RSS

“წარმატებულ კარიერას სჭირდება ახალი და თანამედროვე ცოდნა” – 1 სექტემბრის განათლების სამი ეპიზოდი..

01 სექ

1სექტემბერს სწავლის დაწყების თუ არა, სწავლის გემოს მაინც ვგრძნობ ხოლმე და ახლაც კი იმ თორმეტფურცლიანი, ცუდი მწვანე (ანუ მწვანე არ იყო კარგი მწვანე) რვეულები მახსენდება ხოლმე..

ხოდა, ხოდა რა…
დღეს 11სააათზე თბილისი მარიოტში ილიაუნის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია რომ უნდა გამართულიყო, ილიაუნიმაც გამომიგზავნა ფეიქბუქზე.. ჩემი დეიდაშვილი აბარებს ჭავჭავაძეში და მთელი მაგათი საიტი ზეპირად ვიცი, მაინც მინდოდა მისვლა და რაოდენ გამიხარდა, როდესაც მწვანე ტალღღიდან მე გამიშვეს..
გიგი ატარებდა , თევზაძე .. რამდენიმე პროფესორთან ერთად.. კარგი ბროშურაც იყო – პროგრამების აღწერილობით..
მოკლედ, მაგისტრატურაში სწავლა მომინდა სასწაულად:)) რაღაც კვლევების გაკეთებაც კი:))
მაგრამ ვერ მოვიფიქრე რაზე .. გია ნოდიას კავკასიოლოგია მომინდა (მაგრამ უცხო ენაზეა და გამომერიცხა), ძალაუფლება და კულტურაც მინდა, რეგიონული კვლევებიც, ქრისტიანული თეოლოგიაც, ის კი არადა, ეკოლოგია და კონსერვაციული ბილოოგიაც კი:)
ამავდროულად “ნდომაში” დამრჩა აქამდე ნაფიქრი – განათლების ადმინისტრირება, იმედია, წინასწარ მომზადებულ ესეს მოვაბავ თავს..
და გულის ერთი ნაწილი ისევ ჟურნალისტიკისკენაც მეწევა..
ვაიმე, გაისად რა მელის? არჩევანის გაკეთებას ვგულისხმობ..
მალე დამთავრდა, პრესსამსახური ამბობდა – რა ცუდია, რომ ჟურნალისტებს შეკითხვები არ უჩნდებათო. რა გაგიჩნდებოდა, გიგიმ ყველაფერი თვითონ თქვა:)
თან ბროშურაშიც ყველაფერი დაწვრილებით ეწერა.. თან მაგის საიტი ზეპირად ვიცოდი ისედაც:))
ისეთ სულელურ შეკითხვებს კიდევ ვერ ვიტან (იმის გამო რომ სვამენ, რომ შეკითხვაში ჩაეთვალოთ), მაგალითად, რა ღირს პროგრამები – ხელში რომ გიჭირავს ის “წიგნაკი” – ჩახედე რა:) და სხვა და სხვა..
დათო პაიჭაძესთან ვილაპარაკე ცოტა რადიოზე და წამოვედი.

იმ პრეზენტაციის მერე პირველ საათზე ლეიბორისტმა ძაგანიამ “განათლებაზე” გამართა პრესეკონფერენცია. ზუსტად 42წამში ხელისუფლება ეთნოსაგანმანათლებლო გენოციდში დაადანაშაულა – ოკუპირებულ ტერიტორიებს დაფინანსება შეუწყვიტაო, მასწავლებლები უხელაფსოდ დატოვაო, სკოლები დაიხურაო და ასეე..
“ჩემი საგამანათლებლო დღე” ნიკა გვარამიას ბრიფინგით დასრულდა. მასწავლებლებისთვის ხელფასი მოუმატებიათ 35ლარით (დამრიგებლებისთვის 70ლარით) და გვამცნო… საბუნებისმეტყველო საგნების საათები გაიზარდაო და შესაბამისად გაიზარდა ხელფასებიცო..
ეს ვერ გავიგე ცოტა, ანუ ხელფასის ამბავი კი გავიგე, მაგრამ ტრიმესტრულად სწავლება ხომ გაუქმდა და ანუ ამის მიუხედავად მაინც უფრო ინტენსიური იქნება ამ მიმართულების სწავლება?

არა, ძალიან მინდა მაგისტრატურა…

Advertisements
 
8 Comments

Posted by on სექტემბერი 1, 2009 in ჟურნალისტიკა

 

ტეგები: , , , , , ,

8 responses to ““წარმატებულ კარიერას სჭირდება ახალი და თანამედროვე ცოდნა” – 1 სექტემბრის განათლების სამი ეპიზოდი..

  1. ნან

    სექტემბერი 2, 2009 at 9:37 AM

    შენმა პოსტმა პირველი სექტემბერი გამახსნენა და ამაზე მომინდა დაწერა.
    ანუ ეგ კაი უნივერსიტეტია? მართლა მაინტერესებს, არავის ვიცნობ მანდ რომ სწავლობს და სარეკლამო ბროშურებს ვერ ენდობა კაცი.

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 2, 2009 at 10:43 AM

      არც მე ვსწავლობ, მაგრამ მართლა კარგი პროფესურაა.. სახელმწიფოებიდან ყველაზე კარგია.. ძალიან სწრაფი ნაბიჯებით ვითარდებიან:)

       
  2. polkovniki

    სექტემბერი 2, 2009 at 6:09 PM

    მეც ვფიქრობ ჭავჭავაძეში მაგისტრატურის გაკეთებას, ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის მთავარი “ტვინების” ლექციები მაინტერესებს :))))

     
    • მარი

      სექტემბერი 2, 2009 at 6:19 PM

      ოხ:)

      ოპოზიციის პროპაგანდისტული მანქანის მთავარი “ტვინების” ლექციები სჯობს?

      რაც გინდა ეძახე, მთავარია, რომ ჭკვიანები არიან, ცოდნა აქვთ და შეუძლიათ მისი გადაცემა.. მათი პოლიტიკური მრწამსი ჩემი გასარჩევი არ არის:)

       
  3. polkovniki

    სექტემბერი 2, 2009 at 6:52 PM

    სუბიექტურობაში არ ჩამომართვა, მაგრამ მე ბერძენიშვილის ან უსუფაშვილის ლექცია, ლადარიას ლექციას ნაღდად მირჩევნია 🙂

    მეორე ნაწილში გეთანხმები, მაგრამ ნეტავ ეგენიც ფიქრობდნენ რომ სტუდენტთა პოლიტგემოვნება მათი ჩამოსაყალიბებელი არ არის 🙂

     
  4. მარი

    სექტემბერი 2, 2009 at 7:07 PM

    არც ბერძენიშვილზე და არც უსუფაშვილზე ნამდვილად არ მაქვს ცუდი აზრი, პირიქით,.
    ერთხელ დავესწარი ლევანის ლექციას და ძალიან ვისიამოვნე.. თუმცა, ლადარიას ლექციებიც ნამდვილად არ არის ურიგო..

     
  5. მე

    სექტემბერი 3, 2009 at 10:05 AM

    1 სექტემბერი მუდმივად მახსენებს სწავლის დაწყებას…ბაბთიან მოსწავლეებს, პლისებიან ქვედაბოლოებს და საზიზღარ პირველ ჩემს მასწავლებელს, პირველ კლასში:) რომლის გამოც სხვა სკოლაშიც კი გადავედი:)

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 3, 2009 at 11:00 AM

      უი, რა გიქნა ასეთი:-)

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: