RSS

როგორ გავიაროთ ადაპტაცია სოფლელებმა ქალაქში ანუ ინციდენტი ვაკის პარკში

02 ივლ

მთელი დღე ვგეგმავდი –  სახლში როგორც კი მივალ,  ეგრევე ”წითელ წიგნს” ჩავუჯდები და თუკიდიდე-ჰეროდოტე-პინდაროს-პლავტუს-ტაციტუსს მივახრჩობ მეთქი, მაგრამ სანამ გადაუვლია სიბრაზეს – მანამდე დავწერ 😀

დღეს საღამოს, ჩვეულებისამებრ, რედაქციიდან ილიაუნიში გავუარე დეიდაშვილს. ვაკის პარკში დამხვდნენ ის და მისი სამი ჯგუფელი – თათია, ხატია და ნინო. ( შემდეგში სახელებს ვახსენებ და ამიტომ,  აქვე ჩამოვთვლი ). სურათებს იღებდნენ. მერე ატრაქციონებიც მოისურვილეს, რაკი ადრენალინის მატების სურვილი არ მქონდა, ოდენ ფოტოგრაფობას დავჯერდი და ჯერ კარუსელის, მერე კი – ”გონკების” შესასვლელში დავდექი თათიას ფოტოაპარატით ხელში.

სიმართლე რომ ვთქვა, ყურადღებას არ ვაქცევდი, ვინ რას ამბობდა – სკაიპში ვიყავი შესული, (ლალის ვეძებდი – მაგრამ სადაა. ), მხოლოდ ხატიას და ნინოს თითოოროლა ფრაზა მესმოდა – “მარტო სამი ცალი რატომ მუშაობს, ბილეთებს რომ ვყიდულობთ, არ უნდა გვითხრანო?”.

რამდენიმე წამში მესმის ქალის ხმა – შენ გოგო, დაუფიქრდი რეებს ამბობ, შენ იცი მე ვინ ვარ? – ნუ, თუ სიტყვასიტყვით არა – მსგავსი შინაარსის მაინც.

გავიხედე, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და მხოლოდ ყურებას დავჯერდი. ხატიას მიმართავდა ვიღაც ქერათმიანი, 40-50-ს გადატანებული , “ადიდასისსპორტულშარვლიანი” ქალი – შენ როგორ მითხარი, შე თავხედო, იცი, ვის ელაპარაკები – და მასეთები. ხატიას არაფერი უთქვამს, წინ გადაიწია – ”გონკების კაცისკენ” და გადააწოდა ბილეთები.

თუუურმე რა ყოფილა საქმე. ამ ქალს ხელში სჭერებია ბილეთები და ხატიას უკითხავს: თქვენ იღებთ ბილეთებსო? სწორედ ამაზე ამტყდარა ერთი ამბავი – ეს როგორ მკადრეო.

ნუ, ბავშვები ხმას არ იღებენ, მეც ჩუმად ვარ. ეს მაინც აგრძელებს:
– ეს სოფლელები, რეებს ბედავენ, შეენ გოგო, აქ რომ ჩამოდიხარ, აქაურ წესებს უნდა მოერგო, გაიგე?

ნინო მიმართავს : ქალბატონო, დიდი ბოდიში თუ შეურაცხყოფა მოგაყენეთ, მაგრამ ბილეთები გეჭირათ და იმიტომ გკითხეთ, რა დაინახეთ ამაში შეურაცხყოფის მსგავსი, არ მესმის.

– შენ სადაური ხარ გოგო?
– აქაური ვარ.
– აქაური? არ გეტყობა აქაურობა, წესებს მოერგე გოგო, ეს თბილისია, ის კი ნუ გგონია..  – გიორგი, წავედით , გიორგი, წამოდი – უყვირის მანქანაში მჯდომ – 7-8 წლის ბიჭს.

ნუ, არ ჩერდება ეს ქალი რა, იქ თათია ცდილობს აუხსნას – რა და როგორ. ისმის: ”შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ” და მსგავსი კომენტარები.

ეს ქალი კი, ჩადის ”საგონკაო მინდორზე”, მანქანასთან მდგომ ხატიას მიენთო ყვირილით – შეენ გოგო, აქ რომ ჩამოდიხარ, ადაპტაცია უნდა გაიარო, გაიგე? პირდაპირ აქ კი არ უნდა მოხვიდე, წესებია აქ, წესები – და ზურგით მდგარი შემოატრიალა.

აი აქ ამომასხა. სამწუხაროდ ( ყველაფერს პირდაპირ რომ ვამბობ, ნერვებს ვიშლი, დიპლომატიის სრულ დეფიციტს განვიცდი… არც ღირს ასეთებს თავი გაუყადრო…) თუ საბედნიეროდ ( აღარ ვიბოღმები საკუთარ თავზე – ეს როგორ შევარჩინე მეთქი ) ასეთ დროს და ასეთებთან კამათს არ ვერიდები და პირდაპირ ვეუბნები, რასაც ვფიქრობ, თუნდაც, ცუდად შემომიბრუნდეს. ხოდა, გავეჯგიმე წინ და ვეუბნები:

– რა გაჩხუბებთ?
– იცოდე, როგორ უნდა მომართო შე სოფლელო.
– და თავად, ვაკელი?
– აბა რა ვარ. ( სახეზე აწერია – ვაი, შე უბედუროვო);
– და რაკი ვაკელი ხარ, ანუ ძალიან მაგარი  ხომ?
– გეტყობა, რომ ”გამოთლილი სოფლელი” ხარ, ვერ ხვდები, რომ ქალაქელობას სხვა რამე ჭირდება, რასაც ვერასოდეს შეიძენ – აქ უნდა იყო დაბადებული და გაზრდილი.
– ოოო, მე რომ ვარკეთილელები მირჩევნია შენნაირებს?
– ხოდა, სოფლელი ხარ, შე უბედურო.
– რაო, სად იყო თბილისში პირველი სოფელიო, სადაო?
– ვინ მოგატყუა შე უბედურო, წიგნი წაიკითხე მეტი, შე ჩამოსხმულო სოფლელო. რა უნდა გელაპარაკო შენ.

აი, აქ ამასხა 😀 როგორც ჩემი მეგობარი პასუხისმგებელი მდივანი, პატიკა იტყოდა – იმით ”მომაქს თავი”, რომ ბავშვობიდან ძალიან ბევრ წიგნს ვკითხულობდი ( ამაში სწრაფი კითხვის ჩვევაც მიწყობდა ხელს). ბოლოსდაბოლოს, მეხუთე კლასის არდადეგებზე 147 წიგნი წავიკითხე ( დავალებად გქვონდა – უნდა ჩამოგვეწერა რა წიგნებს წავიკითხავდით ზაფხულში), უბნის ბიბლიოთეკაში ჩემზე “ლეგენდები” დადიოდა და ჩემს დას , ჩემი ხათრით ”აქტიური მკითხველის წოდება აქვს” ( არადა, წელიწადში ერთი წიგნი გამოაქვს და იმასაც მე ვკითხულობ), ხოდა, ეს ვიღაც სნობი მეუბნება – მეტი წიგნი წაიკითხეო. ნუ, არც ვაციე, არც ვაცხელე და ნეტა, ჩემი წაკითხული წიგნების მეასედი დაგსიზმრებოდეს მეთქი ( მეც ვითავმდაბლე რაღა). წამოვიდა პასუხად: შეე უზზზზრდელო, შეე თააავხედო, შეე სოოფლელო, რა უნდა გელაპარაკო. ( ”მიხედე შენს შნურუკებს”-ღა აკლდა, მაგრამ ეს ხომ ქალაქელია 😀

– ვარკეთილელი ხარ არა? რომელ მიკრორაიონში ცხოვრობ? ( თან ძალიან ახლოს დგას, ხელებს აქნევს –  აი, ისე დაახლოებით – ეეე, ჩვენი ძმა ( ეფიცხები იამაიკის მზეს? – არა), ქურდი ხარ ძმაკუუუშ, ბიჭებს ამოვიყვან და შევხვდეთ.. ) . ერთი გაფიქრება კი გავიფიქრე – ახლა თუ დამარტყა, მზად ვიყო მეთქი.
– რა მიკრორაიონში , დამპალოს სასაფლაოს ბოლოს ვცხოვრობ, ვარკეთილის მეურნეობის უკიდურესში მეთქი ( მოვატყუე ოღონდ, მეტროსთან ვარ ახლოს 😛

– გეტყობა, მეტი სად იცხოვრებ, სოფლელო შენ – იმეორებს მაინც თუ როგორი გოიმები ვართ, ქალაქი რომ ვნახეთ, მადლობას უნდა ვიხდიდეთ , მაგრამ მკვიდრ ქალაქელებს კი არ უნდა ვაწუხებდეთ. ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ…

ბოლოს, თქვენ რა უნდა გელაპარაკოთო და წავიდა, თუმცა, მოგვაყოლა: თქვენი ნაბიჭვარი დედებიო :)) მერე უკვე გვეცინებოდა ( ნინომ მიაძახა – ნაბიჭვრები სახლში მოიკითხეო – მობრუნებას აპირებდა) და რომ მობრუნებულიყო, ალბათ, გვნახავდნენ პატრულში თქვა:)))

ხოდა ახლა ვფიქრობ.. მაინც ვერ მოვიფიქრე რა სამაგისტრო პროგრამას მივანიჭო უპირატესობა და ის ქალი უნდა მოვძებნო – ეგებ მოკლე კურსი მაინც გამატაროს, როგორ გავიარო მე, ვარკეთილში დაბადებულმა?! ( ამდენი არ ვიცი, მგონი, თემქაზე დავიბადე, ერთი ვკითხო დედაჩემს), მოსკოვის პროსპექტსა და ვარკეთილში გაზრდილმა თავხედმა და რავიცი კიდევ როგორმა – ადამიანმა ვაკეში ადაპტაცია, რომ მერგოს პატივი – ვაკის პარკში გავლისა!!! ( დანარჩენებიც შემომიერთდებიან :-D)

 
6 Comments

Posted by on ივლისი 2, 2010 დუიმი მე:-)

 

ტეგები: , , , ,

6 responses to “როგორ გავიაროთ ადაპტაცია სოფლელებმა ქალაქში ანუ ინციდენტი ვაკის პარკში

  1. CGsaba

    ივლისი 2, 2010 at 8:57 PM

    ნუ მოკელდ. ის გვავიწყდება ქართვეელბ რომ ყველას პრობლემა გავქ დღედ ღეობი საქართველოშ. განსაკუთრებით თბილისში ჭირს ცხოვრება.

    იტოგში შენ ადგიალს რო ვყოფილიყავ მაგარს მივჩეჩქვავდი რა იმ ბავშვსაც ზედ მივაყოლებდი. საღამოს უბანში ავაკითხვადი და მაგის ქამრს ვცდემიდ.

    მართლა კი არა?

    იცი მაგ დროს რა უდნა ქნა?
    აბსოლუტურად წყანარ უდნა მიხვიდე მეტოქესთან და სთხოვო 5-10 წუთი დაგითმოთ. და გაარჩიეთ ის თემა რაზეც ჩხუბი დაიწყო.
    თუ ჭკუა გიჭრის ადამიანს და 1-2 წიგნიც გაქ წაკითხული ნებისმიერ ჭკ ვაკელს თუნდაც სოფლელს და თუნდაც ხეპრეს, ჩაისვამ ჯიბეში.

    როდესაც ადამიანიხ ედავს რომ მის სიტყავზე შენ ბრაზდები ის იჯერებს რომ მართალია და უფრო იწევა + უმეტესობა ქართვეელბისაბ უკან დახევა ვიცით.

    აუცილებელი არაა მუშტებით შევდგეთ.
    უბრალოდ შესაბამისი პასუხის გაცემა უდნა შეგვეძლოს.

    ნუ მსგავსი სიტორია მეც გადამხდა და ჩემი ბლოგზე შეიგძიოთ ნახოთ.
    ამ პოსტში: ” და მერე კიდე ვეღაცა რაღაცას მოთხოვს?”

    მადლობა ყრაუდღებისთის

     
    • mariakhsiashvili

      ივლისი 2, 2010 at 9:14 PM

      ისე, არ მესმის, მეტი რა ”ადამიანურად” ლაპარაკი უნდა სცადო მასთან. უბრალოდ, მერე ვინანე რომ ასე შევყევი, რადგან ვხვდები, რომ ”ვერ იყო” და ”ვაკელობა” არაფერ შუაშია. არ გაჩუმდა ცოცხალი ტავით, ყველას გვლანძღავდა…

       
    • ადო

      ივლისი 2, 2010 at 9:42 PM

      შინაარსი გავიგე, რისი თქმაც გინდოდა გავიგე, მაგრამ პოსტი დასახვეწია 😦 არ გეწყინოს, არ შემეძლო, რომ არ დამეწერა

       
      • mariakhsiashvili

        ივლისი 2, 2010 at 9:55 PM

        ეგ არაფერი 🙂 ძალიან ჩქარ-ჩქარა ვწერდი 🙂

         
  2. SaLoMea_Mze

    ივლისი 3, 2010 at 4:17 PM

    vaime ramdeni vicieneee 😀 au mand rom vyopiliyavi dzirs vixoxebdi ashkarad 😀

    ver vitan eget vitomv akelebs raaa.. martla ragac rom goniat tavi da aqaoda mand vcxovorbt meti uplebebi gvaqvs da soplelebi vakis haers ar unda gviwamlavdneno 😀 😀

     
  3. kevana

    ივლისი 24, 2010 at 9:31 PM

    ხოოო, ეგ საშინელება გადაგხდენიათ თავს 😦

    გიჟი ქალი.. ღმერთო ჩემო, კიდევ კარგი ფიზიკურად არ შეგეხოთ 😦

     

Leave a reply to SaLoMea_Mze კომენტარის გაუქმება