RSS

პირველი დღე

09 სექ

ნუ, წინა პოსტში მომავალ გეგმებზე მეწერა, ანუ ორშაბათს უნდა დაგვეწყო, მაგრამ “საორგანიზაციო საკითხების გამო” (ეს ფრაზა ძალიან უყვართ “24საათში“:-) მხოლოდ დღეს მოვახერხეთ “ჩვენს ოთახში” შესვლა:-)
აგვიწყვეს ორი კომპი, დაგვპირდნენ მესამეც იქნებაო. გაგვაფრთხილეს – ნოდარის მაგიდას არ მიეკაროთო:-)
ნოდარი – ეს ყოფილა ყველაფრის მნახველი ახალგაზრდა, უცოლო კაცი:-) ნიუ იორკ ტაიმსის რედაქტორი.. ხოდა, ამ ოთახში “ცხოვრობს”.. ახლა შევუსახლდით ჩვენც.. თავად არ მოსულა დღეს, მაგრამ მოვაო:-)
მაგიდაზე ისეთი კარგი “საფერავი” ედო, ღვინო რომ არ გიყვარდეს (საკუთარ მაგალითზე ვამბობ) მაინც მოგანდომებდა:-)
გარდა ამისა, მაგიდაზე ედო სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე. ბავშვებმა გამოთქვეს პროტესტი – დედა, აქ რო სიგარეტი მოწიონო:-) (ამათ არ უნახავთ, ადრე რა ხდებოდა, ოთახში მცხოვრებნი კი არა, ყველას ვისაც მოწევა უნდებოდა, იქ შემოდიოდნენ – ეს ჩვენი სამზარეულო იყოვო:-)
და მშვენიერი განცხადებაც გაიკრა კარზე:

DSC01516

მე და მაგდამ მოვიკალათეთ კომპებთან და “შევუდექით საქმეს”, მაინცდამაინც ვერც მივხვდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. მივადექით საგენტოებს და კარგად “გავაშალაშინეთ” მათი ნიუსები:-) პარალელურად თაზოს პოსტს ვკითხულობდ-განვიხილავდით:-)

DSC01503

ამასობაში, ნინომ – მე აქ გავჩერდებიო? უნდა დავალაგოვო, რას ქვიაო და 15წუთში იქოურობას სულ ზიპინი გაადენინა:-) დაწმინდა კარადები, მაგიდები, კლავიატურები, რაფები, ერთი კედლები არ დაუხეხავს , თორე:-) მერე გავიდა გარეთ და ცოცხი მინდაო – მოითხოვა:-) მაგრამ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში – დამლაგებელს ჰქონდა წაღებული:-) ვეუბნეოდით – თუ ხელფასი არ მოგვცეს, შენ მაინც უნდა გადაგიხადონ დალაგების ფული თქო:-)))

nino

ხელებიდან ცეცხლი გასდის:-)))

DSC01509

ნინოს დარეცხილი ჭურჭელი:)))

გამოხდა ხანი და ლალიმ და ნინომაც განიცადეს კომპთან ჯდომის სიხარული:-)

n da l

მაგრამ “იმ საქმის” (რომელი ხვალ სხვანაირად უნდა გავაკეთოთ) გაკეთების და შინ წამოსვლის შემდეგაც ისეთივე გაურკვევლები ვართ – რა ხდება ჩვენს თავს, როგორც ერთი კვირის წინ:-)

მე საერთოდ გაურკვევლად ვარ, რადგან რაღაც სოციალურ რედაქციაშიც ვარ და მით უფრო სწავლის დაწყების მერე ვერ შევაTავსებ ამდენს ერთმანეთთან, არადა პაატა ვეშაპიძე ამბობს – ერთი მეორეს ხელს არ უშლისო.. თუმცა, დღეს სოფო თოდუამ მითხრა კიდეც – ამდენ რამეს როგორ აპირებ ერთიო..

არ ვიცი, რა ვიცი…

 
16 Comments

Posted by on სექტემბერი 9, 2009 დუიმი 24 საათი, ჟურნალისტიკა

 

ტეგები: , , , , , , , ,

16 responses to “პირველი დღე

  1. nata oboladze

    სექტემბერი 9, 2009 at 11:17 PM

    რა ხდება? მუშაობა დაიწყეთ? რა სად როდის :)) მაინტერესებს ეგეთი რაღაცეები ;;) თან ამდენი კურსელი ერთად როგორ მოხვდით :))

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 10, 2009 at 6:13 AM

      24საათში:-)
      სააგენტო კეთდება და:-))
      მე იქ ვიყავი ისედაც , რამდენიმეთვიანი შესვენება მქონდა:-)
      დანარჩენებიც მოვიდნენ ერთად და ასე აღმოვჩნდით:-))))
      სულ ხუთნი ვართ..

       
  2. თაზო

    სექტემბერი 10, 2009 at 7:41 AM

    ყოჩაღ თქვენ! მიხარია თქვენი წარმატებები, კოლეგებო! 🙂

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 10, 2009 at 7:58 AM

      გაიხარე, თაზო:-)
      შენ იცი, რომ შენი წარმატებები ჩვენც ყოველთვის გაგვიხარდება:-))

       
  3. nata oboladze

    სექტემბერი 10, 2009 at 7:58 AM

    წარმატებები ბავშვებო 🙂

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 10, 2009 at 8:02 AM

      გაიხარე:)

       
  4. Leonard Shelby

    სექტემბერი 10, 2009 at 8:17 AM

    მაგ ოთახში ყავა და ჩაი დამილევია :დ ლოოლ. ადრე სამზარეული იყო და მერე გადააკეთეს.

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 10, 2009 at 12:13 PM

      kiii, adre mecro viyavi ianvar-tebervalSi, maSinac samzareulo iyo da gvivardebodnen xolme:-))))
      axlac gvivardebian, mara xili moaqvT marto:-D:-D
      madlobaa…

      xo

       
  5. Leonard Shelby

    სექტემბერი 10, 2009 at 8:19 AM

    წარმატებები 🙂

     
  6. kikito

    სექტემბერი 10, 2009 at 8:47 AM

    წარმატებები და რაც შეეხება სწავლას და მუშაობას, მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოვა 🙂

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 10, 2009 at 12:14 PM

      raaavici, tan ori saqme ro mabaria,meSinia arc erTi rom ar gamomivides:-)))

       
  7. dreamar

    სექტემბერი 10, 2009 at 9:43 AM

    წარმატებებს გისურვებ მარი 🙂

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 10, 2009 at 12:15 PM

      madlobaaa:-)

       
  8. Sophie Golden

    სექტემბერი 10, 2009 at 7:55 PM

    ნინო მიყვარს ძალიან ძალიან, უსაყვარლესი გოგოა. ამასთან ერთად რა დიასახლისი ყოფილა, გავაფრინე!!!

    წარმატებები გოგოებო, ყველანი ძალიან კარგები ხართ! :sunny:

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 10, 2009 at 8:18 PM

      აბა გოგო, ვის ოჯახშიც ეს შევა, არ აშენდება? რო დაბზრიალდა, აღარ გაჩერებულა:)

      მადლობაა:))

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: