მოკლედ, დღეს ტრენინგზე ვიყავი (ჩემი პირველი ტრენინგია – მომილოცეთ:))) – ”გაეროს მოსახლეობის ფონდი” აწყობს ორდღიან ტრენინგს ”პროფესიონალი ჟურნალისტებისთვის” სასტუმრო ”რედისონში”:)) ნუ, ახლა ჩემი პროფესიონალიზმი რა ხარისხისაა, არ ვიცი, მაგრამ ”თხა თხაზე ნაკლებიო” თუ რაღაც:)) თამუნა ნასყიდაშვილმა (”24საათის” სარეკლამო სამსახურში, მარკეტინგში თუ რაღაც მაგდაგვარშია, საიტზეც ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირია) დამირეკა ამასწინ და როგორც ”სოციალურ თემებზე მომუშავე” – მინდა, რომ შენც ”დატრენინგდეო”:)
ხოდა, მივედი დღეს. მოკლედ, ძალიან მომეწონა;)) ბევრი რამ გავიგე გენდერის შესახებ, თან ძალიან სახალისო მაგალითები და დავალებები გვქონდა. ე.წ ”ბრეისტორმინგს” რომ ეძახიან (თუ არასწორად გამოვთქვი, სორრი, უცხო ტერმინებზე რატომრაც აცრილი ვარ:) მასეთებს ვაკეთებდით ჯგუფებში, ბევრი ვიკამათეთ, რაღაცებზე ვჯერდებოდით, რაღაცებზე ვერა:) რაღაც ტექსტებიც დავწერეთ. ნუ, რვა საათი ძალიან მალე და სახალისოდ გავიდა. ერთ-ერთი ბოლო დავალება იყო ძალიან საინტერესო. მოცემული იყო პირობა და ჩვენ უნდა დაგვეწერა იმ ლიდის მიხედვით რაღაც ამბავი, ოღონდ ჩვენს ჯგუფს ეს ძალიან სექსისტურად უნდა დაგვეწერა, სხვას პირიქით. კარგი რამ გამოვიდა – ”ოჯახის ქალი ქუჩაში”;) ნუ, პირობაც მაგარი იყო: ”20ქალმა მიტინგი გამართა მოთხოვნით – დიასახლისობაში ხელფასი გადაგვიხადეთ” და ამაზე სექსისტური ნიუსი როგორი გამოვიდოდა, კაი წარმოსადგენია:)) ყველანაირი სტერეოტიპი გავიხსენეთ და ა.შ:))
მოკლედ, გენდერულ საკითხებთან არასდროს არ მქონია შეხება და დღეს ბევრი რამ გავიგე. ბევრი მაგალითი ჩამოვყარეთ. ერთი მომეწონა: სადღაც ისეთი კანონი ყოფილა, გაუპატიურებაზე სარჩელი რომ შეგაქვს, თუ ექვსი მოწმე არ მიიყვანე, არ გცნობენ დაზარალებულად, ასე რომ თუ მაინცდამაინც მიტინგზე არ გაგაუპატიურეს, მოძალადეებს უგულავიათ რაა..
სტერეოტიპებზე ვიმსჯელეთ, რაც გენდერულ უთანასწორობას და ძალადობასაც (თუნდაც ფსიქოლოგიურს ) წარმოშობს. ოჯახური ძალადობა განვიხილეთ.
ორდღიანი ტრენინგია და ხვალაც იქნება, ხოდა მოუთმენლად ველი გათენებას:) თან ხვალ უფრო საინტერესო დავალებებია, უფრო ჟურნალისტური – ქუჩის გამოკითხვები უნდა ჩავატაროთ და რაღაცებიც დავწეროთ. 6-ის ნახევარზე კი რაღაც ოფიციალური მიღებაა ჟურნალისტებისთვის. (16დღიანი კამპანია იწყება ამ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და..)..
ასე, რომ ხვალინდელი რვა საათიც ძალიან საინტერესოდ მესახება:)
polkovniki
ნოემბერი 20, 2009 at 7:04 PM
მართლა საინტერესო ტრენინგი ყოფილა 🙂
საერთოდ გენდერის საკითხებზე მაგრად “ვკაიფობ” ხოლმე, ქართველ ფემინისტებზე ხომ საერთოდ 🙂
mariakhsiashvili
ნოემბერი 20, 2009 at 7:08 PM
;)))
ნუ, ხო, ქართველი ფემინისტები კაიფია, მაგრამ ის, ქალი რომ ამბობს: ”კაცო, ქმარია და ან გცემს ან რაღაც იქნება, აბა როგორ გინდა”, ან ” აბა რა, ქალის ადგილი კუხნაშია” – მარაზმია…
პრინციპში, ასეთი ქალი კი მეტის ღირსია, მარა;)))
nino
ნოემბერი 21, 2009 at 10:19 AM
რა მაგარიაა, ძაან მიყვარს ტრეინინგები. ცუდია, რომ ამას ვერ ვესწრები 😦
mariakhsiashvili
ნოემბერი 21, 2009 at 3:34 PM
კი, ძალიან კარგი იყო:))