RSS

“ექსმეექვსელი”

10 სექ

დღეს 24საათში ერთი ქალი გავიცანით.. ნუ, მაგას ადრეც ვიცნობდი სახელ-გვარით, მაგრამ სახეზე არ მახსოვდა.. ხოდა დღეს გამახსენდა, რომ თქვა ვინც იყო.. გუშინაც იყო შემოსული, ნოდარი იკითხა.. წყალი დალია ერთი-ორჯერ. გამძლეობას გისურვებთო და გავიდა..

დღესაც, როგორ ხართო.. ვუთხარით – კარგად თქო.. ეჰ, იმედია არ დაკარგავთ ენთუზიაზმსო და გავიდა. მერე ლეღვი მოგვიტანა. ფბ-ში გამარკვიეთო.. რაღაცები წაიჭორავა და ბოლოს ფუნდამენტკურთხეული მეექვსე კორპუსი გაიხსენა..

– რა ხდება იქო?

მაგდამ – რაც თქვენს დროს ხდებოდაო.

– მაშინ კარგი სიტუაცია ყოფილა, ჩემს დროს ძალიან მაგარი პონტები იყო. თქვენ ტელერადიო ხართ?

– არა, ჩვენ ყველაფერი ვართ მეთქი:-)

– ვაიმე, რა ცუდია, არ ჯობდა, ტელერადიო ყოფილიყავით?

– რატომ ჯობდა, ახლა ყველაფერი ვიცით, ვსწავლობთ  რადიოს კეთებასაც, ტელეს კეთებასაც , ჟურნალის და გაზეთის წარმოებასაც, ვისწავლეთ ინტერნეტისთვის წერაც..

– არა, ტელერადიო მაინც სულ სხვაა.. ჩვენ იმხელა კვალიფიკაცია მივიღეეთ..

მეც ახლა რას გავუშვებდი მომენტს, ჩვენი გაკეთებული ოთხი რადიოგადაცემა და ერთი თექვსმეტსაათიანი რომ არ შემეკვეტებინა სადმე:-)

“რას ლაპარაკობთ, რაც ჩვენ რადიოში ვისწავლეთ, რომელ ნამდვილ რადიოში ვისწავლიდით, გვაჯობოს ნებისმიერმა პირმა რადიოში, თუნდაც პროდიუსინგის, მენეჯმენტის, კორესპონდენტის თუ ოპერატორის მხრივ მეთქი…

– მერე სად არის დასაქმებაო. აი ტელევიზია..

– გაზეთებიც გამოვუშვით, ტელესიუჟეტები კეთდება, ჟურნალს აკეთებდნენ.

– არა, არა, გაზეთი და ჟურნალი რაა, ტელერადიოა კარგი, პრესა საზიზღრობაა..

– რომ არ არის მაგდენი ტელევიზია?

მერე გაიხსენა თავისი ლექტორები – იბერი, ტაბიძე.. შემოქმედებითი ტურები არ გაქვთ გამოცდაზეო?

– რა, თამარ მეფესთან ინტერვიუ მეთქი?

დანანებით გაიხსენა, ტაბიძე როგორ გამოცდებს აწყობდა – იქ მხოლოდ ღირსეული, მოწოდებით ჟურნალისტები სწავლობდნენო:-) აბა, ეს უნარები თუ რაღაც რომ მოიგონეს, აბა ეს არის, ვინები შედიან უნივერსიტეტშიო..

მერე, დედა რას ქვია ტელეწამყვანის ოსტატობა გააუქმეს, აბა რა უნდა ასწავლონ სხვაო:-)

ჩართოლანმა ტელევიზიის რა იცის, ქორიძე ბეჭდურს რატომ უნდა ასწავლიდეს, მთელი ცხოვრება ტელევიზიაში გაატარაო..

დაასკვნა – ტაბიძის წასვლით დაღუპულა ქართული ჟურნალისტიკაო:-)

ჰოოო…

 
8 Comments

Posted by on სექტემბერი 10, 2009 დუიმი 24 საათი, ჟურნალისტიკა

 

8 responses to ““ექსმეექვსელი”

  1. nino

    სექტემბერი 11, 2009 at 6:59 AM

    vaime, mari! eg qali Tu kidev ase Semova yovel dRe Cvens oTaxSi, me vtoveb oTaxs:):)

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 11, 2009 at 7:15 AM

      :-))
      მაგდას როგორ მოეწონა?:-))
      ყოველ დღე კი არა, შეიძლება იქ დაიბუდოს ვაფშე:-)))

       
  2. Tazo

    სექტემბერი 11, 2009 at 7:21 AM

    მე, ეჭვი რომ მაქვს ის ქალი თუ არის, კარგად გქონიათ საქმე:). რა ჰქვია, ხომ არ გახსოვთ? ისე, “იმ ნათელ დროს” იცით რა საგნები ისწავლებოდა? მაგ: დიქტოფონზე ჩაწერა 🙂 და კიდევ ბევრი მსგავსი. ჩართოლანისა და ქორიძის შეფასებებზე ვერაფერ ვიტყვი :), კომპტენტურია ეს ქალი აშკარად, რა მეთქმის 🙂

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 11, 2009 at 7:24 AM

      ცხადია ვიცით სახელიც და გვარიც:-)
      თინა ქვია:-)
      ყველაფერი ნაწილ-ნაწილ რო იყო და შვითხმოც საგანს რომ სწავლობდნენ, ის დრო ენატრება:-)
      დათო გვიყვებოდა , რა ხდებოდა ტაბიძის დროს და სხვე ლექტორებისგანაც მსმენია..
      ჩართოლანმა რა ტელე უნდა ასწავლოსო, ერთი ლიტერატურული გადაცემა აქვს, სხვა რა იცისო:-)

       
  3. Tazo

    სექტემბერი 11, 2009 at 7:31 AM

    მგონი ეგ არის 🙂 სხვადასხვა შეხვედრებზე, მაგრად არცხვენს თქვენს გაზეთს. ორჯერ იბოდიალა ისეთი რაღაც, თმები ყალყზე დამიდგა. ერთხელ მერიოტში, ქორიძეს ჰქონდა რაღაც კვლევის პრეზენტაცია. მეორეჯერ ბენდუქიძესთან იყო დახურული შეხვედრა და იქ.

     
  4. mariakhsiashvili

    სექტემბერი 11, 2009 at 7:34 AM

    უი:-))
    ბიზნესზე წერს ეგ ქალი.. რავი, ასეთი პირდაპირია დაჟე?:-)))
    უყურე შეეენ?:-))))

     
  5. Mumi

    სექტემბერი 11, 2009 at 8:22 PM

    აუუუუ, ვერ მოვითმინე… ”იმ დროს” მეც ვსწავლობდი მაგ მე-6 კორპუსში. მსგავსი იმედგაცრუება, რაც მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვნახე, სრული შოკი იყო… მაგალითად, ყველამ იცოდა, რომ ტაბიძე ვერ იტანტა , როცა სტუდენტები ტელევიზიაში მუშაობდნენ, და ამიტომ ხშირად ჩვენ (ვინც ვმუშაობდით) არ გვესალმებოდა.. (რატომღაც). ლექციების ნაევარი არ ტარდებოდა საერთოდ, ლექტორიც კი არ გვინავახს ზოგჯერ , ისე გვიწერდნენ ჩათვლებს. თვითონ ტაბიძის ჟურნალისტობა შემოიფარგლებოდა საკუთარ ბიძაზე დაწერილი ნაშრომით (ასე იქნებოდა 100 გვერდი მაქსიმუმ) – ”ქართული პუბლიცისტიკა გალაკტიონის ნაწარმოებებში” (ან პირიქით ”გალატიონი ქართულ პუბლიცისტიკაში” :-))))…. სტუდიაში გვიშვენდნენ წელიწადში 4ჯერ მაქსიმუმ. რაღაცა დარტყმული გაუთხოვარი დაუდგენელი ასაკის ლოგიკის ლექტორი გვყავდა, რომელიც ლექციებს აცდენდა და ზვიადისტების მიტინგებზე დადიოდა. და ა.შ….. მას მერე რაც დავამტავრე, არც ერტხელ არ გამჩენია სურვილი ამ ე-6 კორპუსში შესვლის… ბოდიში, ამხელა კომენტარისათვის, მაგრამ კიდევ ბევრი ცუდი ახსოვს ამ ფაკულტეტზე…

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 11, 2009 at 8:45 PM

      ზუსტად ის თქვით, რაც მაქვს მოსმენილი იმ ლექტორებისგან, ვისგანაც ვიცი ყველაფერი ჟურნალისტიკაში:-)))
      ვიცი, რომ იყო მსგავსი საგნები – “როგორ ჩავწეროთ დიქტოფონით” და მსგავსი…

      არ მესმის, ხალხი რატომ მისტირის იმ დროს….
      რა ნახეს, რა ისწავლეს, მართლა გალაქტიონთან და შოთა რუსთაველთან წარმოსახვითი ინტერვიუ რას აძლევდათ…
      იმათთან თავად წასულიყვნენ:-))

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: