RSS

გვეშველება რამე კი არადა , ვაიუშველებელი ილიაუნისთან

05 მაისი

“ლიგამუსთან” აქცია რომ უნდა ყოფილიყო, ფეისბუქზე გავიგე. თუმცა, ”მაგნიტური დღე” მქონდა და ესეც, ისევე როგორც ბევრი რამ, რაღაცნაირად ამომვარდა მეხსიერებიდან. მხოლოდ ”განათლების ადმინისტრირების” პრეზენტაციიდან გამოსულმა დავამარცხე ”ამნეზია” და თვალი შევავლე ფეისბუქელებს..

რადგან ერთი საათი დრო მქონდა ლექციამდე და სამსახურში მისვლასაც აზრი აღარ ჰქონდა, გადავწყვიტე დავრჩენილიყავი. თავიდან ჩვეულებრივ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე – ჩანდა რამდენიმე ბანერი – ”არა ფაშიზმს” და ”ჩვენ ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას” – შინაარსით. ისმოდა ფრაზები, რომ ”ვისაც რის პრეზენტაციასაც უნდა იმას გამართავს”, და ასე შემდეგ. აი, მალე კი…

ჯერ მოვიდა რამდენიმე ტიპი, რომლებიც ილიაუნის სტუდენტებს უწოდებდნენ თავს და გააპროტესტეს ის, რომ მათ გააპროტესტეს მათი პროტესტი… მმკ – მაც სუნზე მოაგნო და ეს სამგზის პროტესტი ძალიან უხეშ ფორმებში გადაიზარდა. რამდენიმე ადამიანზე ხელითაც გაიწიეს, მაგალითად, ბექა მინდიაშვილი, ვასო გაბუნია. კიდევ ერთი ბიჭს, რომლის სახელ-გვარი არ ვიცი, მაგრამ თუთბერიძის პრესკონფერენციაზე მინახავს – გზაზე გაეკიდა ქერაწვერიან-გაყინულცისფერთვალება მმკ-ელი, რომელიც ასევე თუთბერიძის პრესკონფერენციაზე მინახავს..

სიტყვიერი შეურაცხყოფა ( მერე სადღაც წავიკითხე, რომ ფიზიკურიც და ეს, არ ვიცი) მიაყენეს სიკო ჯანაშიას. ორი მართლმადი – დებლი დასდევდა – წადი ამ ქვეყნიდან, შვილებს გამირყვნიო. ესეთი ხარ, ისეთი ხარო.
ნუ რადგან, უკვე ყველგან ყველაფერი დაიწერა. მე მხოლოდ ჩემთვის დასამახსოვრებელ რამდენიმე დეტალს დავამატებ:

1) შავგვრემანი, ხშირგადაბმულწარბებიანი ბიჭი გვერდით მდგომს ყვირილით უხსნის: აი, ისინი არიან, თუბერიძე და პატრიარქი, ვიდეო, მამაბუასილი..
– ესენი არიააან? ვაააჰ, ჩემიიიი.. წააამო, ბიჯოუ, წამოოო… ( მირბიან აქციის შუაგულისკენ..) – მოვკლავ ამათ. ამათ დედას მოვ… ავ ჩემიიიი…

2) მმკ ”მასონებს” დაერია. გზაზე დარბიან, მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ ”იეღოვა” მიბრძანებს ამას” პრინციპით, ”შეამჩნია რა” , რომ ”მდგომარეობა სტაბილიზაციას არ ექვემდებარებოდა”, პატრული ბიძიამ , ( რომელიც აქამდე ძალიან მიყვარდა) დაიწყო ვითომდა გაშველება. დავთვალე ექვსი შემთხვევა, როდესაც იმ შემთხვევაში თუ ”მასონს” ცემდნენ – არავითარი რეაგირება, თუ ”მასონი” ცემდა – სასწრაფოდ გაშველება.

3) იგივენი – პატრული ბიძიას ყელზე კაი მოზრდილი ნაფხაჭნი აქვს , მმკ-ელი ( ოხ, იმის სახელი არ უნდა ვიცოდე?:-/ ხელს უქნევს ყბაში , ამხანაგი პატრული ალერსიანად უღიმის და მხარზე ხელს უთათუნებს. მმკ-ელი შეჰვედრის : შენც ხო მართლმადიდებელი ხარ?
– აბა ვინ ვარ – (შეურაცხყოფილი პატრულის სახე).
– მერე, მოდი რა მოგვეხმარე, სულ ეს ფორმა ხომ არ გექნება.
– ნუ გეშინია, ყველაფერი მესმის…

4) ილიას უნივერსიტეტის ”პროტესტანტი” სტუდენტი დეისაძის წიგნის შინაარსზე :
რეები დაწერა, ამის დედა მოვ… ან, როგორ შეიძლებოდა, დედაზე ეს როგორ დაწერა, მე მხოლოდ ამონარიდები მაქვს წაკითხული, მაგრამ ეს როგორ დაწერა, მრცხვენია ამის გამეორება ჩემი დედას შე . . ცი. ( თუ ვინმე განიმარტავს განსხვავებას ნაგულისხმევ ამონარიდებსა და ამ ფრაზას შორის, დავუმადლი).

5) მმკ და ”მასონები” ერთმანეთს ურტყამენ. გოგო ( ბლოკნოტი უჭირავს და რაღაცას იწერს) და ბიჭი ( სამოყვარულო კამერით იღებს აქცოას) ბორდიულისკენ მიდიან. რა ვქნათ? ( გოგო), ”წამოდი რა, არ გკიდია?” – ( ბიჭი).

6) პროტესტის პროტესტის ერთერთი გამპროტესტებელი რეკავს ტელეფონზე – ჰომოსექსუალისტების აქციაა, მოდით ბიჭო, დედა უნდა მოვ—ათ, სხვა რა შეგვიძლია. ტელეფონს თიშავს და გვერდით მდგომს ეუბნება – აუ, თუთბერიძე რატომ არ არის? სიამოვნებით დავლევდი მის სისხლს. მოვკლავ, მოვკლავ..

7) ერთი ბლოკნოტიან-კალმიანი გოგოს და ერთი ბლოკნოტიან-კალმიანი ბიჭის საუბარი:
გოგო – რაღაცების გარკვევა მინდა.
ბიჭი – მაინც რეების?
გოგო – იმის, რომ რამდენსაც არ ვკითხე არ არიან ილიას სტუდეენტები.
ბიჭი – როგორ არ არიან, მე ვცნობ.
გოგო – მე აქ ვსწავლობ რააა და სახეზე მაინც ვცნობ ხალხს. არ არიან ესენი ჭავჭავაძის სტუდენტები და რატომ მართავენ ჩემს უნივერსიტეტთან აქციას, არ მესმის.
ბიჭი – რომელ კურსზე ხარ?
გოგო – მეოთხეზე.
ბიჭი – გეტყობა, იშვიათად დადიხარ და ვერ ცნობ ხალხს.
გოგო – ბოდიში მოიხადე, სტიპენდია მაქვს, ისე კარგად ვსწავლობ.

როგორც მარიკა იტყოდა – გავზქურეთ რა…

 

ტეგები: , , , , ,

8 responses to “გვეშველება რამე კი არადა , ვაიუშველებელი ილიაუნისთან

  1. Katieé.Ge

    მაისი 6, 2010 at 12:17 PM

    “რეები დაწერა, ამის დედა მოვ… ან, როგორ შეიძლებოდა, დედაზე ეს როგორ დაწერა, მე მხოლოდ ამონარიდები მაქვს წაკითხული, მაგრამ ეს როგორ დაწერა, მრცხვენია ამის გამეორება ჩემი დედას შე . . ცი. ”

    ეს უნდა ამობეჭდო, პლაკატები გააკეთო და ცხვირზე მიაკრა ასეთებს!

     
  2. ხატია კაროლინა

    მაისი 8, 2010 at 12:33 AM

    მდააა :/

     
  3. Toma

    მაისი 9, 2010 at 7:44 AM

    სანამ ამდენი უსაქმური ივლის არაფერი გვეშველება.
    სანამ სახემწყიფო ასე ფეხებზე მკიდია იქნება, არაფერი გვეშველება
    და კიდევ ტონა ”სანამ” არსებობს

     
  4. luka

    მაისი 16, 2010 at 5:32 PM

    au tbilisshi ar var tore martlmadideblebis shemginebels 1 kviriani cemit davajildovebdi.

     
  5. კახა

    მაისი 25, 2010 at 9:10 PM

    ხოოო საინტერსო მოვლენებს ქონდა ადგილი იმ დროს ისე რა მაინტერესებს ამ დარტყმუკლი დაეისაძეს ერთი ვაი უშველებელი რომ ატყდა არ ჯობია ამდენი ხცალხი ადგეს და საქმეს მიხედოს

     
  6. giorgi mamiashvili

    დეკემბერი 21, 2015 at 11:05 AM

    Vai mari akhsiashvilo rato damale mashin ro ilias studenti iyavi tore namdvilad gagidebdi :*

     

Leave a reply to luka კომენტარის გაუქმება