დღეს ანტიკური ლიტერატურის პირველი ლექცია მქონდა. ეს იყო ძალიან დიდი ემოციით დატვირთული 75 წუთი ( 15 წუთი დამაგვიანდა. 15 – შესვენება). დრო თითქოს წამებში გავიდა. მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა ( ღამე თვალი არ მომიხუჭავს და გული 120 – ზე მირტყამდა) არც ერთი წუთით არ გადამიტანია ყურადღება სხვა რამეზე, არ წამსვლია ფიქრი.. თითქოს ძველ
საბერძნეთსა და რომში ვიყავი..

ოღონდ, ხანდახან ეს გარინდება ქრებოდა. მაგალითად, როცა იკითხავდა – ეპოსის მამა, ტრაგედიის თუ კომედიის მამა ვინ არის?
პიგმალიონის ქანდაკება თუ გაგიგიათ, რა ციკლებად იყოფა ანტიკური სამყარო – ამ დროს მომდიოდა ის, რაც არასდროს მომსვლია, მინდოდა მეთქვა, მეყვირა ( დაგვიანების გამო დარბაზის ბოლოში ვიჯექი) , მეპასუხა, მეკითხა – თიქოს სხვებს ვერარ ვხევდავდი ( არა რა, ცუდად ვიყავი:-) და ლამის ბოლო ხმაზე ვყვიროდი პასუხებს. ( ისე, ჰოი, საოცრებავ და კლასიკური ფილოლოგიის მიმართულების ბავშვებმა არ იცოდნენ).
კიდევ მეტად საინტერესო იყო სწორედ ეს მომენტი, რომ ძალიან ნაცნობი იყო ყველაფერი, თითქოს ძალიან ახლობელზე მელაპარაკებოდნენ, პლუტარქეს ბიოგრაფიები, ჰომეროსის “ოდისეა” და ყველაზე მეტად – ბერძნული მითების სამყაროს ათტომეული მედგა თვალწინ თუ ყურწინ. ლექტორმა ურჩია ბავშვებს ამ მითების წაკითხვა –მთლიანად აღარ იყიდება, მაგრამ იქნებ იშოვოთ და წაიკითხოთო. რა არხეინად ვიყავიიიი:)) მეთქი – წაკითხუუუუულ ( მადლობა დათო პაიჭაძეს).
1) საგანი – ადრეც ვიცოდი, რომ არ დავრჩებოდი უკმაყოფილო, მაგრამ ახლა უფრო მეტად მივხვდი რომ ერთერთი უსწორესი არჩევანია, რაც უნივერსიტეტში გამიკეთებია. ბოლო დროს საერთოდაც დამაინტერესა ანტიკურმა პერიოდმა – კიდევ მეტის გაგებაში სამსახურში ნოდართან კამათიც მადგებოდა. ერთი ეგაა, ისტორიული ნაწილი არ მომწონს. რა ჯანდაბაა, არ ვიცი. რელიგია, მითოლოგია, ლიტერატურა, კანონმდებლობა, მეცნიერება, ფილოსოფია , აღზრდა, სახელმწიფო წყობილება, ოჯახი – ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე “კლასიკური ფილოლოგიის შესავალში”, მაგრამ ისტორიული ნაწილი ისე გამიჯანჯლდა, რომ რავიცი.. გადავუხვიე – როგორც მეტყვიან ხოლმე – დეტალების გარეშე:-)
2) ლექტორი – რატომღაც ცოტა უარყოფითად მყავდა წარმოდგენილი, მაგრამ..…
საოცრად მსიამოვნებდა მისი ლაპარაკი, თან ისე რა – სხვანაირად, მარტო კლასიკოსები რო საუბრობენ:-) – თავანკარა ქართულით – თან ამ ქართულს დროდადრო ჟარგონებიც ისე უხდებოდააა:-).
ამას + ძალიან კარგი იუმორის გრძნობა, საჭირო დროსა და საჭირო ადგილას პარალელის გავლება. მოჰყავდა ძალიან საინტერესო ლათინური ფრაზები, სხვადასხვა მწერლის თუ პოეტის ციტატები.
ჰოდა, გავაკეთე ის, რაც არ მიქნია ბოლო – არ ვიცი რამდენი ხნის მანძილზე – ამოვიღე ბლოკნოტი და დავიწყე ჩაწერა.
იმ 75 წუთში იმდენ რამეზე ისაუბრა, რომ ჩამოთვლა მიჭირს და იმდენი რამ დამამახსოვრდა:-)
“ ანტიკური ლიტერატურით ისწავლით, რომ არ უნდა გეშინოდეთ თქვენი ვნებების. საკუთარმა ქვენა გრძნობებმა არ უნდა დაგაჩმოროთო”:-D ( დუგლასა გამახსენდა:))
ს ა ს ტ ი კ ა დ ა რ მ ო მ ე წ ო ნ ა – აუდიტორიის დიდი ნაწილის საქციელი. ერთმანეთში ლაპარაკი, სიცილი.. რამდენჯერმე შეწყვიტა ლექტორმა თხრობა, რამდენჯერმე მისცა შენიშვნა ( აუ, ამ დროს ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს – ის, რომ სხვისთვის შენიშვნის მიცემისას ან სხვისი ცუდი , სულელური საქციელის გამო ძალიან ცუდად ვხდები, ვნატრობ, რომ იქ არ ვიყო, გავქრე, ავორთქლდე, მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს – ან თუნდაც მაშინ, ვინმე რამე სისულელეს რომ “ააბრეხვებს” – რა უბედურების კომპლექსია??
მოკლედ, შაბათს მაქვს სემინარი დილის 9 საათზე – ხელების ფშვნეტით ველი:-)
ექს ნიჰილო ნიჰილ – არაფრისგან არაფერი წარმოიშობა – ეს ისე, რაღაც ძალიან მომეწონა ეს ფრაზა:))