ორი კვირის წინ ჩემი ფეისბუქის ანგარიში ერთი წლის გახდა. ნუ, გახდა, გახდა, ახლა რატომ ვწერ. იმიტომ, რომ არის რეალური შანსი – გაკეთდეს facebook Club. იმასაც ვიტყვი, რომ ეს იდეა ეკუთვნის პირწიგნაკელ გურამ შამანიდს (როგორც დღეს გავიგე – მანამდე თეა მიქაიას).
როცა გურამ შამანიდს ტელეფონზე ველაპარაკე, მითხრა, რომ მისმა მეგობარმა ბიზნესმენმა სრულიად უფასოდ, უსასყიდლოდ დაუთმო თავისი რესტორნის მეორე სართული ამ საქმის ანუ ფეისბუქ კლუბის გასაკეთებლად.
ფართი არის. მაგიდა – სკამები არის. ინერნეტი არის.. ახლა დარჩა იდეები – რას და როგორ გავაკეთებთ, როგორ ჩამოვაყალიბებთ ამ კლუბს.
ეს კლუბი იქნება ფეიბსუქელების შეხვედრების, დისკუსიების მოწყობის ადგილი. როგორც ბატონმა გურამმა თქვა – მიდი და თუ გინდა წიგნი წაიკითხე. სრული თავისუფლება გაქვს. წიგნის წასაკითხად იქ მისვლის რა ვთქვა (თუმცა, რატომაც არა), მაგრამ პირწიგნაკელთა გაცნობის იდეა კი ძალიან მომწონს. გასული ერთი წლის მანძილზე ფაცებოოკ – მა ბევრ ადამიანთან დამამეგობრა ვირტუალურად, ბევრ ისეთთანაც, რომელსაც რეალში ვიცნობდი, მაგრამ თურმე არ ვიცნობდი:))
facebook -ის წყალობით ბევრ ადამიანთან ურთიერთობის სიხარული ვიგემე. ჩემზე შეიძლება ითქვას, რომ მართლაც აქტიური ფეისბუქელი ვარ. დღე-ღამეში 16 საათს მაინც ქსელში ვატარებ. ცხადია, ამდენ ხანს კომპთან ვერ ვხვდები, მაგრამ ტელეფონით მაინც სულ ფეისბუქში ვარ.
facebook – მა გამიჩინა ძალიან ბევრი კონტაქტი როგორც ჟურნალისტს, მაგრამ უფრო მეტი მეგობარი:-)
მე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ნანა ზარდიაშვილის წამობრივად განახლებადი, დოდკას, თაზოს , გიო ფუტკარაძის ლაივ – სტატუსების, ნინო ჯორბენაძის “გულიანი”, გურამ შამანიდის “თავისებური”, კობა უსტ – ის “თბილი”, ნოდარ ლადარიას “ღიმილიანი” , სოფო მაისურაძის “ტელ. ნომრის მაძიებელი” კომენტარების, თათა ხვედელიძის და დალი კუპრავას ლინკების, ჯიმშერ რეხვიაშვილის ნოუტების, ილიაუნის და ვასილ კობახიძის წერილების და საერთოდაც ჩემი 1094 friend – გარეშე:-)
უკვე იმასაც მივეჩვიე, დღის მანძილზე მინიმუმ 30 – მა იუზერმა რომ უნდა მთხოვოს ჩატში – ნაჯახი, აგური, ფიცარი თუ ზოდი.
ერთი დიდი, უზარმაზარი ოჯახი მგონია, თავისი პრობლემებით და სიხარულებით. მე მიყვარს პირწიგნაკელები:-)
ჰო, ნანა ზარდიაშვილმა და გურამ შამანიდმა შექმნეს ფეისბუქზე გვერდი – და ხუთშაბათს იგეგმება შეხვედრა “საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად”.
“მისამართი, გოთუას, 3, (”ბაქტერიოფაგის” ოდნავ ქვემოთ), რესტორან ”ქიმერიონის” მეორე სართული).
11 მარტის 16 საათზე მივბრძანდებით იდეებით დატვირთულნი ზემოთაღნიშნულ მისამართზე იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ, რას და როგორ ვაპირებთ ” – დანარჩენი გვერდზე ნახეთ:-)
achokhachidze
მარტი 7, 2010 at 5:10 PM
ერთი კითხვა მაქვს. ლიცენზია არ უნდა ამ ყველაფერს ფეისბუქის ადმინისტრაციისგან?
mariakhsiashvili
მარტი 7, 2010 at 5:18 PM
არ მგონია:-) რა ლიცენზია უნდა უნდოდეს. გაფორმებული არ იქნება ალბათ ოფიციალურად.
eka
მარტი 7, 2010 at 7:22 PM
ideebi mawuxebs magram rogori mosawoni iqneba es kvelastvis ukve ar viciiiii
mariakhsiashvili
მარტი 7, 2010 at 7:44 PM
მოდი ხუთშაბათს და ვნახოთ:-)
გაბო
მარტი 7, 2010 at 7:57 PM
შეხვედრის დრო შეარჩიეს ცუდად , ორი ლექციის გაცდენა მიწევს რომ მოვიდე 😦 იდეა ძალიან მომწონს კარგი ადგილი იქნება შეხვედრებისა და დისკუსიებისთვის ერთმანეთის გასაცნობად და უბრალოდ სასიამოვნო დროის გასატარებლად. მეც ერთი წლის გავხდი ამ დღეებში 🙂 მეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ჩემი 1206 მეგობრის გარეშე უზომოდ მიყვარს ეს ხალხი განსაკუთრებით ქალბატონმა ნანამ დაიმასახურა ჩემი სიმპათიები. ბატონი გურამიც კარგი ადამიანი ჩანს.
mariakhsiashvili
მარტი 7, 2010 at 8:27 PM
ჰო, გოჩა:-) მახსოვს, შენი პოსტის ლინკზე “წამოვიდა” ამ იდეაზე ლაპარაკი. ძალიან კარგი იქნება მართლაც.
kikito
მარტი 7, 2010 at 8:01 PM
martla kargi ideaa 🙂
dzalian bevri leqciebis chatareba sheidzleba rom momxmarebelma gaigos facebookis yvela xibli 🙂
Kate
მარტი 16, 2010 at 11:18 AM
პირველად ვარ ამ ბლოგზე.
ხოდა მივესალმები ამ იდეას. ძალიან მომწონს.
იდეები მეც მაქვს, მაგრამ ცუდია, რომ გაფორმება არ ექნება ამ ყველაფერს. რამეზე რომ ეტყობოდეს, რომ facebook-ის კლუბია, უკეთესი იქნებოდა.
facebook-ზე Join გაგიკეთეთ. მეც ველოდები მის გახსნას, როგორც ერთ-ერთი facebook-ელი.
mari
მარტი 16, 2010 at 10:24 PM
დაეტყობა, რომ facebook – ია. ძალლლიან დიდი ბანერი – facebook.ge დახვდებათ პირწიგნაკელებს:-)