარატი არ უწყობს ხელს სწორ გამოთქმაში. ძალიან ხშირ შემთხვევაში კი, რბილი ‘ლ’–ს უადგილოდ ხმარება პირდაპირ მიუთითებს ადამიანის პროვინციულ გარემოში აღზრდაზე, სადაც იმდენად დიდი ყურადღება არ ექცევა სამეტყველო ნორმებს. რაც, რა თქმა უნდა, “გრეხი” არ არის, უბრალოდ, ისეთ საჯარო დაწესებულებებში, როგორიცაა სკოლა, ტელევიზია, რადიო და ა. შ. უკვე საჭიროა, რომ დაცული იქნას ენობრივი ნორმები. თუმცა, როგორც ვთქვი, არსებობს სხვადასხვა მიზეზები, და ადამიანის განსჯა ან დაცინვა, რა თქმა უნდა, უღირსი საქციელია.
Captain Mission
სექტემბერი 3, 2009 at 3:59 AM
თქვენი პოზიცია გასაგებია მაგრამ ერტი კითხვა მაქვს ეს ნორმები რეკომენდაციაა თუ რაიმე ფუნდამენტური კანონზომიერება? რა საჭიროა ისეთი ნორმა, რომელიც ენის ერთაერთი ფუნქციას – კომუნიკაციის დამყარებას – ხელს არ უშლის? ეს დაახლოებით იმას გავს სუფრაზე ჩანგლით ჭამა რომ დააკანონო და ხელიტ ჭამა აკრძალო. 🙂 თუმცა მსგავს წინდადებასაც ბევრი სნობი დაუწერს მხარს 🙂
Captain Mission
სექტემბერი 3, 2009 at 4:01 AM
P.S. უკაცრავად ზემოთ შემეშალა ”რა საჭიროა ისეთი ნორმა, რომელიც ენის ერთაერთი ფუნქციას – კომუნიკაციის დამყარებას – ხელს არ უშლის?” -ს მაგივრად უნდა იყოს ”რა საჭიროა ისეთი რამის აკრძალვა, რომელიც ენის ერთაერთი ფუნქციას – კომუნიკაციის დამყარებას – ხელს არ უშლის?
მარი ახსიაშვილი
სექტემბერი 3, 2009 at 5:21 AM
Captain Mission – რადიოში მოგისმენია რბილ”ლ”-იანი წამყვანის ლაპარაკი? სწორედც რომ უშლის ხელს კომუნიკაციის დამყარებას.. ჩაწერილი ძალიან ჩანს და რაღაც სიტყვები არც ისმის ზოგჯერ…
mar
სექტემბერი 3, 2009 at 7:52 AM
ეს ნორმები, რაღა თქმა უნდა, რეკომენდაციაა. აბა, კანონით ნამდვილად ვერ ავკრძალავთ შეცდომების დაშვებას მეტყველებაში და ვერც იმას გავასამართლებთ, ვინც, მაგალითად, ბარბარიზმებს ხმარობს. :)) თუმცა, ჩემს მეგობარს ჰყავდა ერთი ქართულის მასწავლებელი, რომელიც ყოველ რუსულ სიტყვაზე, რომელსაც მოსწავლე გაურევდა ქართულ ლაპარაკში, 5 თეთრს ახდევინებდა :)) არა, ამაზე არავითარი ჯარიმა არ არის გათვალისწინებული და მთლიანობაში არც კომუნიკაციას უშლის ხელს. ენა ცოცხალი ორგანიზმია, ერთ ადგილზე ვერ გაიყინება, მუდმივად იცვლება, ვითარდება, ახალი ლექსიკით და კანონზომიერებებით მდიდრდება. მიუხედავად ამისა, საჭიროა ვიღაცას ახსოვდეს და დაიცვას იმ დროისათვის მიღებული ენობრივი ნორმები, რათა არსებობდეს ერთიანი სახელმწიფო ენა, რომელზეც მეტყველებს მედია, თეატრი, სკოლა, ლიტერატურა.. რომელიც მიღებულია ათვლის წერტილად. და მერე უკვე შეიძლება, ვისაც როგორ გაუზარდება, ისე დაარღვიოს და დაშალოს ეს ნორმები. რომ ამ გზით ან ამ ენაზე მომეტყველე ჯგუფის სიმპატია დაიმსახუროს და სიახლე შეიტანოს ენაში, ანაც უწიგნურად და მეტყველების კულტურის არმქონედ შერაცხონ 🙂
Captain Mission
სექტემბერი 3, 2009 at 9:31 AM
mar მე მგონი უწიგნურად შერაცხვა, საზოგადო გაკიცხვა და ლინჩის წესით გასამართლება უკვე დასჯაა 🙂 უწიგნური კი ალბათ ის უფროა ვისაც არაფერი აქვს სათქმელი და არა ის ვინც ”არასწორად” გამოთქვავს სათქმელს. ბევრი მინახავს ვინც გამართულად ნორმებით დაცვით საუბრობს და (თითქმის უმრავლესობა მასეთია) ბანალურ და უინტერესო თემების იქით ვერ მიდის. და ბევრი ვინც ”არასწორად” საუბრობს მაგრამ მისი მოსმენა ერთი სიამოვნებაა. თუმცა კაცია და გუნება. ზოგისთვის ფორმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შინაარსი 🙂 ზოგს ლამაზი ქალის ყურება ხიბლავს და ზოგს ეშხიან ქალთან სექსი 🙂
მარი ახსიაშვილი
სექტემბერი 3, 2009 at 5:18 AM
დაცინვა, რა თქმა უნდა, უღირსია.. მაგრამ
მე ერთი რამ “მჭირს”, “ო” – სთან და “ა”-სთან უფრო მირბილდება, ვიდრე სხვა ხმოვნებთან:)
Captain Mission
სექტემბერი 3, 2009 at 6:35 AM
მარი რადიოში არა და ტელევიზორში მომისმენია. მე რაღაც პრობლემა არ შემქმნია გამეგო თუ რისი თქმა უნდოდათ 🙂 ისე დაწერილ ტექსტსაც რომ ვკითხულობ ნაკლებად ვამჩნევ შეცდომებს. ალბათ იმიტომ, რომ შინაარსი უფრო მაინტერესებს და არა ის რამდენად გამარტულად წერს ავტორი. ან გრამატიკა რომ არ ვიცი კარგად იმიტომ 🙂 თუმცა შინაარსის გაგებასთან ჯერ პრობლემა არ მქონია…
Lola
ოქტომბერი 27, 2009 at 4:55 PM
cota ki ara dzalian texavs, magram ais gamonaklisebic, ager tamaz kvachantiradzec arbilbda L-s magram kaci zepropesionali iko tavis sakmis, vimeoreb ZE-propesionali…..
fzsddf
დეკემბერი 21, 2012 at 9:12 AM
გამარჯობა, მოკლედ ცხოვრებაში არ ვურტყავდი “ლ”–ს, სხვა რო ურტყავდა დავცინოდი ხოლმე, ხოდა ეხლა მე შემექმნა ანალოგიური პრობლემა… დაახლოებით 3–4 თვეა დავამუღამე, ჯერ რამოდენიმეჯერ შევნიშნე რომ ძლიერ ლ–ს ვამბობდი, მერე ეს რო გავიაზრე დავკომპლექსდისავით და როცა სიტყვაში “ლ” ურევია იმაზე ვიწყებ ფიქრს აქ ოდნავ რბილი უნდა იყოს თუ ოდნავ მაგარი და ასე შემდეგ, ხოდა შარში ვარ როგორ ვივარჯიშო მასწავლეთ რა… ნერვები მეშლება
eka kutateladze
აგვისტო 17, 2015 at 11:21 AM
გამარჯობა მარი,თუ გაიხსენებ რას გეუბნებოდით,იმ მცირერიცხოვან ლექციებზე კარგი იქნება,–ჯერ არ მყოლია ისეთი სტუდენტი, ვისაც ლასი არ გამოუსწორებია, მაგრამ ამას დრო და მონდომება უნდა,–სამწუხაროდ თქვენ ჯგუფს არც დრო და არც დიდი სურვილი ჰქონდა დაეხვეწა მეტყველება,ისიც გითხარით თუ დაგჭირდებით ყოველთვის მზად ვარ დაგეხმაროთ მეთქი …..უბედურება იმაშია,რომ ზოგიერთი ვერ ამჩნევს როგორი ზიანი ადგება ჩვენს ლამაზ ქართულ ენას,არამარტო ლასის არასწორი წარმოთქმით,არასწორი მახვილებით სიტყვის ბოლოს,ჩაყლაპული რანითა და ვინით და რომელი ერთი ჩამოვთვალო…….,მეგობრებო,შვილებოო,ისაუბრეთ სუფთა ქართული ულამაზესი ენით…პატივისცემით ეკა ქუთათელაძე