მოკლედ, დავტრენინგდი…
სიმართლე რომ ვთქვა, პირველი დღე უფრო მომეწონა, მაგრამ შაბათსაც არაუშავდა;)) ნუ, ბევრი რამ ვერ მოესწრო, ”რედისონის” პროექტორის გამო ერთ ფილმს ვერ ვუყურეთ, ხმა არ ჰქონდა:-(
მეორე დღეს ძირითად ოჯახურ ძალადობაზე, და მედიაში გენდერულ დისბალანსზე ვისაუბრეთ. რაღაც დავალებებიც გავაკეთეთ, მაგალითად, დავთვალეთ, გაზეთში ქალის და მამაკაცის ფოტოები 🙂
ხოდა, ალბათ, გენდერულად უფრო მგრძნობიარე გავხდი:-) მაგალითად, რეკლამებს და ფოტოებს მეტ ყურადღებას ვაქცევ – სექსისიტური არ იყოს:-) მაგრამ ერთი რამე მაინც ვერ გავითავისე. ანუ ის, რომ როცა მასალას ამზადებ , უნდა იფიქრო, რომ გენდერული დისბალანსი არ იყოს ანუ თანაბარი რაოდენობით გყავდეს ქალებიც და კაცებიცო. კააარგით რაა:-))
მე რომ სტატიას ვწერ, იმაზე როგორ ვიფიქრო, რომ უი, ეს რესპონდენტი უკვე კაცი მყავს და ეს მეორე კაცი ძაან მაგარ რამეს კი ამბობს, მაგრამ უნდა გავცხრილო, რადგან აქ ქალი მჭირდება იმის მიუხედავად – კომპეტენტური იქნება თუ არა და იტყვის თუ არა იმას, რაც ჩემი სტატიის შინაარსს პასუხობს. (ან პირიქით, არის თემები, სადაც ქალები დომინანტობენ რაოდენობით). ხოდა, ვაწვები, რომ გააჩნია თემას.
იქ ამბობდნენ, რომ ყველა თემაში შესაძლებელია ქალის პოვნაო, კი, ბატონო, შესაძლებელი არის, მაგრამ თუ ის კაცი (ან პირიქით) უფრო შესაფერია კონკრეტული მასალისთვის, რატომ უნდა ვიქაჩო??? არის სფეროები, მაგალითად, პოლიტიკა, სადაც ქალების მართლა დეფიციტია.. თან ყველაფერი კონკრეტულ მასალაზეა დამოკიდებული.
რადიოსიუჟეტებს რომ ვაკეთებდი, ყოველთვის პრობლემა მქონდა კაცების – განათლებაში ქალები მეტი იყვნენ, მაგრამ ამის გამო, სიუჟეტი ჩამეგდო??
კი, ბევრ რამეში მოიძებნებიან ქალებიც და კაცებიც, მაგრამ ახლა ვთქვათ, ბიუჯეტს რომ ამტკიცებს პრემიერი, ის ბიუჯეტი უბრალო ქალებს ხომ შეეხებათ და მიდი და ჩაწერეო. კი მაგრამ, უბრალო კაცს არ შეეხება??
ჩამოვიდნენ ბელორუსი დეპუტატები, არის ყველა კაცი, შეხვდნენ ბაქრაძეს, ვაშაძეს, თარგამაძეს, იაკობაშვილს – მე უნდა მოვამზადო მასალა – უბრალოდ ახალი ამბავი ( რა და როგორ მოხდა) – სად მოვძებნო ქალი..
დანარჩენი გასაგები და მისაღები იყო ჩემთვის, ნუ, სტერეოტიპული მიდგომები არც აქამდე მაწუხებდა მაინცდამაინც და ახლა საერთოდ. ასე, რომ მათი გამოუყენებლობა გულს ვერ დამწყვეტს:-) ხოდა, სექსისტური მასალის დამწერიც არა ვარ 😉
ისე, ამდენი ”საზოგადოების აზრის მფორმირებელი” და ”ობიექტური” ჟურნალისტი თუ გვყავდა არ ვიცოდი:))
”კაცოვო, ჩვენი ფუნქციაა საზოგადოების აღზრდაო’ – ერთმა.
”ხო უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რისთვის ვაკეთებთ, მარტო ფაქტები კი არ უნდა ვაჩვენოთ, ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ ეს ცუდიაო” – მეორემ.
”ჩვენ არ უნდა დავიდეთ მკითხველის დონემდე, ის უნდა ამოვიყვანოთ ჩვენამდეო” – მესამემ.
ბეეჩა, მე რა დამმართნია, ჩამოვრჩენილვარ ცხოვრებას მეთქი.
საღამოს ოფიციალური მიღება გაიმართა. რუსუდან კერვალიშვილმა მონაწილეობის დიპლომები გადმოგვცა. ჩემსას აწერია : ”CERTIFICATE SUCCESSFULLY COMPLETED THE TRAINING FOR MEDIA PROFESSIONALS ON GENDER & GENDER REPORTING Ms. Mariam (მარიამ:-) Akhsiashvili”. სულ იმას ვბუზღუნებოდი დედაჩემს – მარინე როგორ დამარქვი მეთქი:-) სანამ პირადობას ავიღებდი, ყველგან სხვადასხვა სახელით ვეწერე – სკოლაში მარინა და მარიამი. სამედიცინო ანკეტაში – მარიანა. მეძახდნენ – მარიკას და ა.შ. და უცებ, აღმოვაჩინე, რომ მარინე ვყოფილვარ:-) ხოდა, აქ რომ მარიამი ვნახე – ძალიან მეუცხოვა;-) ეგ არაფერი თუ მოხდა სასწაული და ვინმე შემომედავა, ვეტყვი – ნათლობის სახელია მეთქი:-)