RSS

უსაფრთხო სექსი გიასთან

12 ნოე

მოკლედ, იმდენს ეწერა ხოლმე სერჩ თერმებზე პოსტები, რომ მეც მომინდა. ერთი თვის მანძილზე ”ვუყურე”  ჩემი ბლოგის მარგალიტებს და ახლა მოვიცალე და ვაქცევ პოსტად.
1. პირველი მინიმუმ ორმოცდაათი სერჩი შემიძლია გავაერთიანო ერთში: გია სურამელაშვილის საიტი ,  ბიოგრაფია, რამდენი ქალი ჰყავდა, იცავს თავს? უსაფრთხო სექსი გიასთან,  გია, შენგან ბიჭი მინდა…
ქალბატონო (ან ბატონო:) – იმედია, მიიღეთ სასურველი პასუხი გუგლი ბიძიასგან და შეგახვედრათ ერთმანეთს.
2. მარი ახსიაშვილის რეპორტაჟი ნეფე – პატარძლის საძინებლიდან.
აბა, ამას უყურე რაა.. სულ ვფიქრობდი, რეპორტაჟი რაზე დავწერო მეთქი და აჰააა, რა გინდა ამაზე უკეთესი თემა – არ მესმის.:–)
3. რა არის სიმღერა?
ანელიმ მითხრა, სწორედაც რომ შენთან უნდა ხვდებოდნენ კაცოვო:–)
4.სად ვისწავლო კომპიუტერის დაშლა აწყობა?
დაშლას მე გასწავლი და აწყობას ვერ დაგპირდები.
5. ნატვრის განმარტება :
სიტყვას ან სიტყვათა ჯგუფს, რომელიც დასრულებულ აზრს გამოხატავს და შეიცავს “ნეტას” , “აუ, ახლა რომ..” და მსგავსს  – ნატვრა ეწოდება.
6. სმს მეტყველება – აქ მართლა სწორად მოხვდა ჩემთან. სმს მეტყველება ისე მიყვარს, რომ სადაც კი შანსს ვიპოვნი, ეგრევე მესიჯით ვემეტყველები ხოლმე. იქ ისე კარგად მაქვს “ლ” გამაგრებული, რომ რა ვიცი;);
7. მაგარი თმის გასასწორებელი – ისე მაინტერესებს თმის სასწორებელია მაგარი თუ თმაა მაგარი;
8. ამდგარი – უპასუხო სერჩი.
9.არ ჩამოვალ, არაო – აშკარად ვიღაცამ ”გადააგდო” და ამანაც დაგუგლა, ალბათ მიზეზი აინტრესებდა, რატომ არ ჩამოვიდა;
10. საბავშვო ბაღის გახსნა მინდოდა და უფლება არ მომცეს –  ვიზიარებ.
11.რამდენ წლამდე იზრდება გოგო სიმაღლეში –  25–მდეო ამბობენ.
12.ერთჯერადი ჩუსტები – ყველა მასეთია გენაცვალე.
14.როგორ უნდა აუხსნა ბიჭს სიყვარული – იმედია, ნახე ვინმე  ექსპერტი, თორემ მე თუ მელოდე, დარჩები მასე.
15.როგორ დავიბრუნოთ ქმარი, ხერხები – თუ გაიგე მეც მასწავლე, რა იცი, როდის დამჭირდეს.
16.ავტობუსის სტიპენდიანტი – ეს არ მესმოდა რა იყო და მერე ანელიმ ამიხსნა : საქართველოს ბანკი იმ სტუდენტებს, ვინც სტუდენტური პლასტიკური ბარათით ყველაზე მეტს დახარჯავს მეტროსა და ავტობუსში, ასლარიან სტიპენდიას უნიშნავენო.

17. მიხეილ სააკაშვილის ჩანანაწერები თინეიჯერობისას –ნახე, ამას უნდა გაიგოს როგორ ხდებიან პრეზიდენტები.  ვერ მოგართვით.

20.ჟურნალისტი დიპლომატს უხსნის სიყვარულს , რა უნდა უპასუხოს დიპლომატმა?რამე კომპრომისი უნდა გამონახო.  დიალოგი უნდა შესთავაზო. ემოციები ძირს, პრაგმატულად უნდა იმოქმედო.

21. როგორ დავიწყო თელასში მუშაობა?
აბა რა გითხრა, სულ მინდა ეგ სამსახური ვიშოვო. ანელიმ მითხრა დღეს – თურმე სათელასო უნდა დაამთავრო ოქროს მედალზე და მერე შეიძლება დაგასაქმონო.
22. სოფელი ლიჩი – არც არაფერი. ჩემი სოფელია და ისე გამიხარდა , სხვასაც რომ ცოდნია რაღაც ან ეძებდა მაინც:))
Advertisements
 
5 Comments

Posted by on ნოემბერი 12, 2009 in თსუ, სხვადასხვა

 

ტეგები: , , , , , , ,

5 responses to “უსაფრთხო სექსი გიასთან

  1. Sophie Golden

    ნოემბერი 12, 2009 at 9:32 PM

    მე მივდივარ ანელისთან 😛 ამ პოსტის მერე უკვე მჯერა, რომ ყველაფერი იცის სათელასო ფაკულტეტის ჩათვლით 😛

     
  2. fsiQe

    ნოემბერი 13, 2009 at 7:55 AM

    lol =)))))

     
  3. ანელი

    ნოემბერი 13, 2009 at 8:22 AM

    “მაგარი თმის გასასწორებელი” – მარი, აქ მაგარი თმა იგულისხმება.
    მაგარი გასასწორებელი რომ იგულისხმებოდეს, ასე ეწერებოდა: ”თმის მაგარი გასაწორებელი”.
    თუმცა, თავს ვერ დავდებ, რომ ამის მთქმელიც ჩემსავით ფიქრობდა 🙂

     
    • mariakhsiashvili

      ნოემბერი 13, 2009 at 8:55 AM

      ანელი, ზუსტად მაგას ვჩივი – გულისხმობდა როოო?;))

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: