RSS

რატომ?! ანუ დაცლილი ოთახები..

26 ოქტ

ცოტა გულდაწყვეტილი პოსტია, უფრო ზუსტად მე ვარ გულდაწყვეტილი და ვცდილობ, ეს ამ პოსტში გამოვხატო. რამდენიმე დღეა მინდა ამაზე დაწერა, მაგრამ ვეღარ მოვახერხე და ვეღარ..

დღეს დილით ილიაუნიში ვიყავი, თამუნამ – თუ რამე დამჭირდა, ხომ უნდა “მიკარნახოვო”, მაგრამ იქამდე დარჩენა ვეღარ მოვახერხე – “გამსაუბრებელმა” არ გაგვაოცა და ჩვეულებისამებრ დააგვიანა. ლექციების მერე ავაკითხე თამუნას სამონტაჟოში.…

ხოდა, გული ჩამწყდა.. რაც სწავლა დამეწყო, თითქმის ყოველდღე ”ავირბენ” ხოლმე მეოთხე სართულზე – ნაცნობი ინერციით.. და მხვდება რა – დაკეტილი ან ღია, მაგრამ სრულიად ცარიელი ოთახები.. გამორთული ან ტყუილად ჩართული კომპიუტერები..

DSC02708

ასეთი დაცლილი სამონტაჟო შარშან არავის უნახავს….

საშინელი პროტესტის განცდა გამიჩნდა.. გამახსენდა “შარშან” – ყველას მაშინ უნდოდა მეცადინეობა, ყველას მაშინ ჰქონდა სამონტაჟო, ყველას ჯგუფის “დღე” მაშინ იყო.. ყველა ჩვენ გვსაყვედურობდა – ”არენდით გაქვთ კომპიუტერები აღებული”? “მარტო თქვენ როგორ მუშაობთ”, “აუ, ეს პაიჭაძის სტუდენტები”.. ერთი ცხვირნისკარტა ბიჭი ახლაც უცხოპლანეტელივით გვიყურებს ხოლმე , განსაკუთრებით, მე და ანელის რომ დაგვინახავს გაოცებულ – შეშფოთებული სახით გადააქნევს ხოლმე თავს. თუ ვინმე უდგას,  კიდევ, აუცილებლად ჩაულაპარაკებს – ესენი ისევ აქ არიან ეე..

ორიოდე კვირის წინ ავედით, ხოდა კახამ ანელის და თამუნა ლემონჯავას უთხრა – თქვენ ჟურნალისტიკის სტუდენტები არ ხართ და ვერ შეგიშვებთ, აქ რადიოსამონტაჟო პროგრამებისთვის მხოლოდო.. სად არის რადიოსამონტაჟო პროგრამით მოსარგებლე სტუდენტები? დამანახვეთ …
თან კახა ლექტორი გახდა:-) რადიოს სემინარს კითხულობს და თამუნასთვის ასეთი რამ უთქვამს : ახლა იცით როგორ იქნებაო? ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ახლა სტუდენტებს ვასწავლით და “ყველაფერს” თავად გააკეთებენო:-)

ოფ:-) ჩვენ ხომ სულ ეგ გვიკეთებდა. მაგას ვანდობდი რამეს? მწარედ მახსოვს , სულ პირველი დავალება – მუსიკალური პრომოს გაკეთებისას, რა გამიკეთა მუსიკალური ბმები გავაკეთე მე და ჩემი ხმა რომ უნდა დამედო, მაშინ შემოვიდა სამონტაჟოში და ეს ”მულტიტრეკში” უნდა გააკეთოვო. (მაშინ მონტაჟის პირველი მცდელობა გვქონდა და რას ვიფიქრებდი თუ არ ეცოდინებოდა ერთგანზომილებიანში ”მიქსფეისტი”), არ მინდა ასე გავაკეთებ მეთქი. არა, როგორ შეიძლებაო. ხოდა ხმა მუსიკაზე ანუ კლიპის ბოლო მონაკვეთზე მან დამიდო. პაიჭაძემ რომ მოუსმინა, სწორედ ის ნაწილი დაიწუნა, რაც კახამ გამიკეთა – მუსიკამ შეჭამა ხმაო და ჩემს ბმებზე კიდევ – კარგი სმენითი გემოვნებით არის გაკეთებულიო. როგორ გამიტყდააა – ჩემი ბრალი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ასე არ დამწყდებოდა გული.. (მაინც რა ვართ რა:-)

5815_1035476745017_1768412221_70901_2911545_n

დაამონტაჟეთ, იცით, რა კარგია?!:-P

ხოდა, ამ წლევანდელ სამონტაჟო ოთახებზე ვამბობდი – კაიფი ის არის, რომ წელს აღარც “ადნაკლასნიკები” უნდათ, აღარც სკაიპი, აღარც “მილიტარისტული თამაშები”, აღარც დისკოთეკის გამართვა, ”დაჟე” ალექსანდრეს ბაღის მოწყობის ხასიათზეც კი აღარ არიან… მაშინ როცა, შარშან ამ დროს უკვე სავსე კი არა, გადატენილი იყო სამივე ოთახი. ლქციიდან რომ გამოვდიოდით, რიგში ვიდექით და ჩვენს “ოჩერედს” ველოდით. ოთახებში დასაჯდომი სკამი და თავისუფალი კომპიუტერები კი არა, დასადგომი ადგილი აღარ იყო ხოლმე…
DSC02709

აბა, გამაგებინეთ, ჩვენი ჯინი სჭირდა ამ ხალხს? მთელი წელი დილით არ მძინებია, ადგილის დასაკავებლად 9საათზე ვხვდებოდით ხოლმე კახას და ახლა 12-ზე, 2-ზე, 4-ზე – როცა გინდა – ადი, ყოველთვის თავისუფალი დაგხვდება.. არადა, წელსაც არის რადიოს ჯგუფები, წელსაც აძლევენ დავალებებს – მეტს , ვიდრე შარშან.. რა ხდება???

ანელი ამბობდა ამასწინ – მგონი, ჩვენ ვაძლევდით ამ ხალხს იქ ამოსცლის ”სტიმულსო”, ჩვენ რომ გვიყურებდნენ , იქ ვიყავით, თავადაც უნდებოდათო..

ხალხო, სტუდენტებო, ადით, აღარ გვაქვს არენდით აღებული, დავცალეთ ოთახები, კომპიუტერებიც ნორმალურად მუშაობს – არ გაგიშრობთ სისხლს ისე, როგორც ჩვენ გვიშრობდა (თუმცა, მაკა ჯოხაძემ გვითხრა ამასწინ – ეს კომპიუტერები გიშრობდნენ სისხლს თუ თქვენ უშრობდით, სულ თქვენ იჯექითო:-) აღარ ვათენ-ვაღამებთ, აღარ ვართ მანდ. მართალია, კახა მაინც წუწუნებს – “ღია რადიო” ვერ მოვიშორეო, მაგრამ ტყუილია – მოიშორა..
ნუ დატოვებთ იმ ოთახებს, იმ კომპიუტერებს, “adobe audition” – ს უპატრონოდ – არ არის ცუდი საქმე…
5815_1035476385008_1768412221_70895_1174707_n
თორემ ჩვენ რა – ჩვენ რადიოს ეპოქა უკვე შევქმენით მეექვსე კორპუსში. ყველას ემახსოვრება, არავის დაავიწყდება მანდ ”ღია რადიო”:-))

Advertisements
 
22 Comments

Posted by on ოქტომბერი 26, 2009 in თსუ

 

22 responses to “რატომ?! ანუ დაცლილი ოთახები..

  1. Tamuna

    ოქტომბერი 26, 2009 at 7:01 PM

    gaixare shen 😀 movkvdi sicilit 😀 😀 😀 😀 😀

     
  2. g.khubuluri

    ოქტომბერი 26, 2009 at 7:31 PM

    იმდენი მსმენია და წამიკითხავს,რომ ერთხელ აუცილბლად უნდა ვინახულო მეექსვე კორპუსი… )))

    პ.ს.ბევრი აქ წამიკითხავს …. )))

     
  3. მარი ახსიაშვილი

    ოქტომბერი 26, 2009 at 7:34 PM

    :-))))
    ეჰ, დიდი აღარაფერი:-)))
    შარშან მართლა კარგი იყო:-) ახლა იქ შეხედვაც აღარ მინდა:-(

     
  4. თაზო

    ოქტომბერი 26, 2009 at 7:38 PM

    მეოთხე სართულის დაცარიელების მიზეზად, მე მეორე სართულზე ახალი კომპების მოტანა მიმაჩნია. შარშან კი ეგ კომპიუტერები მეექვსეში საუკეთესო იყი და შესაბამისად, ყველა მას აწყდებოდა.

    თუმცა, ახალი კომპი ახალ განათლებას ნაღდად არ ნიშნავს. მეოთხე კურსელ სტუდენტს რომ გვერდების ფავორიტებში ჩამატებას ასწავლი, ხომ უნდა გარტყმევინოს კაცმა თავი თხევადკრისტალურ მონიტორზე?

     
  5. Sophie Golden

    ოქტომბერი 26, 2009 at 7:56 PM

    მარი, რომ იცოდე, შენი პოსტების მერე გული როგორ მწყდება. შენ და შენი “ღია რადიო” მართლა იმსახურებთ კარგ სპონსორს, მშვენიერ რადიოს გააკეთებდით და შენში მენეჯერის დიდ ნიჭს ვხედავ. თუმცა ჯერ ყველაფერი წინ გაქვს.

    კახა ჯერ ლექტორი არ იყო და მახსოვს მაგის ამბიციები, ახლა წარმიმიდგენია 😐 Oh, mein Gott!!! 😐

     
    • მარი ახსიაშვილი

      ოქტომბერი 26, 2009 at 8:05 PM

      უჰ, კი სოფი:)
      ლექტორობამ გვეგონა გამოცვალა და კაი ხასიათზე დააყენა, მარა არააა:-))

      შენს პირს შაქარი, სოფი:) იქნებ, მოვახერხოთ მართლა და ”ღია რადიომ” მართლა ნახოს დღის სინათლე:))

       
  6. მარი ახსიაშვილი

    ოქტომბერი 26, 2009 at 7:57 PM

    კი, მაგრამ მეორე სართულზე თითქმის ყოველთვის ლექციაა, თან იმ კომპიუტერებში არ არის ბგერის სამონტაჟო პროგრამა – შარშან სწორედ ეს ჰქონდათ პრეზტენზია, რომ – აი, ჩვენც გვაქვს სამონტაჟო;)

    ვაიმე, ეგ არ მითხრა თაზო, ხვალ მაქვს ტესტირება:-) ალბათ, უნდა დავწერო – მაილზე როგორ შევიდო, კონტაქტი როგორ დავიმატო, როგორ დავაფორვარდო:-))

    მერე ვორდის სესწავლას დავიწყებთ:))

     
    • Tamuna

      ოქტომბერი 26, 2009 at 8:10 PM

      vaime, mari ragaca zaan cin gaicherit 😀 jer erti tvea rac scavla daicko da ra achqarebuli tempia ?:D

       
      • მარი ახსიაშვილი

        ოქტომბერი 26, 2009 at 8:27 PM

        მაააშ:-)
        გაძლიერებული კურსია გენაცვალე:-))) მთავარი მიზანი არის ”პაუერპოინტი” და მიზნამდე აუცილებლად მივაღწევთ:-)))

         
  7. nino

    ოქტომბერი 26, 2009 at 9:48 PM

    mari, eg ici risi bralia? qvemot axalTaxali, cincxali kompiuterebi rom mogvitanes :))) au, mec vexvewe im dRes magdas da gvancas, avideT zemoT..vnaxoT-meTqi…mec momenatra, miuxedavad imisa, rom mxolod erTi kvira makavSirebs mag oTaxTan :))))

     
  8. მარი ახსიაშვილი

    ოქტომბერი 27, 2009 at 6:16 AM

    :–))
    მე არ მგონია ეგ ერთადერთი მიზეზი იყოს. იმიტომ, რომ 15კომპიუტერი დგას დაბლა – მათ ადგილას ადრეც იდგა ამ რაოდენობის ნახევარი – და ყოველთვის იყო მეორე სართულიც სავსე. ანუ ისხდნენ მეორე სართულზეც და ამოდიოდნენ მაღლაც – ოღონდ მეოთხე სართულზე არ ისხდნენ მხოლოდ იმ 12კომპიუტერთან – ორჯერ მეტი რიგში მუდმივად იდგა და ოთხჯერ მეტი ამოვიდოდა – “აუ, ადგილები არ არის? თუმცა, სად იქნება, ესენი არიან”_ და გავიდოდნენ. გარდა ამისა, იმ ახალთახალი კომპიუტერების ოთახში დღის თითქმის ნახევარი ეთმობა ლექციებს – ახალი მედია, ბეჭდური მედია, საპრეზენტაციო (თან არაერთი ჯგუფია) და დაკავებულია ძალიან ხშირად. გარდა ამისა, წესით სტუდენტების ოდენობას უნდა მოემატნა , რადგან წელს შემოვიდა გაცილებით მეტი სტუდენტი, ვიდრე გავიდა შარშან და ეს 15კომპიუტერი რამსენს უნდა..

    და ბოლოს, თუ ეს ყველაფერი ახალი კომპიუტერების ბრალია, გამოდის, რომ რადიოს არავინაც არ აკეთებს (თუმცა, წინა სემესტრში სწორედ ისინი “გვკლავდნენ”, ვინ ახლა მეორე სემესტრის რადიოს აკეთებენ და ახლა მეტი არ უნდა ჰქონდეთ სამონტაჟო???(ან აკეთებენ სახლში) – თუმცა, გუნდური მუშაობის პროდუქტი სახლში როგორ უნდა გააკეთო, არ მესმის:)

     
  9. nino

    ოქტომბერი 27, 2009 at 5:09 PM

    მარი, რატომ ხარ ასეთი გაბრაზებული რადიოს სხვა ჯგუფებზე არ მემსის…. :))) კი, ნამდვილად, რადიოს მეორე სემესტრს გავდივართ და დავალებაც ბევრად მეტი გვაქვს და ვაკეთებთ კიდეც… არა მგონია, გამუდმებით ყოფილიყო თქვენზე შარშან ვინმე `გადაკიდებული`. სავარაუდოდ, კვირაში 1-2-ჯერ მოემართოთ კომპიუტერების დათმობის თხოვნით…. მაგრამ ასე დაგამახსოვდა :)))
    რაც შეეხება გუნდური სამუშაოს სახლში გაკეთებას, პრობლემას ვერ ვხედავ. წინა გადაცემაში მე საინფორმაციო მქონდა მოსამზადებელი. სტუდიაში ჩავწერე, სახლში დავამონტაჟე და დამონტაჟებული ავიტანე და იქ ავაწყეთ მთელი გადაცემა ერთად 🙂

     
    • mariakhsiashvili

      ოქტომბერი 27, 2009 at 7:02 PM

      არა ნინო, კვირაში ერთი-ორჯერ ნამდვილად არ ყოფილა:) ეს იყო ყოველდღე – ახლა კი ყოველდღე ცარიელია ის ოთახები. გაბრაზებული ნაკლებად, უბრალოდ, ცოტა გული მწყდება..

       
  10. utsnobi

    ოქტომბერი 27, 2009 at 7:09 PM

    samcuxaroa rom is rac gviyvars xandaxan iseti agaraa xolme..

     
    • mariakhsiashvili

      ოქტომბერი 27, 2009 at 7:17 PM

      კი:-(

       
  11. jelsomina

    ოქტომბერი 28, 2009 at 10:07 PM

    მე სახლში ვამონტაჟებ, ალბათ სხვებიც 😀 ცოტა მსუბუქად შეხედე : ))

     
    • mariakhsiashvili

      ოქტომბერი 29, 2009 at 6:43 AM

      ჰეჰ:)
      შარშან არ ამონტაჟებდნენ სახლში?

       
      • Dissolved girl

        ნოემბერი 1, 2009 at 12:56 PM

        აბა რისი თქმა გინდა? :)) იქნებ წელს ყველა საკუთარ კომპიუტერიანმა აირჩია რადიო, რომლსაც ჯართთან მუშაობას ნორმალური PC ურცევნია? სორიტავტოლოგია :))

         
  12. Dissolved girl

    ნოემბერი 1, 2009 at 12:54 PM

    რატომ მიგაქვთ ასე ახლოს გულთან ვერ ვხვდები :)) მე, მაგალითად, სახლში ვამონტაჟებ და საერთოდაც, რესურს ცენრში მთელი 4 წლის განმავლობაში ერთად ორი საათიც არ გამიტარებია :)) ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში :))

     
    • mariakhsiashvili

      ნოემბერი 1, 2009 at 1:05 PM

      არადა, ჩვენი ჯგუფიდანაც ჰქონდათ კომპები – თუმცა, გუნდური სამუშაოს სახლის კომპში გაკეთება (ნაწილის კი) არ მიმაჩნია – რომ გამოვიდეს. ნუ, გააჩნია დავალებასაც;)
      გულთან ახლოს ის მიმაქვს, რომ შარშან ვინც ”არენდით კომპების აღებაში” ”გვადანაშაულებდა” – ყველას ჰქონდა შინ კომპი:) – თუმც, კახა და ათო ხშირად ამოუგზავნიათ ჩვენს გასაყრელად:)

       
      • Dissolved girl

        ნოემბერი 1, 2009 at 1:36 PM

        ნუ რავიცი, მე გუნდური სამუშაო მაინც ჩემთან მირჩევნია მთელი ჯგუფით, მეზიზღება ის მკვდარი კომპები :)) დათოს და კახას მსახვრალი ხელიც არ შემხებია ჯერჯერობით, ცუდს ვერაფერს ვიტყვი :))

         
  13. mari333

    მარტი 4, 2010 at 12:24 PM

    ეგ ამბები რა გასაკვირია , სკოლებში რო მოარიხინებს მთავრობა დიდის ამბით კომპოებს სულ არავის აინტერესებს, კაციშვილი არ იხედება იქით, 5წელი ინტერნეტიც არ აღირსეს და ცარიელი კომპოების ყურება კი ამოუვიდა ყველას ყელში.
    ბავშვებმა ბეჭდვაც კი არ იციან ხეირიანად ,
    მაგრამ ეს არაფერი, მასწავლებლები საერთოდ მაგის აზრზე არ არიან…

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: