იმდენი ხანია, იმდენი ხანია არაფერი არ დამიწერია ბლოგზე, რომ დღეს ვფიქრობდი – სირცხვილით როგორ შევიდე ვორდპრესზე მეთქი.
რომ ვთქვა – არაფერი ხდება და დედა, რა დავწერო მეთქი – არა, უბრალოდ, რაღაც შეიცვალა და არ ვიცი რა. მოხდა რაღაც თუ მეშევიცვალე – არ ვიცი. ცოტა ცენზურამ იმოქმედა – ადამიანები მეუბნებიან – ყველაფერი , რაც ხდება, ბლოგზე და ფეისბუქზე არ უნდა დაწეროვო. ზოგმა აგენტი და ჯაშუში შემარქვა (სიმართლენარევი ხუმრობით), ზოგი გამიბრაზდა კიდეც – ჩვენზე ნუ წერო. ცოტა გავზარმაცდი კიდეც.. ნუ, გავზარმაცდი რა, დროს ვერ ვპულობ – სამსახურში ცხადია, ვერაფერს დავწერ (ბლოგისთვის:-D . 10 საათზე სახლში რომ მოვდივარ, მინიმუმ 11-12 – მდე კომპთან ვერ ვჯდები. მერე ფეისბუქში ხომ უნდა “შევიჭყიტო”, ხოდა, ეს შეჭყიტვაა, რომ ვეღარ “გამოვიჭყიტები” უკან. თან , ამ სააგენტოებმა ქართული დამავიწყა მგონი:) და “კარქ” წიგნებს ვკითხულობ – როგორც ამბობენ, მუდმივი აცრაა :)))
შაბათს ვისვენებ – ანუ ინტერნეტის მიმოხილვას ვაკეთებ “იბერიასთვის” – რა თემა ჭარბობდა ფეისბუქსა და თბილისის ფორუმზე კვირის მანძილზე. ეს დღეც ფაფუ. კვირას კი ყველაფერი თავიდან იწყება. არადა, ორშაბათიდან თსუ… და რა მეშველება, არ ვიცი:)
მაგრამ დროც არ არის ალბათ, ისეთი პრობლემა (იმიტომ, რომ შაბათს თუ ადრე მოვრჩი საქმეს და უსაქმურად ვიყავი, ერთი სული მაქვს, როდის გათენდება, რომ რედაქციაში წავიდე:) . უფრო სხვა რამ, რომლისთვისაც სახელი ვერ დამირქმევია. აი, სიტუაციას აღვწერ. რაღაცაზე მომინდება პოსტის დაწერა – აი, მაგარი იქნება – ვფიქრობ. ვიწყებ წერას , მივდივარ მეორე – მესამე აბზაცამდე და უცებ ქრება ყველანაირი ენთუზიაზმი, თითქოს ფრთები მეკვეცება, ვდუნდები და არაფრის ხალისი აღარ მაქვს – “აბა, ეს რა საპოსტე თემაა, სისულელეა” – და ვანებებ თავს – მარტო 15-18 თემა ასე მაქვს დრაფტებში მიტოვებულ – დატოვებული.
მააგრამ, ორშაბათიდან რეჟიმში ვაპირებ ჩაჯდომას:) გავწერ გეგმას (ეხ, ბავშვობიდან ამას ვცდილობდი) და ზუსტად შევასრულებ. საათობრივად გავანაწილებ – დღის მანძილზე სამსახურს, , საბაკალავროს, 4 საგანს, ინგლისურს, წიგნს და ნეტს – რა დრო უნდა დავუთმო..
ეჰ..