RSS

დასასრულის დასაწყისი ანუ ბოლო კურსის პირველი დღე მეექვსეში

28 სექ

დაიწყო სწავლა:)

როგორც ყველა წელს, წელსაც ცუდი ამინდი იყო, უფრო ზუსტად ყველაზე ცუდი..

მეც ჩვეულებრივ წავედი თსუ – ში..

სტუდენტები, სტუდენტები, სტუდენტები…  ამდენი პირველკურსელი მეექვსე კორპუსში პირველად ვნახე, ყველგან ისინი იყვნენ. აბნეულები, დაბნეულები.. ჩემი თავი გამახსენდა, მაშინ ახალი დაწყებული იყო ინტერნეტით საგნების არჩევა. თან პირველები ვიყავით, ვინც  ფაკულტეტზე ჩავაბარეთ და არა სპეციალობაზე. მოკლედ, ძალიან დიდი არეულობა იყო.. მაშინ დეკანატიც პირველ კორპუსში იყო, მაგრად ვყაყანებდით ბავშვები. დათო პაიჭაძე და კიდევ ერთი კაცი (არ ვიცი ვინ:) შევიდოდნენ დეკანთან (მაშინ სოსო სალუქვაძე იყო), გამოვიდოდნენ – მალე იქნება ცხრილიო:)) შევიდოდნენ, გამოვიდოდნენ:)

მაშინ მეექვსე კორპუსში ამდენი ხალხი არ დადიოდა..

ახლა სოც – პოლიტების ბუდე ჩვენს საწყალ, ცისფერ , ფუნდამენტკურთხეულ კორპუსშია, ამიტომ ყველა კითხვა აქ ირკვევა, ყველა ცხრილი აქ უნდა ნახონ..

თუმცა, რატომ საწყალი (მეექვსე კორპუსს ვგულისხმობ) ? ძალიან ბევრი ცვლილება –
ტუალეტში – ქაღალდი, საპონი, ხელსახოცი.

ყველა სართულზე ახალი “სასტენდო” დაფები წარწერით  – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. (მერე რა, “” თუ უკვე მოუძრიათ “მავნეებს” (სკოლიდან მოყვებათ ხოლმე:))ახალი სანათები, ნათურებიანი და მინაში ჩასმული ცხრილები – მუზეუმის ექსპონატივით..შელაზებული დარბაზი..

სამონტაჟოში ვისნდოუსგადაყენებული და ნორმალურადმომუშავე კომპიუტერები. (ჩვენ ვაფუჭებდით, თორე:P:P

მეორე სართულზე ახალი კომპიუტერული ცენტრი – ახალთახალი კომპიუტერებით და მაგიდა-სკამებით. (დათო ბერიკაშვილმა თუ ირინე დარჩიამ შეასრულეს პირობა:) მადლობა მათ:))

ხო, ახლა მაგისტრატურის ამბავიც – ჟურნალისტიკაზე ჩაირიცხა ოთხი ბავშვი. “ჩემი თამუნა” (რა უნდოდაა, დაბნეული იყო ამ ზაფხულში ეს ბავშვი და:)):)), კიდევ ორი გოგო და ერთი ბიჭი..

ხოდა, ცხრილებზე ჩიოდნენ – შუადღეზეა ყველა ლექციაო. მაგრამ ყველაზე მთავარი – უნდა ისწავლონ ის საგნები, რაც უკვე ნასწავლი აქვთ – იგივე საათობრივი დატვირთვით, იგივე ლექტორებთან.. (აბა რა გეგონათ? ბოროტად მოხითხითე სმაილი:))

ეს მაშინ, როდესაც ორიოდ კვირის წინ თათია მჟავანაძე თავის კაბინეტში დათო პაიჭაძის მაგისტრატურაზე ამბობდა, რომ მაგისტრატურაში ასწავლიან იგივე საგნებს, რასაც ბაკალავრიატში. გამოდის, რომ ერთსა და იგივე ცოდნაში სხვადასხვა ხარისხს აძლევს სტუდენტს და ამიტომაც სამართლიანად აპროტესტებდნენ ბავშვებიო.. (ნუ, მე ბავშვებისგან არ გამიგია ეს პროტესტი, უბრალოდ, ვეკუას ინტერვიუ მაქვს წაკითხული ასავალ-დასავალში და იქ ამბობდა მსგავსს).

ეს მაშინ, როცა “მედია და ახალი ტექნოლოგიები”  იყო არაჟურნალისტებისთვის და ამათი პროგრამა კი  სწორედაც რომ ჟურნალისტური განათლების მქონე ბაკალავრებისთვის არის განკუთვნილი .

ძალიან მაგარი – იმ ოთხიდან ორი თუ დაფინანსებას ვერ მოიპოვებს, არ აპირებენ დარჩენას. მესამეს ცხრილი არ აწყობს და თუ დარჩა მარტო თამუნა, მერე ნახოს მაგან:)) მარა, იმედია გაითვალისწინებს იმ რჩევას, რასაც მე და ანელი ვაძლევთ და:)))

ჰო, ეს მერე:))

Advertisements
 
14 Comments

Posted by on სექტემბერი 28, 2009 in ღია რადიო

 

ტეგები: , , , , , ,

14 responses to “დასასრულის დასაწყისი ანუ ბოლო კურსის პირველი დღე მეექვსეში

  1. nata oboladze

    სექტემბერი 29, 2009 at 8:44 AM

    არ მესმის რატომ აბარებს მეექვსე კორპუსელი სტუდენტი მაგისტრატურაზე ისევ მეექვსე კორპუსში :))) მართლა ღირსია საგნებიც დაემთხვეს (ისიც შუა დღეს) და თან იგივე საგნები ისწავლოს, რაც ბაკალავრიატში :)) ყველამ ვიცით რა სიტუაციაცაა მაგისტრატურაში ჩვენთან და მანდ ჩაბარება სიგჟეა 😐 გრანტი კი არა სუ რო აქეთ უხადონ ფული მაინც არ უნდა გააგრძელოს მანდ სწავლა :)))

     
    • mari

      სექტემბერი 29, 2009 at 9:36 AM

      ორი თვეა მაგასდა ვჩხავით თავზე:D:D
      თან წარმოიდგინე რეები გაიზეპირა – იბერის და ტაბიძის წიგნები. 70-იან წლებში გამოსული სახელმძღვანელოები.. პუბლიცისტურ წერილებზე აღარაფერს ვამბობ

       
  2. g.khubuluri

    სექტემბერი 29, 2009 at 9:55 AM

    არადა ამათ რომ ჰკითხო განათლების სერიოზული რეფორმა ჩაატარეს და თითქმის იდეალურთან არის მიახლოებული როგორც საბაკალავრო,ისე სამაგისტრო პროგრამა.

     
    • mari

      სექტემბერი 29, 2009 at 11:14 AM

      რაღაცები გამოსწორდა, ვერ დაუკარგავ, რომ თითქმის ყველა ლექტორს აქვს სილაბუსი, მაგრამ ამდენ სტუდენტს როცა იღებ, რაღაც უნდა დაახვედრო რა.. თხუთმეტკომპიუტერიანი კლასი გააკეთეს, მაგრამ ორასი სტუდენტით მეტი როა ფაკულტეტზე?
      და სხვა…

       
  3. g.khubuluri

    სექტემბერი 29, 2009 at 12:18 PM

    არა,ნათელია რომ ცდილობენ რაღაცის გაკეთებას და ხშირ შემთხვევაში წარმატებულათაც,მაგრამ არა იმ დოზით,რომ კმაყოფილებას მივეცეთ.იურიდიულზე რა ხდება ვერც წარმოიდგენ,მარტივ მაგალითს მოგიყვან.ხუბუას საგანზე 1200 პირველკურსელია დარეგისტრირებული და ეს იმ პირობებში,როცა ლექციებს მხოლოს “ბატონი გიორგი” კითხულობს…

     
  4. mari

    სექტემბერი 29, 2009 at 12:35 PM

    რას ამბობ.. წარმოუდგენელია..
    ანუ ფაკულტეტზე მინიმუმ 1200კაცი მიიღეს?
    მე ვიცოდი, რომ იურიდიული ფაკულტეტი ყველაზე მოწესრიგებული იყო..

     
  5. g.khubuluri

    სექტემბერი 29, 2009 at 1:03 PM

    ოფიციალურიად 950 კაცი მიიღეს + სხვა უნივერსიტეტებიდან გადმოსული ხალხი და ჯამში კი გამოდის 1200.

    პ.ს. მცდარი წარმოდგენია გქონია ჩვენ ფაკულტეტზე ))

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 29, 2009 at 1:46 PM

      რავიცი, სტუდენტები ყველაზე მეტად მაგ ფაკულტეტს ემადლიერებოდნენ:)
      ეტყობა ეგ “უკეთესია უარესში:D:D

       
  6. dreamar

    სექტემბერი 29, 2009 at 8:37 PM

    jurnalistikis magistraturis cxrili ukve cnobilia? :O fsiqologebtan jer is ar vicit vin chairicxa da vin ara 😐

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 29, 2009 at 8:39 PM

      მეექვსეში ოპერატიულები არიან ბიძია:)

       
  7. დათო პაიჭაძე

    სექტემბერი 30, 2009 at 6:36 AM

    მცირე შენიშვნა: თსუ ჟურნალისტიკის მაგისტრატურაში 4 სტუდენტმა ჩააბარა? ჭავჭავაძის ჟურნალისტიკის მაგისტრატურაში კონკურსია და 20 სტუდენტის არჩევა მოგვიწევს. ბაკალავრიატში ჩემსთან იმავე საგნებს ასწავლიან, რასაც მაგისტრატურაში? ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ბაკალავრიატში ჟურნალისტიკა მხოლოდ მაინორია და ისიც მილევადი – ანუ ორი წლის შემდეგ იმუშავებს მარტო მაგისტრატურა. ხოლო ბაკალავრიატს შეგვიძლია შევთავაზოთ არა მაინცდამაინც ჟურნალისტური საგნები – წერის ოსტატობა, შესაძლოა, ჟურნალისტის გარდა, სხვასაც გამოადგეს – მაგალითად. მოკლედ, როგორც იტყვიან, იგრძენით განსხვავება. 🙂

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 30, 2009 at 10:33 AM

      ბატონო დათო, თქვენს მაგისტრატურაში დალი ოსეფაშვილისას გულისხმობდა ანუ იმას, რაც თსუ-შიც არის.. იგულისხმებოდა, რომ რაც ჩვენთან ბაკალავრიატში ისწავლებოდა, იგივეს სწავლობდნენ მედია და ახალი ტექნოლოგიების მაგისტრები (თათიას თქმით, სტუდენტებს პრეტენზია ჰქონდათ იმაზე, რომ ერთსა და იმავე ცოდნაში აძლევდით სხვადასხვა ხარისხს. ანუ სტუდენტები , ვინც ბაკალავრიატში ისწავლეს – მედიასამართალი, მედიამენეჯმენტი, ახალი ამბები, რადიო, ტელე, ჟურნალი, გაზეთი და სხვა და მაგისტრები, ვინც ისწავლეს იგივე საგნები, მიიღებენ სხვადასხვა ხარისხს – ერთნი ბაკალავრიატის, მეორენი მაგისტრის დიპლომს. (თუმცა, მე ეს პრეტენზია არავისგან მსმენია)..
      P.s – თქვენთან ჟურნალისტიკაზე მაღალი კონკურსია? და შარშან როცა თსუ-ში გააკეთეთ ეს პროგრამა – არ ითხოვდით სპეციალობის ცოდნას და წელს ამასაც ითვალიწინებთ? დეიდაშვილი აბარებს თქვენთან , ჯოლოგუას კონსპექტი მივეცი წასაკითხად (როგორც შესავალი), მაგრამ ახლა ვნანობ – ახ.ამბების რვეული უნდა მიმეცა:)

       
  8. Sophie Golden

    სექტემბერი 30, 2009 at 10:59 AM

    ძირს მაგისტრატურა!
    გაუმარჯოს ბლოგებს! 😛

     
    • mariakhsiashvili

      სექტემბერი 30, 2009 at 7:08 PM

      ბლოგებს გაუმარჯოს, მაგრამ მაგისტრატურაც მინდა (არამეექვსე კორპუსში, ცხადია:)))

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: