RSS

ავტოგაბრაზება

22 აპრილი

საკუთარ თავზე ვარ ისეთი გაბრაზებული, ისეთი გაბრაზებული, რომ რა ვიცი…

რატომ მიმყავს ყველაფერი დედლაინამდე??? ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ რატომ არ ვაკეთებ თავის დროზე, რატომ ვიკლავ თავს ბოლო საღამოს, ბოლო დღეებში… აი, დღესაც, რამდენი საათი ტყუილად ვიჯექი კომპიუტერთან. გავხსნი საბაკალავროს ვორდის 15 დოკუმენტს  ( უკვე მერევა, სად რა შევინახე) , დავიწყებ 350 გვერდის  დალაგებას, გადატანა – გადმოტანას, რაღაც უაზრო დეტალებზე ვკარგავ დროს, სულ რომ არაფერში დამჭირდება ( ამას მეერე, ორ-სამ დღეში ვხვდები ხოლმე) , მერე კიდევ თაავიდან..

შაბათს მაქვს ორი კოლოკვიუმი. ხვალ ( სამსახურიდან დაბრუნების  ანუ 10 – 11 საათის შემდეგ) უნდა ვისწავლო რვა საკითხი , მაშინ როცა შემეძლო 7 უკვე მზად მქონოდა და ხვალ ის ერთი წამეკითხა. ააარა, მე ხომ ყველაფერი ყოველთვის ბოლო წუთამდე უნდა მივიყვანო ( მაგალითად, ეროვნული გამოცდებისთვის მეცადინეობა 2 ივლისს დავიწყე და 9-ში ქართულის  გამოცდა მქონდა.  10 -ში წავედი , ვიყიდე უნარების წიგნი და 12-ში გამოცდა ჩავაბარე). ცოტა ნელი მაინც ვიყო , ასე არ გავბრაზდებოდი. მაშინ როცა თავისუფლად შემიძლია ერთ საათში 80 – 120 გვერდის წაკითხვა ( გააჩნია ფურცლის სიდიდეს) , რატომ უნდა ვიკლავდე თავს ბოლოს.  მაშინ, როცა შემიძლია ექვსგვერდიანი რეფერატისთვის სხვადასხვა და რამდენიმე წყაროდან მოვიძიო ინფორმაცია და დავწერო კიდეც 3 – 4 საათში.

მაშინ როცა შემიძლია დილის ხუთ საათამდე  ორი 2 – 4 გვერდიანი სტატია დავწერო და გავუგზავნო კიდეც პასმდივანს , თან ისე, რომ ღამის 12 საათზე დავიწყო ინფორმაციის მოძიება…

მოკლედ, ახლა მაქვს დეპრესია და არ შეიმჩნიოთ… ანტიკურში თუ გადავრჩი ხომ კაი, ბავშვთა საკითხებში თუ გადავრჩი, ხომ კაი.. ( მადლობა ღმერთს, ეს დავწერე უკვე), აი, ესპანეთის ისტორიაში აღარ მგონია – გადავრჩე . შვიდი კვირის მანძილზე არც ერთი მასალა არ მისწავლია. სწავლას ვინ დაეძებს, ორი წავიკითხე მხოლოდ და სამშაბათამდე კი უნდა ვქნა ყველაფერი..

მაგრამ ამ ყველაფრის გადარჩენას არ დავეძებ ( კრედიტიც მაკმაყოფილებს), აი, სადიპლომოზე უნდა “გადავრჩე” მართლა;)) სირთულისკენ სწრაფვისგან  ( არადა, ღმერთი- რჯული, მე არ ვისწრაფვი, თავისით მივდივარ) უნდა განვთავისუფლდე, თორემ არაფერიც არ მეშველება:-/

იქ კიდევ, ჯანდაბას ამის თავი მეთქი და სამაგისტროზე დავრეგისტრირდი  ( თითქმის გადაფიქრებული მქონდა) , იმას ცალკე მეცადინეობა…

მოკლედ, აშკარაა, რომ დროის განაწილება ვერ ვისწავლე.. უფრო სწორად, როცა ვიცი, რომ ცოოტა დრო მაინც მაქვს, გულს ვერ ვუდებ:-/ ზარმაააც….

( ეს თუ გურამ შამანიდმა წაიკითხა, ალბათ, კიდევ ერთხელ,  ამჯერად ყვირილით დაწერს :  როდის ამთავრებ ამ უნივერსიტეტს, არ შეგვჭამა ხალხიო?:)

 
2 Comments

Posted by on აპრილი 22, 2010 დუიმი მე:-)

 

2 responses to “ავტოგაბრაზება

  1. Katieé.Ge

    აპრილი 23, 2010 at 6:55 PM

    ასეთ პოსტებს რომ ვკითხულობ, ვმშვიდდები, რომ მარტო მე არ ვარ ასეთი :))

    ჩემმა ერთმა მეგობარმა თქვა ძალიან საინტერესო რამ: ცოტა დროს ვუთმობ ყველაფერს არა იმიტომ, რომ მეზარება, არამედ იმიტომ, რომ მეშინია, ბევრი რომ ვიმეცადინო და მაქსიმუმი გავაკეთო, შეიძლება 20 ქულიდან 19 და 20 ვერ მივიღო და საკუთარი თავის რწმენა შემერყესო. ასე კი, ცოტა მეცადინეობით, 17 და 18-ს რომ ვიღებ, უფრო კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით, მეტი რომ მემეცადინა, რას ვიზამდიო 😉
    საინტერესო აღიარებაა 🙂

    პ.ს. ნახატი ძალიან საყვარელია 🙂

     
    • mariakhsiashvili

      აპრილი 24, 2010 at 1:10 PM

      ჰო, მეც მასე ვარ ხოლმე ;)) არმეცადინეობით მაინც მარალ ქულებს ვიღებ ხოლმე და მერე ვფიქრობ – ვაა, აი, რომ მემეცადინა.. ( მაგრამ ამ დროს ისევ მემართება ხოლმე ავტოგაბრაზება;))

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: