RSS

”ხუთი შიში”..

13 ნოე

ახლა, როცა ისე მესიკვიდილება რამის გაკეთება (არადა, თავზე მაყრია იმდენი მაქვს ეკონომიკაზე საძიებელ-სასწავლი), წიგნიც აღარ მაქვს, რომ  წავიკითხო (მესამე წრეზე ვეღარ წავალ:-)  და მოზრდილი პოსტის დაწერაც მეზარება (რეპორტაჟს ავტობუსიდან ვერ დავადგი საშველი):-) კიდევ რამდენიმე მოზრდილი პოსტის იოდეა მაქვს, მარა დამეძინება სანამ იმას დავწერ. ხოდა,  blogroll.ge -ზე დავბოდიალობდი, სხვების ბლოგებს ვკითხულობდი და ჰექსეს ბლოგზე პოსტს ”გადავაწყდი” – ”ბავშვობაში მეშინოდა ტოპ ხუთეული”. ხოდა, რაკი იქ ეწერა ”ვთაგავ ყველას ვისაც ბავშვობის შიშების გახსენება მოესურვება” – ო და მეც რაღაც ”წამომეხალისა”, დავწერ:

1. ”სოჩიკის”  (ახლა ანელი გამლანძღავს ორი რამისთვის: ა ) სოჩიკი რა ქართულია, მრიცხველიო და ბ) რა სულ ჩემზე უნდა წერო. ეს არის შენი ბლოგი ჩემზეო:-) , ხოდა, ძალიან მეშინოდა დენის შავი მრიცხველები რომ იყო ხოლმე. კორიდორში ვერ გავდიოდი შიშით, რომ ვხედავდი, მეგონა იმ ორ (არ ვიცი რა დავარქვა, თვალებივით რაღაც ქონდა – სახურავებივით:) რაღაცას მოიხსნიდა, თვალებს დააჭყეტდა და გამომეკიდებოდა.

2. გუდიანი კაცის ოღონდ ამ გუდიან კაცს ვეძახდი ძველად რაღაც შენობები რომ იყო – ერთსართულიანი, მგონი შუქის რაღაც იყო, ხოდა მუდამ ხმაური გამოდიოდა. სადაც კი მხვდებოდა, (ერთი ჩემს კორპუსთან იყო) –  შეშინებული გავრბოდი. ოგჯერ სიმამაცე შემომიტევდა ხოლმე, მივიპარებოდი ამ შენობასთან, დავიყვირებდი – ”გუდიანო კაცო, გამოდი” და თავქუდმოგლეჯილი მივრბოდი:)

3.  მამაჩემისძალიან უზრდელი ბავშვი ვიყავი. ყველა ბიჭს ვჯობდი გინებაში. ხოდა, მერე მამაჩემი მასილაქებდა  ხოლმე. რამეს რომ დავაშავებდი, ეგრევე საწოლის ქვეშ ვიმალებოდი –  ვერ მომძებნის მეთქი.

4. შავკოსტუმიანებისშიო გვეტაძის  ”მონანიება” რომ წავიკითხე პირველ კლასში ვიყავი , ხოდა სულ მეშინოდა შავკოსტუმიანები მოვლენ , ჩემს მშობლებს წაიყვანენ და აღარასოდეს მოიყვანენ , ხოდა მე და ჩემი და მარტო დავრჩებით მეთქი, მერე წარმოვიდგენდი  ჩემს დას ფილტვების ანთება როგორ ემართებოდა და კვდებოდა, მე ”ის რუბენა” ჩამიგდებდა ხელში და გავხდებოდი – ”საშკა ჩერქეზი”, ”ჩარგიევი’ და ა.შ:-)

5. დაბადების დღის – ვაი და წიგნი არ მაჩუქონ მეთქი:-)) 15წლამდე ჩემს დაბადების დღეზე უწიგნოდ ვერ მოვიდოდნენ. ან ფულს მჩუქნიდნენ და მერე მე დავრბოდი წიგნების საყიდლად:-)

ეჰ, ბავშვობა, ბავშვობა:))

 
6 Comments

Posted by on ნოემბერი 13, 2009 დუიმი მე:-)

 

ტეგები: , , , , ,

6 responses to “”ხუთი შიში”..

  1. nata oboladze

    ნოემბერი 13, 2009 at 10:26 PM

    სოჩიკზე გამახსენდა, მე პალაწიორის მეშინოდა :)) ნამდვილად არ ვიცი ქართულად რა ჰქვია, იატაკს აპრიალებდნენ მაგით 🙂 სიკვდილამდე მეშინოდა :))

     
    • mariakhsiashvili

      ნოემბერი 13, 2009 at 10:31 PM

      მტვერსასრუტი?

       
      • nata oboladze

        ნოემბერი 14, 2009 at 1:37 PM

        არა იმენა პალაწიორი :)))

         
    • mariakhsiashvili

      ნოემბერი 14, 2009 at 1:50 PM

      ვაა, ეგ რომელია ნეტა:)))

       
  2. ანელი

    ნოემბერი 20, 2009 at 9:43 AM

    შიო გვეტაძის ”მონანიება” რომ წავიკითხე პირველ კლასში ვიყავი (მინდა გითხრათ, რომ სამი წლისა თავისუფლად ვკითხულობდი:) – მარი, მე გაოცებული ვარ შენით.
    აწი აღარ წაგეჩხუბები. წერე, რაც გინდა. ჩემთვის დიდი პატივია, შენს ბლოგში თუ მომიხსენიებ–ხოლმე (ოღონდ,იშვიათად:–)).

     
    • mariakhsiashvili

      ნოემბერი 20, 2009 at 4:39 PM

      გაგიქრა თავი შენა:)))

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: