RSS

დეიდა ზიიიზი ყვეელას უყვაარდა….

22 ივნ

მას, ვისთვისაც მეტრო მგზავრობის ერთერთი ძირითადი საშუალებაა, ალბათ, ერთხელ მაინც ეყოლება ნანახი პატარა, გამხდარი, ქერათმიანი ქალი. ის ვაგონში, ყოველთვის განაპირას ზის, კართან ახლოს. მუდამ დიდი ჩანთით დადის, რომელსაც დაჯდომისას ხსნის, A4 ზომის თაბახის ფურცლების დასტას და უბრალო ფანქარს იღებს, აქეთ-იქით მიმოიხედავს და მგზავრების ხატვას იწყებს. ფანქრის რამდენიმე მოსმით, ”პორტრეტი” მზად არის, შემდეგ ხელს მოუწერს ( ოდენ – ”ზიზის” ვარჩევ ხოლმე) და ადრესატს – ან სხვისი ხელით გაუგზავნის, ანდაც თავად მიართმევს. თან, ჩუმადაც წასჩურჩულებს – ხურდა ხომ არ გექნებაო…

მე ეს ”ბედნიერება” ბოლო ათი თვის მანძილზე, სამჯერ მხვდა წილად. სწორედ ამდენჯერ გავხდი მისი ”ფანქრის მსხვერპლი”. პირველი ორი ფოტო კიდევ ჰო – ჩემს თავს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ოდნავ მაინც მივამსგავსე. დღევანდელზე კი რა ვთქვა. აი, სამივე ფოტო 😉

2009 წლის 12 აგვისტო. ხელში ტელეფონი მიჭირავს. მესიჯობა არ დამაცადა - ჩვენი პირველი შეფეთება.

2009 წლის 12 აგვისტო. ხელში ტელეფონი მიჭირავს. მესიჯობა არ დამაცადა – ჩვენი პირველი შეფეთება.

2009 წლის 10 ნოემბერი. ”ვეფხისტყაოსანს” ვკითხულობ გამწარებული.

და დღეს – ანტიკური ლიტერატურის ისტორიის დიიიიდი, წითელი წიგნი მიპყრია ხელში და ანაკრეონს ვიმეორებ 🙂

ნუ, მე ვარ რა!!!

 

2 responses to “დეიდა ზიიიზი ყვეელას უყვაარდა….

  1. კანარიო

    ივნისი 29, 2010 at 9:12 AM

    I like it!

     
  2. kevana

    ივლისი 24, 2010 at 9:32 PM

    უჰუ, ჩემი მეგობარიც დახატა ერთხელ, ზამთარში. მერე ფოტო გადაუღო და მაჩვენა, რატომღაც სათუთად ვინახავ :დ

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: