RSS

სასიამოვნო შაბათი ჯოზეფინასთან ერთად

13 აპრილი

ბარემაც შაბათს უნდა დამეწერა პოსტი, მაგრამ განა ხანგრძლივად ვინმეს გაახარებს ეს წუთისოფელი? ფოტოები არ მომაწოდა ბატონმა პასუხისმგებელმა რედაქტორმა და მომეშალა ნერვები 🙂
მოკლედ, შაბათს ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, ერთი, რომ თავად ვერ ვგრძნობდი თავს კარგად და მეორე – როგორც კი კომპიუტერი ჩავრთე , პოლონეთის ტრაგედიის ამბავი გავიგე. ძალიან დაგრუზულმა მაინც გადავწყვიტე ლადარია – ბუღაძის ლექციაზე წასვლა – ცოტას გამოვალ მეთქი. მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 25 წუთში “იბერიას” პაუხისმგებელმა რედაქტორმა ( ოხ, რა ოფიციალურად ჟღერს), მოკლედ, პაატამ დამირეკა და “საღამოს ოფისში ამოდი. “ის”  მოდის და თქვა – თანამშრომლები მომგვარეთო”. – კაი მეთქი.. ცოტა ხანს კი ვიფიქრე, ნეტა ვინ არის  “ის” მეთქი, მაგრამ შორს აღარ წავედი – ჯოზეფინა უნდა იყოს მეთქი – დავასკვენი ( მეთქის ტავტოლოგიისთვის – ბოდიში 😀 .  ჯოზეფინა ეს არის, ნიუ იორკ ტაიმსის ასოცირებული დირექტორი – ამერიკიდან საქართველოში გახლდათ სტუმრად. – ხუთსაბათს,  New York Times International Daily –  ის პრეზენტაციას დაესწრო, სიღნაღი, მცხეთა და გორი ინახულა და კვირა დილით ნიუ იორკში დაბრუნდა.
ხოდა, ავედი საღამოს საირმეზე. დამხვდნენ ლალი, მაგდა, სუზი და მარიტა ( + უფროსობა და ქალბატონი ჯოზეფინა).

 

 

 

 

 

 

 

სამზარეულოში ფუსფუსებენ ბავშვები:-D

მოკლედ, აღვფრთოვანდი მაგ ქალით. ძალიან უშუალო, ძალიან საყვარელი, კეთილგანწყობილი, თბილი. . .   როოოოგორ ვბრაზობდი საკუთარ თავზე, ენის უცოდინრობის გამო, მის კითხვებს ვერ ვიგებდი. ნუ ზოგჯერ კი ვიგებდი, მაგრამ ვერასდროს ვერ ვპასუხობდი და თავის ქნევით ან “იეს”, “ნოუ” – თი ვიფარგლებოდი.  არადა, გვერდით ვეჯექი 🙂

ჩვენ და New York Times – ს ასოცირებული დირექტორი – ქალბატონი ჯოზეფინა:)

სიღნაღი და ჯვრის მონასტერი მოსწონებია ძალიან. გორის მუზეუმის ნახვა ბოლო დღეს მოუნდომებია, სუვენირები უყიდია მუზეუმიდან.. ჰო, კიდევ საქართველოში გამოცემული რომელიღაც ინგლისურენოვანი გაზეთი უნახავს და “ეს ჩვენი სტატია აქვთ გადმობეჭდილიო – გაოცდა.  გვითხრა – დიდი მადლობა მოსვლისთვის და ნიუ იორკში გელითო 🙂

 რომ წაიყვანეს სასტუმროში, ლამის გავეტირე. ჰო, კიდევ New York Times International Daily – ის პირველ, საცდელ ნომერზე ყველამ ხელი მოვაწერეთ და ოფისში დაკიდებენ :).

Advertisements
 
4 Comments

Posted by on აპრილი 13, 2010 in მე:-)

 

ტეგები: , ,

4 responses to “სასიამოვნო შაბათი ჯოზეფინასთან ერთად

  1. Sophie Golden

    აპრილი 14, 2010 at 7:03 PM

    უნდა ისწავლო ინგლისური, მე შემრცხვა შენს მაგივრად 😐
    ჟოზეფინა რომელია მანდედან, ყველანი ქართველებს ჰგვანან :ლოლ: ერთი “ამერიკული” ტიპის ქალიც ვერ დავინახე 😀 😉

     
    • mariakhsiashvili

      აპრილი 15, 2010 at 1:49 PM

      ჯოზეფინა ზის ჩემს გვერდით, მარცხენა მხარეს:-) იასამნისფერი შარფით:-)

      ჩემი ჭკუით “ვსწავლობ,. მაგრამ ვაი ამ სწავლას. ლაპარაკით საერთოდ ვერ ვლაპარაკობ:-/

       
  2. mariakhsiashvili

    აპრილი 15, 2010 at 1:48 PM

    ჯოზეფინა ზის ჩემს გვერდით, მარცხენა მხარეს:-) იასამნისფერი შარფით:-)

    ჩემი ჭკუით “ვსწავლობ,. მაგრამ ვაი ამ სწავლას. ლაპარაკით საერთოდ ვერ ვლაპარაკობ:-/

     
  3. Dissolved Girl

    აპრილი 16, 2010 at 9:40 PM

    მართლა ქართველს ჰგავს 🙂 ქართულ სტილზე აქვს ეს შარფი მოხვეული 🙂

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: