RSS

რა ხდება ახალ სეზონში

05 სექ

მოვიდა სექტემბერიც.. ეს უკვე ოთხი დღეა , მაგრამ ახალი სეზონიც რომ მოვიდა, ამაზე არ მიფიქრია:-)
დადგა ახალი სეზონი და რა ხდება ჩემს ცხოვრებაში..

პირველი ის, რომ გუშინ რადიო “მწვანე ტალღა” დავტოვე.. დავტოვე რა, სამი კვირა ვიყავი იქ.. ცოტა გული დამწყდა. საერთოდ შეჩვევა ვიცი ხოლმე ძალიან. თან მაინც რადიო იყო, სტუდია და “აუდიშენი” კი ჩემი სუსტი წერტილია:-) (მართალია, გუშინ ჩემს ჯგუფელს პროგრამა გამოვაგზავნინე და მეღირსება ალბათ სახლში audition, მაგრამ მაინც:-)
თან კარგი ხალხიც იყო , განსაკუთრებით მედეა იმერლიშვილი , რომელმაც მიმიწვია რადიოში (ჩემი რადიოს ნოსტალგიით გაჟღენთილი ნაწერები წაუკითხავს და:-) ძალიან საყვარელი ადამიანია:-)
ჰო, იქიდან წამოსულს ერთი რამ მაქვს “შესასრულებელი” – მეტყველება უნდა გამოვასწორო და “ლ” აღარ დავარბილო.. ამის ვარჯიშს კი ნამდვილად არ შევწყვეტ:-)
რადიო რთული შესათავსებელი იქნებოდა სწავლასთან..
თან, “24საათის” შეწყვეტილი პროექტი აღდგა, დაფინანსება მიიღო და საინფორმაციო სააგენტო ჩამოყალიბდება..
ორშაბათს იწყება “წინასააგენტო” სამუშაოები ანუ თავდაპირველად ნიუსები უნდა გავარედაქტიროთ, შევკრათ, უფრო სრული სახე უნდა მივცეთ, ვიდრე არის. უფრო გადამოწმებული სახით უნდა ავტვირთოთ საიტზე.. მერე ამას თარგმნიან. მსოფლიოს 80ქვეყნის სერიოზული გამოცემების გვერდებზე დაიდება ამ საიტის ლინკი და დაეყრდნობიან “24საათის” ინფორმაციას. აიტვირთება ვიდეოებო, ფოტოები, ინტეგრირებული იქნება ბლოგებთან და მთელი “ინტერნეტობანაა” რა:-) ინტერნეტი კი ამ ბოლო პერიოდში ძალიან შემიყვარდა:-) 4-6 კაცი ვიქნებით, სტუდენტები ვართ ყველა.

ასევე გუშინ პაატა ვეშაპიძემ მითხრა – მინირედაქციის ჩამოყალიბება გვინდა საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხრივ.. საგამოძიებოც არ იქნება, უფრო საქმის ბოლომდე გაგება, მაგალითად , გარემონტდა მეტროს ვაგონები, მაგრამ, ბოლომდე არ გარემონტდა, ამას რომ მივყვეთ ბოლომდეო.
მამუკა ფაჩუაშვილმა – პარალელურად ამაზეც რომ იმუშაოვო..
ამაზე, ალბათ, მომიწევს უარის თქმა, რადგან სწავლასთან ორი საქმის ერთდროულად შეთავსება გამიჭირდება. თან, თსუ-ს წყალობით ისეთი საყვარელი ცხრილი მაქვს.. არც კი ვიცი, რა უნდა ავირჩიო , უფრო ზუსტად, კი მაქვს არჩეული, მაგრამ შესაძლოა გადარჩევამ მომიწიოს.
მოკლედ:
სამაუწყებლო მედია (ტელე) – გოგა ჩართოლანი.
საპრეზენტაციო უნარები და კომპიუტერული პროგრამები -ხიზანიშვილი..
ანალიზი და თვალსაზრისი – ია ანთაძე.
მედიის კვლევის მეთოდები – ნინო ჟიჟილაშვილი.
სამოქალაქო საზოგადოება, შედარებითი ანალიზი
– მ.მუსხელიშვილი (რომელსაც გადავირჩევ ალბათ და ავირჩევ ბელქანიას ან ვინმეს:)
და იაპონური ენა, რომლის არც დრო ვიცი , არც ლექტორი,. არც ის, კვირაში რამდენი საათი მოდის დატვირთვა.. თუ ბევრი იყო, ცხადია ვერ მოვახერხებ და რამე სხვა უნდა ავირჩიო. არადა, იქნებ იაპონური მაინც მესწავლა ცოტა. წერა-კითხვა მაინც:-)
ამ საგნებიდან, საპრეზენტაციო უნარებსა და კომპიუტერული პროგრამებზე,
ანალიზსა და თვალსაზრისზე და
მედიის კვლევის მეთოდებზე მეუბნებიან – მეოთხეკურსელების არ არის და თათიამ თქვა – ამოვუშლიო. უაზროდ შედგენილი პროგრამის გამო (პროგრამა არის დათო პაიჭაძის პროგრამის სრული “ანტიპოდი” (ანუ ყველაფერი არის პირიქით) და მასთან ჯიბრის გამო, ახლა ჩვენ ვზარალდებით) მეოთხეკურსელების ცხრილის საგნები ყველა მეოთხეკურსელს გავლილი აქვს. რაც არ გვაქვს და რაღაც უაზრო წინააპირობებით არის “აღსავსე”.

ხოდა ასე.. არ ვიცი რა და როგორ იქნება ან თსუ-ში და ან “იქ”. ის საგამოძიებოს მხრივ საინტერესო კი ჩანს, მაგრამ ალბათ დრო არ მეყოფა..
აუ, ბლოგის დიზაინის შეცვლა მინდა და ვერ ვბედავ:-)
წუხელ დამესიზმრა – შევცვალე, ისეთი კარგი დიზაინი იყო:-) მაგრამ აქ ვერ ვპოულობ:-)

 
6 Comments

Posted by on სექტემბერი 5, 2009 დუიმი 24 საათი, ჟურნალისტიკა

 

ტეგები: , , , , , , , ,

6 responses to “რა ხდება ახალ სეზონში

  1. ჯორჯ პაიკი

    სექტემბერი 5, 2009 at 2:00 PM

    საინტერესო საქმეები გელის როგორც ჩანს. რა კარგი სიზმარი გინახავს 🙂

     
  2. mariakhsiashvili

    სექტემბერი 6, 2009 at 10:13 AM

    🙂
    სიზმრებს სულ კარგს ვხედავ ხოლმე:-)))))
    ხო, საინტერესო საქმეები დაიწყება ხვალიდან:-)

     
  3. თაზო

    სექტემბერი 6, 2009 at 8:34 PM

    ყველაზე მეტად 24 საათის “ინტერნეტობანამ” დამაინტერესა 🙂 ია ანთაძე რომ ისევ ასწავლის სტუდენტებს, გამიხარდა. რას ერჩი, ჟიჟი, ანთაძე, ჩართოლანი-სუპერ ლექტორები გეყოლება

     
  4. mariakhsiashvili

    სექტემბერი 6, 2009 at 8:52 PM

    კი, ლექტორებს არ ვუჩივი, თუ ის ქერა არ ამომიშლის და მერე ნახავს ეგ:-))))
    ხო, ინტერნეტობანა საინტერესოა.. ხვალ ვიწყებთ და ვნახოთ, რა გამოვა..

     
  5. zurriuss

    სექტემბერი 8, 2009 at 5:59 PM

    მარი, ასე მგონია, თბილისში რომ ჩამოვალ, ისევ თსუ–ში უნდა მივიდე. არადა, მართლა ასე ვიზამ 🙂
    მოვალ, დაგხედავთ ხოლმე.
    ისე, იაპონური ენა გაასწორებდა ნამდვილად. ხოლო თუ გეიშას მონაცემები აღმოგაჩნდება, სიამოვნებით შევქმნი შენს იაპონურ პორტრეტებს 🙂 🙂 🙂

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 8, 2009 at 7:31 PM

      დაგვხედე ხოლმე, ზურ:)
      ეჰ, გადავირჩიე იაპონური, მაინც ვერაფერს ვისწავლიდი და ტყუილად უნდა დამეკარგა დრო:)
      ისე, გარეგნულად კი მამგვანებენ იაპონელს, ჩინელს და ა.შ:-)))

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: