RSS

“ჩემი მუსიკა”

13 სექ

ეს სახელწოდება ღია რადიოს ერთ-ერთ გადაცემას ერქვა, იმ გადაცემაზე არაფრის დაწერას არ ვაპირებ ცხადია, უბრალოდ გამახსენდა:)
ამ პოსტში გავაკეთებ მცირე მიმოხილვას იმისა თუ როგორ მექცა ჰობად “ისეთი” მუსიკის მოსმენა, დაჩეხვა – მაიმუნობა ანუ ანტიპრომოების კეთება. (არადა, სიმართლე რომ ვთქვა, იყო დრო, როდესაც სოფელში “თამუნას დავარქმევ მე ჩემს გოგონას“, “ისევ მიმატოვე, ისევ გამიბრაზდი, ისევ აირია ჩემი კარტი” თუ “რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობ” – ზე სიამოვნებით მიცეკვია და მერე “ვიღაც-ვიღაცების” გამო ნოსტალგია რომ დამწყებია, ძველ დროსთან ერთად ეს სიმღერებიც გამიხსენებია:)))

music20notes

გუშინწინ ღამე Full Circle – ს ვეძებდი აეროსმიტის შესრულებით, ავოეზე ვერ ვნახე და მუს.ჯი ზე შევედი. ამასთან ერთად ” უცნობი მომღერლის” “თინიკო ამოაგდო – გამახსენდა ჩემი ყოფილი პროფესია – ანტიპრომომეიკერობა და რადგან ძალიან არ მეძინებოდა, ღამის 4საათზე unknoun artist “დავსერჩე”.
ამოყარა და რა ამოყარა:)
“განა მე შინი ცოლობა მინდა,
განა მე შენი სიყვარული მკლავს,
პროსტა მე შენი დილიხორი მაქვს,
ასე ლამაზი თვალები რომ გაქვს”.

ასეთი 16-17 სიმღერა.. მეც კი არ მქონდა მოსმენილი:)))
ვეცი “აუდიშენს”, დავჭრა-დავჩეხო მეთქი, მაგრამ რადგან ჩემს აუდიშენს რღრაც ანომალია სჭირს – ერთხელ “აუდიშენშიჩანაგდები” ფაილი მეორედ აღარ იხსნება – ვერ მოვახერხე ჩემი ანტიპრომოებისთვის მარგალიტების შემატება (მომავალ თაობას ხომ უნდა:)))

რას ვფიქრობ მე ამ მუსიკაზე? “სად წერს ეს ხალხი საერთოდ”?…

ზოგი მეუბნებოდა – მართლა გიყვარსო:)
მაგ – ანელი:)
ერთხელ დათო პაიჭაძემ მითხრა – სერიოზული საფრთხეა, მართლა არ შეგიყვარდეს ეს სიმღერებიო:))
ერთხელაც, იმავე დათო პაიჭაძეს უნდა მოესმინა გადაცემა “ჩემი მუსიკა” და ეს ვისი გაკეთებულიაო? – ჩემი მეთქი. გაეცინა და – მე ვიცი, თქვენი მუსიკა რაც არისო🙂 კი გაიხუმრა, მაგრამ ხუმრობაში სიმართლის მარცვალი ყოველთვის არის:-)

სადაც კი რა ანტიპრომო “გაიჟღერებდა”, სულ რომ ჩემი გაკეთებული არ ყოფილიყო, “უცნაურ” ქართულ სიმღერებზე მე მიყურებდნენ ხოლმე.. ჩემს სამარკო ნიშნად იქცა:)
მოკლედ, ეს სიმღერები მართლა მიყვარს, ვაღიარებ:)
მაგრამ როგორც “თქმულა”, სიყვარული არის სხვადასხვა სახის:) ჩემი სიყვარული არის შემდეგი:

რაც უკვე ვიცი, ვთქვათ, “ლერწამისა და ტანი შენის” აღარ მოვუსმენ ასი წელი, მაგრამ ახალ სიმღერას რომ ვნახულობ, უცნაური, სასაცილო შინაარსის მქონეს – სიამოვნებით გავდივარ ბოლომდე და იმ შინაარსზე მაგრად ვხალისობ. “დაჟე” რაღაცებს ვინიშნავ კიდეც:)
მოდი და ნუ იხალისებ – “მხოლოდ ერთხელ შემხვდი, შენ ჩემო ფერია, მხოლოდ ერთს გაკოცებ ნაზი მოფერებით და სახლში გაგიშვებ თუკი გვიანია”:)
მაგრამ სასტიკად არ მიყვარს, მარტო რომ მიწევს ამის მოსმენა.. რადგან მინდა “ჩემი აღმოჩენის სიხარული სხვასაც გავუზიარო, ამიტომაც ახალ სიმღერებს რომ “ვიშოვნიდი” ხოლმე, სასწრაფოდ ჩავურთავდი ბავშვებს “შესაფასებლად”..
ისე, ამ თემაზე წერით იმდენს მივაღწიე, რომ ჩემს ბლოგთემებში სავსეა – სურამელაშვილი (არადა, ეს დონეა:), “ქვაზე დახატულს“, “რა ვქნა რომ “ბედი არ მწყალობს” და მსგავსი.
ბოლოსთვის ისიც უნდა ვაღიარო, რომ მანამ, სანამ ანტიპრომომეიკერი გავხდებოდი – ვუსმენდი რუსულ-ქართულ პოპს, არ მიყვარდა ირაკლი ჩარკვიანი, არ ვიცოდი ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი “ბითლზელები” რომ იყვნენ:)
ლედ ზეპელინი გაგონილი არ მქონდა და ჯენის ჯოპლინი კაცი მეგონა:)
ვოტ ტაკ:)
აბა ახლა მკითხეთ? :))

 
14 Comments

Posted by on სექტემბერი 13, 2009 დუიმი ღია რადიო

 

ტეგები: , , , , , , , ,

14 responses to ““ჩემი მუსიკა”

  1. nin

    სექტემბერი 13, 2009 at 10:45 PM

    unknown- aris swori forma ise 🙂 maset simgerebze magars vkaifob,radio “nacnobshi”aris xolme xshirad.”anzor, she ugmertooooooooo,ra dagishava yvavis baxalaaaaam” da a.S. 🙂

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 14, 2009 at 7:03 AM

      უი, ანქნოუნი შემშლია:))
      უჰ, არ დაიდარდოზე ნაკლები ხდება?:)))
      მაგრამ ბაზრებშია ყველაზე მაგარი:)))

       
  2. Tamuna

    სექტემბერი 14, 2009 at 5:13 AM

    vin shegayvara irakli charkviani? agiare 😀

     
  3. mariakhsiashvili

    სექტემბერი 14, 2009 at 7:04 AM

    მე თვითონ შემიყვარდა:)))))))))))))))

     
    • tamuna

      სექტემბერი 14, 2009 at 10:22 AM

      mariiii, damsaxurebas ratom mikargav???

       
      • mariakhsiashvili

        სექტემბერი 14, 2009 at 10:25 AM

        ნუ ახლა, რაღაც წვლილი მიგიძღვის:-P

         
  4. ჯორჯ პაიკი

    სექტემბერი 14, 2009 at 7:19 AM

    მეზობელი რთავს ხოლმე ეგეთ სიმღერებს და ნერვებს მიშლის. 🙂 არადა ის მეზობელი სადღაც 14–15 წლის გოგოა.

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 14, 2009 at 10:25 AM

      მაგარი მეზობელი გყოლია:)))

       
  5. ნან

    სექტემბერი 14, 2009 at 5:00 PM

    ძაან სახალისო პოსტია 🙂

    მარშუტკაში მაქვს ბედნიერება მასეთი სიმღერების მოსმენის.
    “ხაჭაპური ყველიანი…” და რაღაცა რაღაციანიო იცით? ეგ ცალკე ბლოკია, გასტრონომიული შინაარსის სიმღერების.

    კაია სახალისოდ, მაგრამ თუ სადმე შორს მიდიხარ და ვიღაცაები გაჰკივიან გარეთ ფულები თოვდეს რა კაი იქნებაო, არაა დიდად მოსახერხებელი

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 14, 2009 at 5:20 PM

      უჰ, დიდ გზაზე გამოცდილი მაქვს რა არის ასეთი სიმღერების მოსმენა, იხილე პოსტი – https://mariakhsiashvili.wordpress.com/2009/04/22/ექსკლუზიურად-ნაცნობი-ანუ/

      ჰეჰე, გასტრონომიული კორკოტასი ვიცი –
      “რა მადლიანად ანათებს, გასტრონომიდან ბოთლები,
      რვა ნომერი კარგია, სხვა კი საწამლავია, ამას ამბობენ ლოთები”:))

       
  6. Sophie Golden

    სექტემბერი 16, 2009 at 2:07 PM

    სერიოზულად, ამ პოსტს რომ ვკითხულობდი, ვიფიქრე, ამ გოგოს ეს სიმღერები უყვარს-მეთქი 😀

    გინდაც გიყვარდეს, რა მოხდა. მე მუსიკალური სნობიზმი არ მჭირს და შეგიძლია გამანდო :ლოლ:

     
    • მარი ახსიაშვილი

      სექტემბერი 16, 2009 at 5:24 PM

      სოფიი, ხომ ვაღიარე – სიამოვნებით ვცეკვავდი მეთქი:)))
      ისიც ხომ ვაღიარე – მიოყვარს , უბრალოდ სიყვარუილი არის სხვადასხვა სახის მეთქი:)))
      ახალ “ასეთს” რომ აღმოვაჩენ, აღმოჩენის სიხარულს ვგრძნობს ხოლმე და ამ მხრივ მიყვარს:)))

       
  7. zurriuss

    სექტემბერი 27, 2009 at 2:07 PM

    …აზრი? 🙂

     
    • მარი ახსიაშვილი

      სექტემბერი 27, 2009 at 10:18 PM

      მდაააა..
      ზურა, მითქვამს და კიდევ გეტყვი..
      თუ ჩემს სტატუსებში, პოსტებში აზრს ვერ პოულობ და არ მოგწონს, ნუ შემოხვალ რაა…

       

Leave a reply to მარი ახსიაშვილი კომენტარის გაუქმება