RSS

ერთი სემესტრიც და გავდივართ…

27 თებ

ორშაბათს სწავლა მეწყება. ნუ, სწავლა აქამდე შვიდჯერ დამეწყო (თსუ-ს ვგულისხმობ), მაგრამ ახლა მაინც განსაკუთრებული “დაწყებაა” – ბოლოა, წელს ვამთავრებ. ხოდა, ცოოოოტა, სულ პაწაწინა გულის წყდომას მაინც ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციისა და კიდევ რაღაც – რაღაცების გამო გამწარებული ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ხმა რჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ დროის ტყუილი კარგვა იყო, მიუხედავად იმისა, რომ…

მოკლედ, მიუხედავად ამ და კიდევ ბევრი ყველაფრისა, მაინც ბევრი რამ ვისწავლე, ახლა არ აქვს მნიშვნელობა ვინ და როგორ მასწავლა, ვინ როგორ მექცეოდა, მთავარია, რომ კარგი და დადებითიც იყო რაღაც და ყველაფრისთვის ხაზის გადასმა კიდევ არ შეიძლება:-) (თან იდეალური ხომ არაფერია.)..

ის მაინც ხომ ვისწავლე, რომ დისციპლინა კი არა, ლექტორი უნდა აირჩიო. რომ სწორედ ეს არის მთავარი. რაც არ უნდა “ცუდი” საგანი იყოს, “კარგი” სპეციალისტი ისე მოგაწვდის, რომ დაგაინტერესოს და პირიქით…
მოკლედ, პათეტიკურ გადახვევებს აღარ ვაპირებ, ბოლო სემესტრის ათვლას ვიწყებ, ვიცი, რომ თსუ-ს აღარ დავუბრუნდები (სწავლის სხვა საფეხურებზე) და აი, ის საგნები , რომლებსაც ბოლოჯერ ვიღებ მისგან და რომელთა  წარმატებული სწავლაღა  მაშორებს დიპლომირებული ჟურნალისტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებატა ფაკულტეტის ბაკალავრის წოდებას.

1) ანტიკური ლიტერატურის ისტორია – ძლივს ავირჩიე. როგორც სხვა ფაკულტეტის სტუდენტს, არ მარჩევინებდნენ. ძალიან ბევრი ჰუმანიტარისთვის იყო სავალდებულო და ბოლოს, ზალიკომ (ეხ, ერთი ასეთი მეექვსეშიც რომ გვყავდეს),  დამამატა 198 – ე სტუდენტად (მადლობა მას). (ჰოდა, ახლა 227 ბავშვია ამ საგანზე:)
2) ესპანეთის ისტორია – ეს ავირჩიე დროის გამო. დილის საათებშია ლექცია და… ხოდა, მას შემდეგ , რაც იმ ძალიან საყვარელმა ზალიკომ დამარეგისტრირა ანტიკურზე – გავიგე, რომ ესპანეთის ისტორიას სწორედ ეს ზაალი მასწავლის და “საშინლად” გამიხარდა:-)
3) ხელოვნების ისტორია გია ბუღაძესთან – ისე აქებდნენ მის ლექციებს და თავად ამ ადამიანს, რომ ამის აურჩევლობას ვერ დავუშვებდი:))
4) აი, აქ ვარ გაურკვევლობაში რა დავტოვო – “ბავშვთა საკითხების გაშუქება”, რომელიც ძალიან მინდა თუ “ახალი აღთქმა და ანტიკური სამყარო”, რომლის სათაურიც ძალიან საინტერესოდ ჟღერს და დროც მაწყობს. ბავშვთა საკითხების ლექციები იმდენად ცუდ დროს არის – შუადღის საათებში, რომ გამოდის ორ დღეს კვირაში თითქმის მთლიანად მართმევს და სამსახურის ამბავი მაბრკოლებს. ამის გარდა, სხვა ლექცია არც მაქვს ამ დღეებში და ისეთ საათებშია, რომ დილაც დაკარგულია და სამი საათის შემდეგ კიდევ, რავი აბა…. თან ეს რომ გადავირჩიო, გამოდის, რომ მხოლოდ ოთხშაბათი და შაბათი მაქვს მთელი დღე დაკავებული და დანარჩენი (სამშაბათ დილის გარდა) დასვენებუულ.. ხოდა, ხვალ საღამომდე ისევ ვფიქრობ:)) თან ამისკენ უფრო მეტად იმიტომ მიმიწევს გული, რომ ახალ აღთქმა და ანტიკურ სამყაროში მასალა რუსულ-ლათინურად არის და ბოლო სემესტრში საგნის ჩავარდნა არ მაწყობს:))
5).. და საბაკალავრო ნაშრომი.. წელს არჩევითი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მეუბნებოდნენ – შარში რატომ ყოფ თავსო – მაინც ავირჩიე:) იმიტომ, რომ სურვილი მაქვს, რამე განსხვავებული გავაკეთო იმისგან, რასაც ამ შვიდი სემესტრის მანძილზე ვაკეთებდი. ჯერ ზუსტად არ ვიცი , რას გავაკეთებ. თუმცა, ეს შეიძლება იყოს ბლოგების კვლევა:)) (ისე, მაკეიფებოდნენ ხოლმე – შენ გარდა აიღებს კიდე ვინმეო? მაგრამ 14 კაცია დარეგისტრირებული ამ საგანზე 🙂 მერე რა, რომ იქიდან შეიძლება დიდი უმრავლესობა  მეცხრესემესტრელი იყოს:-)

მოკლედ, ერთი სემესტრიც  და გავდივართ…

 
2 Comments

Posted by on თებერვალი 27, 2010 დუიმი თსუ

 

2 responses to “ერთი სემესტრიც და გავდივართ…

  1. nino

    თებერვალი 27, 2010 at 8:11 PM

    საბაკალავროზე მეც დავრეგისტრირდი, მაგრამ ვერ გამიგია დავიტოვო თუ არა. ვფიქრობ, რაც ორ საგანში კოლოკვიუმი და გამოცდა უნდა დავწერო, ერთი თემის დაწერა ხომ არ სჯობს, თანაც კვლევის მეთოდებში გაკეთებული რაც მაქვს, იმის დაწერას ვფიქრობ, მაგრამ თან მეშინია რეცენზენტების, მაშინებენ 😀

     
    • mariakhsiashvili

      თებერვალი 27, 2010 at 8:37 PM

      მეც კვლევის მეთოდებში ბლოგებზე მქონდა, ახლა არ ვიცი, ვნახოტ, რას გადავწყვეტთ:))

      მგონი, ჯობს, რომ გააკეთო. რა საშიში რეცენზენტები არიან, თუ კარგად გააკეთებ, ვერანაირ შარს ვერ მოგდებენ:) ხელმძრვანელი – 30 ქულას წერს, რეცენზენტი – 40-ს.

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: