RSS

თბილისის ყოფილი და მომავალი სარდალი

29 აპრილი

ორი დღეა თბილისში არის დიდი ამბავი,

სტაფილოსფერფორმიან გიგის გააქვს ნაგავი,

პატრულიც ის გამხდარა, დაიჭირა ნაგანი,

იცავს წესრიგს, გაჰყვირის: ნუ არის ბალაგანი.

ყვითელ ავტობუსებში კონდუქტორი სად არი?

ესეც გიგი გამხდარა, ვინ გვყავს მისი სადარი.

ლმობიერად წერს ჯარიმას და არ არის ვანდალი,

უხსნის მგზავრებს ბილეთი თუ საჭირო რად არი.

აგერ ბაზარში დამდგარა, ყიდის კვერცხს და მარგარინს,

დოდოს რძე სურს, ილარიონს კი “სადიას” ბარკალი,

– თაფლი ნატურალურია, მიდი, თითი ჩაკარი,

– დამიკელი, გენაცვალე – ლოცავს ძია მაკარი.

აგერ გლეხებთან ჩასულა, უკვე დარგო თალგამი,

დააპურა გოჭები, ცხენს ამოსდო ლაგამი.

გააჭენ-გამოაჭენა, ვინ გვყავს მისი ბადალი,

ტყეშიც გაინავარდა , ემალვოდა მას დალი.

ნადირობიდან დაბრუნდა, უთვალავი ნადავლით,

ირმისა და ხოხბის ზვინით, არა – ნუყარ-ნაყარით,

ხელად შამფურზე ააგო, გაახურა მაყალი,

ერთნაირად დააპურა, ჯანმრთელიც და საპყარიც.

თან მჭედლობაც შეითავსა, გამოკვერა ჩანგალი.

იოსტატა, იხარაზა, გახდა უკვე ქარგალიც.

ინჟინერიც ყოფილა, ატრიალა ფარგალი,

მას რომ ვერა გაუგო, ხელთ აიღო ფანქარი.

აგერ ნიჭი აღმოაჩნდა მკერავის და მქარგავის,

სულ წუთებში შეკერა ლეიბი და საბანი.

სიძის როლიც მოირგო, წაიყვანა მაყარი,

პატარძლის ნამდვილი ქმარი შემცვლელით – ამაყ არი.

აჭარული იცეკვა არა ბანდალ-დანდალით,~

ისე ჩაულეკურა, გასძვრა ცალი სანდალი.

მერი – მცოდნე უნდა გახდეს,

რაღად გვინდა სკანდალი,

უგულავა – თბილისის last და next მთავარსარდალი.

კაცი საქმეს აკეთებს, არა თავის ქანქარით.

უბან-უბან, ქუჩა-ქუჩა – სირბილით თუ ჩანჩალით,

მალე ხაჩიძე იმღერებს – დარია თუ ავდარი,

თურმე მიშა კი არა, გიგი არის მაგარი

Advertisements
 
7 Comments

Posted by on აპრილი 29, 2010 in თსუ, სხვადასხვა

 

ტეგები: , ,

7 responses to “თბილისის ყოფილი და მომავალი სარდალი

  1. Katieé.Ge

    აპრილი 29, 2010 at 11:21 PM

    :D:D:D
    ეს შემდეგი ჰიმნის ტექსტია? 😀

     
  2. zurriuss

    აპრილი 30, 2010 at 7:29 AM

    შენ დაწერე, შვილო? :))

     
    • mari

      აპრილი 30, 2010 at 10:53 AM

      yes, zuriusss:-D

       
      • Katieé.Ge

        მაისი 10, 2010 at 12:22 PM

        მართლა შენ დაწერეე?

         
      • mariakhsiashvili

        მაისი 10, 2010 at 8:41 PM

        აპა რავა :))) ამ ბოლო დროს დავიწყე ჯღაპნიაობა:))

         
  3. giorgi I

    აპრილი 30, 2010 at 5:34 PM

    ლექსო არ დაიკარგები!!!! მაგრამ ნეტავ გვეშველება რამე? ან კი რატომ უნდა გვეშველოს?! რა, განა მეტის ღირსნი არ ვართ 😉 ვაი, ჩვბენს პატრონს!!! მაგრამ, გვყავს, რო პატრონი?! – გვყავს, გვყავს და ქილიკი არ უნდა ამას, – ისევ უფალი გვიპატრონებს! ასე მგონია, მე და რა ვიცი, რა ვიცი…. 🙂

     
  4. tanjuli

    ნოემბერი 29, 2010 at 6:52 PM

    “უგულავა – თბილისის last და next მთავარსარდალი”…dzalian momewona:)))

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: