ეს პოსტი არის დაბულეტებული ამბავი ბედისგან და ლექტორებისგან დაჩაგრული ჩემი მეგობრისა.
დღეს, მე, თამუნა და ანელი ვლაპარაკობდით საგნებზე, ლექტორებზე , მერე ხან იქით მოვედეთ, ხან აქეთ და და რაღაცები გავიხსენეთ. კიდევ ერთხელ გავიკვირვეთ ის, რომ განა შეიძლება იმდენი რამე დაემართოს თსუ-ში სწავლისას ერთ ადამიანს, რაც თამუნა ლემონჯავა ემართებოდა ხოლმე? მოდი, პირდაპირ “დავაბულეტებ”:
1) დალი ჩიკვილაძე : ვინც თსუს ჟურნალისტიკის მომართულებაზე სწავლობდა, ალბათ, მათ 98%-ს დალი ჩიკვილაძესთან შეხება ერთხელ მაინც ჰქონია და ისიც იცის, რომ თორმეტფურცლიან რვეულ”ზე” გაშინაარსებული “ქვათა ღაღადი” გამოცდაზე საშვის ტოლფასია, ნუ, საშვზე მეტი. განა შეიძლება, რომ გამოცდის დღეს დაგრჩეს მაინცდამაინც და ამის გამო, ძლივს გადარჩე გამოცდის ჩავარდნას?
რაკი, ეს შეიძლება ცოტა ნაცნობი იყოს, შემდეგზე გადავიდეთ.
2) საქართველოს ისტორია – მთელი სემესტრის მანძილზე, ზამთრის ყინვაში 9-ის ნახევარზე ისტორიის ინსტიტუტთან არაერთხელ შევხვედრივარ თამუნებს. (ახლა გამახსენდა, საიდან გაგვახსენდა ლემონჯავას უბედობა. შეყილაძე ჩიოდა : ვაჟა კიკნაძემ 91 ქულა როგორ დამიწერაო და მერე თამუნა ლემონჯავას ხვედრი გაგვახსენდა) თამუნა ლემონჯავას, მგონი, ლექცია არც კი ჰქონდა გაცდენილი. (თუ კი – თითზე ჩამოსათვლელი) სემესტრის ბოლოს კი მოხდა რა – ლექტორმა დაუკარგა დასწრება – აქტიურობის 30ქულა. ეს არაფერი, ეკარგებოდა გამოცდის ქულაც, თავად რაიონში იყო საშობაო არდადეგებზე და თამუნა შეყილაძე თავის ქულის გასაგებად რომ წავიდა, მისიც იკითხა. – გამოცდის ქულა არ აქვსო – ეუბნებოდნენ კომპეტენტური ადამიანები. Mანელი და თამუნა მიაწვნენ – როგორ თუ არ აქვსო; – როგორ და შეიძლება ნული ეწერაო – იმ კომპეტენტურმა პირმა. არ მოეშვნენ და საბოლოოდ იპოვნეს ის გამოცდის ნაშრომი – 30დან 26 ჰყავდა. Nნუ, დასწრება – აქტიურობის ქულები ცხადია, ვერ დაუძებნეს.
3) სოციალური ფსიქოლოგია – რადგან მასალა იყო რუსულად, თიოთქმის ყველაფერს თავად თარგმნიდა, ხანდახან მაიმუნობდნენ, წინასწარ წერდნენ სახლში და მერე “უდებდნენ” ლექტორს. (ეს თამუნა შეყილაძეს არ ეხება. მას არა თუ გადაუწერია ოდესმე ან უცდია გადაწერა, არამედ არც კი გაუფიქრია ამაზე ხოდა, თამუნა ლემონჯავას ნათარგმნი მასალით წერდნენ ერთობლივ თემებს და დაბალ ქულას ყოველთვის უწერდნენ თამუნას. ერთხელ, ანელიმ სიტყვასიტყვით გადაიწერა კოლოკვიუმი მისგან – ანელიმ თამუნასგან გადაწერილ თემაში მიიღო – 14ქულა, ხოლო თავად თამუნამ – 9:
4) რადიო – სემესტრის მანძილზე ხუთი კაცი (თამუნა შეყილაძე, ანელი, ინგა, თამუნა ლემონჯავა და მე) ერთად ვმუშაობდით, საათნახევრიან – ორსაათიან გადაცემებს ერთად ვაწყობდით, დილით 9 საათზე სამონტაჟოში ერთად ვიყავით, საღამოს დარბაზში ხუთივე ვისხედით და მომავალ გადაცემას ვგეგმავდით. სინქრონებზე ერთად დავდიოდით. საგამოცდოდ მართლა ერთად ვმუშაობდით, უცნაურ იდეებს ვიფიქრებდით, ვხალისობდით, რაღაც “ჰარმონიული ხუთეული” ვიყავით, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. სადაც გამოცდას ვაკეთებდით, “იმ ადგილას” დილის ათიდან, ღამის ათამდე – გადაცემის აწყობამდე ჩვენ ხუთნი ვმუშაობდით . მოკლედ, იმ პროგრამის (რვა საათის) დაგეგმვა – გაკეთებაში ხუთივე ვიღებდით მონაწილეობას, და საბოლოოდ ჩვენი ხუთეულიდან ოთხს “ჯილდოდ” ასი ქულა შეგვხვდა, მას კი – 88:-)
განა ეს სატირალი არ არის?:)))
5) ინტერკულტურული კომუნიკაცია –ჰქონდა მხოლოდ ერთხელ გაცდენილი და სემესტრის ბოლოს ნოდარ ბელქანია ეკითხება : შენ რა, საერთოდ დადიოდი? რატომ აცდენდიო?. გამოცდაზე ლექტორი ყველას ეკითხებოდა : აბა , რა ისწავლეთ ამ საგნიდანო და თამუნას ჰკითხა : შენ საერთოდ ისწავლე რამეო?:-)
განა ეს სატირალი არ არის? და ვინ მოთვლის კიდევ ასეთი რამდენი..
ხოდა, ერთ-ერთი ბოლო ასეთი ამბისგან, მე, ანელი და თამუნა ჯერ ტელეფონით ვცდილობდით გაგვერკვია, მერე კი ვერის პარკში მსხდომები ვფიქრობდით : რა იყო მიზეზი. დავასკვენით, რომ მიზეზი იყო, ის, რომ თამუნა არ “ჩანდა”. არ იყო თავგადაჭმული აქტიური (მიუხედავად იმისა, რომ საქმეს აკეთებდა ბევრისგან განსხვავებით, რომლებიც მინიმუმ გაკეთებულს მაქსიმუმად ასაღებდნენ და სწორედ იმ ძალიან აქტიურების ფონზე ჩაიკარგა:)
დღეს გაიხსენა თამუნა შეყილაძემ – ირა ღვინერია იყო ერთადერთი, ვინც ამოიცნო ზუსტადო. “ქულებს რომ ვაჯამებდით, მისი გვარი რომ ამოვიკითხეთ – თქვა – ეს არის ის წყნარი და ჩუმი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი გოგო და ფრიადი დაუწერა” – იხსენებს თამუნა შეყილაძე ჩვენთან საუბარში:-P
ქალბატონო ირა, როგორ დაგემართათ ეს ა??:-) რანაირად გამოვიდა ასე?
და ახლა ის ორი უიღბლო ფაქტი, რომელიც ლექტორებთან არ არის დაკავშირებული:
1) შარშან , 23ნოემბერს თამუნა ლემონჯავა იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც as lives გასაკეთებლად შარდენს არ მიასკდა , ჩაჯდა ავტობუსში და გაემართა ტელეკომპანია “იმედთან” დაგეგმილი აქციისკენ. და მას ექნებოდა ერთადერთი “ექსკლუზივი” და ჩვენსავით არ ჩაქინდრავდა თავს პაიჭაძის სიტყვებზე : ხუთმა კაცმა მომიტანა რეპორტაჟი შარდენიდანო:-D
რა დონის უიღბლობა უნდა გჭირდეს, რომ “რადიოსაჟურნალისტოდ” წასულს ავტობუსში ჩანთა გაგიჭრან და მაინცდამაინც ის უბედური დიქტოფფონი ამოგაცალონ?
განა ეს სასაცილო არ არის?
2) განა შეიძლება მხოლოდ თამუნა ლემონჯავა არ გამხდარიყო მაინცდამაინც სამაგისტრო გამოცდის დღეს და საათს ცუდად? განა მხოლოდ მისთვის არ უნდა ეპასუხა სასწრაფოს ექიმს თუ ექთანს : შენ თუ ცუდად ხარ, მე რა გიშველო, სასწრაფო ვარ , ის კი არაო?:-D ბოლოს , ისევ ეს უნდა შეშველებოდა: წნევა მაინც გამიზომეო:-)
განა ეს სასაცილო არ არის?
თქვენს გახარებას, არ დაიწყოთ : დედა, რა ცოდოაო.. ისე კარგად ”ვხალისობდით” ხოლმე მერე ამეებზე, რამე რო ხდებოდა ”ისეთი” – ამბობდა : ნუ, ასე რომ არ მომხდარიყო, ეს გამიკვირდებოდაო:-)
თამო, არ მეჩხუბო ამ პოსტზე რააა:-)))
მარტო ჩემი იდეა არ ყოფილა – სამივეს გვეკუთვნოდა:-P