დღეს თსუ-ში 4საათისკენ მივედი, შოთა ვნახე, ჩემი ყოფილი ჯგუფელი – შენ კარგი ფელეტონისტი იქნებოდიო – კარგად მაცინა:)
მერე კახა ვნახე. გადამკოცნა – ღია რადიოს სასტავი როგორ არისო:)) არა, ეგ კაცი გამოცვალეს მაართლა. საერთოდ აღარ ჯიჯღინებს, სულ გაღიმებულია, აღარ წუწუნებს.. აქამდე დაენიშნათ ლექტორად:)))
მერე “მედიის კვლევის მეთოდების” ლექციას დავესწარი. ბოლო პერიოდში ძალიან მინდოდა რამე გამომეკვლია.. ხოდა გული ძალიან დამწყდა, საბაკალავროს გაუქმების ამბავი რომ გავიგე . ნუ, საღერღელი “ჩემების” რადიობაზრის კვლევამ ამიშალა და ეს საგანიც ჩემს მშველელად გამოჩნდა.
ხოდა, ჯერჯერობით მხოლოდ ამ საგნით ვარ აღფრთოვანებული.. ინტერესის სფეროები ჩამოვყარეთ – რისი კლევა გვინდა.. ორი თემა მაქვს –
1) განათლების საკითხები მედიაში ანუ ერთი მხრივ, მედიის კვლევა – როგორ აშუქებს მედია განათლების საკითხებს (აქ მეტად უნდა დავკონკრეტდე) და მეორეს მხრივ, აუდიტორიის კვლევა – რა დოზით და რა სახის ინფორმაცია სურთ განათლებაზე (ესეც “დასავარცხნია”)..
2) და ბლოგები. ბლოგოსფეროს კვლევა – თემატური ბლოგები, მათ რეიტინგს რა განაპირობებს. აქ ვიზუალური კვლევაც შეიძლება (ანუ ბლოგის ვიზუალური მხარე რამდენად ახდენს გავლენას მკითხველის მოზიდვაზე), ჟურნალისტი და ბლოგერი; ქართული და უცხოური ბლოგოსფეროს შედარება. (მოკლედ, ფოკუსი აქაც მჭირდება)..
მაგრამ ახლა აღარ ვიცი, რომელს მივაწყდე:(
ორივე მაინტერესებს.. ბლოგებზე უფრო სახალისო გასაკეთებელი იქნება.. მაგრამ განათლებაც მაინტერესებს. თან ეს იმ მხრივაც მინდა, რომ მაგისტრატურაში “განათლების ადმინისტრირება” – ზე ვაპირებ ჩაბარებას და ეს კვლევა რაღაც გეზს მომცემდა. ( ესე მექნება მოსამზადებელი, გასაუბრებით კი არ არის ბიძია:))
მარა გასაუბრება ეძახე შენ და მგონი, ეგ უფრო ჩამჭრელია:)) ამ “განათლების ადმინისტრირებასთან” ერთად, ვაპირებ ილიაუნის ჟურნალისტიკაზეც. (აბა, ესეში რო ჩავიჭრა?:)) მარა, ახლა ვფიქრობ, იქ უფრო არ ჩავიჭრა🙂
აბა, “რომელი ჟურნალისტი და რატომ მოგწონს” – ალბათ, ვერ ვუპასუხებ:)) ან ვუპასუხებ – არც ერთი მეთქი:))
ხოდა, მე “განათლების ადმინისტრირებაზე” ვლაპარაკობდი. ამიტომ მინდა უფრო ამ განათლების მხრივ კვლევა, რომ რაღაცაში წამადგება.
ისე, ნინო ჟიჟილაშვილს უნდა ვკითხო – არ შეიძლება ორივე რომ გავაკეთო?:))
ნუ, შეფასებით ერთი შემიფასოს და მეორეს ჩემთვის გავაკეთებ, ოღონდ გეზი მომცეს:))
ალბათ, არც ისე ადვილი იქნება ორი კვლევის ჩატარება, მითუმეტეს, ჩემი დღის განრიგის გადამკიდე – კვირის შვიდივე დღე ისე მაქვს გამოტენილი, ნემსი არ ვარდება:)) შაბათსაც კი ვსწავლობ და კვირასაც კი ვმუშაობ”:))
მაგრამ მაინტერესებს:)
ლექციის მერე რამდენიმე წუთს დარბაზში დავსხედით მეი, ინგა და თამუნა. კახამ რო გამოიარა, თავში შემოირტყა ხელები (სიცილით:)) – თქვენ 80 წლისები რომ იქნებით, მაინც აქ მოხვალთ და ილაპარაკებთ. მაგრები ხართ “ღია რადიოვო”:))
ხოდა ასე.. ის მედიის კვლევა კი ძილშიც ჩამყვება ახლა:))
ხვალ დილით დევნილთა სამ დასახლებაში – კოდა, ხურვალეთი და წეროვანი – მივდივარ. “24საათისთვის” სტატია უნდა დავწერო დევნილთა ყოფაზე. ძალიან მიმიხარია. ასეთი ჟურნალისტიკა უფრო მიყვარს..საბლოგე რეპორტაჟსაც და საგაზეთო სტატიასაც დავდებ ბლოგზე, რა თქმა უნდა:))
თაზო
ოქტომბერი 2, 2009 at 5:16 PM
ამ საგანმა თავიდან მეც აღმაფრთოვანა, მაგრამ საბოლოოდ ჩემი “წერა” აღმოჩნდა 🙂 იმედია, შენ მაინც გაივლი წარმატებულად 🙂
mariakhsiashvili
ოქტომბერი 2, 2009 at 5:19 PM
რატომ აღმოჩნდა შენი წერა?:))))
თაზო
ოქტომბერი 2, 2009 at 5:20 PM
ეს ის “გადაწერილი გამოცდაა”, ალბათ იცი 🙂 თან, იმ დროს სხვა ლექტორი მყავდა
mariakhsiashvili
ოქტომბერი 2, 2009 at 5:21 PM
უი, რას ამბობ. ესაა?:))))))
კი მაგრამ ეს საგანი შარშან არ ისწავლებოდა პირველად?
თაზო
ოქტომბერი 2, 2009 at 5:24 PM
სწორედ რომ შარშან 🙂
mariakhsiashvili
ოქტომბერი 2, 2009 at 5:46 PM
შენ რა გითხარი:)))
მე მეგონა, “ბავშვობაში” გააკეთე – პირველ-მეორე კურსზე:))
სოფოსტან როგორ გადაიწერე:P:P:P
თაზო
ოქტომბერი 2, 2009 at 8:07 PM
ეგ იყო ყველაზე ცუდი და უსიამოვნო ისტორია, რაც კი თსუ-სთან მაკავშირებს, მთელი თავისი გაგრძელებებით.
Tamuna
ოქტომბერი 3, 2009 at 8:47 AM
🙂
Sophie Golden
ოქტომბერი 7, 2009 at 3:42 PM
ლოლ
არ მჯერა, რომ კახა შეიცვალა! ჩემგან დიდი მოკითხვა!
თამუნა და ინგა ისევ მანდ დადიან? გამაგიჟებენ ეგენი 😀
წარმატებები, მარი!
mariakhsiashvili
ოქტომბერი 7, 2009 at 6:35 PM
ჩვენც გაოცებულნი ვართ კახას მეტამორფოზით:)))
თამუნამ ჟურნალისტიკაზე ჩაბარა ისევ იქ:))) ინგა ფსიქოლოგებიდან გადმოვიდა:))
ანელი და მეორე თამუნაც გეოგრაფიაზე მანდ:)) ანუ ერთად არიან.. ერთი მე ვაცივებ კერას სამსახურის გამო:):((