დღეს დილით (უფრო ზუსტად შუადღეს) გავიღვიძე და კომპს მივუჯექი თუ არა, რამდენიმე ფეისბუქელის დადებული ლინკი ვნახე შსს-ს და იუსტიციის სამინისტროს საიტისა.
შინაგან საქმეთა სამინისტოს განცხადება 01 ნოემბერი
”2009უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის შეურაცხმყოფელი და უხამსი ვიდეორგოლების დამზადებისა და ინტერნეტით გავრცელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარი გამოძიება დაიწყო.გამოძიებამ დაადგინა, ორი პირი, რომლებმაც ვიდეორგოლების დამზადებასა და განთავსებაში მიიღეს მონაწილეობა. გამოძიება არ ასახელებს ამ პირების ვინაობას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთი მათგანი თბილისის საშუალო სკოლის მოსწავლეა, მეორე კი სტუდენტი. ამოღებულია ფაქტობრივი მტკიცებულებები-ვიდეოფაილები და კომპიუტერები. ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გარემოებების დასადგენად დაიკითხა თეა თუთბერიძეც. ამ ეტაპზე გამოძიება სხვა დეტალებს არ ახმაურებს”.
რაც თუთბერიძემ ის ვიდეოები გაავრცელა ფეისბუქით, სულ მინდოდა პოსტის დაწერა და სულ ვიკავებდი თავს რაღაც მიზეზებით, ფბ-ზე კი ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა ”ჯახი” – სულ ამბობდნენ, რომ – ”სხვისი გამოხატვის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც ჩემი უფლება ირღვევა”..
მე კი სულ არ მესმოდა, რას უწოდებდნენ ეს ადამიანები საკუთარი უფლების დარღვევას. უმეტესობა, ვისაც ვეკამათებოდი, არიან ჟურნალისტები, რომელთაც უნდა ესწავლათ ”გამოხატვის თავისუფლება”, ნუთუ არ გაუგიათ, რომ:
“გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საფუძველს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობას. იგი მოიცავს არა მარტო იმ “ინფორმაციასა” და “მოსაზრებებს”, რომლებსაც ბევრი იზიარებს, ან გულგრილად ეკიდება, არამედ იმათაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის ნაწილისათვის. ამგვარია მოთხოვნები პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ფართო თვალთახედვისა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა”.
და ამის მერე რა ხდება, შსს აპირებს (დაიწყო) ამ საქმის გამოძიებას, ”შეურაცხმყოფელი” ვიდეოების გამავრცელებლების დასჯას (ნეტა კოცონზე დაწვავენ , ჯვარზე გააკრავენ, ჩაქოლავენ თუ რას მოიფიქრებენ?), პოლიციის ძალით პატრიარქის და ”მთელი ქართველი ერის” ღირსების აღდგენას.
ხალხო, ქართველებო!!! აღარ დაამზადოთ საკუთარი შეხედულებისამებვრ არანაირი კლიპი, არაფერი ატვირთოთ იუტუბზე (ან საერთოდაც, ეგებ გათიშონ საერთოდ ეს საიტი – უცხოურია მაინც), ვიდრე რამეს იტყვით, დაფიქრდით, იქნებ ეს ”მთელ ქართველ ერს” შეურაცხყოფთ – აქ ხომ ყველა ყველას ნათესავია და შეურაცხყოფაში ითვლება არანათესაური კავშირის მქონე ადამიანზე (აქ მიპასუხებენ – გააჩნია ადამიანსო ) კლიპების გავრცელება. (თორემ მეც დამიჭერენ, თქვენც დაგიჭერენ და ტრიფონსაც დაიჭერენ. მაგრამ მარტო ეს არაა – ჯოჯოხეთის წილხვედრები გავხდებით.).
არადა, გამიგია სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია და გადახვევა მარტო საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს შეიძლებაო. (ეს ”ვითარებები” როგორც ვიცი ჯერ არავის გამოუცხადებია ჯერ…
ხო, აი , თეა თუთბერიძის გავრცელებული ინფოც ფბ-ზე:
“მამა ბუასილი” დაკითხეს!!! სულ გაგიჟდნენ?! ?! ?!Today at 3:30am
გაწვდით ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელ ინფორმაციას. როგორც ჩემთვის ხდება ცნობილი, მგონი პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა ორი ახალგაზრდა, რომლებიც ასევე მამა ბუასილის სახელით არიან სადღაც დარეგისტრირებულები. ირკვევა, რომ მათ ჩამოართვეს კომპიუტერი და ციფრული აპარატი, ესაუბრნენ უხეშად, დააშინეს და უთხრეს, რომ მათ ემუქრებათ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რაც სასაცილოა და აბსურდია. აბსოლუტურად გაუგებარი და გამაოგნებელია პოლიციის ეს ნაბიჯი. გაუგებარია ასევე, თუ რატომ მოძებნეს ეს ადამიანები ან რაში სჭირდებოდათ მათი დაკითხვა, როცა, პირველი, არც ერთი მათგანი არ არის რეალურად ე.წ. მამა ბუასილი და მეორე, რა შუაშია ე.წ. მამა ბუასილის დაკითხვა იმ მუქარის წერილებთან, რომლებიც facebook-ის ჩემს Inbox-ში იგზავნება.
მართლაც და, თეა თუთბერიძისადმი მიძღვნილ შეურაცხყოფას არ უნდა გამოძიება? თუ მას ”თავისი მიეზღო”?
დღეს დოდი კარგად მოგვესალმა ფბ-ზე:
დილა მშვიდობისა, ირანო!!!
Dissolved girl
ნოემბერი 1, 2009 at 12:52 PM
მეც დიდი ხანია მინდა ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ მეზარება ასეთ ჩაკეტილ ხალხთან ლაპარაკი. უბრალოდ, საშიშია ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ასე არღვევენ კანონს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხალხი თვითონ ითხოვს ცენზურას, დიქტატურას, ტირანიას და ა.შ.
არადა, თუ მართლმადიდედბლური კუთხით მივუდგებით ამ ყველაფერს, მარჯვენა ლოყის შემდეგ მორჩილად მარცხენა უნდა მივუშვიროთ (რასაც აკეთებს კიდეც თავად პატრიარქი, მას ხომ არ მოუწოდებია ამდენი ხალხისთვის ესეთ დღეში ჩავარდნილიყვნენ და ასე აეძროთ სახე ბინძური სიტყვებით).
იმედია, ეგ ნიუსიც ღადაობაა და სიმართლეს არ შეესაბამება 😐
mariakhsiashvili
ნოემბერი 1, 2009 at 1:05 PM
რა ნიუსი???
Dissolved girl
ნოემბერი 1, 2009 at 1:37 PM
შსს-ს განცხადება
mariakhsiashvili
ნოემბერი 1, 2009 at 1:41 PM
აა, რატო უნდა იყოს ღადაობა? ვითომ ტყუილს გაავრცელებდნენ?
Katten Försvann
ნოემბერი 1, 2009 at 4:50 PM
ise gaixsenet ra ambavi moyva roca muhamedis karikaturebi gamoqveynda romeligac jurnalshi. asevea ungretshi tu iudaistebis cinaamdeg rames chaiden, itkvi, daxatav, dawer mashin administraciuli sasjeli ar agcdeba 😀 😀
xoda agar mikvirs araferi 😀 mitumetes chven dalocvil qveknashi