ჩემი პირველი და ჯერჯერობით ბოლო ”სერჩთერმპოსტის” დაწერიდან თიითქმის ორი თვე გავიდა. კიდევ დაგროვდა რაღაც-რაღაცები, მაგრამ დღეს დასერჩილმა ერთი-ორმა ფრაზამ, მეორე პოსტის დაწერის საღერღელი სწორედ დღეს ამიშალა. ასე რომ:
თამრიკო მეჭიაურის სიმღერებს სულაც არ ვუსმენ – ლოლ, ამაზე მართლა ვიხოხე. დარწმუნებული ვარ, ანელი და ერთი-ორი მეტყოდნენ: ასეთი ხარ შენც, გაიძახი ანტიპრომოების მუსიკებს არ უსმენ, აარადაო:))
უსაფრთხო სექსი რა არის? – რა არის გენაცვალე და წეროს ბავშვი რომ მოჰყავს , ფრთხილად უნდა იყოს, გზაში უბედურება არ შეემთხვეს, ან ფეხი არ მოიტეხოს ან ”ვენერა ბებო” არ დახვდეს – ჯოხი არ ჩაარტყას (ან არ გათვალოს). ათასი რამე ხდება დუნიაზე.
რატომ ვირჩევ ტურიზმის სპეციალობას? – იიიმიტომ, რომ ტურიზმი არის ჩვენი მომავალი, ქვეყნის აღმშენებლობის საწინდარი, იიიმიტომ, რომ ჩემმა დეიდაშვილმა ჩააბარა ტურიზმზე და იქ კაია. (ნუ, მე რომ ვაბარებდი და შვიდი სპეციალობიდან ბოლო ექვსი ტურიზმი რომ მეწერა, თითქმის ამის შედეგი იყო.) ”ვაი, რომ” , ”ფეხი მომიცურდა” და პირველად ”ისე” ჩაწერილ სოც -პოლიტიკურ ფაკულტეტზე მოვხვდი..
ნაბეღლავით დაბანა – აეგრე რა, განსაკუთრებით საახალწლო დღეებშია კარგი ეს ნაბეღლავი. შვებაა რა. აი, მე, წელიწადში ერთხელ, 2-3 იანვარს ნაბეღლავი თუ არ გადავივლე ტანზე, არ შემიძლია.
სუნიანი ფეხები; სუნი ჭიპში – პირველი გამიგია, მარა მეორის რა გითხრა. მეც გამიჩნდა სურვილი, ახლა დავსერჩო. მაინტერესებს, რას ამოყრის.
გია სურამელაშვილის ბედი , ლევან გაჩეჩილაძის რძალი , დათო პაიჭაძის სიდედრი – ეს სამივე ერთად იყო დასერჩილი და რა საერთო აქვთ ან ამ ადამიანებს და ან ამ ადამიანების ”კუთვნილებით სახელებს” ერთმანეთთან – არ ვიცი.” (ეს წინადადება ვერ დავაწყვე და ხომ მიხვდით, რასაც ვგულისხმობ?)
მარშუტკაში მოსმენილი სიმღერები – ახლა რა დღეშია ეს ადამიანი. იჯდა მარშუტკაში. უსმენდა მძღოლკლორს, აინტერესებდა რა სიმღერები იყო, მაგრამ ვერ იკითხა, რადგან ”სვეცკია” და ეს რომ ეკითხა – ”ტეხავდა”, (თან ”ტეხავდა” ერთია და არც არავინ უპასუხებდა, ეტყოდნენ : საიდან უნდა ვიცოდეთ, ვინ და რას მღერის. რომელი ამის ადრესატი გვნახეო) არადა მოეწონა. რა ქნას? მივიდა სახლში – ვკითხავ გუგლი ბიძიასო ფიქრობდა, მაგრამ ბიძია ფეხბურთს უყურებდა და კითხა გუგლიკა მამიდას. და ახლა, მამიდა რისი მამიდაა, რომ არ იცოდეს?
ნინია კაკაბაძის ფეხები – ეს სანდრო ლომინაშვილმა და ლეო ნაფტამ არ გაგიგოთ, თორემ ვეღარ გაიჭაჭანებთ თქვენ ნეტში.
iasamnisferi
იანვარი 8, 2010 at 1:02 AM
au, eseni rogor vnaxo chemtanac? :norchiblogeri: : )))
magari posTi iko!! : D
mariakhsiashvili
იანვარი 8, 2010 at 8:23 AM
my dashboard – ში, მარჯვენა მხარეს სტატისსტიკები რომ ჩანს, დაბლა აწერია Top searches, მაგის დაბლა არის wiev all – დააწკაპებ და იმ გვერდზეა ორი დღის სერჩები:-)
polkovniki
იანვარი 8, 2010 at 9:39 AM
დიზაინის შეცვლას გილოცავ პირველ რიგში, ეს ჯობია აშკარად 🙂
და თამრიკო მეჭიაური ვინ არის?
mariakhsiashvili
იანვარი 8, 2010 at 11:03 AM
მადლობა:))) ძველ დიზაინს ვიყავი შეჩვეული,მერე ორჯერ შევცვალე – თითქმის იგივენაირით და წუხელ, ღამის 4–ის ნახევარზე შევჩერდი ამაზე:))
როგორ, თამრიკო არ იცი ვინ არის? “არ დაიდარდოს” ერთ–ერთი “სახე” და “ყური” – “მოოღალატე, მოოღალატე, მითხარ როგორ გძინავს ღაამეე. რა გინდოდა, რას მერჩოდი, სიჭაბუკე გამიმწააარე” – აი, ესა:–)
Katiee
იანვარი 8, 2010 at 8:37 PM
ვაიმე, ცუდად ვარ, რა მაგარი იყო :D:D:D:D
სერჩები ხომ მაგარი იყო, მაგრამ შენი კომენტარები კიდე უკეთესი :D:D:D
p.s. მეც მიდნა ასეთ ფუნქცია ბლოგზე, ბლოგგერზე არ არის ან არ ყენდება? მიშველეთ ვინმემ:((
mariakhsiashvili
იანვარი 8, 2010 at 8:41 PM
:)))
ბლოგერს არ აქვს, მგონი:-( ყენდება თუ არა, არ ვიცი.. მგონი, არა:-(
mr.picasso
იანვარი 9, 2010 at 1:41 PM
ჩემთან ასეთი ნავაროჩენი სერჩ სიტყვები არ არის ხოლმე 😦 იშვიათად თუ გაგეღიმება .
mariakhsiashvili
იანვარი 9, 2010 at 5:42 PM
ეს რა არის, უბრალოდ იმეებს ვერ დავწერდი – სირცხვილია:-d:-P
ისე, სულ მიკვირს : ჩემთან რატომ ხვდებიან, ისეთი არაფერი მიწერია ხოლმე:)
nata
იანვარი 10, 2010 at 10:04 PM
რაც პაპალამზე მედდის საკარანვალო კოსტუმი დავდე იმის მერე ყველა აზაბოჩენი ჩემთან ხვდება :))
heasel
იანვარი 16, 2010 at 3:41 PM
blogroll-shi damamate heasel.wordpress.com რამაზის ბლოგი
Neeun
დეკემბერი 1, 2016 at 8:02 PM
ჩემი ქუჩის ბიჭი კლასელები ფიქრობენ რომ ლოლ ლამერს ნიშნავს რა გავაკეთო რომ შევაგნებინო ამათ რომ ცდებიან?