ახლა მარის ბლოგზე წავიკითხე მისი მაგისტრატურის ამბები და ისევ შემომაწვა ის ფიქრები, რაც მაქვს ხოლმე:) კერძოდ, რა უნდა ვქნა გაისად:) დავფიქრდი და თითქოს ბევრი რამ მაინტერესებს, მაგრამ მაინცდამაინც არც არაფერი. ერთ პროგრამაზე, სადაც ჟურნალისტიკის გარდა შევიტან , ”განათლების ადმინისტრირებაა”, მაგრამ ამისიც სახელი მომწონს და უბრალოდ, განათლების სფერო ასე თუ ისე, მაინტერესებს. მაგრამ არ ვიცი, იქ რა უნდა გავაკეთო. რომ დავამთავრებ, მერე რა უნდა ვქნა. საერთოდ ვინ გამოვალ, რა პერსპექტივა მაქვს, ალბათ ის, რომ რაღაცას ვისწავლი ადმინისტრირებაზე . ამასწინ სიკო ჯანაშიას ველაპარაკე და მან თქვა – რატომ არ მოდიან განათლების მეცნიერებებზე, იმიტომ რომ ხელფასი არის 200ლარიო. თან პედაგოგის და მასეთის ”ნიჭიც” არ გამაჩნია, რომელი განათლების დამგეგმარებელი კიდევ მე გამოვალ. თელავში სემინარზე ერთმა ჟურნალისტმა მკითხა – რა, დირექტორობა გინდაო? ჩემი აზრით, განათლების ადმინისტრირება მაინცდამაინც დირექტორობას არ გულისხმობს და სკოლაში ყოფნაზე კიდე არასოდეს მიფიქრია..
მე მინდა მხოლოდ ჟურნალისტიკა , არაფერი სხვა. ვერ წარმომოდგენია, რომ შეიძლება სადმე სხვაგან ვიმუშაო, სადმე სხვაგან ვიყო.. ვერ წარმომიოგდენია და რა ვქნა, არადა ბაზარი არის დიდი, ადგილები ცოტა.. მაგრამ სხვაგან ყრია? თან ისიც ხომ არ არის. ”ლიჟბი” ვიმუშაო და სადაც გინდა, ის იყოს..
მოკლედ, არ ვიცი რა ვქნა.. მაგისტრატურის დიპლომი მაინც მინდა.. საერთო სამაგისტრო გამოცდებზე უნდა გავიდე. ასე თუ ისე, იმედი მაქვს , რომ დაფინანსებას მივიღებ. მაგრამ მერე რა ვქნა… ისევ ჟურნალისტიკა? შეიძლება დიდი ვეღარაფერი ვისწავლო, მაგრამ ვისწავლო ის, რაც აქამდე არ მისწავლია – ანალიზური ჟურნალისტიკა, ტელევიზიაზე ამბობენ, რომ ჭავჭავაძეს აქვს კარგი ბაზა . კიდევ? ამ ორი საგნისთვის? ალბათ სამაგისტრო კვლევისთვისაც.. და საბოლოო ჯამში – მაგისტრის ხარისხი.. მოკლედ, არეული ვარ ძალიან;) ამბობენ, რომ გაისად მეორე მაგისტრატურასაც აკეთებს პაიჭაძე – უფრო კვლევებზე ორიენტირებულსო და თუ გაკეთდა, ალბათ უფრო იქ ვცდი.. იმედია, გაისად არ მომიწევს ნატვრა ანელისავით : ღმერთო, ნეტა ფასიანზე მოვხვდე, რომ არ გავაგრძელო მეთქი:) (არა, ანელი მაინც ძააან მაგარია რა;).. ერთი ვიცი, რომ თსუ-ს ჟურნალისტიკაზე ფეხს არ შევდგამ, ისიც მყოფნის, რასაც ახლა ვწვალობ:)
ხვალ თამუნას აქვს გასაუბრება ილიაუნის ჟურნალისტიკაზე – ძალიან გვაინტერესებს, რა სახით გაესაუბრებიან უკვე ჟურნალისტებს. შეიძლება მე და ანეც გავყვეთ – რამე რომ დაჭირდეს, ხომ უნდა ვუკარნახოთ გარედან..
მე კი მომიწევს კიდევ კაი ფიქრი;-)