RSS

არის ასეთი სოფელი…

05 ივნ

7 წლის წინ, 2003 წლის 4 ივნისს დაიწყო ჩემი, ჩემი დეიდაშვილის (ის მოგვიანებით ჩამოვიდა, მაგრამ მაინც 🙂 და ბიძაშვილის ”საოცარი მოგზაურობა” :)))

სოფელი ლიჩი, ბევრს არ ექნება გაგონილი, რამდენიმე თვის წინ, ფეისბუქელმა თათა ხვედელიძემ მითხრა, რომ ცოდნია ეს სოფელი ( ბავშვობაში ბანაკებში დავდიოდითო), და ძალიან გამიხარდა.

ეს არის, საჩხერის რაიონში მდებარე ერთი პატარა სოფელი, რომელზეც შეგიძლია თქვა, რომ ”კაკრაზ”, ჯუნგლებში ხარ.

ეს არის სოფელი, სადაც ტრანსპორტი თბილისიდან კვირაში მხოლოდ სამჯერ დადის. ერთ სამარშუტო ტაქსს დაჰყავს ოთხი სოფლის მაცხოვრებელ-დამსვენებლები. ”მარშუტკა” მაქსიმუმ 18 კაცს იტევს, ესეც, ოდნავ თავისუფალ ადგილას ჩადგმული ხის ”სკამეიკებით”. სწორედ ამიტომ, სოფელში წასვლის წინა ღამეს ყოველთვის ”იზმენებში” ვარ – ვაი და, ადგილის დაკავება ვერ მოვასწრო მეთქი. დილიდან ვდგავართ ”რიგში” და ”მარშუტკის” გამოჩენისთანავე ეს ოთხი სოფლის წარმომადგენლები, ”აბა ვინ მიასწრებს” პრინციპით, ვიკავებთ ადგილებს.

ეს არის სოფელი, სადაც 2008 წლამდე ტელეფონი არ იჭერდა, ბედად, სწორედ ომის წელს შეიყვანეს ”მაგთის” ბოძი და იქ ჩარჩენილი ბავშვები, თბილისთან კონტაქტს ვინარჩუნებდით. (თუმცა, კიდევ საკითხავია, უკეთესი იყო თუ არა ეს, რადგან აქეთ გვაფეთიანებდნენ. 2008-მდე კი, თბილისში დასარეკად ზემოთ, გორებზე ავდიოდით და გქვონდა ერთი ჟივილ-ხივილი – ”ეეე, ერთი ხაზი დავიჭირე, ოე, აქ ორი ხაზია”..

ეს არის ადგილი, სადაც ვიმყოფებით სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში. ტელევიზორი მხოლოდ ”თეფშიან” ხალხს აქვს. ჩვენც არასოდეს (თუ ომის რამდენიმე დღეს არ ჩავთვლით, როდესაც თბილისადან შეგვაშინეს) გაგვჩენია სურვილი, რომ ამისთვის დრო დაგვეკარგა.

ეს არის სოფელი, სადაც ჩვენს მიტოვებულ, ტყეში ჩაკარგულ, უცხოპლანეტელების მსგავს (ნათურები აქვს აქეთ-იქით და.. :)) უძველეს სახლში (მეორე სართული 1958 წელს დააშენეს, პირველმა კი – დროის ათვლა დაკარგა) – მარტო ბავშვები ვცხოვრობთ და მთელ სოფელს ვიღებთ.

ეს არის სოფელი, სადაც ყოველ საღამოს მე, ჩემი დეიდაშვილი სოფო და ბიძაშვილი თამუნა, გეზს ვიღებთ იქით, უსასრულობისკენ, (ერთერთი გაჩერება – სასაფლაოზე გვაქვს. როგორ შეიძლება , სასაფლაო გიყვარდეს, მაგრამ იქ ისეთი სიმშვიდე და სილამაზეა) და სიმღერით ვიკლებთ იქაურობას, ამ დროს ვინმე ძიაკაცი გამოვა და ვა, ვარლამის ქალებს გაუმარჯოსო – შემოგვძახებს (ბაბუაჩემი იყო ;))

ეს არის სოფელი, რომელსაც ყველაზე კარგი მდინარე აქვს :))) ეს არის სოფელი, სადაც პირველად შევჯექი ცხენზე, პირველად დავკრიფე და ვჭამე სოკო, პირველად წავედი სათევზაოდ, პირველად დავჩეხე შეშა, პირველად გამოვაცხვე პური ( ნუ, ფქვილის ერთი 50 კილოგრამიანი ”მეშოკი” მის სწავლას შევალიე, მაგრამ ახლა ვარლამიჩების დამსახურებული ხაბაზი ვარ). ეს არის სოფელი, სადაც დღე ღამეა, ღამე კი დღე. ეს არის სოფელი, სადაც შეიძლება იჯდე და იძახო – ხალხო, ყვირილი მინდაო, სადაც შეგიძლია ჯოკერი უსასრულოდ ითამაშო, სადაც ბულგარული წიწილები ამოდის ეზოში, სადაც შეიძლება მკვდარი ღამურა მოკლა და იტრაბახო, სადაც, შეიძლება წყალზე წახვიდე ჭის მოსატანად, საჭმლის მილევის ჟამს ორი დიიიდი პარკი დანდური ( ომის წელს გავიგე, რაც იყო) მოკრიფო გზის პირებზე, საათობით რეცხო, ხარშო და ერთი ტაფა გამოგივიდეს. სადაც, შეიძლება, რომ ექვსი კილომეტრი გაიარო ერთი ნაყინისთვის ან ერთი კილო შაქრისთვის. სადაც, მთვარე და ვარსკვლავები ღამღამობით მიხატულს გავს, სადაც ყველაზე მეტი ვარსკვლავი ცვივა ციდან.

ეს არის სოფელი, სადაც უუუუუუჰ.. ..

ეს არის სოფელი, სადაც ჩვენი ტოოოოლები დასთხოვდნეეეეენ :)))))

ეს არის სოფელი, საიდან წამოსვლისაც ყოველთვის დეპრესიაში ვვარდებოდი და ვტიროდი.

ეს არის ჩემი დედულეთი, ეს არის სოფელი, სადაც გატარებული დრო მუდამ დარჩება, როგორც ერთერთი საუკეთესო მოგონება.

და… ეს არის სოფელი, სადაც ორი წელია აღარ ვყოფილვარ და ძალიან მომენატრა:-(

 

ტეგები: , , , , ,

23 responses to “არის ასეთი სოფელი…

  1. salolas

    ივნისი 6, 2010 at 7:06 AM

    მიყვარს სოფელიიიი!!!! მეც მომინდა მაგ სოფელში სტუმრობა 🙂

     
  2. dreamar

    ივნისი 6, 2010 at 11:01 PM

    rogor miyvars aseti adgilebi. didi siamovnebit davisvenebdi aq megobrebtan ertad, zgvis mere ogond 😛

     
  3. ნან

    ივნისი 7, 2010 at 11:36 AM

    ულამაზესი სოფელი გქონია!

     
  4. Blatnoy

    ივნისი 10, 2010 at 12:52 PM

    Am sopelshi maq saxli da chamovdivar xolme zapxulobtit magari veshia dzaan 😉

     
  5. მარი

    ივნისი 10, 2010 at 4:23 PM

    ვა, ხომ არ გიცნობ?:-)

     
  6. Blatnoy

    ივნისი 11, 2010 at 11:48 AM

    Stadionze daminaxixart bevrjer xidtan var titqmis ra : )

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 11, 2010 at 8:25 PM

      ვაააა 🙂 აი, ეგ აღარ მეგონა თუ ბლოგზე ლიჩის ნაცნობს აღმოვაჩენდი 🙂 გამიხარდა 🙂

       
      • mariakhsiashvili

        ივნისი 11, 2010 at 8:26 PM

        ანუ, ”გაღმა” ხართ ხო? ხარაიშვილები არიან მანდ ძირითადა, ჩვენ ხიდსგამოღმა ვართ 🙂

         
  7. Blatnoy

    ივნისი 12, 2010 at 6:42 AM

    xoo xaraishvili var didi saxli xo ici babuachemis dzmisa da magis win ro aris eg chveni

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 12, 2010 at 9:59 AM

      ვააა , დიდი სახლი როა, გვანცა, ნათია და მარი ხარაიშვილები ცამოდიოდნენ ხოლმე – მანდ. თლა ნაცნობი ყოფილხარ ;))))) მაგ ეზოში ჭაზე დავდიოდით ხოლმე :)))

       
  8. Blatnoy

    ივნისი 12, 2010 at 4:02 PM

    Xo mand var babuachemis dzmis shvilishvilebi arian gvacna mari natia.. wastan dzaan axlos var : )

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 12, 2010 at 8:44 PM

      მაგარია ;))))
      მანდ ის ბავშვი ცხოვრობს კიდე, ბაჩანა ქვია, მაგის ძმის სახელი არ მახსოვს 😉 და იქვე დათო შეყილაძე და მისი ბებია-ბაბუას, თუმცა, ვაჟა დაიღუპა , მგონი:-/ თამთა და შოთიკო ცხოვრობდნენ კიდე, ბოლო წლები აღარ მინახიან ეგენი.

       
  9. Blatnoy

    ივნისი 13, 2010 at 7:58 AM

    Xo vici didi xania agar chamosulan shotiko mushaobs da atasshi ertxel chamodis xolme

     
  10. Blatnoy

    ივნისი 27, 2010 at 10:53 AM

    Wels chamoxvalt? : )

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 27, 2010 at 4:47 PM

      სავარაუდოდ, კი 🙂 როგორც კი შვებულებას ავირებ, მოვრბივარ ;)) ალბათ, ეს აგვისტოს 10-25 იქნება.

       
  11. Blatnoy

    ივნისი 28, 2010 at 7:31 AM

    Kargia : ) : )

     
  12. kevana

    ივლისი 26, 2010 at 3:09 AM

    აუჰ, რა კარგი ადგილია მართლაც :დ

    მიყვარს ასეთი ჯუნგლები

     
  13. data

    აგვისტო 21, 2010 at 9:26 PM

    am sopelshi araa xaraishvilebi rom cxovrobeen bevrii??? tu meshleba? 😕

     
    • მარი

      სექტემბერი 5, 2010 at 8:18 PM

      კიი, ეგ სოფელია 🙂 ხარაიშვილები და ლომიძეები 🙂

       
  14. tornike

    ივნისი 3, 2011 at 11:18 AM

    gamarjobat. mec xaraishvili var. babuachemi lichidan iyo. mere apxazetshi gadaasaxles . me soxumshi davibade. omis mere aket var. vici rom lichshi chemi nasaxlari axlac yopila. ragaceebi shemorchenili. me ar var namyopi. dzalian minda wasvla. tu vinmem icit mitxarit saidan gadis transporti. dzalian minda chemi mogvareebis gacnoba

     
  15. gvelesa

    მაისი 17, 2014 at 10:13 AM

    ლიჩელებოოო ))

     
  16. zeinabi

    ნოემბერი 1, 2014 at 6:48 PM

    ჩემი ლიჩიიიიიიიი

     
  17. giorgi

    დეკემბერი 9, 2014 at 7:16 PM

    ვინმემ რომ წაიკითხოს ეს სტადია და გაიგოს ლიჩელი ვარ ტარზანი ვეგონები ან მაუგლი

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: